ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოზამბიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 13.09.1996
ძალაში შესვლა 13.09.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000072
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 31/12/1997
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) | მოზამბიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოზამბიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
span.BalloonTextChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:31.5pt 1.0in 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოზამბიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მოზამბიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,
თვლიან რა სასარგებლოდ ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა დონეზე ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონული თუ საერთაშორისო პრობლემების საკითხებზე კონსულტაციების ჩატარებასა და აზრთა ურთიერთგაცვლას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ მოლაპარაკებებს და კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, აგრეთვე სხვადასხვა დონეზე საერთაშორისო, რეგიონალური და ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ირგვლივ, რომლებიც წარმოადგენენ ორმხრივ ინტერესს.
კონკრეტული საკითხების განსახილველად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეიქმნას სპეციალური სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფები.
მუხლი 2🔗
მხარეები წინასწარ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრავენ კონსულტაციების დონეს, დღის წესრიგს, მისი ჩატარების ვადებსა და ადგილს.
მუხლი 3🔗
მხარეები ითანამშრომლებენ და ჩაატარებენ კონსულტაციებს საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ფორმების ფარგლებში, პოზიციების შეთანხმების მიზნით.
მუხლი 4🔗
მხარეები შექმნიან სასურველ პირობებს დიპლომატიური სამსახურების ურთიერთმოქმედებისათვის, განახორციელებენ უშუალო კონტაქტებს, გაიზიარებენ გამოცდილებას სტაჟიორთა ურთიერთგაცვლის გზით, ჩაატარებენ სემინარებს და გამონახავენ პირდაპირი კავშირების სხვადასხვა ფორმას.
მუხლი 5🔗
ამ ოქმში შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებები და ცვლილებები მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
მუხლი 6🔗
ეს ოქმი ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან და იმოქმედებს 5 წლის განმავლობაში. იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 5 წლით, თუ არცერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს ოქმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ მორიგი ხუთწლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 13 სექტემბერს, სამ პირად, თითოეული ქართულ, ინგლისურ და პორტუგალიურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. ტექსტებს შორის სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)
მოზამბიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)