შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ
მიღების თარიღი 19.06.1995
ძალაში შესვლა 18.02.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000084
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/01/1998
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა (შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი), სურთ რა გააძლიერონ ეკონომიკური თანამშრომლობა,
მიზნად ისახავენ რა შექმნან ხელსაყრელი პირობები თითოეული მონაწილე მხარის მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებისათვის,
აღიარებენ, რა რომ ამ შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული ინვესტიციების ორმხრივი დაცვა და წახალისება სტიმულს მისცემს კერძო ბიზნესის ინიციატივასა და აამღლებს ორივე ქვეყნის კეთილდღეობას, შეთანხმდნენ შემდგომზე:
მუხლი 1🔗
განმარტებანი
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
1. ტერმინი „ინვესტიციები“ მოიცავს ყველა სახის ქონებრივ ფასეულობას განსაზღვრულს იმ მონაწილე მხარის კანონებითა და წესებით, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია და მოიცავს (მაგრამ ამით არ შემოიფარგლება):
ა) მოძრავ და უძრავ ქონებას, აგრეთვე სხვა სახის უფლებებს, როგორიცაა სანივთო უფლებები, ნებისმიერი ხასიათის ფასეულობებთან მიმართებაში;
ბ) კომპანიებში ნაწილობრივ, სააქციონერო და სხვა სახის მონაწილეობის უფლებებს;
გ) მოთხოვნის უფლებას ფულად სახსრებზე, გუდვილზე და სხვა ფასეულობებზე და ნებისმიერი სახის საქმიანობაზე, რასაც ეკონომიკური ღირებულება გააჩნია;
დ) უფლებებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, ტექნიკურ პროცესებსა და ნოუ-ჰაუსს;
ე) კანონით ან კონტრაქტით დადგენილ საქმიან კონცესიებს, მათ შორის ბუნებრივი რესურსების ძიებას, გადამუშავებას, მოპოვებას ან ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ პროცესებს.
2. ინვესტირებული ან რეინვესტირებული ფასეულობების ფორმის ცვლილება იმ მონაწილე მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ინვესტირება, არ შეცვლის მათ ხასიათს, როგორც ინვესტიციებისას ამ შეთანხმების ფარგლებში.
3. ტერმინი „ინვესტორი“ მოიცავს:
ა) ფიზიკურ პირებს, რომლებიც არიან მონაწილე მხარის მოქალაქენი ან მუდმივად მცხოვრები პირები და ამავე დროს არ არიან მეორე მონაწილე მხარის მოქალაქენი, ან
ბ) კომპანიებს კორპორაციების, ფირმებისა და ასოციაციების ჩათვლით, რომლებიც შექმნილნი არიან მონაწილე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და რომლებიც არ იმყოფებიან მეორე მონაწილე მხარის კომპანიების პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ.
4. ტერმინი „შემოსავალი“ ნიშნავს ინვესტიციებიდან მიღებულ თანხებს და კერძოდ მოიცავს (თუმცა ამით არ შემოიფარგლება): დივიდენდებს, მოგებებს, ინვესტიციების მთლიანი ან ნაწილობრივი ლიკვიდაციის შედეგად მიღებულ თანხებს, პროცენტს, ამონაგებს კაპიტალიდან, როიალთის ან ჰონორარებს.
5. ტერმინი „ტერიტორია“ თითოეული მონაწილე მხარესთან მიმართებაში ნიშნავს მონაწლე მხარის ტერიტორიას როგორც ტერიტორიული წყლების, ასევე კონტინენტურ შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით, რომელზეც შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილე მხარე ახორციელებს სუვერენულ უფლებებს და იურისდიქციას.
მუხლი 2🔗
ინვესტიციების დაცვა და წახალისება
1. თითოეული მონაწილე მხარე თავის ტერიტორიაზე ხელს შეუწყობს და საუკეთესო პირობებს შეუქმნის მეორე მონაწილე მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს და მისი შიდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების შესაბამისად დაუშვებს ამგვარ ინვესტიციებს.
2. თითოეული მონაწილე მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციები ისარგებლებენ სამართლიანობის და თანასწორუფლებიანობის მოპყრობის რეჟიმით და უზრუნველყოფილნი იქნებიან სრული დაცვითა და უსაფრთხოებით მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე. არცერთი მონაწილე მხარე, დაუსაბუთებლად ან დისკრიმინაციული ხერხებით არანაიარად არ შეუშლის ხელს მეორე მონაწილე მხარის ინვესტორის მიერ ინვესტიციების მართვას, ექსპლუატაციას, სარგებლობას ან განკარგვას მის ტერიტორიაზე.
მუხლი 3🔗
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი და ეროვნული რეჟიმი
1. არცერთი მონაწილე მხარე თავის ტერიტორიაზე არ შეუქმნის მეორე მონაწილე მხარის ინვესტორის ინვესტიციებს ან შემოსავლებს იმაზე უფრო ნაკლებად ხელშემწყობ რეჟიმს, ვიდრე რეჟიმი, რომელსაც იგი უქმნის ნებისმიერ საკუთარ ან მესამე ქვეყნის ინვესტორების ინვესტიციებსა და შემოსავლებს.
2. ყოველი მონაწილე მხარე ისევე უწყობს ხელს თავის ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებს მათი ინვესტიციების მართვის, განკარგვის და ექსპლოატაციის საქმეში, როგორც საკუთარ ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორს.
მუხლი 4🔗
ზარალის კომპენსაცია
1. თუ ერთ-ერთი მონაწილე მხარის ინვესტორის მიერ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ინვესტიციებმა განიცადეს ზარალი, მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, რევოლუციის, საგანგებო მდგომარეობის, აჯანყების, ბუნტის ან მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მომხდარი სხვა არეულობის გამო, ზარალის ანაზღაურება ამ მეორე მონაწილე მხარის მიერ უნდა მოხდეს ისეთივე პირობებით, როგორც ეს წარმოებს საკუთარი ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორის ზარალის ანაზღაურება. საბოლოო გადასახადი თავისუფლად ტრანსფერებადი უნდა იყოს.
2. წინამდებარე მუხლის პირველ პარაგრაფთან წინააღმდეგობაში მოუსვლელად ერთი მონაწილე მხარის ინვესტორის მიერ ამ პარაგრაფში აღნიშნულ ნებისმიერ სიტუაციაში მიღებული დანაკარგი მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე გამოწვეული:
ა) მათი საკუთრების ძალოვანი სტრუქტურების ან ხელისუფლების მიერ რეკვიზიციით, ან
ბ) მათი საკუთრების განადგურებით ძალოვანი სტრუქტურების ან ხელისუფლების მიერ, რომელიც არ იყო გამოწვეული საომარი მოქმედებით ან გამომდინარე სიტუაციიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა, უნდა იყოს დაბრუნებული ან ადეკვატურად ანაზღაურებული. საბოლოო გადასახადი თავისუფლად ტრანსფერებადი იქნება.
მუხლი 5🔗
ექსპროპრიაცია
1. თითოეული მონაწილე მხარის ინვესტორების ინვესტიციები არ იქნება ექსპროპრიირებული, ნაციონალიზებული ან ტოლფასოვანი მოქცეული რაიმე სხვა, მისი შედეგებით ნაციონალიზაციისა და ექსპროპრიაციის ტოლფასოვანი ღონისძიებების (შემდგომში როგორც „ექსპროპრიაცია“) ქვეშ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ეხება ამ მონაწილე მხარის საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელებას შიდა მოთხოვნილებებზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე და სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის სანაცვლოდ. ასეთი კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ექსპროპრიირებული ინვესტიციების ნამდვილ ღირებულებას, რომელიც მიმდინარე ან მოსალოდნელი ექსპროპრიაციის განხორციელების ოფიციალურად აღიარების მომენტისათვის, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო ის ადრე. კომპენსაცია დარიცხული უნდა იყოს დაუყოვნებლივ და უშუალოდ გადახდის დღემდე მასზე უნდა გავრცელდეს ნორმალური კომერციული პროცენტი. იგი უნდა იყოს ეფექტურად გამოყენებადი და თავისუფლად ტრანსფერებადი. ინვესტორებს, რომელთაც შეეხო ექსპროპრიაცია, უნდა ჰქონდეთ ექსპროპრიაციის განმახორციელებელი მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად და ამ პარაგრაფში მიღებული პრინციპების შესაბამისად, ამ უკანასკნელი მონაწილე მხარის სასამართლო ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი საქმეების ან მათი ინვესტიციების შეფასების ოპერატიულად გადამოწმების უფლება.
2. იმ შემთხვევაში, როცა მონაწილე მხარე ახდენს იმ კომპანიის ქონების ექსპროპრიაციას, რომელიც პირველი მუხლის მესამე პარაგრაფის მიხედვით შექმნილია ან რეგისტრირებულია მის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებობლობის შესაბამისად და რომელშიც მეორე მონაწილე მხარის ივნესტორები ფლობენ წილს, ან სხვა საკუთრების უფლებას, ამ მუხლის პირველი პარაგრაფის დებულებები ამგვარ ინვესტორებს შეეხება იმდენად, რამდენადაც უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაცია მათ ინვესტიციებთან მიმართებაში.
მუხლი 6🔗
ინვესტიციებისა და შემოსავლების რეპატრიაცია
1. თითოეული მონაწილე მხარე ინვესტიციებთან დაკავშირებით მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებს უზრუნველყოფს ყველა იმ უფლებითა და შესაძლებლობით, მათი ინვესტიციებისა და შემოსავლების შეუზღუდავი გადარიცხვისათვის, რომელიც ძალაში იყო მოცემული ინვესტიციის განხორციელების მომენტში, იმის გათვალისწინებით, რომ ინვესტორი შეასრულებს თავის ყველა ფისკალურ ვალდებულებას და ფულის გადაცვლის წესების მოთხოვნილებებს, გადარიცხვა მოხდება იმ კონვენტირებად ვალუტაში, რომელზედაც შეთანხმდნენ ინვესტორი და შესაბამისი მონაწილე მხარე. ინვესტორის მიერ სხვაგვარი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, გადარიცხვა მოხდება მოქმედი სავალუტო კანონმდებლობის შესაბამისად გადარიცხვის მომენტში დადგენილი სავალუტო კურსით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ერთი მონაწილე მხარის ფულის გადაცვლის წესები შეიცვალა, მაშინ აღნიშნული მონაწილე მხარე უზრუნველყოფს, რომ ამგვარი ცვლილება უარყოფითად არ იმოქმედებს ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე უკვე მიღებულ ინვესტიციების მდგომარეობაზე.
მუხლი 7🔗
გამონაკლისები
წინამდებარე შეთანხმების დებულებები, რომლებიც ეხება რომელიმე მონაწილე მხარის ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტიციებისათვის არანაკლები ხელშეწყობის რეჟიმის მინიჭებას, არ იქნება გაგებული, როგორც ერთი მონაწილე მხარის ვალდებულება განავრცოს მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებზე ნებისმიერი რეჟიმის სარგებლიანობა, უპირატესობა, ან პრივილეგია გამომდინარე:
ა) დაბეგვრასთან მთლიანად ან ძირითადად დაკავშირებულ ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებიდან ან ხელშეკრულებიდან ან დაბეგვრასთან მთლიანად ან ძირითადად დაკავშირებული შიდა კანონმდებლობიდან;
ბ) არსებული ან მომავალი საბაჟო კავშირებიდან, თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ დადებული შეთანხმებიდან ან მსგავსი საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლის მონაწილეც არის ან შეიძლება გახდეს რომელიმე მონაწილე მხარე;
გ) „ინვესტიციის“ განმარტებიდან (მუხლი 1🔗, პარაგრ 1). „რეინვესტიციის“ აღნიშვნიდან (მუხლი 1🔗, პარაგრ 2) და მეექვსე მუხლის დებულებებიდან, რომელსაც მოიცავს 1992 წლის 1 ივნისამდე ისრაელის სახელმწიფოში ძალაში შესული შეთანხმებები.
მუხლი 8🔗
საინვესტიციო დავების მოგვარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ცენტრთან ურთიერთობა
1. თითოეული მონაწილე მხარე აცხადებს თანხმობას. საინვესტიციო დავა, რომელიც წარმოიშობა ამ მონაწილე მხარესა და მეორე მონაწილე მხარის ინვესტორს შორის ამ უკანასკნელის ინვესტიციებთან დაკავშირებით პირველი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, განხილულ იქნეს საინვესტიციო დავების მოწესრიგების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში „ცენტრი“) სამედიატორო ან საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 1965 წლის 18 მარტის ვაშინგტონში ხელმოწერილ და მიერთებისათვის ღია ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოგვარების კონვენციის შესაბამისად.
2. კომპანია, რომელიც შექმნილია ან დაფუძნებულია ძალაში მყოფი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე და რომელშიც ამ დავის წამოჭრამდე აქციების უდიდესი წილი მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეებს ან კომპანიებს ეკუთვნოდათ, ზემოხსენებული კონვენციის 25-ე მუხლის მეორე პარაგრაფის (ბ) ქვეპარაგრაფის თანახმად უნდა ჩაითვალოს მეორე მონაწილე მხარის კომპანიად.
3. რაიმე დავის წარმოშობისას თუ სამი თვის განმავლობაში არ მოხერხდა მხარეთა შორის დავის ადგილობრივი საშუალებებით ან სხვა რაიმე გზით გადაწყვეტა, მაშინ ინვესტორს, რომელსაც შეეხო ეს დავა, შეუძლია წარუდგინოს დავა მოსაგვარებლად ცენტრის გენერალურ მდივანს კონვენციის 28-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად. დავის მონაწილე მხარე საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ შეეწინააღმდეგება სადაზღვევო კონტრაქტით გათვალისწინებული დანაკარგების სრული ან ნაწილობრივი კომპენსაციის მიღებას დავის მონაწილე მეორე მხარის მიერ.
4. არცერთი მონაწილე მხარე არ გამოიყენებს დიპლომატიურ არხებს, რათა სარჩელით მიმართოს ცენტრს, თუ:
ა) ცენტრის გენერალური მდივანი, მომრიგებელი კომისია, ან კომისიის მიერ დაფუძნებული სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მოცემული სადავო საკითხი არ ექვემდებარება ცენტრის იურისდიქციას, ან
ბ) მეორე მონაწილე მხარე არ შეასრულებს ან არ დაემორჩილება საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილ რაიმე გადაწყვეტილებას.
მუხლი 9🔗
მონაწილე მხარეთა შორის წამოჭრილი დავა
1. დავა მონაწილე მხარეთა შორის, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების განმარტების ან გამოყენების შესახებ, შეძლებისდაგვარად მოგვარდება დიპლომატიური არხების საშუალებით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, ორივე მონაწილე მხარის თანხმობის შემთხვევაში, მონაწილე მხარეთა წარმომადგენლებისაგან შემდგარ ორმხრივ კომისიაზე მინიშნებას.
2. თუ დავის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 6 თვის ვადაში, იგი არ გადაწყდება ზემოთ აღნიშნული საშუალებით, მაშინ მონაწილე მხარეთაგან ერთ-ერთი მოთხოვნის საფუძველზე, ეს საქმე განსახილველად გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს.
3. საარბიტრაჟო სასამართლო ცალკე შეიქმნება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის შემდეგნაირად: არბიტრაჟის მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში მონაწილე მხარეთაგან ყოველი ნიშნავს სასამართლოს თითო წევრს. ამ ორმა წევრმა უნდა აირჩიოს მესამე სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც ორი მონაწილე მხარის თანხმობით დაინიშნება სასამართლოს თავმჯდომარედ. თავმჯდომარე დაინიშნება დანარჩენი ორი წევრის არჩევიდან ორი თვის განმავლობაში.
4. თუ მესამე პარაგრაფში აღნიშნულ პერიოდში საჭირო დანიშვნები არ განხორციელდება სხვა რომელიმე მარეგულირებელი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, მონაწილე მხარეთაგან ნებისმიერს შეუძლია მიმართოს პარიზის საერთაშორისო კომერციის პალატის (ICC) პრეზიდენტს, რათა ამ უკანასკნელმა მოახდინოს შესაბამისი დანიშვნები. თუ პრეზიდენტი ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოქალაქეა, ან რაღაც მიზეზის გამო ვერ ასრულებს ნახსენებ ფუნქციას, მაშინ დანიშვნები უნდა გააკეთოს ვიცე-პრეზიდენტმა. თუ ვიცე-პრეზიდენტი რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს აღნიშნული ფუნქციის შესრულებას, მაშინ შესაბამისი დანიშვნები უნდა გააკეთოს პალატის (ICC) რანგით შემდეგმა წევრმა.
5. საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ამგვარი გადაწყვეტილება აუცილებელი იქნება ორივე მონაწილე მხარისათვის. მონაწილე მხარეთაგან თითოეული უზრუნველყოფს სასამართლოში თავისი წევრის ან საარბიტრაჟო პროცესებში თავისი წარმომადგენლის მატერიალურ ანაზღაურებას. თავმჯდომარის და სხვა დარჩენილ ხარჯებს ორივე მონაწილე მხარე გაინაწილებს თანაბრად. სასამართლო თვითონ აწესებს თავის პროცედურებს.
მუხლი 10🔗
სუბროგაცია
1. თუ ერთ-ეთრი მონაწილე მხარე ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენელი (შემდგომში „პირველი მონაწილე მხარე“) ახდენს გადახდებს ინვესტიციებზე მიცემული გარანტიის ქვეშ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე (შემდგომში „მეორე მონაწილე მხარე“), მეორე მონაწილე მხარე ცნობს შემდეგ ვალდებულებებს:
ა) გადასცეს პირველ მონაწილე მხარეს დაზღვეულისათვის კანონით ან იურიდიული გარიგებით გათვალისწინებული ყველა უფლებები და მოთხოვნები; და
ბ) პირველ მონაწილე მხარეს შეუძლია გამოიყენოს ეს უფლებები და წამოაყენოს მოთხოვნები სუბროგაციის საშუალებით ისევე, როგორც დაზღვეულ მხარეს.
2. პირველ მონაწილე მხარეს ნებისმიერ შემთხვევაში ექნება:
ა) იმავე რეჟიმი სუბროგრაციით მიღებული უფლებების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების მიმართ;
ბ) ამ უფლებებთან და მოთხოვნებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადების მიღების უფლება ისევე, როგორც დაზღვეულ მხარეს, რომელსაც ამ შეთანხმების თანახმად შეეძლო მიეღო შემოსავალი შესაბამისი ინვესტიციებიდან და მათთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებიდან.
მუხლი 11🔗
სხვა წესების გამოყენება
თუ რომელიმე მონაწილე მხარის კანონმდებლობა, ან ორივე მონაწილე მხარეს შორის არსებული ან მომავალში დადებული საერთაშორისო-სამართლებრივი შეთანხმებები, წინამდებარე შეთანხმებასთან დამატებით შეიცავს ზოგად ან სპეციალურ დებულებებს, რომელიც მეორე მონაწილე მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს აძლევს უფლებას ისარგებლონ უფრო ხელსაყრელი რეჟიმით, ვიდრე იძლევა წინამდებარე შეთანხმება, მაშინ მოცემული დებულებები უნდა პრევალირებდეს ამ შეთანხმების შესაბამის დებულებებზე, იმდენად, რამდენადაც ისინი მეტად ხელსაყრელნი არიან.
მუხლი 12🔗
შეთანხმების დებულებების გამოყენება
წინამდებარე შეთანხმების დებულებები გამოიყენება ორივე მონაწილე მხარის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებულ ინვესტიციებთან მიმართებაში.
მუხლი 13🔗
ძალაში შესვლა
თითოეული მონაწილე მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეატყობინებს მეორე მონაწილე მხარეს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შედის მონაწილე მხარეთაგან უკანასკნელის მიერ მეორე მონაწილე მხარის შეტყობინების თარიღიდან.
მუხლი 14🔗
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაში რჩება 10 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ამოიწურება 12 თვე იმ დღიდან, როდესაც ნებისმიერი მონაწილე მხარე მეორეს გაუგზავნის შეტყობინებას ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ამ ინვესტიციებთან მიმართებაში, რომლებიც განხორციელებული იყო წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე. შეთანხმების დებულებები ძალაში დარჩება მისი ანულირების თარიღიდან შემდეგი ათი წლის განმავლობაში საყოველთაო საერთაშორისო-სამართლებრივი წესდების დარღვევის გარეშე.
შესრულებულია ქ. იერუსალიმში, ორ ნამდვილ ეგზემპლარად 1995 წლის „---" ივნისს, რომელიც შეესაბამება 5755 წლის „----------„ ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე, სამივე ტექსტს აქვს თანაბარი ძალა, შეთანხმების ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)