განჩინება- შპს."ბათუმმშენინვესტის" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შპს„ბათუმმშენინვესტის“მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
2011 წლის 9 თებერვალი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ განიხილა შპს „ბათუმმშენინვესტის“ დირექტორის ავთანდილ გიორგაძის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და დაადგინა
1. შპს „ბათუმმშენინვესტის“ (ს/ნ 245538770) დირექტორის ავთანდილ გიორგაძის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში და შპს „ბათუმმშენინვესტის“მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმე.
2. შპს „ბათუმმშენინვესტის“მეურვედ დაინიშნოს დიმიტრი ბლიაძე (პ/ნ 610001018711; მცხოვრები ქ. ბათუმ შ ი, 26 მაისის ქუჩა №68, ბინა 19, მობილური ტელეფონი 871-33-17-74).
3. აეკრძალოს შპს „ბათუმმშენინვესტს“ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა.
4. შეჩერდეს იძულებითი აღსრულება შპს „ბათუმმშენინვესტის“მიმართ.
5. აიკრძალოს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადო /საბაჟო) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს კრედიტორებს, რომ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში სასამართლოს უნდა წარმოუდგინონ გაკოტრების მმართველის კანდიდატურები და მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები.
7. მოწვეულ იქნეს შპს „ბათუმმშენინვესტის“კრედიტორთა კრება 2011 წლის 23 მარტს 13:00 საათზე.
8. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).
კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხები:
ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ;
ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შედგენა;
გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
9. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლო დაფაზე.
10. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მოტივირებული და არგუმენტირებული შუამდგომლობით მეურვის აცილების შესახებ.
11. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემის მომენტიდან 5 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე გ. აბუსერიძე