შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში

მიღების თარიღი 22.04.1997
ძალაში შესვლა 14.10.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000234
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/12/1998
matsne.gov.ge 1,463 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.04.1997 მიღება
14.10.1997 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია) ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდეგში „მხარეებად“ წოდებულნი, იღებენ რა მხედველობაში ხელსაყრელ პირობებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისათვის ტრანსპორტის სფეროში, ხელმძღვანელობენ რა ორივე ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის, ასევე მათ ტერიტორიებზე ტრანსპორტის შემდგომი განვითარების მისწრაფებით, შეთანხმდნენ შემდეგზე: განსაზღვრებანი     მუხლი 1🔗 შეთანხმების მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობები: a) ტერმინი „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს:  ტვირთების გადაზიდვის დროს – სატვირთო ავტომობილს, სატვირთო ავტომობილს მისაბმელით, საავტომობილო გამწეს ან საავტომობილო გამწეს ნახევარმისაბმელით;  მგზავრების გადაყვანის დროს – ავტობუსს, ანუ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განსაზღვრულია მგზავრების გადასაყვანად და რომელსაც გააჩნია არაუმცირეს 8 დასაჯდომი ადგილისა, მძღოლის ადგილის ჩაუთვლელად, და, აგრეთვე, მისაბმელი, მგზავრების ტვირთის გადასატანად; b) ტერმინი „მგზავრთა გადაყვანა“ – მგზავრთა გადაყვანას, განხორციელებულს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მხარეთა მიერ წინასწარშეთანხმებული მოძრაობის განრიგის, სვლაგეზის, მოძრაობის საწყისი, ბოლო და გაჩერების პუნქტების აღნიშვნით; c) ტერმინი „არარაგულარული გადაყვანები“ – ყველა სხვა გადაყვანებს; d) ტერმინი „სატრანზიტო გადაზიდვები“ – გადაზიდვებს ერთ-ერთი მხარის ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყანაში; e) „მესამე ქვეყნები“ – სახელმწიფო, რომელიც არ მონაწილეობს შეთანხმებაში; f) „ნებართვა“ ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც ნებას რთავს ერთი მხარის ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლასა და გამოსვლას მეორე მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, ან უფლებას აძლევს მეორე მხარის ტერიტორიის ტრანზიტით გავლაზე; g) „კვოტა“ ნებართვათა რაოდენობა, რომლებიც ყოველწლიურად თანხმდება მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის; h) „სანიტარიული კონტროლი“ – სანიტარიულ, ვეტერინარულ, ასევე ფიტოსანიტარიულ კონტროლს.     მუხლი 2🔗 ამ შეთანხმების შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის მგზავრთა რეგულარული და არარეგულარული საავტომობილო გადაყვანა (ტურისტების ჩათვლით) და ტვირთების გადაზიდვა, ასევე ტრანზიტი მათ ტერიტორიებზე, ხორციელდება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი გზებით. მგზავრთა გადაყვანა მუხლი 3🔗 1. ავტობუსებით მგზავრების რეგულარული გადაყვანის ორგანიზაცია ხორციელდება მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის წინასწარი შეთანხმებით. ერთ-ერთი მხარის გადამზიდავი რეგულარულ გადაყვანას ან მეორე მხარის ტერიტორიაზე რეგულარულ სატრანზიტო გადაყვანას ახორციელებს მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოებისაგან წინასწარმიღებული ყოველწლიური ნებართვით. 2. მგზავრების გადაყვანის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ წინადადებებს მხარეების კომპეტენტური ორგანოები წინასწარ წარუდგენენ ერთმანეთს. ეს წინადადებები უნდა შეიცავდეს გადამზიდავის დასახელებას, სვლაგეზს, მოძრაობის განრიგს, ტარიფებს, გასაჩერებელ პუნქტებს, სადაც გადამზიდავი განახორციელებს მგზავრების ჩასხდომასა და გადმოსხმას და აგრეთვე მოსალოდნელი გადაყვანების პერიოდულობისა და რეგულარობის მონაცემებს.     მუხლი 4🔗 1. ორ ქვეყანას შორის ან მათ ტერიტორიებზე ტრანზიტით, ავტობუსებით მგზავრების არარეგულარული გადაყვანა, გარდა შეთანხმების მე-5 მუხლში გათვალისწინებული გადაყვანებისა, საჭიროებს ნებართვებს, რომლებიც გაიცემა მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ. 2. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ნებართვებს გასცემენ გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც გადის მათ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე. 3. ავტობუსებით მგზავრების თითოეული არარეგულარული გადაყვანისათვის უნდა გაიცეს ცალკეული ნებართვა, რომელიც იძლევა ერთი რეისის განხორციელების უფლებას პირდაპირი და უკუმიმართულებით, თუ სხვა რამ არ არის აღნიშნული ამ ნებართვაში.     მუხლი 5🔗 ნებართვებს, მითითებულს შეთანხმების მე–4 მუხლში, არ საჭიროებს გაუმართავი ავტობუსის სხვა ავტობუსით შეცვლა. ტვირთის გადაზიდვა მუხლი 6🔗 1. ტვირთების გადაზიდვა ორ ქვეყანას შორის ან მათ ტერიტორიებზე ტრანზიტი, გარდა ამ შეთანხმების მე-7 მუხლში გათვალისწინებული გადაზიდვებისა, ხორციელდება სატვირთო ავტომობილებით და მისაბმელებით ან მათ გარეშე, ან საავტომობილო მაწევარით ნახევარმისაბმელით, ნებართვების საფუძველზე, რომლებიც გაიცემა მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ. 2. თითოეულ გადაზიდვაზე გაცემულ უნდა იქნეს ცალკეული ნებართვა, რომელიც უფლებას აძლევს შეასრულოს გადაზიდვა ორივე მიმართულებით, თუ ნებართვაში არ არის მითითებული სხვა რამ.     მუხლი 7🔗 შეთანხმების მე-6 მუხლში აღნიშნული ნებართვები არ ესაჭიროება შემდეგ გადაზიდვებს: a) ბაზრობებისა და გამოფენებისათვის გათვალისწინებული ექსპონატების, მოწყობილობებისა და მასალების გადაზიდვას; b) სატრანსპორტო საშუალებების, ცხოველების, ასევე სხვადასხვა ინვენტარისა და საკუთრების გადაზიდვას, რომლებიც გათვალისწინებულია სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად; c) თეატრალური დეკორაციებისა და რეკვიზიტების, კინოგადაღებების, რადიო და სატელევიზიო გადაცემებისათვის გათვალისწინებული მუსიკალური ინსტრუმენტების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გადაზიდვას; d) მიცვალებულის გადაყვანას; e) საფოსტო გზავნილების გადაზიდვას; f) მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვას; g) მოძრავი ქონების გადაზიდვას გადასახლების შემთხვევაში; h) სტიქიური უბედურების შემთხვევაში დახმარების აღმოსაჩენად განკუთვნილი სამედიცინო მოწყობილობებისა და მედიკამენტების გადაზიდვას; ნებართვები ასევე არ მოეთხოვება ტექნიკური დახმარების ავტომობილებს გასასვლელად. 2. გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“, „b“ და „c“ ქვეპუნქტებში, მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ტვირთი ექვემდებარება უკან დაბრუნებას იმ ქვეყანაში, სადაც რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან ტვირთი გადაიტანება მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე.     მუხლი 8🔗 1. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების წონა და გაბარიტები აღემატება იმ ზღვრულ ნორმებს, რომლებიც დადგენილია მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე საშიში ტვირთების გადაზიდვისას გადამზიდავმა უნდა მიიღოს სპეციალური ნებართვა მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოებისაგან. 2. თუ შეთანხმების ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ნებართვა ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობას განსაზღვრული სვლაგეზით, მაშინ გადაზიდვა უნდა განხორციელდეს ამ სვლაგეზით. ზოგადი დებულებები მუხლი 9🔗 1. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ყოველწლიურად გადასცემენ ერთმანეთს ნებართვათა ურთიერთშეთანხმებულ რაოდენობას ტვირთების გადაზიდვებზე, ასევე მგზავრთა არარეგულარულ გადაყვანებზე. ამ ნებართვებს უნდა ჰქონდეს ნებართვის გამცემი კომპეტენტური ორგანოს ბეჭედი და ხელმოწერა. 2. გადამზიდავს შეუძლია განახორციელოს ტვირთის გადაზიდვა და მგზავრთა გადაყვანა მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან მესამე ქვეყანაში, ასევე მესამე ქვეყნიდან მეორე მხარის ტერიტორიაზე, თუ იგი მიიღებს მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს სპეციალურ ნებართვას.     მუხლი 10🔗 1. შეთანხმებით გათვალისწინებული გადაზიდვები შეიძლება შესრულდეს იმ გადამზიდავთა მიერ, რომლებიც თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაშვებულნი არიან საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებაზე. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს, უნდა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები.     მუხლი 11🔗 ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ტვირთების გადაზიდვა უნდა განხორციელდეს იმ ზედდებულებით, რომელთა ფორმა შეესაბამება მიღებულ საერთაშორისო ნიმუშებს.     მუხლი 12🔗 1. ავტობუსის ან სატვირთო ავტომობილის მძღოლმა თან უნდა იქონიოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ეროვნული სარეგისტრაციო დოკუმენტები და მის მიერ მართული ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიისა და საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო ნიმუშის შესაბამისი მართვის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობა. 2. ნებართვები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც მოითხოვება შეთანხმების დებულებების შესაბამისად, უნდა იყოს მძღოლთან და შემოწმების მიზნით წარედგინება კომპეტენტური მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებს მათი მოთხოვნით.     მუხლი 13🔗 ერთ-ერთი მხარის გადამზიდავს შეუძლია გახსნას თავისი წარმომადგენლობა მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესისამებრ, რომელშიც იხსნება წარმომადგენლობა.     მუხლი 14🔗 მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება შეთანხმების საფუძველზე გადამზიდავის მიერ ერთი მხარის ტერიტორიიდან მეორე მხარის ტერიტორიაზე, ასევე სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც სრულდება ეს გადაზიდვები, შეთანხმებით გათვალისწინებული კვოტების ფარგლებში თავისუფლდება გადასახადებისა და ბაჟისაგან.     მუხლი 15🔗 ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული გადასახადები იწარმოებს მხარეებს შორის გადახდის დღეს გადახდის შესახებ მოქმედი შეთანხმების შესაბამისად.     მუხლი 16🔗 მგზავრების გადაყვანა ან ტვირთის გადაზიდვა ამ შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის წინასწარი დაზღვევის აუცილებელი პირობით. გადამზიდავი ვალდებულია წინასწარ დააზღვიოს თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ასრულებს აღნიშნულ გადაზიდვებს.     მუხლი 17🔗 სასაზღვრო, საბაჟო და სანიტარიულ კონტროლთან მიმართებაში გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებები, რომელთა მონაწილე არის ამ შეთანხმების ორივე მხარე, ხოლო იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ ხელშეკრულებებით, გამოყენებული იქნება თითოეული მხარის შიდა კანონმდებლობა.     მუხლი 18🔗 მძიმე ავადმყოფებისა და ავტობუსებით მგზავრების რეგულარული გადაყვანისას, ასევე ცხოველების გადაყვანისა და მალფუჭებადი ტვირთის გადატანის შემთხვევაში, სასაზღვრო, საბაჟო და სანიტარიული კონტროლი განხორციელდება რიგგარეშე.     მუხლი 19🔗 1. შეთანხმების საფუზველზე გადაზიდვების შესრულებისას საბაჟო გადასახადებისაგან, მოსაკრებლებისა და ნებართვებისაგან თავისუფლდება მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტანილი: a) საწვავი, რომელიც მოთავსებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული მოდელისათვის გათვალისწინებულ, ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ ავზებში; b) საპოხი მასალები იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა გამოსაყენებლად გადაზიდვის განმავლობაში; c) სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რემონტისათვის, რომელიც ასრულებს საერთაშორისო რეისს. 2. გამოუყენებელი სათადარიგო ნაწილები ექვემდებარება უკან გატანას, ხოლო შეცვლილი სათადარიგო ნაწილები გატანილი უნდა იქნეს ქვეყნიდან ან განადგურდეს, ან ჩაბარდეს შესაბამისი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი წესით.     მუხლი 20🔗 გადამზიდავი ვალდებულია დაიცვას იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა და მოძრაობის წესები, რომლის ტერიტორიაზეც იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალება.     მუხლი 21🔗 შეთანხმების პირობათა დარღვევის შემთხვევაში ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ, სადაც მოხდა დარღვევა, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები, რომ უზრუნველყოს შეთანხმების შესრულება.     მუხლი 22🔗 შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მხარეთა კომპეტენტური ორგანოები განახორციელებენ უშუალო კონტაქტებს, ერთ-ერთი მხარის წინადადებით გამართავენ თათბირებს იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც დაკავშირებულია მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვათა განხორციელებაზე ნებართვების სისტემასთან, ასევე, გაცვლიან ინფორმაციასა და გამოცდილებას გაცემულ ნებართვათა გამოყენებისათვის.     მუხლი 23🔗 საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ შეთანხმებით, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლებშიც მონაწილეობს ორივე მხარე, გადაწყდება თითოეული მხარის სახელმწიფოთა კანონმდებლობის თანახმად.     მუხლი 24🔗 მხარეები, ყველა სადავო საკითხს, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ამ შეთანხმების განმარტებისა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტენ მოლაპარაკებისა და კონსულტაციის გზით.     მუხლი 25🔗 თითოეულ მხარეს შეუძლია წარმოადგინოს შენიშვნები და დამატებები ამ შეთანხმების მიმართ. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უნდა ჩატარდეს ამ შეთანხმების მიმართ ერთ-ერთი მხარის მიერ შენიშვნებისა და დამატებების წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 60 დღისა.     მუხლი 26🔗 ეს შეთანხმება არ ეხება მხარეების იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ მათ მიერ დადებული სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.     მუხლი 27🔗 1. ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ 30 დღის გასვლის შემდეგ, როდესაც მხარეები დიპლომატიური არხის მეშვეობით შეატყობინებენ ერთმანეთს, რომ თითოეულ ქვეყანაში შესრულებულია ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. 2. შეთანხმება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება, რომლის თაობაზეც დიპლომატიური არხების მეშვეობით შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი სურვილის შესახებ მისი მოქმედების შეწყვეტის სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს 3 თვისა. შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის 22 აპრილს, ორ პირად, ქართულ, ყირგიზულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს ერთნაირი ძალა აქვს. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)