⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.07.2013)
გაუქმებულია:

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში

მიღების თარიღი 19.06.1995
ძალაში შესვლა 14.04.1996
ძალის დაკარგვა 09.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 22/01/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,734 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.1995 მიღება
14.04.1996 ძალაში შესვლა
09.07.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა (შემდგომში - ”ხელშემკვრელი მხარეები”). არიან რა ”საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის მონაწილენი. აღიარებენ რა საჰაერო ტრანსპორტის მნიშვნელობას მეგობრობის დამყარებისა და შენარჩუნების თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაღრმავების თვალსაზრისით. აქვთ რა სურვილი ხელი შეუწყონ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განვითარებას საქართველოსა და ისრაელს შორის და მთელი ძალისხმევით გააგრძელონ საერთაშორისო თანამშრომლობა ამ სფეროში. აქვთ რა სურვილი დადონ შეთანხმება საჰაერო მიმოსვლის შესახებ თავიანთ ტერიტორიებს შორის. შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. განმარტებები ამ შეთანხმების განმარტებისა და გამოყენების მიზნით, თუ მასში სხვაგვარი რამ არ არის გათვალისწინებული ა) ტერმინი ”კონვენცია” ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას ”საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” და კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს, კონვენციის 90-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად ამ დანართების ან კონვენციის ნებისმიერ შესწორებას, თუ ეს დანართები და შესწორებები ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის ან რატიფიცირებულია მათ მიერ; ბ) ტერმინი ”საავიაციო ხელისუფლება” ისრაელის სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს ტრანსპორტის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკასთან მიმართებაში ტრანსპორტის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას და ორივე შემთხვევაში ნებისმიერ პიროვნებას ან ორგანიზაციას, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან სათანადო უფლებამოსილებით შეასრულონ ამ უწყებათა ნებისმიერი ფუნქცია; გ) ტერმინი ”დანიშნული ავიასაწარმო” წარმოადგენს ავიასაწარმოს, რომელსაც ამ შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად ნიშნავს თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ შეთანხმების დანართში მითითებული შეთანხმებული მომსახურების გაწევის მიზნით; დ) ტერმინი ”ტერიტორია”, ”საჰაერო მიმოსვლა”, ”საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, ”ავიასაწარმო”, ”გაჩერება არაკომერციული მიზნებით” აქვთ კონვენციის მე-2 და 96-ე მუხლებში განსაზღვრული მნიშვნელობები; ე) ტერმინი ”შეთანხმება” ნიშნავს ამ შეთანხმებას, მის დანართებსა და მათ ნებისმიერ შესწორებას; ვ) ტერმინი ”დაწესებული მარშრუტები” ნიშნავს მარშრუტებს, რომლების დადგენილია ან დადგინდება ამ შეთანხმების დანართში; ზ) ტერმინი ”შეთანხმებული მომსახურება” ნიშნავს დაწესებული მარშრუტებზე გაწეულ საერთაშორისო საჰაერო მომსახურებას, რომელსაც საჰაერო ხომალდი ახორციელებს მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვისათვის ამ შეთანხმების დებულებათა შესაბამისად; თ) ტერმინი ”ტარიფი” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანას, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს, სააგენტო და სხვა დამატებითი მომსახურების ღირებულებისა და პირობების ჩათვლით და არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის ღირებულებასა და პირობებს; ი) ტერმინი ”ტევადობა” შეთანხმებულ მომსახურებასთან მიმართებაში ნიშნავს ამ მომსახურების გაწევაზე გამოყენებული საჰაერო ხომალდის მოცულობას გამრავლებულს ამ თვითმფრინავის მიერ მომსახურების გაწევის სიხშირეზე განსაზღვრული დროის პერიოდში, მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.     მუხლი 2🔗. უფლებების მინიჭება 1. ხელშემკვრელი მხარეები ერტმანეთს ანჭებენ ამ სეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს შეთანხმების დანართში მოცემულ მარშრუტებზე განრიგის შესაბამისად საერთაშორისო მიმოსვლის დაწყებისა და მომსახურების გაწევის მიზნით. 2. თუ ამ შეთანხმებაში ან მის დანართში სხვაგვარი რამ არ იქნება გათვალისწინებული, ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნული ავიასაწარმოები დაწესებული მარშრუტების შესაბამისად შეთანხმებული მომსახურების გაწევისას ისარგებლებენ შემდეგი უფლებებით ა) განახორციელონ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე; ბ) დაჯდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით; გ) ამ სეთანხმების დანართით განსაზღვრული მეორე ხელშემკვრელი მხარის პუნქტებში მოახდინონ იმ მგზავრების ჩასხდომა და გადმოსხდომა, ტვირთისა და ფოსტის ჩატვირთვა და გადმოტვირთვა, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან ან ტერიტორიისაკენ; 3. ეს შეთანხმება არცერთ ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ანიჭებს პრივილეგიას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაქირვების გზით საჰაერო ხომალდის ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ფოსტა ამავე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტში გადაყვანის მიზნით.     მუხლი 3🔗. ავიასაწარმოების დანიშვნა და მომსახურების გაწევის უფლებამოსილების მინიჭება 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ექნება უფლება ამ ორი ქვეყნის ტერიტორიებს შორის დაწესებული მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების გაწევის მიზნით წერილობით დანიშნოს ერთი ავიასაწარმო და წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს; 2. ხელშემკვრელი მხარე ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამოსად დაუყოვნებლივ მიანიჭებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს მომსახურების გაწევის სათანადო უფლებამოსილებას; 3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ შეიძლება მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შეთანხმებული მომსახურები გაწევისას იგი ასრულებს იმ კანონებისა და წესების პირობებს, რომლებიც ამ საავიაციო ხელისუფლების მიერ ჩვეულებრივ და მისაღებ ფარგლებში გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მომსახურების გაწევისას კონვენციის დებულებათა შესაბამისად; 4. თითოეული ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურების გაწევის უფლებამოსილების მინიჭებაზე ან ამ შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ უფლებებით სარგებლობისას ავიასაწარმოს მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობისა და მასზე რეალური კონტროლის უფლებებით სარგებლობენ ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ან მისი მოქალაქეები; 5. როდესაც ავიასაწარმო ამგვარად იქნება დანიშნული და უფლებამოსილებით აღჭურვილი, მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს შეთანხმებული მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ შეთანხმების მე-6 მუხლის დებულებათა სესაბამისად ამ მომსახურებისათვის დაწესებული ტარიფები ძალაშია.     მუხლი 4🔗. მომსახურების გაწევის უფლებამოსილების გაუქმება და შეჩერება 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება მეორე ხელმშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს გაუუქმოს ან შეუჩეროს ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება, აგრეთვე წაუყვანოს მას როგორსაც ცათვლის საჭიროდ, იმგვარი პირობები, თუ ა) ეს ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ამ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა და მასზე რეალური კონტროლი ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ან მის მოქალაქეთა ხელშია; ბ) ეს ავიასაწარმო არ ასრულებს იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და წესებს, რომელმაც მიანიჭა მას ეს უფლებები; გ) ეს ავიასაწარმო შეთანხმებული მომსახურების გაწევისას სხვაგვარი სახით არღვევს ამ შეთანხმების დებულებებს. 2. თუ დაუყოვნებლივ არ არის საჭირო ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გაუქმება, შეჩერება და მის განხორციელებასთან დაკავშირებით პირობების წაყენება, რათა თავიდან იქნეს აუცილებელი კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა, ამ უფლებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების ჩატარების შემდეგ.     მუხლი 5🔗. საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან განთავისუფლება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანასწორუფლებიანობის საფუძველზე საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად გაათავისუფლებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს საიმპორტო შეზღუდვებისაგან, საბაჟო, სააქციზო, საინსპექციო გადასახადებისაგან, სხვა სახელმწიფო ბეგარისა და აგრეთვე მოსაკრებლებისაგან მარაგზე, სათადარიგო ნაწილებზე (ძრავების ჩათვლით), სატაბელო მოწყობილობებზე, საჰაერო ხომალდზე არსებულ სასურსათო მარაგზე, პროდუქტზე (მათ შორის თამბაქოზე, ალკოჰოლურ და სხვა სასმელებზე, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით მგზავრებისათვის მისაყიდად არის გათვალისწინებული) და სხვა მასალაზე, რომელიც განკუთვნილია ამ ხელსემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის. გადასახადებისაგან თავისუფლდება აგრეთვე ავიაბილეთები, ავიაზედნადებები, ნებისმიერი ნაბეჭდი მასალა, რომელზედაც არის კომპანიის ემბლემა და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გავრცელებული სარეკლამო მასალა; 2. გადასახადებისაგან განთავისუფლება ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ობიექტების მიმართ, რომლებიც ა) ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ან მისი სახელით არიან შემოტანილნი; ბ) ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე რჩება მისი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩაფრენის ან ამ ტერიტორიიდან გამოფრენის დროს; გ) ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზეა ატანილი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განკუთვნილია ამ საჰაერო ხომალდის მიერ შეთანხმებული საჰაერო მომსახურების გაწევისათვის. ეს წესი მოქმედებს იმის მიუხედავად, აღნიშნული ობიექტები მთლიანად თუ ნაწილობრივ იქნება გამოყენებული იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც გაათავისუფლა დანიშნული ავიასაწარმო და იმ შემთხვევაში, როცა ისინი არ არიან გასხვისებულნი ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. ა, ბ, გ პუნქტებში ჩამოთვლილი მასალა განთავსებული იქნება საგაჟო ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ. 3. საბორტო მოწყობილობა, აგრეთვე მასალები და მარაგი, რომლებიც ჩვეულებრივ რჩება ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოტვირთულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ქვეყნის საბაჟო ხელისუფლების თანხმობით. ამ შემთხვევაში ისინი განთავსებულ იქნებიან ამ საბაჟო ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ მანამდე, სანამ არ იქნებიან გადანილნი ან საბაჟო წესების თანახმად სხვაგვარად არ იქნებიან განწესებულნი; 4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გადასახადებისაგან განთავისუფლება ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო დებს ხელშეკრულებას სხვა ავიასაწარმოსთან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე 1-ლ პუნქტში აღნიშნული საგნების ვადიან სარგებლობაში გადაცემის ან სხვაგვარი გადაცემის შესახებ იმ პირობით, რომ ეს ავიასაწარმოც ასევე გათავისუფლებულია ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ.     მუხლი 6🔗. ტარიფები 1. ერთი ხელსემკვრელი მხარის დანისნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიისაკენ ან ამ ტერიტორიიდან განხორციელებული გადაყვანა-გადაზიდვისათვის ტარიფები დაწესებული იქნება გონივრულობის ფარგლებში. გათვალისწინებული იქნება ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის მომსახურების გაწევის ღირებულება, რეალური შესაძლებელი მოგება და სხვა ავიასაწარმოთა ტარიფები. ხელშემკვრელი მხარეები მიუღებლად ჩათვლიან ტარიფებს, რომელიც მძარცველურია ან დისკრიმინაციულია, გაუმართლებლად მაღალია ან შემზღუდველია ერთ-ერთი დანიშნული ავიასაწარმოს მიერ თავისი დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო ან ხელოვნურად დაბალია მთავრობის პირდაპირი ან არაპირდაპირი სუბსიდიებისა და დახმარების ხარჯზე; 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ტარიფები შეთანხმებული იქნება ხელშემკვრელი მხარეების დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის იმ ავიასაწარმოებთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, რომლებიც ამ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე ახორციელებენ შეთანხმებული მომსახურების გაწევას. ასეთი ურთიერთშეთანხმება შეძლებისდაგვარად მიღწეულ იქნება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის პროცედურული წესების ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო ტარიფების დადგენის მექანიზმის საფუძველზე; 3. ამგვარი შეთანხმებული ტარიფები დასამტკიცებლად წარედგინება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ტარიფების ძალაში შესვლის სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ ორმოცდახუთი (45) დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება შემცირებულ იქნეს აღნიშნულ ხელისუფლებათა შორის შეთანხმების საფუძველზე. 4. თანხმობაზე პასუხი შესაძლებელია მიცემულ იქნეს კონკრეტული ფორმით. თუ არცერთი საავიაციო ხელისუფლება ტარიფების წარდგენის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში არ გამოხატავს საწიმააღმდეგო აზრს, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებული ტარიფების წარდგენის პერიოდი შემცირდება, მაშინ საავიაციო ხელისუფლთ შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ ტარიფების თაობაზე უარყოფის შეტყობინების ვადა შეიძლება იყოს (30) დღეზე ნაკლები; 5. თუ ვერ მოხერხდა დასამტკიცებლად წარდგენილი ტარიფების შეთანხმება ამ მუხლი მე-2 პუნქტის დებულებათა თანახმად ან თუ იგივე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პერიოდის განმავლობაში ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეატყობინებს, რომ იგი არ ეთანხმება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ტარიფს, მაშინ ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალნი ნებისმიერ სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებასთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, რომლის რჩევას ისინი მიიჩნევენ სასარგებლო, ტარიფებს დაადგენენ ურთიერთშეთანხმების გზით; 6. თუ საავიაციო ხელისუფალნი ვერ შეთანხმდნენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მათტვის წარდგენილ ნებისმიერ ტარიფზე ან ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ვერ დაადგინეს ტარიფის ოდენობა, დავა გადაიჭრება ამ შეთანხმების მე-18 მუხლის დებულებათა საფუძველზე; 7. ტარიფები რომლებიც, დადგენილია ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, ძალაშია მანამდე, სანამ არ დადგინდება ახალი ტარიფი, მაგრამ მათი მოქმედების ვადის გაზრდა შეიძლება სხვაგვარად ძალის დაკარგვის დღიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.     მუხლი 7🔗. წარმომადგენლობა 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ექნება უფლება ორმხრივ საფუძველზე ჰყავდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე თავისი წარმომადგენლები, კომერციული, ოპერატიული და ტექნიკური პერსონალი, რომელიც საჭიროა შეთანხმებული მომსახურების გაწევისათვის. ეს პერსონალი საჭიროებისამებრ დაკომპლექსდება ერთი ან ორივე ხელსემკვრელი მხარის მოქალაქეებისაგან; 2. საშტატო ერთეულების დაკომპლექტება დანიშნული ავიასაწარმოს სურვილისამებრ შეიძლება განხორციელდეს საკუთარი პერსონალით ან გამოყენებულ იქნეს მომსახურება მეორე ხელსემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციების, კომპანიების ან ავიასაწარმოებისა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან შეასრულონ ასეთი საქმიანობა აღნიშნულ ტერიტორიაზე; 3. წარმომადგენლები და პერსონალი ემორჩილებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქმედ კანონებსა და წესებს. მეორე ხელშემკვრელი მხარე ამ კანონებისა და წესების შესაბამისად ორმხრივ საფუძველზე შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მისცემს ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნულ წარმომაგენლებსა და პერსონალს მუშაობისათვის საჭირო ნებართვას, ვიზებს და სხვა ანალოგიურ დოკუმენტებს.  ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ ერთმანეთის დანიშნულ ავიასაწარმოებს მუშაობისათვის საჭირო ოფისითა და მოწყობილობებით ხელშემკვრელი მხარეების სესაბამისი ავიასაწარმოების შეუფერხებელი საქმიანობის მიზნით.     მუხლი 8🔗. კანონებისა და წესების გამოყენება 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ მის ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის განსახორციელებელი საჰაერო ხომალდის ჩამოფრენასა და გაფრენას ან ეხებიან ამ საჰაერო ხომალდის გაწევას მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე მისი ჩამოფრენის, გაფრენისა და აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში ყოფნის დროს. 2. ხელშემკვრელი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთისა და პოსტის შესვლა-შეტანის, გაჩერებას, ტრანზიტსა და გასვლა-გატანას, მათ შორის შესვლა-გამოსვლის, იმიგრაციის, ემიგრაციის, საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო და სანიტარული ფორმალობები, გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მიმართ პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მისი ჩამოფრენის, ყოფნისა და გაფრენის დროს.     მუხლი 9🔗. მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან აღიარებული და ძალაში მყოფი ფრენის ვარგისიანობისა და კვალიფიკაციის მოწმობები, აგრეთვე ლიცენზიები დადგენილი მომსახურების გაწევის მიზნით იქმნებიან აღიარებულნი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ პირობით, რომ მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც არის გაცემული და აღიარებული მოწმობები და ლიცენზიერბი, შეესაბამებიან კონვენციის მიხედვით დასადგენ მინიმალურ სტანდარტებს ან მათზე მაღალია; 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ ცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მის მოქალაქეებზე გაცემული საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით.     მუხლი 10🔗. უშიშროება 1. ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს დაიცვალ კანონსაწინააღმდეგო ქმედობათაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება. სახელდობრ, ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ ”საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულისა და ზოგიერთი სხვა ქმედობათა შესახებ” 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი, ”საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში ხელმოწერილი , ”სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ხელყოფისაკენ მიმართულ კანონსაწინააღმდეგო ქმედობებთან ბრძოლის შესახებ” 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმის დებულებათა შესაბამისად; 2. ერთი ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, გაუწევს მას აუცილებელ დახმარებას სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერონავიგაციო სასუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედობათა, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა სახის მუქარის აღკვეთის მიზნით; 3. ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთობისას ხელმძღვანელობენ საავიაციო უშიშროების შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დებულებებით, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციის დანართებში იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს დებულებები გამოიყენება ხელშემკვრელი მხარეების მიერ, ისინი მოთხოვნას დაუყენებენ თავიანთი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა ძირითადი საქმიანობის ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე და იმავე ტერიტორიაზე განლაგებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, იმოქმედინ საავიაციო უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად; 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა მასზდ, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ სეიძლება მოსთხოვოს საჰაერო ხომალდს ასეთ ექსპლუატანტებს დაიცვან ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული დებულებები, რომლებიც სავალდებულოა ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, გამოსვლის და ამ ტერიტორიაზე ყოფნისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე მიიღებს სათანადო ზომებს იმ მიზნით, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი და შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი, ბარგი, ტვირთი, საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვის დროს. თითოეული ხელშემკვრელი მხარე კეთილგანწყობით განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას განახორციელოს სპეციალური უსაფრთხოების სათანადო ღონისძიებები კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით; 5. საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების, მისი ხელში ჩაგდების მუქარის დროს ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედობათა არსებობისას, რომლებიც მიმართულია საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტების სააერონავიგაციო საშუალებათა წინააღმდეგ, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის გაადვილებით და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მისი ჩადენის მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთისაგან; 6. როდესაც ერთ ხელშემკვრელ მხარეს აქვს მტკიცებულება იმისა, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ დაარღვია ამ მუხლის დებულებანი, მის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას კონსულტაციების დაუყოვნებლივ ჩატარება.     მუხლი 11🔗. შემოსავლების გადარიცხვა 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს შესაბამისი უფლებამოსილების არსებობის, მოქმედი ეროვნული კანონებისა და წესების შესაბამისად, ორმხრივ საფუძველზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეუძლია შეუზღუდავად მოახდინოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურების რეალიზაცია ადგილობრივ ფულად ერთეულში ან ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, როგორც უშუალოდ, ისე აგენტის მეშვეობით. 2. ხელშემკვრელი მხარეების დანიშნულ ავიასაწარმოებს თანასწორუფლებიანობის საფუძველზე შეუძლიათ შეუზღუდავად გადაიყვანონ თავისუფლად კონვენტირებად ვალუტაში გასავალზე შემოსავლის ნამატი და გადარიცხონ იგი იმ ტერიტორიიდან, სადაც მოხდა რეალიზაცია, თავის ტერიტორიაზე. ეს გადარიცხვა მოიცავს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურების უშუალოდ ან აგენტის მეშვეობით განხორციელებული რეალიზაციიდან და სხვა დამხმარე მომსახურებიდან მიღებულ ამონაგებს. ანგარიშსწორება მოხდება ამ ორ ქვეყანას შორის მოქმედი საგადასახადო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ამ შეთანხმების დებულებათა შესაბამისად და სათანადო სავალუტო წესების საფუძველზე; 3. ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოები მიიღებენ ასეთ გადარიცხვების ნებართვას მოთხოვნის წარდგენიდან არა უმეტეს 30 დღის განმავლობაში. ეს გადარიცხვები განხორციელდება იმ ქვეყნის უცხოურ ვალუტის გაცვლის წესების შესაბამისად, სადაც ამონაგები იქნა მიღებული. 4. ხელშემკვრელი მხარეების ავიასაწარმოს შეუზღუდავად შეუძლია განახორციელოს მიმდინარე გადარიცხვები ნებართვის მიღებისთანავე. თუ ტექსტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა გადარიცხვის დაუყოვნებლივ განხორციელება, ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო გადარიცხვისას ისეთივე უპირატესობით ისარგებლებს, როგორც აქვს მეორე ხელშემკვრელ მხარეს იმპორტის დროს; 5. ერთი ხელშემკვრელი მხარე ორმხრივ საფუძველზე გაათავისუფლებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს შეთანხმებული მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ მოგებასა და შემოსავალზე ყოველგვარი ბეგარისა და გადასახადისაგან.     მუხლი 12🔗. ტევადობა 1. ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები ამ შეთანხმების დანართში არნიშნული შეთანხმებული მომსახურების გაწევისას ისარგებლებენ ხელსაყრელი და თანაბარი პირობებით. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო შეთანხმებული მომსახურების გაწევისას გაითვალისწინებს. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ინტერესებს იმგვარად რომ, ზიანს არ მიაყენებს ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისათვის დადგენილ საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს. ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებს შორის მიმოსვლის დროს ეს ტევადობა, როგორც წესი, თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის თუ სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული; 4. შეთანხმებული მომსახურების გაწევის სიხშირეები და გრაფიკები დადგინდება ორ დანიშნულ ავიასაწარმოს შორის შეთანხმების გზით და მათ მიერ წარდგენილი იქნება საავიაციო ხელისუფალთათვის შეთანხმებული მომსახურების გაწევის დაწყებამდე და მათი ძალაში შესვლამდე 30 დღით ადრე მაინც. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული ავიასაწარმოები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ეს საკითხი განსახილველად გადაეცემა ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალთ; 5. შეთანხმებული მომსახურების გაწევისას საჭირო იქნება დანიშნულ ავიასაწარმოებს სორის კომერციული შეთანხმების დადება, რომელიც დასამტკიცებლად გადაეცემა შესაბამის საავიაციო ხელისუფალთ.     მუხლი 13🔗. ფორმალობათა გამარტივება 1. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დააწესონ ან უფლება მისცენ, რათა დაწესებულ იქნეს სამართლიანი და გონივრული გადასახადები აეროპორტებით და სხვა საავიაციო საშვალებებით სარგებლობისათვის იმ პირობით, რომ ეს გადასახადები არ იქნება იმ თანხაზე უფრო მაღალი, რასაც იხდიან ასეთივე საერთაშორისო საჰაერო მომსახურების გამწევი სხვა ავიასაწარმოები; 2. ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ კონსულტაციების ჩატარებას კომპეტენტურ საგადასახადო ორგანიზაციებსა და იმ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც ამ მომსახურებას ახორციელებენ და საავიაციო საშვალებებით სარგებლობენ. როდესაც შესაძლებელია, ეს კონსულტაციები ჩატარდეს ამ ავიასაწარმოთა წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით. მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებლის ნებისმიერ წინადადებას საავიაციო საშვალებებით სარგებლობისათვის დაწესებულ გადასახადში ცვლილებების შეტანის დროს, რათა მათ მიეცეთ ამ ცვლილებების განხორციელებამდე თავიანთი აზრის გამოხატვის საშვალება; 3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე უპირატესობას არ მიანიჭებს ტავის საკუთარ ან სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ასეთივე საერთაშორისო საჰაერო მომსახურების გამწევ ავიასაწარმოსთან შედარებით საბაჟო, საიმიგრაციო, საკარანტინო და სხვა ანალოგიურ წესებს შესრულებასთან დაკავშირებით ან მის დაქვემდებარებაში მყოფი აეროპორტებით, საჰაერო ხაზებით, საჰაერო მიმოსვლის მომსახურებათა და მასთან დაკავშირებული საშვალებებით სარგებლობასთან დაკავშირებით; 4. ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივ საფუძველზე მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ეკიპაჟს ძალაში მყოფი სერთიფიკატების მქონე წევრებს, რომლებიც ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შედიან საფრენოსნო დავალებით ან როგორც მგზავრები სხვა ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდით საფრენოსნო დავალებათა შესრულების მიზნით.     მუხლი 14🔗. ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების გაცვლა მოთხოვნის საფუძველზე ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას მიაწვდის ისეთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მისაღებ ფარგლებში იქნას მოთხოვნილი დანიშნული ავიასაწარმოს ტევადობის, შეთანხმებული მომსახურების გაწევაზე განხორციელებული გადაყვანა-გადაზიდვის მოცულობის დადგენისათვის და აგრეთვე იმ გადაყვანა-გადაზუდვის საწყისი და საბოლოო პუნქტების განსაზღვრის მიზნით, რომლებიც ხორციელდება შუალედურ შეჩერებათა გარეშე, მხოლოდ მესამე ქვეყნის ტერიტორიისაკენ ან ამ ტერიტორიიდან.     მუხლი 15🔗. პირდაპირი ტრანზიტი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფი მგზავრები, რომლებიც პირდაპირი ტრანზიტით მიემგზავრებიან და არ ტოვებენ აეროპორტის სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ტერიტორიას, გაივლიან გამარტივებულ შემოწმებას, ის ბარგი და ტვირთი, რომელიც პირდაპირი ტრანზიტით გადის ტერიტორიას, გათავისუფლდება საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან.     მუხლი 16🔗. კონსულტაციები 1. მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალნი დროდადრო გაუწევენ ერთმანეთს კონსულტაციებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ამ სეთანხმებისა და მისი დანართის დებულებების შესრულება; 2. ასეთი კონსულტაციები დაიწყება მათი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.     მუხლი 17🔗. ცვლილებები 1. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ჩათვლის საჭიროდ შეცვალოს ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულება, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება მეორე ხელშემკვრელ მხარესთან. საავიაციო ხელისუფალთა შორის ეს კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სიტყვიერი მოლაპარაკებების გზით ან წერილობითი ფორმით. კონსულტაციები დაიწყება მისი მოთხოვნის მირებიდან 60 დღის განმავლობაში. ამგვარად შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება შევა ძალაში, როდესაც დიპლომატიური ნოტების გაცვლით დადასტურდება ამ ცვლილებათა მიღება; 2. ამ შეთანხმების დანართის ცვლილებები სეიძლება მირებულ იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური საავიაციო ხელისუფალთა მიერ უფლებამოსილ პირთა შორის პირგაპირი შეთანხმების გზით და დადასტურდება დიპლომატიური ნოტების გაცვლით; 3. შეთანხმებაში ცვლილებათა შეტანა მოხდება იმ ნებისმიერ მრავალმხრივ კონვენციებთან შესაბამისობაში მისი მოყვანის მიზნით, რომელთა შესრულება შეიძლება სავალდებულო გახდეს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის.     მუხლი 18🔗. სადაო საკითხების მოგვარება 1. ამ შეთანხმების განმარტებისა და გამოყენების საკითხებში ხელშემკვრელ მხარეთა შორის ნებისმიერი დავის წარმოშობის შემთხვევაში, ისინი პირველ რიგში შეეცდებიან გადაჭრან დავა მოლაპარაკებების გზით; 2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით, მათ შეუძლიათ მიმართონ არბიტრაჟს, რომელიც სამი არბიტრისაგან შედგება. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს თითო არბიტრს, ხოლო მესამე ინიშნება ამ ორი არბიტრის მიერ. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს არბიტრს სამოცი დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დიპლომატიური არხების მეშვეობით მიიღებს მეორე ხელშემკვრელი მხრიდან მოითხოვს არბიტრაჟში დავის გადაცემის შესახებ. მესამე არბიტრი ინიშნება შემდგომი 60 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აღნიშნულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს ან მესამე არბიტრი არ იქნება დანიშნული დადგენილ ვადაში, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს საჭიროებისამებრ არბიტრის ან არბიტრების დანიშვნის თხოვნით. ნებისმიერ შემთხვევაში მესამე არბიტრი იქნება მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც შეასრულებს არბიტრაჟის თავჯდომარის მოვალეობას და განსაზღვრავს არბიტრაჟის სხდომის ჩატარების ადგილს. არბიტრაჟი თვითონ განსაზღვრავს მუშაობის პროცედურას და საჭიროებისამებრ გადაწყვეტს კანონთა გამოყენების საკითხს. 3. არბიტრაჟის ნებისმიერი გადაწყვეტილრბა სავალდებულო იქნება ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის, თუ ისინი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან არბიტრაჟში დაცვის გადაცემის დროსათვის; 4. საარბიტრაჟო ხარჯები თანაბრად ნაწილდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის; 5. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელ მხარე შეუძლია ხელშემკვრელ მხარეს ან მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს, რომლებმაც ვერ შეასრულეს ეს ვალდებულებები, შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს ამ შეთანხმებით მინიჭებული უფლებამოსილება და პრივილეგიები.     მუხლი 19🔗. რეგისტრაცია ეს შეთანხმება და მასში შეტანილი ყველა ცვლილება, ასევე ნებისმიერი დიპლომატიური ნოტის გაცვლა რეგისტრირებული იქნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში     მუხლი 20🔗. მოქმედების შეწყვეტა 1. აღნიშნული შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. 2. ერთ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს წერილობით შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი გადაწყვეტილება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. იმავდროულად ასეთივე შეტყობინება გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე აღნიშნული შეტყობინება არ იქნება გამოთხოვილი ხელშემკვრელ მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების მიღწევის გამო. თუ ერთ-ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან 14 დღის შემდეგ.     მუხლი 21🔗. ძალაში შესვლა ეს შეთანხმება ძალაში შევა იმ დღიდან, როდესაც ორივე ხელშემკვრელი მხარე დიპლომატიური ნოტების გაცვლის გზით წერილობით შეატყობინებს ერთმანეთს ძალაში შესვლისათვის აუცილებელი მისი შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნების შესრულების შესახებ.  ამის დასტურად ხელისმომწერმა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.  შესრულებულია 1995 წლის 19 ივნისს, რომელიც შეესაბამება 5755 წლის 21 სივანს, ორ ორიგინალად ინგლისურ, ქართულ და ებრაულ ენებზე. სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ტესტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით დანართი შეთანხმებისა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში განრიგის მიხედვით განხორციელებული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ 1. მარშრუტები, რომლის ექსპლუატაციას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის დანიშნული ავიასაწარმო საწყისი პუნქტი თბილისი შუადელური პუნქტები ნებისმიერი პუნქტი დანიშნული პუნქტები ტელ-ავივი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე პუნქტები ნებისმიერი პუნქტი 2. მარშრუტები, რომლის გაწევასაც ახორციელებს ისრაელის სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო საწყისი პუნქტი ტელ-ავივი შუალედური პუნქტები ნებისმიერი პუნქტები დანიშნული პუნქტი თბილისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე პუნქტები ნებისმიერი პუნქტი 3. ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოები არ ისარგებლებენ ”ჰაერის” მე-5 თავისუფლების უფლებით მესამე ქვეყნის ტერიტორიისაკენ ან ამ ტერიტორიიდან განხორციელებული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დროს, თუ დანიშნული ავიასაწარმოები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. ეს შეთანხმებები მათ განხორციელებამდე დამტკიცებულ უნდა იქნეს საავიაციო ხელისუფალთა მიერ. 4. ავიასაწარმოს თავის შეხედულებისამებრ შეუძლია გამოტოვოს ნებისმიერი შუალედური ან ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე პუნქტები ცალკეული ან ყველა რეისის დროს იმ პირობით, რომ საჰაერო მომსახურების გაწევა იწყება ან მთავრდება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც დანიშნა ეს ავიასაწარმო. 5. ის ფაქტი, რომ ისრაელის დანიშნული ავიასაწარმო მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევისას ვალდებულია შეასრულოს მისი მთავრობის მიერ დაწესებული უშიშროების განსაკუთრებული ზომები, გამოიწვევს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ისრაელის დანიშნულ ავიასაწარმოსათვის უშიშროების ამ სპეციალური ზომების განხორციელების უფლების მინიჭებას თბილიში, იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის დანიშნულ ავიასაწარმოს არ მიეცა ამ ზომების განხორციელების საშუალება ისრაელის ხელისუფლებას ორმხრივ საფუძველზე შეუძლია შეაჩეროს საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს რეისები მანამდე, სანამ ისინი არ ჩათვლიან, რომ ისრაელის დანიშნულ ავიასაწარმოს მიეცა შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ექსპლუატაცია ამ უსაფრთხოების ზომების შესახებ დებულებათა შესაბამისად.