შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ
მიღების თარიღი 22.04.1997
ძალაში შესვლა 22.04.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000237
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/12/1998
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:40.5pt .75in 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი,
- გამოდიან რა პირდაპირი და მუდმივი კავშირების გაფართოვების სურვილიდან,
- ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას ორი სახელმწიფოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის სამართლებრივ უზრუნველყოფას, საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები აღიარებენ სამართლებრივი ინფორმაციის ორმხრივი გაცვლის აუცილებლობას იმ საკითხებზე, რომლებიც მითითებულია ნორმატიული სამართლებრივი აქტების ჩამონათვალში, რომლებიც ექვემდებარება სახელმწიფოთაშორის გაცვლას და ღიაა გამოსაქვეყნებლად (თან ერთვის). მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე ზემოთ აღნიშნულ ჩამონათვალში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები ან შევიდეს დამატებები.
მხარეები შეთანხმდნენ:
მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია მოქმედი ან ადრე მოქმედი ნორმატიული სამართლებრივი აქტების შესახებ;
მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია კანონებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე, გაცვალონ ახლად მიღებული კანონები, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურა და მხარეთა შეთანხმებით ნორმატიული სამართლებრივი აქტები.
სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხოლოდ იუსტიციის სამინისტროებს შორის, რომლებზეც უშუალოდ დაკისრებულია სამართლებრივი ინფორმაციის სახელმწიფოთაშორისო გაცვლის ფუნქციები.
ყოველწლიურად გააფორმონ ერთმანეთისათვის პარლამენტის უწყებების, მთავრობის დადგენილებათა კრებულების და სხვა იურიდიული გამოცემების გამოწერა მხარეთა იუსტიციის სამინისტროების მეშვეობით.
მუხლი 2🔗
თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მეორე მხარეს სამართლებრივი ინფორმაცია შეტყობინებათა საშუალებების დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით დაცვით.
ინფორმაცია, რომელსაც ერთ-ერთი მხარე იღებს თანამშრომლობის ფარგლებში, შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს მხოლოდ იმ მხარის თანხმობის შემთხვევაში, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეები აუცილებლად თვლიან მონაცემთა ბაზების გაცვლის დროს ერთმანეთს მიაწოდონ საკანონმდებლო აქტებისა და მათი ინსტიტუტების კლასიფიკატორები.
მუხლი 3🔗
მხარეები, გამოიყენებენ რა საკუთარ ინფორმაციულ რესურსებს, კისრულობენ ვალდებულებას ინფორმაციული მონაცემები წარადგინონ სრულად, დროულად და საიმედოდ.
მუხლი 4🔗
მხარეები იუსტიციების სამინისტროების მეშვეობით აბორციელებენ შეთანხმებულ ღონისძიებებს სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის სისტემის შექმნაში, რომლებიც ახორციელებენ საკოორდინაციო სამუშაოებს სახელმწიფოთაშორისო სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლაში.
მუხლი 5🔗
სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხარეთა კანონმდებლობების შესაბამისად.
მუხლი 6🔗
მხარეები, გარდა სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლისა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩაატარებენ კონსულტაციებს, შეხვედრებს, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს კანონთა გამოყენების პრაქტიკისა და მუშაობის გამოცდილების შესწავლის მიზნით.
მუხლი 7🔗
მოცემული შეთანხმება არ ეხება მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რაც გათვალისწინებულია სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
მუხლი 8🔗
მოცემული შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს მხარეთა შეთანხმებით.
ყველა ცვლილება და დამატება ფორმდება ოქმით, რომელიც ითვლება მოცემული შეთანხმების განუყოფელ ნაწილად.
მუხლი 9🔗
მხარეთა შორის უთანხმოებები და დავები გადაწყდება ორმხრივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.
მუხლი 10🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან.
შეთანხმება ძალაში რჩება ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების წერილობითი შეტყობინებიდან 6 თვის განმავლობაში.
შესრულებულია 1997 წ. ,,22” აპრილს, ქ. თბილისში ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ყირგიზულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
მოცემული შეთანხმების დებულებათა განმარტებისას უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში მხარეები იხელმძღვანელებენ რუსულ ენაზე შესრულებული ტექსტით.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
დანართი
საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის
რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი
ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებასთან
იმ ნორმატიული სამართლებრივი აქტების ჩამონათვალი, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფოთაშორის გაცვლას:
1. სახელმწიფო წყობილების საფუძვლები;
2. სახელმწიფო უშიშროება;
3. თავდაცვა;
4. სახელმწიფო სამსაბური;
5. საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები;
6. ადმინისტრაციული კანონმდებლობა;
7. იუსტიცია. სასამართლო. პროკურატურა;
8. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
9. სისბლის სამართლებრივი კანონმდებლობა;
10. სისხლის საპროცესო კანონმდებლობა;
11. სისხლის სააღსრულებო კანონმდებლობა (შრომაგასწორებითი კანონმდებლობა);
12. სამოქალაქო და საოდაბო სამართალი;
13. სამოქალაქო-საპროცესო და სამეურნეო სამართალი;
14. შრომა და მოსაბლეობის დასაქმება;
15. სოციალური დაზღვევა და სოციალური უზრუნველყოფა;
16. ფინანსები და კრედიტები;
17. საწარმოები და სამეწარმეო საქმიანობა;
18. მრეწველობა;
19. სამშენებლო და არქიტექტურული კომპლექსები;
20. სოფლის მეურნეობა;
21. ვაარობა;
22. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა;
23. საბინაო-კომუნალური მეურნეობა და მოსაბლეობის საყოფაცბოვრებო მომსაბურება;
24. განათლება, კულტურა, მეცნიერება;
25. დანდაცვა;
26. კანონმდებლობა მიწის, წყლის, საეაერო სივრცის, მცენარეთა და ცბოველთა სამყაროსა და ბუნებრივი სიმდიდრის შესახებ;
27. გეოდეზია, კარტოგრაფია, ეიდრომეტეოროლოგია.