1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარულ მომსახურებას;
ბ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მომსახურება ითვალისწინებს:
ა) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში სტაციონარულ მომსახურებას დანართი–18.1–ის და დანართი–18.2-ის შესაბამისად;
ბ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში:
ბ.ა) ამბულატორიულ მომსახურებას:
ბ.ა.ა) ექიმი/ჰემატოლოგის კონსულტაციას;
ბ.ა.ბ) სისხლდენებისა და სისხლჩაქცევების დროს სისხლის კომპონენტების, ჰემოსტატიკების და ფაქტორების ტრანსფუზიას;
ბ.ა.გ) გამოკვლევებს: სისხლის საერთო ანალიზი, ანალიზი ინფექციური დაავადებების მარკერებზე (B და C ჰეპატიტზე სწრაფი ტესტებით);
ბ.ა.დ) მე-8, მე-9 და ვილებრანდის ფაქტორების გამოკვლევას;
ბ.ა.ე) თრომბოციტების ფუნქციურ გამოკვლევას.
ბ.ბ) სტაციონარულ მომსახურებას:
ბ.ბ.ა) ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში ჰოსპიტალურ მომსახურებას;
ბ.ბ.ბ) ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეულ ორთოპედიულ მომსახურებას;
ბ.გ) „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი ანტიჰემოფილური ფაქტორ კონცენტრატებისა და ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ კომპლექსის ბენეფიციართათვის მიწოდებას (მათ შორის, გართულებულ შემთხვევებში და ჰოსპიტალიზაციების დროს), რომელსაც უზრუნველყოფს ამ პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. დამატებითი პირობები
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. მომსახურების განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-3-20/