1. ერთი სოფლის ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 456 ლარის ოდენობით.
2. ერთი ექთნის/ფერშლის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 304 ლარის ოდენობით.
3. სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით დანართი–20.2-ის შესაბამისად.
4. სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით მინისტრი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით უზრუნველყოფს:
ა) იმ პირების განსაზღვრას, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება სოფლის მოსახლეობისთვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება;
ბ) იმ პირების განსაზღვრას, რომლებიც იმყოფებიან ან შემდგომ ეტაპზე ჩაერთვებიან ექიმების საოჯახო მედიცინისა და ექთნების ზოგადი პრაქტიკის ექთნებად გადამზადების პროცესში და რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული პერიოდისა;
გ) იმ პირების განსაზღვრას, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირების წერილობითი განცხადების საფუძველზე, მათი გადამზადების პერიოდში განხორციელდება/ ხორციელდება სოფლის მოსახლეობისთვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება;
დ) იმ პირების განსაზღვრას, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება/ხორციელდება სოფლის მოსახლეობისთვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წერილობითი განცხადების საფუძველზე მათი ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლისას ან დროებით შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის პერიოდში