1. არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისათვის აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის იმ პირობით, რომ მოსარგებლის სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს პროგრამის მოქმედების პერიოდი.
2. პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა განახორციელონ პროგრამის მოსარგებლეთა ხელახალი რეგისტრაცია და პროგრამის განმახორციელებელთან ინფორმაციის წარდგენა 2011 წლის 1 აპრილამდე.
3. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს სამედიცინო ვაუჩერით მოსარგებლეს სრულყოფილი ინფორმაცია პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების მოცულობაზე.
4. სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზის ფორმირება/განახლება ხორციელდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და სამოქალაქო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით.
5. სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს პაციენტის წერილობითი თანხმობა სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
დანართი–24.1 – ამბულატორიული მომსახურების საერთო პირობები
1. ექიმთან/ექთანთან ვიზიტი;
2. სამედიცინო მომსახურების ახალი მომხმარებლის/პაციენტის რეგისტრაცია და შეფასება შემდგომი მეთვალყურეობის დაწესების მიზნით;
3. ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე წელიწადში 4-ჯერ მუდმივად მწოლიარე (გადაადგილების უნარს მოკლებული) პირებთან;
4. ინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ნებისმიერი გამოძახება ხდება უფასოდ უბნის ექიმის/ოჯახის ექიმის მიერ განსაზღვრული საჭიროების შესაბამისად;
5. მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე და მართვა;
6. ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, ჰემოგლობინი, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
7. ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი სპეციალიზებულ დაწესებულებაში.
8. გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა;
9. ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს.
10. პალიატიური ზრუნვა;
11. ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა;
12. შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფა (სისხლის შრატში კრეატინინის დონის განსაზღვრა - 6 თვეში ერთხელ, ელექტროკარდიოგრაფია და თვალის ფსკერის გამოკვლევა - წელიწადში ერთხელ).
დანართი–24.2 – 0–დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების ამბულატორიულ მომსახურების სპეციფიკური პირობები
1. იმუნიზაცია და ვაქცინაცია იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით და სამიზნე მოსახლეობის ადექვატური მოცვა;
2. 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ:
ა) სამედიცინო მეთვალყურეობა-ფიზიკური განვითარების შეფასება;
ბ) სამედიცინო პრობლემათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;
3. ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა.
დანართი–24.3 – ამბულატორიული მომსახურების სპეციფიკური პირობები 60 წლისა და უფროს ასაკის პირთა და 6-დან 60 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული და ინკურაბელური პაციენტებისათვის
1. ქრონიკული დაავადებების მართვა (ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ინკურაბელური პაციენტები - IV კლინიკური ჯგუფი);
2. ჰიპერტონული დაავადების გამოვლენა და რეგისტრაცია;
3. ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს N338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა-ს (შემდგომში “ფორმა NIV-100/ა”).
დანართი №25
ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება
ორგანიზაციული კოდი - 35 12 02 2
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 9. დამატებითი პირობები
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. დამატებითი პირობები
- მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 9. დამატებითი პირობები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-9-7/