შეთანმხება კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის

მიღების თარიღი 06.06.2007
ძალაში შესვლა 06.06.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000653
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 15/06/2007
matsne.gov.ge 783 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.06.2007 მიღება
06.06.2007 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანმხება კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო (შემდგომში მხარეებად წოდებულნი), გამოთქვამენ რა რწმენას, რომ კულტურის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გაღრმავებას და მათ შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას, ცდილობენ რა კულტურისა და ხელოვნების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაუმჯობესებას, საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ 1996 წლის 9 აპრილის დეკლარაციის შესაბამისად, მოქმედებენ რა თვიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთი ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ შემოქმედებითი ჯგუფების გაცვლას, კერძოდ, მიიწვევენ მათ თავიანთ ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. მხარეები თანხმდებიან, რომ შემოქმედებითი ჯგუფების, მათი რეპერტუარის, პროგრამების, ტურების ხანგრძლივობისა და მარშრუტების კოორდინაცია განხორციელდება პარიტეტულ საფუძველზე. შემოქმედებითი ჯგუფების შერჩევისას, მხედველობაში მიიღება მეორე მხარის ექსპერტთა აზრი.     მუხლი 2🔗 მხარეები მზად არიან მოაწყონ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა და მუზეუმებიდან აღებული კოლექციების გაცვლითი გამოფენები.     მუხლი 3🔗 კულტურული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, მხარეები გაცვლიან დელეგაციებს, რომლებიც შედგება კულტურის და ხელოვნების მუშაკებისა და ხელოვნებათმცოდნეებისაგან. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით შეათანხმებენ დელეგაციათა წევრებსა და ვიზიტის პროგრამებს.     მუხლი 4🔗 1. მხარეები ერთობლივ ძალისხმევას გასწევენ იმისათვის, რომ უზრუნველყონ ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა და დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს მის დაცვაში. თანამშრომლობის ფორმები, ექსპერტთა ჯგუფების შექმნა და მათი საქმიანობა განისაზღვრება საქართველოსა და ლიტვის შესაბამისი ინსტიტუტების მიერ დადებული შეთანხმებებით. 2. მხარეები ითანამშრომლებენ კულტურული ღირებულების მქონე იმ ობიექტების მოძიებაში, იდენტიფიცირებასა და კვლევაში, რომლებიც შეადგენს ერთი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს და განლაგებულია მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე. კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების რესტიტუციის საკითხი განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ცალკე შეთანხმებით.     მუხლი 5🔗 მოქმედებენ რა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მხარეები გაატარებენ შესაბამის და აუცილებელ ზომებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში თანამშრომლობის მიზნით და გაცვლიან ინფორმაციას, ასევე სპეციალისტთა და ექსპერტთა ჯგუფებს.     მუხლი 6🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტებს, ბიბლიოთეკებს, შემოქმედებით კავშირებსა და საზოგადოებებს, ასევე სხვა ორგანიზაციებს შორის. კულტურული თანამშრომლობისა და კულტურული გაცვლების ფორმები და საშუალებები და, ასევე დაფინანსება განისაზღვრება ორი ქვეყნის შესაბამის ორგანოებს შორის დადებული ცალკეული საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე.     მუხლი 7🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას კინემატოგრაფიის სფეროში. მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ თითოეულ ქვეყანაში თავიანთი ფილმების პოპულარიზაციას და გავრცელებას და, ასევე, ხელს შეუწყობენ კონტაქტების დამყარებას და გაცვლების განხორციელებას ორი ქვეყნის კინემატოგრაფიულ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს შორის.     მუხლი 8🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ მოყვარული ხელოვნებისა და ფოლკლორის სპეციალიტთა გავცლებს. პარიტეტულ საფუძველზე, მხარეები მიიწვევენ ერთმანეთის ფოლკლორულ ანსამბლებს საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად.     მუხლი 9🔗 აუცილებლობის შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, შეიმუშაონ კულტურული გაცვლების საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კულტურული თანამშრომლობის განხორციელების კონკრეტულ საშუალებებს.     მუხლი 10🔗 დელეგაციებისა და პირთა გაცვლა განხორციელდება შემდეგი ფინანსური დებულებების მიხედვით: 1. წარმდგენი მხარე დაფარავს ორმხრივი მგზავრობისა და მიმღები სახელმწიფოს დედაქალაქში შემოქმედებითი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ტვირთის ტრანსპორტირებისა და უკან გადაგზავნის ხარჯებს. წარმდგენი მხარე თავის შესაძლებლობათა ფარგლებში გადაუხდის ჰონორარს შემსრულებლებს. 2. მიმღები მხარე დაფარავს სტუმრების კვებისა და საბინაო ხარჯებს და, ასევე, დაფარავს მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული გადაადგილების ხარჯებს. 3. დელეგაციებისა და ხელოვნების მუშაკთა გაცვლებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური დებულებები, რომლებიც არ არის პროგრამით გათვალისწინებული, განისაზღვრება მხარეთა შესაბამის ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკებათა გზით.     მუხლი 11🔗 მუზეუმებიდან აღებული კოლექციებისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა გაცვლითი გამოფენების მოწყობა რეგულირდება ამ გამოფენების ორგანიზატორთა მიერ დადგენილი დებულებებისა და საიმპლემენტაციო პრინციპების საფუძველზე.     მუხლი 12🔗 შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი გადაწყდება მოლაპარაკებათა გზით.     მუხლი 13🔗 წინამდებარე შეთანხმებაში შეტანილი ნებისმიერი შესწორება ან დამატება გაფორმდება ოქმის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორითაც წინამდებარე შეთანხმება.     მუხლი 14🔗 1. შეთანმხება ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს. 2. შეთანხმება ძალაში რჩება ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება შემდგომი ხუთი წლის ვადით, თუ შეთანხმების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე ერთ-ერთი მხარე წერილობით არ აცნობებს მეორეს თავის განზრახვას მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია - - - ორ ეგზემპლარად ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ტექსტის ინტერპრეტაციის დროს რაიმე განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება  ინგლისურ ტექსტს. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)