შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესბუპლიკის მთავრობას შორის საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე
მიღების თარიღი 22.01.2006
ძალაში შესვლა 07.06.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480060000.03.030.000655
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 15/06/2007
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესბუპლიკის მთავრობას შორის საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 28.3pt 56.7pt .5in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესბუპლიკის მთავრობას შორის საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე
საქართველოს მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა,
გამოთქვამენ რა მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების სურვილს,
აქვთ რა თავიანთი განვითარების სურვილი, კერძოდ, საკონსულო სფეროში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
1. საქართველოს გახსნის საკონსულო დაწესებულებას ადგილსამყოფლით ქ. თესალონიკში.
2. საკონსულო დაწესებულების კლასი იქნება გენერალური საკონსულო.
3. გენერალური საკონსულოს საკონსულო ოლქი მოიცავს შემდეგს:
აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის, ცენტრალური მაკედონიის, დასავლეთ მაკედონიისა და თესალიის რაიონებს.
მუხლი 2🔗
1. საბერძნეთის რესპუბლიკა დააარსებს საკონსულო დაწესებულებას ადგილსამყოფლით ქ. ბათუმში.
2. საკონსულო დაწესებულების კლასი იქნება გენერალური საკონსულო.
3. გენერალური საკონსულოს საკონსულო ოლქი მოიცავს შემდეგს:
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეებს.
მუხლი 3🔗
წინამდებარე შეთანხმების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული საკონსულო ოლქების შემდგომი გაფართოვება შესაძლებელია საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევა შესაბამისი ვერბალური ნოტების გაცვლის დღიდან.
მუხლი 4🔗
საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა რაოდენობა იქნება:
ა) საქართველოს გენერალური საკონსულოსათვვის: 2 საკონსულო თანამდებობის პირი და 5 საკონსულო მოსამსახურე;
ბ) საბერძნეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოსათვის: 2 საკონსულო თანამდებობის პირი და 5 საკონსულო მოსამსახურე.
მუხლი 5🔗
1. საკონსულო მოსაკრებლის გადარიცხვა მოხდება თავისუფლად და შეუფერხებლად. ასეთი გადარიცხვები ხორციელდება თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.
2. საკონსულო დაწესებულებების მიერ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები უცხოურ ვალუტაში ასევე ექვემდებარება თავისუფალ და შეუფერხებელ გადარიცხვას.
მუხლი 6🔗
წინამდებარე შეთანხმების მიხედვით გახსნილ საკონსულო დაწესებულებებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს აწესრიგებს საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1963 წლის კონვენციის შესაბამისი დებულებები.
მუხლი 7🔗
ამ შეთანხმების მე-3 მუხლში აღნიშნული დებულებების გარდა, ამ შეთანხმებაში შეიძლენა შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამგვარად მიღებული ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ამ შეთანხმების 8.1 მუხლში აღნიშნული წესის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
2. ეს შეთანხმება დაიდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში დარჩება ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხებით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი ( 6) თვის ვადის გასვლამდე.
შესრულებულია ქ. ათენში, 2006 წლის 22იანვარს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. წინამდებარე შეთანხმების განმარტების დროს რაიმე უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)