შეთანხმება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 15.12.1997
ძალაში შესვლა 15.12.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000051
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 25/12/1997
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელით (ხელმოწერილია) | ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .75in 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, შემდგომში „აკადემიებად“ ან „მხარეებად“ წოდებულნი,
ითვალისწინებენ რა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ბულგარელ მეცნიერებსა და კვლევით ცენტრებს შორის ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას,
იღებენ რა მხედველობაში სამეცნიერო თანამშრომლობაში ორმხრივ დაინტერესებას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ორივე მხარე განახორციელებს თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესების სფეროებში.
მუხლი 2🔗
ორ მხარეს შორის თანამშრომლობის ძირითად ფორმებს წარმოადგენს:
ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება; ერთ-ერთი მხარის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, აგრეთვე მხარეთა ავტონომიურ ერთეულებს შორის პირდაპირი შეთანხმებების დადება.
მუხლი 3🔗
წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ორ აკადემიას შორის შეთანხმებული ერთობლივი გამოკვლევების პროექტების ნუსხა.
ახალი პროექტის შესახებ შეთანხმება მოიცავს:
- კვლევითი მიზნებისა და სამუშაოთა დასრულების საბოლოო ვადას (არაუმეტეს 3 წლისა);
- მეცნიერებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მის განხორციელებასთან;
- შემსრულებელ მხარეთა მოვალეობებისა და თანამშრომლობის ფორმებს;
- პირველი წლის სამეცნიერო-სამუშაო პროგრამას;
- მიღებულ შედეგებზე საკუთრების უფლების და მათი გამოქვეყნების და გამოყენების წესს.
დაწყებულ პროექტებზე სამუშაოთა გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება წლიური ანგარიშებისა და შემდეგ წელზე წარმოდგენილ სამუშაო პროგრამების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
მხარეთა ქვედანაყოფებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის და/ან მათი აკადემიის სისტემის გარეთ არსებულ სამეცნიერო ორგანიზაციებთან დაამყარონ სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ პირდაპირი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები.
ეს შეთანხმებები და მათ საფუძველზე შეთანხმებული სამეცნიერო პროექტები, მეცნიერთა გაცვლისა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების დროს არ ფინანსდება ცენტრალიზებული წესით.
მუხლი 5🔗
აკადემიათა დონეზე ორგანიზებული მეცნიერთა გაცვლა უზრუნველყოფს პროექტებზე მუშაობას, აკადემიურ და არააკადემიურ დაწესებულებებში ვიზიტების ორგანიზებას, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას და ბიბლიოთეკებსა და არქივებში მუშაობას.
მუხლი 6🔗
გაცვლითი კვოტის ფარგლებში მეცნიერთა ვიზიტებისათვის დგინდება შემდეგი ფინანსური პირობები:
1. მეცნიერის წარმგზავნი აკადემია ფარავს მისი მიმღები ქვეყნის დედაქალაქამდე და უკან მგზავობის ხარჯებს.
2. მიმღები ქვეყანა აანაზღაურებს ქვეყნის შიგნით ტრანსპორტისა და ყოფნის ხარჯებს, ვიზიტის პროგრამის შესაბამისად, და აგრეთვე, ქვეყანაში მოქმედი ფინანსური წესების თანახმად, გამოუყოფს დღიურ ხარჯებს.
3. მიმღები მხარე თავის თავზე არ აიღებს სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის საჭირო სარეგისტრაციო შენატანებს.
4. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა განხორციელდება მიმღებ ქვეყანაში მოქმედი წესების საფუძველზე.
მუხლი 7🔗
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აკადემიებს შეუძლიათ მოიწვიონ მეორე მხარის გამოჩენილი მეცნიერები და სპეციალისტები სამეცნიერო და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
მუხლი 8🔗
აკადემიები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ორივე მხარის იმ მეცნიერებს, რომლებიც სწავლობენ ქართულ და ბულგარულ ენებს და, აგრეთვე, რომლებიც მუშაობენ საქართველოსა და ბულგარეთის კულტურისა და ისტორიის სფეროებში.
მუხლი 9🔗
აკადემიები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ორივე მხარის ბიბლიოთეკებსა და გამომცემლობებს შორის სამეცნიერო ლიტერატურისა და პერიოდიკის გაცვლის სფეროში.
მუხლი 10🔗
ორივე აკადემიის საგარეო კავშირების განყოფილებათა წარმომადგენლები პერიოდულად შეხვდებიან ერთმანეთს თბილისსა და სოფიაში, თანამშრომლობის ორგანიზაციულ და სტრუქტურულ საკითხთა განხილვის მიზნით.
ამ შეთანხმების რეალიზაციისათვის, მხარეები ურთიერთშეთანმხებულ ვადებში ხელს მოაწერენ ოქმებს სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 11🔗
ამ შეთანხმებაში, მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
მუხლი 12🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე შესაბამისი ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე წერილობითი ფორმით არ გამოთქვამს მისი მოქმედების შეწყვეტის სურვილს.
შესრულებულია ქ. სოფიაში, 1997 წლის 15 დეკემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განმარტებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის სახელით
(ხელმოწერილია)
ბულგარეთის მეცნიერებათა
აკადემიის სახელით
(ხელმოწერილია)