„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.132.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 240211, 24/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ს

დადგენილება №10

2011 წლის 10 თებერვალი

ქ.ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-17 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმ­მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №23 დადგენი­ლებაში (სსმ V, №46, 311.2010წ. მუხ.1349) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. აუქციონის საჯაროობის უზრუნველყოფა

1. აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, ხოლო მოძრავ ნივთზე არანაკლებ 5 დღით ადრე ქ. ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე და გაზეთ „აჭარაში“ განთავსებით კომისია აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) გამყიდველის დასახელებას;

ბ) აუქციონის პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას და საწყის გასაყიდ ფასს;

დ) დაინტერესებული პირებისაგან განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო ვაჭრობის გამართვის თარიღს;

ე) ბეს/საბანკო გარანტიის ოდენობას;

ვ) ბიჯის ოდენობა;

ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

თ) აუქციონში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს;

ი) საპრივატიზებო ქონების უფლებრივ და ფაქტობრივ მდებარეობას;

კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.

2. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) საწარმოს დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;

დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში;

ე) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბეს ან საბანკო გარანტიის ოდენობა განისა­ზღვრება:

ა) საპრივატიზებო ქონების საწყისი გასაყიდი ფასის 30%-ით, როცა საპრივატიზებო ქონების საწყისი გასაყიდი ფასი არ აღემატება ან შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს, გარდა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევისა;

ბ) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაწესებული ოდენობით, როცა საპრივატიზებო ქონების საწყისი გასაყიდი ფასი აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს, მაგრამ არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარისა, გარდა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევისა;

გ) პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაწესებული ოდენობით.

4. აუქციონის მონაწილეობის მსურველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.

5. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იურიდიულმა პირებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინონ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. პირთა გაერთიანებ ამ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუ­მენტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს გაერთიანების (ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტები და გაერთიანების (ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“ .

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო ვაჭრობის დასრულების შემდეგ, პირობის გარეშე აუქციონის შემთხვევაში საჯარო ვაჭრობის დასრულებიდან არა უმეტეს ორი დღის ვადაში, ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საჯარო ვაჭრობის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი თვის ვადაში, აუქციონში გამარჯვებულსა და გამყიდველს შორის ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება).“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. კირთაძე