შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დარგებში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 15.05.1997
ძალაში შესვლა 11.06.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000657
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 19/06/2007
matsne.gov.ge 645 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.1997 მიღება
11.06.2007 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დარგებში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .5in 56.7pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დარგებში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი, თვლიან, რომ სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დარგების განვითარება ურთიერთსასარგებლოა ორივე ქვეყნისათვის, სურთ გააძლიერონ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და მათთან დაკავშირებულ დარგებში, აღიარებენ, რომ ასეთი თანამშრომლობა შემდგომში ხელს შეუწყობს მათ შორის უკვე არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობაში, ხე-ტყის დამუშავებაში, კვების მრეწველობაში, მარცვლეულის წარმოებაში, პესტიციდების კონტროლში, მსხვილფეხა საქონლის მოშენებაში, აპიკულტურაში, შინაური ფრინველების მოშენებაში, აღებული მოსავლის გადამუშავებაში, ბოსტნეულისა და ხილის მოყვანაში თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი საშუალებებით: ა) სამეცენიერო და ტექნიკური ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლით; ბ) მცენარეებისა და ცხოველების შესახებ გენეტიკური და ბიოლოგიური მასალების გაცვლით; გ) სამეცნიერო–კვლევითი ინფორმაციის გაცვლით; დ) წყლის მიწოდებისა და ირიგაციის სისტემების შესახებ ინფორმაციის გაცვლით; ე) ექსპერტებისა და კონსულტანტების გაცვლით; ვ) ერთ-ერთ ქვეყანაში სტაჟირებების, სემინარების, კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობით; ზ) სამმხრივი თანამშრომლობით (სხვა ქვეყნებთან და/ან საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოებთან), რაც ხელს შეუწყობს საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული მეურნეობების განვითარებას და წარმოების, აღებული მოსავლის გადამუშავებისა და მარკეტინგის მომცველი სუბრეგიონული პროქტების შესრულებას; თ) ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის წახალისებით, რომელიც მოიცავს როგორც საშინაო, ისე საგარეო ბაზრების მარკეტინგსაც.     მუხლი 2🔗 1. მუხლში ასახული თანამშრომლობის მიმართულებების განხორციელებისა და არსებული კავშირების განმტკიცებისათვის, მონაწილე მხარეთა წარმომადგენლებისაგან შეიქმნება ოთხი წევრისაგან შემდგარი ერთობლივი კომიტეტი. ის იკრიბება ორ წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით, თბილისსა და რომში. შეკრების თარიღი განისაზღვრება დიმპლომატიური არხების საშუალებით. ერთობლივი კომიტეტი მოამზადებს სამუშაო გეგმას მომავალი პერიოდისათვის, განიხილავს და წარმართავს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და გამარტივების გზებს, განსაზღვრავს თანამშრომლობის ფინანსურ ასპექტებს. განვლილ პერიოდში მიღწეული პროგრესი აისახება თითოეული სხდომის ოქმებში.     მუხლი 3🔗 შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით მონაწილე მხარეები შეთანხმებული საკითხების ირგვლივ გაცვლიან ექსპერტებს. ექსპერტების სატრანსპორტო ხარჯებს გაწევენ მხარეები. ფინანსური წყაროების გამონახვის შესაძლებლობებისდა მიხედვით ექსპერტების მგზავრობის ხარჯებს გაიღებს გამგზავნი მხარე, ხოლო ქვეყნის შიგნით გადაადგილებისა და დაბინავების ხარჯები გაწეული იქნება მასპინძელი მხარის მიერ.     მუხლი 4🔗 ამ შეთანხმების მიხედვით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითვლებიან მაკოორდინირებელ სამსახურებად.     მუხლი 5🔗 მხარეები დიპლომატიური არხებით აცნობებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად თავიანთი კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდა იურიდიული პროცედურების შესრულების შესახებ. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მეორე შეტყობინების მიღების დღიდან და ძალაში რჩება ხუთი წლის განმავლობაში.     მუხლი 6🔗 წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები ან დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამ შეთანხმებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა მოითხოვს იმავე პროცედურის შესრულებას, როგორც მისი ძალაში შესვლა. შეთანხმების მოქმედება ავტომატურად გრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით თუ ერთ-ერთი მხარე შეთანხმების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მიუხედავად, პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობა გაგრძელდება მის დასრულებამდე.. ამის დასტურად, მათი შესაბამისი მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირები ხელს აწერენ ამ შეთანხმებას. შესრულებულია ქ. რომში 1997 წლის 15 მაისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს  მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) იტალიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)