შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ

მიღების თარიღი 09.09.1998
ძალაში შესვლა 18.06.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000658
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 19/06/2007
matsne.gov.ge 2,500 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.1998 მიღება
18.06.2007 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს აღმასრულებელი     ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა (შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი); მიაჩნიათ რა, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა ზიანს აყენებს მათი შესაბამისი ქვეყნების ეკონომიკურ, ფინანსურ და კომერციულ ინტერესებს; ითვალისწინებენ რა, საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე დაწესებული საბაჟო მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადების ზუსტად დადგენის, მათი კლასიფიკაციის, ასეთი საქონლის ღირებულებისა და წარმოშობის სწორად განსაზღვრის, აგრეთვე აკრძალვა, შეზღუდვასა და კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების შესრულების მნიშვნელობას; თვლიან რა, რომ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გადატანა საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და საზოგადოებას;  ითვალისწინებენ რა, კულტურული ფასეულობების უკანონო გადატანის თავიდან აცილების მნიშვნელობას; აღიარებენ რა, მართვასა და საბაჟო კანონმდებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის საჭიროებას და მათ სურვილს, განავითარონ თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება მათ შესაბამის საბაჟო უწყებებს შორის; დარწმუნებულნი არიან რა, რომ საბაჟო დარღვევების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება შეიძლება იყოს უფრო ეფექტური მათ საბაჟო უწყებებს შორის თანამშრომლობით; ითვალისწინებენ რა, საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს 1953 წლის 5 დეკემბრის რეკომენდაციებს ორმხრივი ადმინისტრაციული დახმარების შესახებ; შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. განმარტებები -     წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის 1. „საბაჟო კანონმდებლობა” ნიშნავს ისეთ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს, რომლებიც დადგენილია საბაჟო უწყებების მიერ და ეხება საქონლის იმპორტს, ექპორტს და ტრანზიტს, იმდენად, რამდენადაც ისინი დაკავშირებულია საბაჟო მოსაკრებლებთან, ბეგარასთან და სხვა გადასახადებთან ან საქონლის მიერ ეროვნული საზღვრების გადაკვეთასთან დაკავშირებულ აკრძალვებთან, შეზღუდვებთან და სხვა სახის კონტროლთან. 2. „საბაჟო უწყება” ნიშნავს, საქართველოში საბაჟო დეპარტამენტს, და ისრაელის სახელმწიფოში, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და დამატებითი ღირებულების გადასახადის დეპარტამენტს. 3. „დარღვევა” ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას, აგრეთვე მისი დარღვევის ნებისმიერ მცდელობას. 4. „მთხოვნელი საბაჟო უწყება” ნიშნავს საბაჟო უწყებას, რომელიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აკეთებს განაცხადს დახმარებაზე და იღებს აღნიშნულ დახმარებას. 5. „თხოვნის მიმღები საბაჟო უწყება” ნიშნავს საბაჟო უწყებას, რომელიც იღებს თხოვნას დახმარებაზე, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, ან ახორციელებს აღნიშნული სახის დახმარებას. 6. „ინფორმაცია” ნიშნავს, inter-alia, მოხსენებებს, ჩანაწერებს, დოკუმენტებს და დოკუმენტაციებს, შესრულების ფორმისაგან დამოუკიდებლად (კომპიუტერიზებულად ან სხვაგვარად), აგრეთვე მათ დამოწმებულ ასლებს. 7. „ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები” ნიშნავს ყველა სახის პროდუქტს, რომელიც ჩამოთვლილია 1988 წლის 20 დეკემბრის ვენის კონვენციაში, აგრეთვე აღნიშნული კონვენციის დანართებში. 8. „კონტროლირებადი მიწოდება” ნიშნავს მეთოდს, რომელიც ნებას რთავს ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან მათი შემცვლელი ნივთიერებების შემცველი ან შემცველობაზე ეჭვმიტანილი გზავნილების შესრულებას მხარეების ტერიტორიების ფარგლებს გარეთ, გასწვრივ ან მათ შიგნით, კომპეტენტური ორგანოების ინფორმირების და მათი ზედამხედველობის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გადატანაში ჩაბმულ პირთა გამოვლენის მიზნით. 9. „პირი” ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.     მუხლი 2🔗. შეთანხმების გამოყენების მიზანი 1. მხარეები შეთანხმდნენ მათი საბაჟო უწყებების მეშვეობით დახმარება გაუწიონ ერთმანეთს დარღვევების თავიდან აცილების, გამოძიების, აღკვეთის და მოკვლევის სფეროში, წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ჩათვლით. 2. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ყველა სახის დახმარება განხორციელდება თხოვნის მიმღები მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად. 3. წინამდებარე შეთანხმების დებულებები გამიზნულია მხოლოდ მხარეების საბაჟო უწყებებს შორის ორმხრივი დახმარების უზრუნველსაყოფად. ისინი არ მიანიჭებენ კერძო ან იურიდიულ პირს უფლებას, მოიპოვონ, შეზღუდონ ან უგულებელყონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება ან შეაფერხონ თხოვნის შესრულება.     მუხლი 3🔗. დახმარების სფერო 1. დახმარება, საბაჟო უწყების ინიციატივით ან თხოვნის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, inter-alia, მოიცავს საბაჟო კანონმდებლობის სწორად გამოყენებას, საქონლის იმპორტზე და ექსპორტზე დაწესებული საბაჟო მოსაკრებლების და გადასახადების ზუსტი შეფასების და ამგვარი საქონლის კლასიფიკაციის, ღირებულებისა და წარმოშობის სწორად დადგენის ხელშემწყობი ინფორმაციით უზრუნველყოფას საბაჟო უწყებების მიერ. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს): a) იძულებით ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს დარღვევების თავიდან ასაცილებლად და, კერძოდ, დარღვევებთან ბრძოლის სპეციალურ საშუალებებს; b) დარღვევების ჩადენის ახალ მეთოდებს; c) დაკვირვებებს და აღმოჩენებს, რომელიც მიღწეულ იქნა ახალი საშუალებების და ტექნიკის წარმატებით გამოყენების შედეგად, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების გამოყენების ჩათვლით; d) მგზავრთა და ტვირთის შემოწმების ტექნიკას და გაუმჯობესებულ მეთოდებს; e) ინფორმაციას საბაჟო კანონმდებლობის შესახებ; და f) იმ მეცნიერული, პროფესიული და სასწავლო ნაშრომების გაცვლას, რომელიც დაკავშირებულია კონტრაბანდის და საბაჟო კანონმდებლობის სხვა დარღვევების აღკვეთასთან, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და კულტურული ფასეულობების უკანონო გადატანის ჩათვლით. 2. პუნქტ 1-ში აღნიშნული დახმარება უზრუნველყოფილი იქნება მთხოვნელ მხარეში ყველა სახის პროცედურაში გამოყენების მიზნით, მათ შორის სასამართლო, ადმინისტრაციულ ან საგამომძიებლო სფეროში და მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, პროცედურებს კლასიფიკაციასთან, ღირებულებასთან, წარმოშობასთან და იმ სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება საბაჟო კანონმდებლობის შესრულებას. 3. მხარეები, მათი შიდა კანონმდებლობის დაცვით, მათი შესაბამისი საბაჟო უწყებების მეშვეობით, ითანამშრომლებენ: a) მათი პერსონალისთვის სპეციფიკური სასწავლო პროგრამების შექმნით, განვითარებით ან გაუმჯობესებით; b) ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის ხელშეწყობის მიზნით მათი უწყებების დამაკავშირებელი არხების დამყარებითა და შენარჩუნებით; c) მათ უწყებებს შორის ეფექტური თანამშრომლობის წახალისებით, პერსონალის, ექსპერტების გაცვლითა და მეკავშირე პიროვნების გამოცხადების ჩათვლით; d) ახალი მოწყობილობების ან პროცედურების განხილვითა და გამოცდით; e) მათი შესაბამისი საბაჟო პროცედურების გამარტივებითა და ჰარმონიზებით; და f) იმ ნებისმიერი სახის ზოგადი ადმინისტრაციული საკითხებით, რომლებმაც შესაძლებელია დროდადრო ერთობლივი მოკვლევა მოითხოვონ. 4. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დახმარება არ მოიცავს პირთა დაპატიმრებას ან დაკავებას ან საბაჟო მოსაკრებლების, სხვა გადასახადების, ჯარიმების ან სხვა თანხების აკრეფას ან იძულებით ამოღებას.     მუხლი 4🔗. კონფიდენციალურობა 1. ინფორმაცია ან სხვა სახის შეტყობინება, რომელიც მიღებულ იქნა ორმხრივი დახმარების დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული მიზნებისათვის, სასამართლო და ადმინისტრაციული პროცედურების ჩათვლით. 2. ნებისმიერი ინფორმაცია ან სხვა სახის შეტყობინება, რომელიც მიღებული იქნება თითოეული მხარის საბაჟო უწყების მიერ, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად განიხილება როგორც კონფიდენციალური და არ ეცნობება მათი მიმღები მთხოვნელი საბაჟო უწყების გარეთ არც ერთ პირს ან ორგანოს, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამგვარი ინფორმაცია და შეტყობინება, მათ კონფიდენციალურობასთან და საიდუმლოებასთან მიმართებაში სარგებლობს ნებისმიერი დამატებითი დაცვით, როგორც იმ მხარის შიდა კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, რომლის საბაჟო უწყებაც იღებს ამ ინფორმაციას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები არ შეეხება იმ შემთხვევებს, რომელიც ეხება ნარკოტიკულ საშუალებებთან და ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ დარღვევებს. ამგვარი ინფორმაცია შეიძლება ეცნობოს მთხოვნელ მხარეში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანასთან ბრძოლაში უშუალოდ ჩაბმულ სხვა უწყებას. 4. მთხოვნელი საბაჟო უწყება არ გამოიყენებს წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებას ან ინფორმაციას იმ მიზნით, რომელიც განსხვავდება თხოვნაში მითითებული მიზნებისაგან, თხოვნის მიმღები საბაჟო უწყების წინასწარი თანხმობის გარეშე.     მუხლი 5🔗. თხოვნის შეტყობინება 1. დახმარებაზე თხოვნის არსი და ფორმა a) წინამდებარე შეთანხმების შესაბამისა და თხოვნა უნდა შესრულდეს წერილობით. თხოვნას თან უნდა ახლდეს მისი შესრულებისთვის საჭირო დოკუმენტები. საჭიროების შემთხვევაში, მდგომარეობის სასწრაფო ხასიათიდან გამომდინარე, ასევე შესაძლებელია მიღებულ იქნეს ზეპირი თხოვნა, მაგრამ იგი სწრაფად უნდა დამოწმდეს წერილობით. b) წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისი თხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: i) თხოვნის წარმდგენ უწყებას; ii) პროცედურების ხასიათს; iii) მოსალოდნელ დახმარებას, თხოვნის საგანს და მიზეზს; iv) თხოვნაში მონაწილე მხარეების სახელებსა და მისამართებს, თუ ცნობილია; v) განსახილველი საკითხების მოკლე აღწერას და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ ელემენტებს, და vi) კავშირს მოსალოდნელ დახმარებასა და იმ საკითხს შორის, რომელსაც იგი მიეკუთვნება. c) ყველა თხოვნის შეტყობინება განხორციელდება ინგლისურ ენაზე. d) იმ შემთხვევაში, თუ თხოვნა ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე მუხლის 1(b) პუნქტის მოთხოვნებს, შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს მისი შესწორება ან დასრულება - ამ შემთხვევაში გამაფრთხილებელი ზომები არ განხორციელდება. 2. დამაკავშირებელი არხი. a) დახმარება გაწეული იქნება შესაბამის საბაჟო უწყებებს შორის პირდაპირი შეტყობინების გზით; b) თუ თხოვნის მიმღები საბაჟო უწყება არ წარმოადგენს აღნიშნული თხოვნის შემსრულებელ ორგანოს, იგი დაუყოვნებლივ გადაუგზავნის ამ თხოვნას შესაბამის ორგანოს, რომელიც მის მიმართ კანონმდებლობით მინიჭებული ძალაუფლების ფარგლებში იმოქმედებს თხოვნის საფუძველზე, ან ურჩევს მთხოვნელ საბაჟო უწყებას იმ შესაბამისი პროცედურის შესრულების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს ამგვარ თხოვნასთან დაკავშირებით.     მუხლი 6🔗. თხოვნის შესრულება 1. თხოვნის მიმღები საბაჟო უწყება მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას თხოვნის შესასრულებლად, გონივრულ ვადაში, და თუ აუცილებელია, შეეცდება გაატაროს ნებისმიერი სახის ოფიციალური ან სასამართლო ღონისძიება მისი სისრულეში მოყვანის მიზნით. 2. თუ თხოვნის მიმღები საბაჟო უწყება არ ფლობს მოთხოვნილ ინფორმაციას, იგი შეეცდება მოიპოვოს ეს ინფორმაცია როგორც თავისი სახელით, ასევე მთხოვნელი საბაჟო უწყების სახელით. 3. თითოეული მხარის საბაჟო უწყება, მეორე მხარის საბაჟო უწყების თხოვნის საფუძველზე, ჩაატარებს ყველა სახის საჭირო გამოძიებას, ექსპერტთა და მოწმეთა ან დარღვევის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა დაკითხვის ჩათვლით და ჩაატარებს შემოწმებებს, ინსპექციას და ფაქტების მომპოვებელ გამოკვლევებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამგვარი გამოძიების, შემოწმებების, ინსპექციების და ფაქტების მომპოვებელი გამოკვლევების შედეგები რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეცნობება მთხოვნელ საბაჟო უწყებას. 4. თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღებ საბაჟო უწყებას, შეძლებისდაგვარად, შეუძლია ნება დართოს მთხოვნელი საბაჟო უწყების თანამშრომლებს თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე ყოფნა, ასეთ გამოძიებაზე დასწრების ჩათვლით, მაშინ როდესაც მისი თანამშრომლები იძიებენ დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია მთხოვნელ საბაჟო უწყებასთან. 5. მთხოვნელი საბაჟო უწყება, თუ არსებობს შესაბამისი მოთხოვნა, იფორმირებული იქნება თხოვნის საპასუხო ღონისძიების გატარების დროის ან ადგილის შესახებ ისე, რომ ღონისძიება შეიძლება შეთანხმებულ იქნეს. 6. მთხოვნელი საბაჟო უწყების თანამშრომლებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გამოიძიონ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები, შეუძლიათ სთხოვონ თხოვნის მიმღებ საბაჟო უწყებას ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის, მათ შორის წიგნების, რეესტრების და სხვა დოკუმენტების ან მონაცემების შემოწმება და მათი ასლების მიწოდება ან დარღვევასთან დაკავშირებული ინფორმაციით მომარაგება. 7. როდესაც მთხოვნელი საბაჟო უწყების თანამშრომლები წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე, მათ ნებისმიერ დროს უნდა შეძლონ მათი პირადობის დადასტურება და ისინი პასუხს აგებენ ნებისმიერ დარღვევაზე, თუ ჩაიდენენ. მათი ყოფნა შემოიფარგლება მხოლოდ მრჩეველთა უფლებამოსილებით. წინამდებარე მუხლში არაფერი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ მათ ნება ეძლევათ აღასრულონ რაიმე იურიდიული ან საგამომძიებლო ძალაუფლება, რომელიც თხოვნის მიმღები საბაჟო უწყების შიდა კანონმდებლობით მინიჭებული აქვს თხოვნის მიმღები საბაჟო უწყების წარმომადგენლებს.     მუხლი 7🔗. გამონაკლისები დახმარებაზე 1. თუ თხოვნის მიმღები მხარე თვლის, რომ თხოვნის შესრულება ზიანს მიაყენებს მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, სახელმწიფო პოლიტიკას და სხვა სახის არსებით ეროვნულ ინტერესებს, ან იწვევს კომერციულ, სამრეწველო ან პროფესიული საიდუმლოებების დარღვევას, დახმარება შეიძლება უარყოფილ იქნეს, ან მისი შესრულება დამოკიდებულ იქნეს განსაზღვრული პირობების ან მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. 2. იმ შემთხვევაში, თუ თხოვნა ვერ შესრულდება, მთხოვნელ საბაჟო უწყებას დაუყოვნებლივ ეცნობება ამის და შესრულებლობის მიზეზების შესახებ. 3. თუ მთხოვნელი საბაჟო უწყება ითხოვს დახმარებას, რომელსაც თვითონ ვერ შესძლებდა აღმოეჩინა, მაშინ ეს ფაქტი აღნიშნული უნდა იყოს თხოვნაში. ამ შემთხვევაში აღნიშნული თხოვნის შესრულება დამოკიდებული იქნება თხოვნის მიმღები საბაჟო უწყების არჩევანზე. 4. თხოვნის მიმღები საბაჟო უწყების მხრიდან დახმარება შეიძლება გადადებულ იქნეს იმ მიზეზით, რომ იგი ზიანს მიაყენებს მიმდინარე გამოძიებას, დევნას ან პროცედურებს. ამ შემთხვევაში, იგი შეუთანხმდება მთხოვნელ საბაჟო უწყებას, შეუძლია თუ არა მას დახმარების გაწევა აღნიშნულ პირობებში ან იმ პირობების გათვალისწინებით, რომელიც თხოვნის მიმღებმა საბაჟო უწყებამ შეიძლება წამოაყენოს.     მუხლი 8🔗. მასალები, დოკუმენტები და მოწმეები 1. მხარეების საბაჟო უწყებები, თხოვნის შესაბამისად, ერთმანეთს მიაწვდიან საქონლის ტრანსპორტირების და გაგზავნის შესახებ ინფორმაციას, რომელშიც აისახება საქონლის ღირებულება, წარმოშობა, ხასიათი და დანიშნულების ადგილი. 2. სპეციალური თხოვნის საფუძველზე, ინფორმაციის და სხვა მასალების ასლების ავთენტურობა დამოწმდება შესაბამისად. ამგვარი ინფორმაციისა და სხვა მასალების ორიგინალები მოთხოვნილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასლები საკმარისი არ არის. 3. ინფორმაციის და სხვა მასალების ორიგინალები, წინამდებარე შეთანხმების მიხედვით, არ შეცვლიან არც თხოვნის მიმღები საბაჟო უწყების და არც მესამე მხარის უფლებებს. ასეთი ორიგინალები დაბრუნებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში. თხოვნის საფუძველზე, სასამართლო ან მსგავსი მიზნებისათვის საჭირო ორიგინალები დაბრუნებული იქნება დაგვიანების გარეშე. 4. თხოვნის მიმღები საბაჟო უწყება მოპოვებულ ინფორმაციასთან ერთად მიაწვდის მისი ინტერპრეტაციისთვის ან გამოყენებისთვის საჭირო აუცილებელ მითითებებს. 5. ერთი მხარის საბაჟო უწყების თხოვნის საფუძველზე, მეორე მხარის საბაჟო უწყება, თავისი შეხედულების მიხედვით, დანიშნავს მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, თუ ეს წარმომადგენელი თანახმაა, მთხოვნელი მხარის ტერიტორიაზე სასამართლო ან ადმინისტრაციულ პროცედურებში მოწმედ გამოსვლის და აღნიშნული სახის მასალების, დოკუმენტების ან სხვა მონაცემების, ან მათი დამოწმებული ასლების მომზადების მიზნით იმდენად, რამდენადაც ეს შეიძლება არსებითი იყოს პროცედურებისთვის. ასეთი თხოვნა უნდა შეიცავდეს პროცედურების თარიღს და ტიპს, მონაწილე მხარეების სახელებს და წარმომადგენლის უფლებამოსილებას.     მუხლი 9🔗. დოკუმენტის გადაცემა 1. თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები საბაჟო უწყება, თხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებს საჭირო ზომებს ყველა სახის დოკუმენტის გადაცემის მიზნით და მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ან დაფუძნებულ ადრესატს შეატყობინებს ყველა სახის გადაწყვეტილებას, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე შეთანხმების მოქმედების სფეროდან. 2. თხოვნის მიმღები საბაჟო უწყება, შეძლებისდაგვარად, დაუბრუნებს გადაცემის დასტურს ან შეტყობინებას თხოვნაში განსაზღვრული წესით. თუ ეს არ არის შესაძლებელი, ან თუ თხოვნა ვერ განხორციელდა დადგენილი წესით, მთხოვნელ საბაჟო უწყებას შეატყობინებენ ამის შესახებ და აცნობებენ მიზეზებს.     მუხლი 10🔗. ხარჯები 1. მხარეთა საბაჟო უწყებები ჩვეულებრივ უარს ამბობენ ხარჯების ანაზღაურებაზე, რომლებიც გამოწვეულია წინამდებარე შეთანხმების განხორციელებით, მოწმეების სარგებლის, ექსპერტების და თარჯიმნების გასამრჯელოს გამოკლებით, გარდა არასამთავრობო მოხელეებისა. 2. თუ თხოვნის შესრულებისთვის საჭიროა ან საჭირო გახდება მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დანახარჯების გაწევა, მხარეთა საბაჟო უწყებები ჩაატარებენ კონსულტაციებს, რათა დაადგინონ ის პირობები და მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც აღნიშნული თხოვნა შესრულდება, აგრეთვე ხარჯების გაღების წესი.     მუხლი 11🔗. დახმარების სპეციალური მოთხოვნები 1. თხოვნის საფუძველზე, საბაჟო უწყებები შეატყობინებენ ერთმანეთს იმის შესახებ, იყო თუ არა საქონელი, რომელიც ექსპორტირებულ/იმპორტირებულ იქნა ერთი მხარის ტერიტორიიდან/ტერიტორიაში, კანონიერად იმპორტირებული/ექსპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიაში/ტერიტორიიდან. ინფორმაცია თხოვნის საფუძველზე უნდა შეიცავდეს საქონლის განბაჟებისას გამოყენებულ საბაჟო პროცედურებს. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ერთი მხარის საბაჟო უწყება, მეორე მხარის საბაჟო უწყების თხოვნის საფუძველზე ან მისი საკუთარი ინიციატივით, და, შემდგომში, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, განახორციელებს სპეციალურ დაკვირვებებს: a) მთხოვნელი მხარის ტერიტორიის ფარგლებში დარღვევებში მონაწილეობისთვის ეჭვმიტანილ ტრანსპორტირების საშუალებებზე; b) მთხოვნელი მხარის მიერ დადგენილ საქონელზე, რომელიც წარმოადგენს არალეგალური ვაჭრობის საგანს და რომლისთვისაც ეს მხარე წარმოადგენს დანიშნულების ადგილს; c) განსაზღვრულ პირებზე, რომლებზეც ცნობილია, რომ მონაწილეობენ ან ეჭვმიტანილნი არიან დარღვევაში. 3. მხარეთა საბაჟო უწყებები ერთმანეთს მიაწვდიან მათ ხელთ არსებულ ყველა სახის ინფორმაციას იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს მეორე მხარის ტერიტორიის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად დაზარალდეს მეორე მხარის ეკონომიკა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან მისი სასიცოცხლო ინტერესები, ინფორმაცია მიეწოდება თხოვნის წარდგენის გარეშე. 4. ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული დარღვევების თავიდან აცილების, გამოძიების და აღკვეთის მიზნით, მხარეთა საბაჟო უწყებები შეძლებისდაგვარად ოპერატიულად თხოვნის წარდგენის საჭიროების გარეშე, მიაწვდიან ერთმანეთს ყველა სახის ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია მეორე მხარის საბაჟო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან.     მუხლი 12🔗. კონტროლირებადი მიწოდება 1. საბაჟო უწყებები, მათი შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღებენ საჭირო ზომებს, რათა საერთაშორისო დონეზე ნებადართული იქნეს კონტროლირებადი მიწოდების შესაბამისად გამოყენება ნარკოტიკული საშვალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გადატანაში ჩაბმულ პირთა გამოვლენის და მათ წინააღმდეგ სასამართლო ღონისძიებების გატარების მიზნით. 2. კონტროლირებადი მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება გაკეთდება ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის და, აუცილებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი განკარგულების ან შეთანხმების შესაბამისად, რომელიც შესაძლებელია უკვე მიღწეულ იქნა კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში. საბაჟო უწყებას შეუძლია, აუცილებლობის შემთხვევაში და მხარეთა შიდა კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით, გაითვალისწინოს ფინანსური ვალდებულებები და მიღწეული შეთანხმებები. 3. უკანონო გზავნილები, რომლის კონტროლირებადი მიწოდება შეთანხმებულია, შეიძლება, კომპეტენტური ორგანოების ორმხრივი თანხმობის საფუძველზე, იქნეს გამოვლენილი და ნებადართული გააგრძელონ გადაადგილება ნარკოტიკულ საშუალებებთან და ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად ხელუხლებელი ან ამოღებული, ან ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვლილი სახით.     მუხლი 13🔗. გამოყენების ტერიტორიული ფარგლები წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება მხარეთა საბაჟო ტერიტორიებზე.     მუხლი 14🔗. შეთანხმების განხორციელება საბაჟო უწყებები პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე. ისინი inter-alia: 1. წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე საკითხებთან დაკავშირებით პირდაპირ დაუკავშირდებიან ერთმანეთს. 2. კონსულტაციის შემდეგ, წინამდებარე შეთანხმების შესრულების მიზნით, თუ აუცილებელია, გამოსცემენ ადმინისტრაციულ დირექტივებს ან შეთანხმდებიან საჭირო პროცედურების შესახებ. 3. შეეცდებიან გადაწყვიტონ წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან ან მათ შორის შესაძლო წამოჭრილი სხვა საბაჟო საკითხიდან გამომდინარე ნებისმიერი პრობლემა ან ეჭვი ორმხრივი შეთანხმების გზით. 4. თანხმდებიან, რომელიმე საბაჟო უწყების თხოვნის საფუძველზე ან წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის დასრულებისთანავე, თუ ისინი წერილობით არ აცნობებენ ერთმანეთს, რომ ამგვერი განხილვის ჩატარება არ არის აუცილებელი, შეხვდნენ ერთმანეთს, წინამდებარე შეთანხმების გამოყენების განხილვის ან მათ შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე სხვა საბაჟო საკითხზე საუბრის მიზნით; 5. უზრუნველყოფენ, რომ მათი საგამომძიებლო დეპარტამენტები იყვნენ მჭიდრო კონტაქტში ერთმანეთთან.     მუხლი 15🔗. ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეთა 1. მხარეები დიპლომატიური ნოტების ურთიერთგაცვლის გზით აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა აღნიშნული ბოლო შეტყობინების მიღებიდან 30-ე დღეს. 2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეიძლება დამთავრებულ იქნეს თითოეული მხარის მიერ, მეორე მხარის მიერ დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების მიღების საფუძველზე; ამ შემთხვევაში მისი მოქმედება შეწყდება შეტყობინების გადაცემიდან ექვსი თვის შემდეგ, თუმცა მოქმედების შეწყვეტის პერიოდში მიმდინარე პროცედურები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად. შესრულებულია ქ. თბილისში, 1998 წლის 9 სექტემბერს, რომელიც შეესაბამება 5758 წლის 18 ლულის, ორ პირად, ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განმარტებისას წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს აღმასრულებელი     ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)