შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის შესახებ

მიღების თარიღი 03.10.2005
ძალაში შესვლა 21.06.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000661
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 17/07/2007
matsne.gov.ge 903 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.2005 მიღება
21.06.2007 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 55.35pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით,  ისწრაფვიან რა მოაწესრიგონ ორივე ქვეყნის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის რეჟიმი, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 1. ერთ-ეთრი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, მათ შორის მესამე ქვეყნებში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ მოქალაქეებს, საზღვარგარეთ გასვლისათვის განკუთვნილი მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, იმგზავრონ ტრანზიტით, გავიდნენ და გაჩერდნენ მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლის ქვეყანაში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დღიდან ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში. 2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელებულ იქნეს თითოეული მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 2🔗 1. წინამდებარე შეთანხმების თანახმად, საზღვარგარეთ მგზავრობისათვის მოქმედი დოკუმენტებია: ა) საქართველოს მოქალაქეებისათვის: – საქართველოს მოქალაქის პასპორტი; – სამსახურებრივი პასპორტი; – დიპლომატიური პასპორტი; – მეზღვაურის წიგნაკი (ეკიპაჟის განრიგისა ან მისი ამონაწერის არსებობისას); – საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა (მხოლოდ საქართველოში დასაბრუნებლად). ბ) ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის: – ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი; – სამსახურებრივი პასპორტი; – დიპლომატიური პასპორტი; – მეზღვაურის პასპოპრტი (ეკიპაჟის განრიგისა ან მისი ამონაწერის არსებობისას); – ყაზახეთის რესპუბლიკაში დასაბრუნებელი მოწმობა (მხოლოდ ყახაზეთის რესპუბლიკაში დასაბრუნებლად). 2. მხარეები დიპლომატიური არხებით არანაკლებ 30 დღით ადრე აცნობებენ ერთმანეთს საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ახალი დოკუმენტების შემოღების ან უკვე არსებულ მოქმედ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შესახებ და გაცვლიან ამ დოკუმენტების ნიმუშებს.     მუხლი 3🔗 1. ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, რომლებიც წარმოადგენენ ამ მხარის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლებს, რომლებთაც გააჩნიათ დიპლომატიური მისიის ან მისი წარმომადგენლობის სტატუსი და იმყოფებიან მეორე მხარის ტერიტორიაზე, შედიან, გადიან და იმყოფებიან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ მათ მიერ სამსახურეობრივი ამოცანების შესრულებისათვის საჭირო მთელი პერიოდის განმავლობაში. 2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება მითითებულ პირებთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზეც, მიუხედავად მათ მფლობელობაში არსებული პასპორტების სახეობებისა.     მუხლი 4🔗 1. ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც შედიან მეორე მხარის ტერიტორიაზე ოთხმოცდაათ დღეზე მეტი ხნის ვადით, ვალდებულნი არიან იქონიონ მიმღები ქვეყნის ვიზა. 2. ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მეორე მხარის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ გავიდნენ ამ ტერიტორიიდან და მათი მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობისას შევიდნენ უკან ვიზის გარეშე.     მუხლი 5🔗 ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები მეორე მხარის ტერიტორიაზე შედიან, გადიან, მგზავრობენ ტრანზიტით საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო პუნქტების მეშვეობით.     მუხლი 6🔗 „დიპლომატიური ურთიერთობათა შესახებ“ ვენის კონვენციის დებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად, ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები მეორე მხარის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას, აგრეთვე ამ სახელმწიფოში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, ვალდებულნი არიან დაიცვან მიმღები ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა.     მუხლი 7🔗 წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს მხარეთა უფლებას, უარი განუცხადონ შესვლაზე ან შეუზღუდონ ყოფნის ვადა მეორე მხარის სახელმწიფოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ყოფნაც მათ ტერიტორიაზე იქნება არასასურველი.     მუხლი 8🔗 1. ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, რომლებმაც დაკარგეს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების მეორე მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტები, ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ამის შესახებ მიმღები ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებიც გასცემენ შესაბამის ცნობას ამ დოკუმენტების დაკარგვის შესახებ. 2. პირებს, მითითებულს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში, დიპლომატიური წარმომადგენლობები ან საკონსულო დაწესებულებები მისცემენ საზღვრის გადასაკვეთად ვარგის ახალ დოკუმენტს.     მუხლი 9🔗 მხარეები, არაუგვიანეს ოცდაათი დღისა, დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებენ ერთმანეთს შესვლის, ყოფნისა და გასვლის პირობებში ცვლილებების შესახებ.     მუხლი 10🔗 მხარეთა ურთიერთთანხმობით წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლოა შეტანილ იქნეს ცვლილებები ან დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმით და რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.     მუხლი 11🔗 სადავო საკითხები, რომლებიც წამოიჭრება წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას და შესრულებისას, რეგულირდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 12🔗 1. თითოეულ მხარეს უფლება აქვს სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების ცალკეული დებულებების მოქმედება, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე თავისი სახელმწიფოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის. 2. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით 72 საათის განმავლობაში აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ზომების მიღებისა და გაუქმების შესახებ. 3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების სრულად ან ნაწილობრივ შეჩერება არ ვრცელდება მხარეთა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად უკვე იმყოფებიან ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.     მუხლი 13🔗 1. წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ მხარეთა მიერ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. 2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, შეატყობინებს რა მეორე მხარეს ამის შესახებ წერილობითი ფორმით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 90 დღის შემდეგ.     მუხლი 14🔗 1. წინამდებარე შეთანხმების დებულებები ერთი წლის განმავლობაში არ ვრცელდება მხარეთა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც იმყოფებიან ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის, გარდა ერთი მხარის იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც დატოვეს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. 2. აუცილებლობის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების რეალიზაციის მიზნით მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ხელს მოაწერენ შესაბამის ოქმს, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. შესრულებულია ქ.თბილისში, 2005 წლის 3 ოქტომბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე. ამასთან, თითოეულ ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას წარმოქმნილი უთანხმოებებისას გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის                             ყაზახეთის რესპუბლიკის სახელით                                                            მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)                                             (ხელმოწერილია)