ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 16.02.2011
ძალის დაკარგვა 23.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №03.30.99
სარეგისტრაციო კოდი 010260050.37.101.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.12.2014
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; font-family:"Times New Roman","serif";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 59.15pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №03.30.99
2011 წლის
16 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და 191
მუხლის მე-8 პუნქტის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტო ქონებას განკარგავს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ წარმომადგენლისთვის განსაზღვრული სამოქმედო ინსტრუქციების შესაბამისად.
3. სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, ქალაქგეგმარებითი პირობების გათვალისწინებით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გასცემს 30 კვმ.-მდე ფართობის მიწის ნაკვეთს, 20 წლამდე ვადით. სხვა სახით ქონების განკარგვას სააგენტო ახორციელებს ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. სააგენტო უფლებამოსლია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამოსცეს აქტი, რომელიც დაინტერესებული პირის განცხადებასთან ერთად, უთანაბრდება ხელშეკრულებას.
5. დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული საიჯარო ურთიერთობისას, ყოველწლიური საიჯარო ქირა (იჯარის ღირებულება) 1 კვმ.-ზე განისაზღვროს „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-5 გადაწყვეტილებით შესაბამისი ზონისთვის დადგენილი სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობით, ხოლო საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. მოიჯარე უფლებამოსილია იჯარით მიღებულ მიწის ნაკვეთზე განახორციელოს მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტით ან/და სხვა ფორმის თანხმობით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი.
7. სააგენტოს მიენიჭოს უფლებამოსილება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შემოსული თანხები (ქირა, პრივატიზების საფასური, ბე/საბანკო გარანტია, პირგასამტეხლო, საურავი და ა.შ.) მიიღოს საკუთარ ტრანზიტულ ანგარიშებზე და უზრუნველყოს შესაბამისი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართვა. ამასთან, აღნიშნული თანხების სააგენტოს ანგარიშებზე განთავსების მიზანს არ წარმოადგენს რაიმე სარგებლის მიღება.
8. სააგენტოს მიერ უძრავი ქონების გასხვისების აუქციონში გამარჯვებულ პირზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უზრუნველყოს სააგენტომ.
9. დამტკიცდეს დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული აქტის თანდართული ფორმა.
10. ძალადაკრგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის
7 სექტემბრის №23.01.1087 დადგენილება.
11. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
დანართი
ბრძანება
---------- (ფიზიკური პირის სახელი გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისმართი, პირადი/საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი)
პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემის შესახებ
ფიზიკურმა/იურიდიულმა პირმა (საიდენტიფიკაციო ნომერი) განცხადებით (რეგისტრ. №) მომართა ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა ქ. თბილისში, ------- (ქონების მისამართი) იჯარით გადაცემა, ______ მიზნით.
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-5 პუნქტის და ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“, „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის ---- ---- N დადგენილების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაკმაყოფილდეს ---------------- (ფიზიკური/იურიდიული პირის) (პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი: -------) განცხადება (რეგისტრ. №) და პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, ---- წლის ვადით გადაეცეს ქ. თბილისში, (უძრავი ქონების მისამართი, ფართი და მიწის საკადასტრო კოდი: №----) -------- მიზნით.
2. ბრძანების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საიჯარო პირობები განისაზღვრება ბრძანების დანართით.
3. წინამდებარე ბრძანება ------ -ის განცხადებასთან ერთად გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს თანდართული საიჯარო პირობები.
4. საიჯარო ურთიერთობის მხარეებს წარმოადგნენ ქ. თბილისის მერია (თბილისის თვითმმართველი ერთეული) – წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს (მეიჯარე) სახით და ------- (მოიჯარე).
5. წინამდებარე ბრძანებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სააგენტოს უფლებამოსილი პირი --------------------------
დანართი
საიჯარო პირობები
1. ბრძანების შესაბამისად გადაცემულ ქონებაზე იჯარის უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
2. მოიჯარე უფლებამოსილია იჯარით მიღებულ მიწის ნაკვეთზე განახორციელოს მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტით ან/და სხვა ფორმის თანხმობით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი.
3.1. ყოველწლიური იჯარის ღირებულება შეადგენს 1 კვმ-ზე -- (--) ლარს (შემდგომში “საიჯარო ქირა”).
3.2. საიჯარო ქირა გადახდილ უნდა იქნეს თანაბარწილად ყოველ 6 თვეში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა. გადახდის ვადა აითვლება ბრძანების გაცნობის მომენტიდან.
3.3. საიჯარო ქირა გადაირიცხება შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღების დასახელება: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო
საიდენტიფიკაციო კოდი: ___________;
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;
ანგარიში: ______________;
ბანკის კოდი: ______________;
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: __________;
(ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან მიღებული შემოსავალი).
3.4. საიჯარო ურთიერთობის განმავლობაში ეროვნული ვალუტის ინფლაციის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია გაზარდოს საიჯარო ქირა შესაბამისი ოდენობით. ასევე ეკონომიკური პირობების ცვლილებების გათვალისწინებით, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნორმატიული ფასის ცვლილების შემთხვევაში, საიჯარო ქირის გადახედვა ურთიერთობის მონაწილეების მიერ შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე, ან მეიჯარე ამ პირობებით განსაზღვრული წესით ატყობინებს ქონების მიმღებს ახალ საიჯარო ქირის ოდენობას. წერილობითი შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში შეთანხმების მიუღწევლობის და საიჯარო პირობებში ცვლილების გაუფორმებლობის შეთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს საიჯარო ურთიერთობა.
4. მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის პირველივე მოთხოვნისთანავე გაათავისუფლოს იჯარით გადაცემული ქონება 1 თვის ვადაში.
5. იჯარით გადაცემულ ქონებაზე გამარჯვებულ სარეკლამო კომპანიასთან შეთანხმების გარეშე, მოიჯარემ არ უნდა განათავსოს რეკლამა თავის საქმიანობასთან დაკავშირებული რეკლამის გარდა.
6. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.
7. მეიჯარე ადასტურებს, რომ თანახმაა მოიჯარემ გამოიყენოს იჯარის საგანი ბრძანებით გათვალისწინებული მიზნით. გაუთვალისწინებელი მიზნით ქონების გამოყენებისას მოიჯარე ვალდებულია მიიღოს მეიჯარის წინასწარი თანხმობა.
8. იჯარის ვადის გასვლის შემდგომ მოიჯარე ვალდებულია ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.
9.1. მოიჯარე ვალდებულია, ბრძანების გაცნობიდან 20 კალენდარული დღის ვადაში იჯარის უფლება დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.
9.2. იჯარის უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მოიჯარე.
9.3. მეიჯარე უფლებამოსილია მოიჯარის ხარჯით თავად განახორციელოს იჯარის უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები.
10.1. მოიჯარეს უფლება არა აქვს, იჯარით გადაცემული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, ქვეიჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) მესამე პირს ან სხვაგვარად დატვირთოს იგი მეიჯარესთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
10.2. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, საიჯარო პირობები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, მეიჯარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს ინფორმაცია მეიჯარეს.
10.3. ამ პირობებისა და ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ამ პირობებით განსაზღვრული ფორმით ეძლევა გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. პირგასამტეხლო განსაზღვრულია დანართით საიჯარო პირობებიდან გამომდინარე.
10.4. საიჯარო პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მეიჯარის მიერ მიიჩნევა საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ნებისმიერი სხვა ხარჯი. მეიჯარე უფლებამოსილია, ასევე, მოითხოვოს ქონებისთვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის და/ან ზარალის ანაზღაურება.
10.5. საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში სარგებლობის უფლების მიმღებ პირს არ უბრუნდება შემოტანილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ხარჯები.
11. მოიჯარე ვალდებულია:
11.1. აცნობოს დაუყოვნებლივ მეიჯარეს, თუ ქონებას აღმოაჩნდება ნაკლი;
11.2. იზრუნოს ქონების სამეურნეო მოვლისათვის;
11.3. ქონების განადგურების, დაზიანების ან მის შესანახად წარმოშობილი გაუთვალისწინებელი ხარჯების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მეიჯარეს;
11.4. მეიჯარესთან შეთანხმებით გასწიოს იჯარის ფორმით გადაცემული ქონების მოვლა-შენახვისათვის საჭირო ხარჯები;
11.5. უზრუნველყოს ეკოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
11.6. მოთხოვნისთანავე მეიჯარეს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია საიჯარო პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად;
11.7. ხელი შეუწყოს მეიჯარეს, საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტური და ვიზუალური მონიტორინგის განხორციელებაში;
11.8. ხელი შეუწყოს მეიჯარეს, კანონმდებლობით და საიჯარო პირობებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
11.9. საიჯარო პირობების დარღვევის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება 12.1-12.3 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.
12.1. საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
12.2. პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით:
მიმღები: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო; საიდენტიფიკაციო კოდი: ________ მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ანგარიშის ნომერი: _________; ბანკის კოდი: _________; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: __________.
12.3. საიჯარო პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა) დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარის ოდენობით.
13.1. საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს:
13.1.1. მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით;
13.1.2.. მეიჯარის მიერ, ცალმხრივად: საიჯარო პირობების 3.4, მე-4, ასევე 10.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის პირველივე შემთხვევაში;
13.1.3. მეიჯარის მიერ, ცალმხრივად, წინამდებარე დანართის 10.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
13.1.4. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
13.2. საიჯარო ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება იჯარის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში;
13.3. საიჯარო ურთიერთობა წყდება მოიჯარის განცხადებისა და სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, გარდა მეიჯარის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკმარისია სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული ბრძანება.
14.1. ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება საიჯარო პირობებში შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებით – მოიჯარის განცხადებისა და სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე;
14.2. სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ საიჯარო პირობებში ცვლილების ინიცირების შემთხვევაში მოიჯარის თანხმობა გამოიხატება აქტზე ხელმოწერით;
14.3. საიჯარო პირობებში ცვლილებები და დამატებები საჯარო რეესტრში რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
15. დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს.
16.1. ყველა შეტყობინება, მოთხოვნა ან სხვა სახის კორესპონდენცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, უნდა გაიგზავნოს პერსონალური გადაცემის გზით, წინასწარ გადახდილი დაზღვეული ფოსტით, საკურიერო სამსახურით ან ფაქსით, ასევე მეიჯარის მიერ 16.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით შესაბამის მხარესთან შემდეგ მისამართზე:
მოიჯარე
მისამართი:
ტელეფონი:
მობილური ტელეფონი:
ელ. ფოსტა:
მეიჯარე:
სსიპ – ქონების მართვის სააგენტო
მისამართი:
ჟ. შარტავას №7,
ქ. თბილისი, საქართველო
სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს უფროსი
16.2. მხარეები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს საკონტაქტო მონაცემების ნებისმიერი რეკვიზიტის ცვლილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეტყობინება ითვლება მიმღები მხარის მიერ მიღებულად მის მიერ მითითებულ უკანასკნელ მისამართზე გამგზავნი მხარის მიერ გაგზავნის შემთხვევაში.
16.3. მეიჯარის მიერ ელექტრონულად (მათ შორის, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვ.) მოიჯარის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება, მოთხოვნა და სხვა კორესპონდენცია ძალაშია ადრესატის შესაბამის მისამართზე (მათ შორის, ელექტრონულ ფოსტაზე) შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.
გავეცანი ბრძანებას თანდართული პირობებით და ვეთანხმები.
ჩავიბარე: _________________________________ ____________________
სახელი, გვარი ხელმოწერა
თარიღი: