შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 22.10.1998
ძალაში შესვლა 22.10.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000249
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 05/01/1999
matsne.gov.ge 459 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.1998 მიღება
22.10.1998 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 55.35pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, აღიარებენ რა ორი სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას ყაზახ და ქართველ იურისტებს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისათვის, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები განახორციელებენ თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: იურიდიული მეცნიერებისა და პრაქტიკის სხვადასხვა პრობლემებისადმი მიძღვნილი ორმხრივი სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება; კანონმდებლობასა და სამართლებრივ სტრუქტურებზე ინფორმაციის გაცვლა; ერთმანეთის იუსტიციის ორგანოებისა და დაწესებულებების საქმიანობისა და ორგანიზაციის წესის გაცნობის მიზნით მხარეთა დელეგაციების გაცვლა; იურიდიული კადრების მომზადების, სპეციალისტების ურთიერთგაცვლის საქმეში ხელშეწყობა; მხარეების იუსტიციის ორგანოებისა და დაწესებულებებს შორის პარტნიორული კავშირების დამყარება; კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზისათვის სპეციალისტთა ჯგუფების შექმნა პარიტეტულ საწყისებზე; იუსტიციის ეროვნული სისტემების ინფორმატიზაციის სფეროში სპეციალისტების გაცვლის განხორციელება.     მუხლი 2🔗 ამ შეთანხმების ფარგლებში, მხარეებს შეუძლიათ დააარსონ კომისიები, ერთობლივი პროგრამების შემუშავებისა და საკუთრებითი ურთიერთობების, ინვესტიციებისა და სხვა ურთიერთსაინტერესო შეთანხმებული თემატიკის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფისათვის.     მუხლი 3🔗 ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, მხარეები ყოველწლიურად შეათანხმებენ თანამშრმოლობის კონკრეტულ პროექტებს მომავალი წლისათვის, გამომდინარე შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობებიდან. თანამშრომლობისათვის ერთობლივი ღონისძიებების დაფინანსებისას მხარეები დაიცავენ პრინციპს, რომლის თანახმადაც მათი ორგანიზებისა და მხარეთა დელეგაციის ყოფნის ხარჯებს, ისევე როგორც შესაძლო სამედიცინო ხარჯებს, ანაზღაურებს მიმღები მხარე, ხოლო დანიშნულების ადგილამდე და უკან მგზავრობის ხარჯებს – წარმგზავნი მხარე.     მუხლი 4🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ამ შეთანმხებაში შეიძლება წერილობითი ფორმით შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. ყველა ცვლილება და დამატება ფორმდება ოქმებით, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მხარეთა შორის დავები და უთანხმოებები საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამ შეთანხმების მოქმედების სფეროსთან, გადაწყდება ორმხრივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.     მუხლი 5🔗 შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. შეთანხმება შეიძლება დენონსირებულ იქნეს ერთი მხარის მიერ. იგი შეწყვეტს მოქმედებას, მეორე მხარის მიერ დენონსაციის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. შესრულებულია ქ. თბილისში, 1998 წლის 22 ოქტომბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. ამ შეთანხმების დებულებების განსხვავებული განმარტებების დროს უპირატესი ძალა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)