ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.02.2011
ძალის დაკარგვა 05.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №03.32.101
სარეგისტრაციო კოდი 040110000.37.101.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,775 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.02.2011 მიღება
05.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
N ძირითა - დი აქტივის დასახე - ლება
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენ -ტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) წესების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}  ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №03.32.101 2011 წლის 16 თებერვალი  ქ. თბილისი ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) წესების დამტკიცების შესახებ „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 23​1 მუხლის „ზ” ქვეპუნქტის, 28-ე მუხლისა და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის ` თ~ ქვეპუნქტის, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: 1. დამტკიცდეს ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) წესები, დანართის თანახმად. 2. ქ. თბილისის მთავრობის 100%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში ქ. თბილისის მთავრობის მიერ პარტნიორის უფლებამოსილება ხორციელდება ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქ. თბილისის მერი                                                                           გ. უგულავა დანართი ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) წესები ეს წესი შემუშავებულია “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 19​1 მუხლის, “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 23​1 და 38-ე მუხლების და “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის საფუძველზე და აწესრიგებს ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) წესს.     მუხლი 1🔗. ძირითადი საშუალებების განკარგვის ფორმები 1. საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) ბალანსიდან ჩამოწერა; ბ) რეალიზება; გ) ძირითადი საშუალებების საწარმოს კაპიტალიდან ამოღება ან/და სხვა საწარმოს კაპიტალში შეტანა. 2. საწარმოების ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია:  ა) იჯარით;  ბ) ქირავნობით;  გ) უზუფრუქტით;  დ) თხოვებით. 3. ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებიც.     მუხლი 2🔗. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა 1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. საზოგადოების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისა და იმ მოძრავი ძირითადი საშუალებების, რომელთა საწყისი საბალანსო ღირებულება აღემატება საწარმოს კაპიტალის 10%-ის, ჩამოწერა ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – ქონების მართვის სააგენტო) თანხმობის საფუძველზე. 3. თანხმობა არ არის საჭირო, თუ ჩამოსაწერი საწარმოს კაპიტალის 10%-ზე მეტი ღირებულების მოძრავი ძირითადი საშუალებების (ნივთის) საწყისი საბალანსო ღირებულება ცალ-ცალკე ან ერთბლივად არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს კალენდარული წლის განმავლობაში. 4. საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება საწარმოს წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას საწარმოს ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. 5. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი შესაბამისი ბრძანებით ქმნის კომისიას, რომელშიც შედიან საწარმოს ხელმძღვანელები, ბუღალტერი და სხვა თანამშრომლები. კომისიის წევრი შესაძლებელია იყოს მოწვეული პირიც. 6. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების საწარმოს ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტებს, ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (დანართი №1, დანართი №2) და საჭიროების შემთხვევაში ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №3). 7. საწარმოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს. 8. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 9. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას, საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 10. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზება უნდა განხორციელდეს აუქციონის (აუქციონი პირობებით) ფორმით. 11. აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს ქონების მართვის სააგენტო. 12. ჩამოწერის მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელი. 13. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.     მუხლი 3🔗. ძირითადი საშუალებების რეალიზება 1. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხორციელდება აუქციონის ფორმით (აუქციონი პირობებით). 3. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის ფორმით რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა ქონების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. 4. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია ქონების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის მთავრობასთან შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი, ქონების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად. 5. ქონების ღირებულების განსაზღვრა ხდება შესაბამისი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე. 6. ძირითადი საშუალებების რეალიზებიდან მიღებული თანხა (გარდა ბეს თანხისა) ირიცხება საწარმოს ანგარიშზე. 7. ძირითადი საშუალებების რეალიზების შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს ხელმძღვანელი, ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით.     მუხლი 4🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება 1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ჩამოწერის კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონების განადგურება უნდა მოხდეს ნაგავსაყრელ პოლიგონზე. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომელნიც ესწრებიან განადგურების პროცესს. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელი.     მუხლი 5🔗. საწარმოს კაპიტალის ცვლილება 1. გადაწყვეტილებას საწარმოს კაპიტალის გაზრდის ან შემცირების შესახებ იღებს ქ. თბილისის მთავრობა. 2. საწარმოს კაპიტალში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. 3. საწარმოს მიერ სხვა საწარმოთა კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება, აქციების, წილის შეძენა, გასხვისება, საწარმოს დაფუძნება ან/და კაპიტალში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ქ. თბილისის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.     მუხლი 6🔗. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით, სასყიდლიანი უზუფრუქტით, თხოვებით და სხვ.) გაცემა 1. უძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით ან სასყიდლიანი უზუფრუქტით და სხვ.) გაცემა ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის მიმართვით, ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება აუქციონის (აუქციონი პირობებით) ან პირდაპირი განკარგვის ფორმით. 3. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა. 4. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია ქონების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის მთავრობასთან შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი, ქონების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად. 5. ძირითადი საშუალებების დროებით უსასყიდლო სარგებლობაში (თხოვება, უსასყიდლო უზუფრუქტი) გაცემა ხორციელდება ქ. თბილისის მთავრობის თანხმობის/დავალების საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით. საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს, ასევე სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ ან/და მისი 100% წილობრივი მონაწილეობით არსებულ იურიდიულ პირებს. აღნიშნული ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. 6. საწარმოს პრივატიზების შემთხვევაში საწარმოს მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს საწარმოს პრივატიზებამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის ურთიერთობები (ხელშეკრულებები), რაც ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა და უნდა მიეთითოს ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გაცემის სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობებში. ეს პირობა შესაძლებელია არ იქნეს გათვალისწინებული მხოლოდ ქ. თბილისის მთავრობის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. 7. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია ქონების მართვის სააგენტოს წლიურ შედეგებთან ერთად ან/და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის შედეგებისა და გადაცემული ქონების მდგომარეობის შესახებ. 8. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია საწარმოებს, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა (ქირავნობა, იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვ.) ან/და სხვა სახის მომსახურების გაწევა, ყოველწლიურად წინასწარ განუსაზღვროს შესაბამისი მომსახურების გაწევისა და ქირის ტარიფები და, ამასთან, დაუდგინოს ქონების გადაცემის წესი და ფორმა.     მუხლი 7🔗. აუქციონი (აუქციონი პირობებით) 1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების ან დროებით სარგებლობის უფლება გადაეცეს მყიდველს ან იმ პირს სარგებლობაში, რომელიც ვაჭრობის პროცესში საწარმოს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, ან ქონება გადაეცეს სარგებლობაში იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში საწარმოს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 3. აუქციონის (აუქციონი პირობებით) ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია. 4. აუქციონში (აუქციონი პირობებით) მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.     მუხლი 8🔗. აუქციონის (აუქციონი პირობებით) ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება 1.აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს ქონების მართვის სააგენტო საწარმოს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიმართვისა და ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. აუქციონის ორგანიზების, ჩატარების და შედეგების გაფორმებისთვის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით დამტკიცებული ` ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელი წესით~ . 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის გადახდა ხორციელდება აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 4.ქონების მართვის სააგენტო აუქციონის (აუქციონი პირობებით) ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს ამ წესისა და “ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებისა და “ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილების იმ დებულებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესს. 5. აუქციონში მონაწილეები ბეს იხდიან აუქციონატორის ანგარიშზე, რომელიც განისაზღვრება აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და შედეგების გაფორმებისათვის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობით. აუქციონატორი უფლებამოსილია აუქციონის ჩატარებისთანავე გამარჯვებულის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა განკარგოს შეხედულებისამებრ. 6. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის” მე-9 მუხლით და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონატორის მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურება გაწეულად ითვლება. 7.ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის აუქციონის დასრულების შემდეგ დგება ოქმი აუქციონში გამარჯვების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას. აუქციონში გამარჯვებული ქონების საფასურს იხდის შესაბამისი საწარმოს ანგარიშზე. შესაბამისი საკუთრების მოწმობის გაცემით სრულად შესრულებულად ითვლება ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და გაფორმების მომსახურება. ამ მუხლის შესაბამისად ჩატარებული აუქციონის შემთხვევაში არ გამოიყენება ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით დამტკიცებული ` ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელი წესით~ დადგენილი დებულება განვადების მომსახურების საფასურის თაობაზე. 8.აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში აუქციონატორი აუქციონის ჩატარებისთანავე გამოსცემს აქტს (მათ შორის ელეტრონული ფორმით) , რომელიც აუქციონში მონაწილეობის შესახებ გამარჯვებულის განცხადებასთან ერთად უთანაბრდება ხელშეკრულებას და წარმოადგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაციის საფუძველს. აქტით განისაზღვრება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები. ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ აქტი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს ბრძანების გამომცემის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის საიტის მეშვეობით. 9. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლების რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში. აღნიშნული პირობა ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა, რაც უნდა მიეთითოს დროებით სარგებლობაში გადაცემის სააუქციონო პირობებში და რომლის შეუსრულებლობაც აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძველია. აქტის გამოცემით ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და გაფორმების მომსახურება სრულად შესრულებულად ითვლება. 10. აუქციონის შედეგების გაფორმებასა და შემდგომი რეგისტრაციის ხარჯების გაღებას უზრუნველყოფს მყიდველი/მოსარგებლე. 11. აუქციონის შედეგების გაფორმებისას ქონების მართვის სააგენტო მოქმედებს როგორც მესაკუთრის ქონების გასხვისებისათვის უფლებამოსილი წარმომადგენელი. 12. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საბოლოო/სრული თანხისა და მომსახურების საფასურის გადახდის ან/და სხვა სააუქციონო პირობების შესრულების საფუძველზე ანდა ოქმით გათვალისწინებული პირობით ”საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აუქციონატორი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, რაც გამარჯვებულისთვის შეძენილი ქონების სათანადო რეგისტრაციის ან/და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.     მუხლი 9🔗. საწარმოს ბიუჯეტი საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია მიმდინარე წლის დასრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 1 დეკემბრისა, ქონების მართვის სააგენტოს წარუდგინოს მომავალი წლის სავარაუდო ბიუჯეტი და საპროგნოზო მაჩვენებლები.     მუხლი 10🔗. სხვა დებულებები 1. აუქციონის შედეგებთან დაკავშირებით სადავო, ან/და აუქციონის შედეგად დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს წილი ან/და აქციები გადაცემულია მართვის უფლებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ქ. თბილისის მთავრობისა და ქონების მართვის სააგენტოსადმი ამ წესით მინიჭებული უფლებამოსილებები ითვლება დელეგირებულად მართვის უფლების მიმღებზე (გარდა საკუთრების უფლების გადაცემასთან და ნივთის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებული საკითხებისა). დანართი 1 ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი 20 - წლის -------------------------------------------------------- მდგომარეობით საწარმოს დასახელება ------------------------------------------------------------------------ N ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა ღირებულება გადაფასებამდე (ლარი) ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე ნნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ5-გრ9) გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.07.1997წ ბრძანებულების საფუძველზე ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტიური მდგომარეობით % საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით % ლარი ლარი აშშ დოლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 1. ------------------- ვამტკიცებ: ვადასტურებ: 2. ------------------- საწარმოს ხელმძღვანელი  --------------- აუდიტორი ------------- 3. ------------------- ბ.ა. ბ.ა. დანართი 2 ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტი 20 - წლის -------------------------------------------------------- მდგომარეობით საწარმოს დასახელება -------------------------------------------------------------------------- N ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა ღირებულება გადაფასებამდე (ლარი) ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი,  გრ5-გრ9) გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.07.1997წ ბრძანებულების საფუძველზე ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტიური მდგომარეობით % საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით % ლარი ლარი აშშ დოლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 1. ------------------- ვამტკიცებ: ვადასტურებ: 2. ------------------- საწარმოს ხელმძღვანელი ------------------- აუდიტორი ------------- 3. ------------------- ბ.ა. ბ.ა. 4. ------------------- დანართი 3 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი  20 წლის ------------------------------------------------------ დაწესებულების დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------- N ძირითა - დი აქტივის დასახე - ლება ექსპლუ - ატაციაში შესვლის (გამოშ - ვების) წელი საწყისი საბალან - სო ღირებუ - ლება გადაფა - სებამდე ცვეთა გადაფასებამდე % ლარი გადა - ფასე - ბის კოე - ფიცი - ენტი საწყისი საბა - ლანსო ღირებუ - ლება გადაფა - სების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა - სების შემ დეგ (ლარი) ნარჩენი საბა - ლან სო ღირე - ბულება (ლარი) შენიშ - ვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20 წ ------- ----------------------------- N ----------------------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის -------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ძირითადი საშუალების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი: ------------------------------------------------ 2. საწყისი საბალანსო ღირებულება: --------------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) -------------------------------------; ბ) -------------------------------; გ) ---------------------------------- კომისიის დასკვნა: ---------------------------------------------------------------------------------------------- კომისიის წევრები: 1. -------------------------------------------- 2. -------------------------------------------- 3. -------------------------------------------- 4. -------------------------------------------- ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ----------------------------- ბ.ა. ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენ -ტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაო -დენო -ბა თან -ხა (ლა -რი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ---------------- (------------------------------------------) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: ----------------------------------------------------------------------------------------- მთავარი ბუღალტერი -------------------------- “ -----” ------------------------ 20 წელი კომისიის თავმჯდომარე --------------------  ბ.ა.