ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.02.2011
ძალის დაკარგვა 05.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №03.33.102
სარეგისტრაციო კოდი 040110000.37.101.016035
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| N | ძირი -თადი აქტივის დასახე -ლება |
| დანახარჯების ლიკვიდაცია | ლიკვიდაციის შედეგად მიღებული |
| დოკუმენტა - ციის დასახელება | დანახარჯების ჩამონათვალი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 30.8pt 56.7pt 28.35pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №03.33.102
2011 წლის
16 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ზ” ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. დამტკიცდეს ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესები, დანართი 1-ის თანახმად.
2. დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა, დანართი 2-ის თანახმად.
3.
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა, დანართი 3-ის თანახმად.
4. დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა, დანართი 4-ის თანახმად.
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
დანართი
1
ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესები
მუხლი 1🔗. ძირითადი საშუალებების განკარგვის ფორმები
1. ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომში - იურიდიული პირი) ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ამ პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
2. იურიდიული პირის ქონების განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) მიმართ გამოიყენება ეს წესები, თუკი მისი სადამფუძნებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ქონების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) ბალანსიდან ჩამოწერა;
ბ) რეალიზება.
4. იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია:
ა) იჯარით;
ბ) ქირავნობით;
გ) უზუფრუქტით;
დ) თხოვებით.
4. ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებიც.
მუხლი 2🔗. იურიდიული პირისთვის დამფუძნებლის მიერ ქონების გადაცემა
ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონებაში განახორციელოს შენატანები ნებისმიერი ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების სახით.
მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება
იურიდიულ პირში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” თანახმად.
მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია
1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება იურიდიული პირის ხელმძღვანელის შესაბამისი აქტის საფუძველზე.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან, მათ შორის, თავმჯდომარისგან.
4. საჭიროების შემთხვევაში იურიდიული პირის ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
კომისია იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარუდგენს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, ასევე ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებისა და საჭიროების შემთხვევაში – ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის შევსებულ ფორმებს, ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე.
მუხლი 6🔗. ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი
1. იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოსთან შეთანხმებით.
2. სსიპ – ქონების მართვის სააგენტო თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იურდიული პირის ხელმძღვანელის მომართვის საფუძველზე. მომართვას თან უნდა ერთოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.
3.აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელ ორგანოს (ხელმძღვანელს) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5. იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს კალენდარული წლის განმავლობაში, წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი შეთანხმების გარეშე.
6. ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗. ძირითადი საშუალებების რეალიზება
1. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხდება იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მთავრობასთან
შეთანხმებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხორციელდება აუქციონის ფორმით (აუქციონი პირობებით).
3. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის ფორმით რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა ქონების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე.
4. იურიდიული პირის ხელმძღვანელობა ვალდებულია ქონების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი, ქონების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.
5. ქონების ღირებულების განსაზღვრა ხდება შესაბამისი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე.
6. ძირითადი საშუალებების რეალიზებიდან მიღებული თანხა (გარდა ბეს თანხისა) ირიცხება იურიდიული პირის ანგარიშზე.
7. ძირითადი საშუალებების რეალიზების შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იურიდიული პირის ხელმძღვანელი ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით.
მუხლი 8🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება
1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ ჩამოწერის კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი იურიდიული პირი, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონების განადგურება უნდა მოხდეს ნაგავსაყრელ პოლიგონზე.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომელნიც ესწრებიან განადგურების პროცესს.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი იურიდიული პირის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
მუხლი 9🔗. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით, სასყიდლიანი უზუფრუქტით, თხოვებით და სხვ.) გაცემა
1. უძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით ან სასყიდლიანი უზუფრუქტით და სხვ.) გაცემა ხორციელდება იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიმართვით ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება აუქციონის (აუქციონი პირობებით)
ან პირდაპირი განკარგვის ფორმით.
3. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.
4. იურიდიული პირის ხელმძღვანელობა ვალდებულია ქონების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის მთავრობასთან შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი, ქონების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.
5. ძირითადი საშუალებების დროებით უსასყიდლო სარგებლობაში (თხოვება, უსასყიდლო უზუფრუქტი) გაცემა ხორციელდება ქ. თბილისის მთავრობის თანხმობის/დავალების საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით. იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს, ასევე სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ ან/და მისი 100% წილობრივი მონაწილეობით არსებულ იურიდიულ პირებს. აღნიშნული ხორციელდება იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
6. იურიდიული პირის ხელმძღვანელობა ვალდებულია ქონების მართვის სააგენტოს წლიურ შედეგებთან ერთად ან/და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის შედეგებისა და გადაცემული ქონების მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 10🔗. აუქციონი (აუქციონი პირობებით)
1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების ან დროებით სარგებლობის უფლება გადაეცეს მყიდველს ან იმ პირს სარგებლობაში, რომელიც ვაჭრობის პროცესში იურიდიულ პირს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, ან ქონება გადაეცეს სარგებლობაში იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში იურიდიულ პირს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. აუქციონის (აუქციონი პირობებით) ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
4. აუქციონში (აუქციონი პირობებით) მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
მუხლი 11🔗. აუქციონის (აუქციონი პირობებით) ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება
1. აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს ქონების მართვის სააგენტო იურიდიული პირის ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მიმართვისა და ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების საფუძველზე.
2. აუქციონის ორგანიზების, ჩატარების და შედეგების გაფორმებისთვის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელი წესით“.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის გადახდა ხორციელდება აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4.ქონების მართვის სააგენტო აუქციონის (აუქციონი პირობებით) ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს ამ წესისა და „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებისა და „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილების იმ დებულებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესს.
5. აუქციონში მონაწილეები ბეს იხდიან აუქციონატორის ანგარიშზე, რომელიც განისაზღვრება აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და შედეგების გაფორმებისათვის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობით. აუქციონატორი უფლებამოსილია აუქციონის ჩატარებისთანავე გამარჯვებულის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა განკარგოს შეხედულებისამებრ.
6. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის” მე-9 მუხლით და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონატორის მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურება გაწეულად ითვლება.
7. ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის აუქციონის დასრულების შემდეგ დგება ოქმი აუქციონში გამარჯვების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას. აუქციონში გამარჯვებული ქონების საფასურს იხდის შესაბამისი იურიდიული პირის ანგარიშზე. შესაბამისი საკუთრების მოწმობის გაცემით სრულად შესრულებულად ითვლება ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და გაფორმების მომსახურება. ამ მუხლის შესაბამისად ჩატარებული აუქციონის შემთხვევაში არ გამოიყენება ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით დამტკიცებული `ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელი წესით“ დადგენილი დებულება განვადების მომსახურების საფასურის თაობაზე.
8. აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში აუქციონატორი აუქციონის ჩატარებისთანავე გამოსცემს აქტს (მათ შორის
, ელე
ქტრონული ფორმით)
, რომელიც აუქციონში მონაწილეობის შესახებ გამარჯვებულის განცხადებასთან ერთად უთანაბრდება ხელშეკრულებას და წარმოადგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაციის საფუძველს. აქტით განისაზღვრება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები. ელექტრონული
აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ აქტი
წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს ბრძანების გამომცემის
ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე,
თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის საიტის მეშვეობით.
9. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლების რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში. აღნიშნული პირობა ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა, რაც უნდა მიეთითოს დროებით სარგებლობაში გადაცემის სააუქციონო პირობებში და რომლის შეუსრულებლობაც აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძველია. აქტის გამოცემით ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და გაფორმების მომსახურება სრულად შესრულებულად ითვლება.
10. აუქციონის შედეგების გაფორმებასა და შემდგომი რეგისტრაციის ხარჯების გაღებას უზრუნველყოფს მყიდველი/მოსარგებლე.
11. აუქციონის შედეგების გაფორმებისას ქონების მართვის სააგენტო მოქმედებს როგორც მესაკუთრის ქონების გასხვისებისათვის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
12. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საბოლოო/სრული თანხისა და მომსახურების საფასურის გადახდის ან/და სხვა სააუქციონო პირობების შესრულების საფუძველზე ანდა ოქმით გათვალისწინებული პირობით აუქციონატორი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, რაც გამარჯვებულისთვის შეძენილი ქონების სათანადო რეგისტრაციის ან/და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.
მუხლი 12🔗. იურიდიული პირის ბიუჯეტი
იურიდიული პირის ხელმძღვანელობა ვალდებულია მიმდინარე წლის დასრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 1 დეკემბრისა, ქ. თბილისის მთავრობას ან მის მიერ უფლებამოსილ პირს წარუდგინოს მომავალი წლის სავარაუდო ბიუჯეტი და საპროგნოზო მაჩვენებლები.
მუხლი 13🔗. სხვა დებულებები
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებით სადავო, ან/და აუქციონის შედეგად დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 2
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი
200 - წლის -------------------------------------------------------- მდგომარეობით
ობიექტი, ორგანიზაციის, საწარმოს დასახელება --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
N
ძირითადი საშუა
-ლების დასახე
-ლება
ექსპლუატაციაში შესვლის წელი
ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფასებამდე (ლარი)
ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ5-გრ9)
გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.07.1997წ ბრძანებულების საფუძველზე
ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)
საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფიზიკური ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტ
ობრივი მდგომარეობით %
საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით %
ლარი
ლარი
აშშ დო
-ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები:
1. -----------------------------
ვამტკიცებ:
ვადასტურებ:
2. -----------------------------
თანამდებობის პირი -----------------
აუდიტორი -------------
3. -----------------------------
ბ.ა.
ბ.ა.
დანართი 3
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტი
200 - წლის -------------------------------------------------------- მდგომარეობით
ობიექტი, ორგანიზაციის, საწარმოს დასახელება --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
N
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის წელი
ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფასებამდე (ლარი)
ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ5-გრ9)
გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.07.1997წ ბრძანებულების საფუძველზე
ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)
საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფიზიკური ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტ
ობრივი მდგომარეობით %
საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით %
ლარი
ლარი
აშშ დოლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები:
1. --------------------------
ვამტკიცებ:
ვადასტურებ:
2. --------------------------
თანამდებობის პირი -----------------------
აუდიტორი -------------
3. --------------------------
ბ.ა.
ბ.ა.
4. --------------------------
დანართი 4
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი
20 წლის ------------------------------------------------------
დაწესებულების დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-
N
ძირი
-თადი აქტივის დასახე
-ლება
ექსპლუ
-ატაცი
-აში შესვლის (გამოშ
-ვების) წელი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასე
-ბამდე
ცვეთა გადაფასე
-ბამდე
%
ლარი
გადაფა
-სების კოეფი
-ციენტი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფა
-სების შემდეგ (ლარი)
ნარჩენი საბალან
-სო ღირე
-ბულება (ლარი)
შენიშ
-ვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
კომისიის შემადგენლობა: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შექმნილი 20 წ. ------- ----------------------------- N ----------------------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის -------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ძირითადი საშუალების დასახელება)
და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე:
1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი: ----------------------------------
2. საწყისი საბალანსო ღირებულება: ------------------------------------------------------
3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა) ----------------------------; ბ) ----------------------------; გ) ----------------------------
კომისიის დასკვნა: ----------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები:
1. -------------------------------------
2. ------------------------------------
3. ------------------------------------
4. -------------------------------------
ვამტკიცებ:
კომისიის თავმჯდომარე ------------------------
ბ.ა.
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
დანახარჯების ლიკვიდაცია
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტა
-
ციის დასახელება
დანახარჯების ჩამონათვალი
თანხა (ლარი)
დოკუმენტაციის დასახელება
ფასეულობათა სახეები
რაო
-
დე
-
ნობა
თანხა (ლარი)
1
2
3
4
5
6
7
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ---------------- (---------------------------------) ლარი
ლიკვიდაციის შედეგი: --------------------------------------------------------------------
მთავარი ბუღალტერი --------------------- “ -----” ------------------------ 20 წელი
კომისიის თავმჯდომარე ------------------
ბ.ა.