შპს. "მედიატორი ლ"-თან არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „მედიატორილთან“ არსებული
მუდმივმოქმედი არბიტრაჟის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2010 წელი
თბილისი
კ არი პირველი
არბიტრაჟი
მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1.1. „არბიტრაჟი” – ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დებულებით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა შორის წამოჭრილი კერძო ხასიათის ქონებრივი დავა;
1.2. „არბიტრი” – არბიტრაჟის წევრი;
1.3. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი” – შპს „მედიატორილთან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟი;
1.4. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე” მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;
1.5. „მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელედა საარბიტრაჟო მოპასუხე;
1.6. „საარბიტრაჟო მოსარჩელე”– მხარე, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;
1.7. „საარბიტრაჟო მოპასუხე” – მხარე, რომლის მიმართაც აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი;
1.8. „საარბიტრაჟო განხილვა” – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის არსებული დავის განხილვა;
1.9. „დებულება” – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება;
1.10. „კანონი” – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ”.;
1.11. „საარბიტრაჟო შეთანხმება” – „არბიტრაჟის შესახებ” კანონის მე-2 თავში მოცემული წესის შესაბამისად დადებული შეთანხმება.
მუხლი 2. ზოგადი დებულებები.
2.1. არბიტრაჟი თავისი კომპეტენციის ფარგლებში და დებულებით გათვალისწინებული წესით (თუ საქმეში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) განიხილავს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის იმ ქონებრივ დავას, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის;
2.2. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (არბიტრაჟი) ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს შესაბამისი საარბიტრაჟო საპროცესო მოქმედების ჩატარების დროს;
2.3. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე (არბიტრაჟი) უფლებამოსილია განახორციელოს კანონით და დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საპროცესო მოქმედება;
2. 4. არბიტრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონმდებლობისა და დებულების საფუძველზე;
2.5. არბიტრაჟის სხდომები დახურულია, თუ მხარეთა შეთანხმებაში სხვა რამ არ არის დადგენილი;
2.6. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან;
2.7. საარბიტრაჟო განხილვა ხორციელდება ქართულ ენაზე, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; პირს, რომელმაც არ იცის საარბიტრაჟო განხილვის ენა, მიეჩინება თარჯიმანი;
2.8. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით;
2.9. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთათვის;
2.10. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შეიძლება მესამე პირს აკისრებდეს რაიმე მოქმედების შესრულებას;
2.11. საარბიტრაჟო განხილვის ადგილია მუდმივმოქმედი არბიტრაჟის იურიდიული მისამართი.
მუხლი 3. არბიტრაჟის შემადგენლობა.
3.1 არბიტრაჟი შედგება ერთი ან სამი არბიტრისაგან, რომლებიც ინიშნება დებულების ამ მუხლის მიხედვით. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრაჟის წევრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან, ხოლო მხარეებს შეუძლიათ, არბიტრის დანიშვნისას არ შეიზღუდონ აღნიშნული სიით; ასეთ შემთხვევაში მოწვეული არბიტრის უფლებამოსილება დასტურდება მასთან ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმების გზით;
3.2თუ საარბიტრაჟო შეთანხმებაში გაკეთებულია არჩევანი ერთი ან სამი არბიტრის სასარგებლოდ, მაშინ არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება საარბიტრაჟო შეთანხმების მიხედვით, ხოლო სხვა შემთხვევებში არბიტრაჟის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს არბიტრაჟის თავმჯდომარე, დავის სირთულის გათვალისწინებით;
3.3. არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს ლუწი; თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრაჟის შემადგენლობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საქმის განმხილველი არბიტრაჟის შექმნიდან 5 დღის ვადაში ნიშნავს კიდევ ერთ არბიტრს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან;
3.4. ერთწევრიანი არბიტრაჟის შემთხვევაში არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე; სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითო არბიტრს ნიშნავენ მხარეები, ხოლო მესამე არბიტრს, რომელიც იქნება არბიტრაჟის თავმჯდომარე, ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე; თუ რომელიმე მხარის სურვილია, ამ მხარის დასანიშნი არბიტრიც შეიძლება დანიშნოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარემ, ან, თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ამას ითვალისწინებს, მესამე არბიტრი შეიძლება დანიშნონ არბიტრაჟის უკვე დანიშნულმა წევრებმა; მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ნიშნავს არბიტრს იმ მხარის ნაცვლადაც, რომელიც არ დანიშნავს არბიტრს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში;
3.5. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მხარეები აცნობებენ არბიტრაჟს წერილობით;
3.6. თუ საარბიტრაჟო განხილვის დროს რომელიმე მხარის ან არბიტრაჟის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე დადასტურდება, რომ არბიტრაჟის რომელიმე წევრი სათანადოდ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ან არსებობს არბიტრის განცხადება თვითაცილების შესახებ, ან არბიტრი მძიმედ ავადმყოფობს ან არა აქვს სურვილი განიხილოს დავა, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია, გადააყენოს ასეთი არბიტრი არბიტრაჟის წევრობიდან. ასეთ შემთხვევაში, ისევე, როგორც არბიტრაჟის წევრის გარდაცვალებისას, ახალი არბიტრი უნდა დაინიშნოს იმავე წესით, როგორც მისი წინამორბედი;
3.7. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მხარე ნიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში;
3.8. თუ მხარე დებულების 3.7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ დანიშნავს არბიტრს (არბიტრებს), ეს ჩაითვლება მხარის მიერ არბიტრის (არბიტრების) დანიშვნაზე უარის თქმად;
3.9. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სიაში არსებული არბიტრები არბიტრაჟის წევრად დანიშვნაზე იძლევიან წერილობით თანხმობას;
3.10. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე იღებს განკარგულებას;
3.11. მხარეს უფლება არა აქვს შეცვალოს თავისი დანიშნული არბიტრი, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული დებულებით.
მუხლი 4. არბიტრის აცილება
4.1 მხარეს შეუძლია მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ:
ა) იგი არის ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირი;
ბ) არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე:
გ) არის მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა;
დ) არის მხარის ან მისი წარმომადგენლის მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და ან ძმა;
ე) არ გააჩნია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია;
ვ) თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც დასაბუთებულ ეჭვს იწვევენ არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში;
4.2. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ;
4.3. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ, მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება მისცეს არბიტრაჟის წევრს, ვალდებულია წერილობითი განცხადება აცილების შესახებ წარადგინოს 3 დღის ვადაში შესაბამისი არბიტრაჟის წევრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ეს გარემოება ცნობილი გახდა;
4.4. თუ განცხადებას აცილების შესახებ ეთანხმება მეორე მხარეც, არბიტრაჟი ვალდებულია დააკმაყოფილოს იგი;
4.5. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის ერთ წევრს და არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც დაისვა, თვითონ არ ამბობს უარს არბიტრაჟის წევრობაზე და მეორე მხარეც არ არის თანახმა აცილებაზე, მაშინ აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი;
4.6. თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად იხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს არბიტრი; აცილების მიღების შემთხვევაში არბიტრი საქმეს გადასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს განსახილველად გადასცემს სხვა არბიტრს;
4.7. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას, ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე არბიტრაჟის სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით; კოლეგიური არბიტრაჟის მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის– აცილების შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური არბიტრაჟის სხვა შემადგენლობას, რომელიც დაინიშნება საერთო წესით;
4.8. არბიტრის გადაყენების შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს განკარგულება;
4.9. ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილება დასაშვებია დებულებით გათვალისწინებული საერთო საფუძვლით;
4.10. ექსპერტის, თარჯიმნისა და სპეციალისტის აცილების საფუძვლად არ ჩაითვლება დებულების 4.1 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული გარემოებები.
მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება.
5.1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟისგარეშე ხარჯები;
5.2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;
5.3. არბიტრაჟისგარეშე ხარჯებს განეკუთვნება წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე სხვა აუცილებელი ხარჯები;
5.4. დავის განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე;
5.5 საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;
გ) საარბიტრაჟო საჩივარზე საქმის გადასინჯვის შესახებ;
დ) განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
5.6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა, გარდა 5.5 მუხლის „დ”– პუნქტისა, დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს:
ა) დავის საგნის 100 000-მდე ლარის ღირებულების შემთხვევაში – 2%-ს;
ბ) დავის საგნის 100 001-დან 500 000-მდე ლარის ღირებულების შემთხვევაში – 1,8 %-ს;
გ) დავის საგნის 500 001-დან 1 000 000-მდე ლარის შემთხვევაში – 1.5 %-ს;
დ) დავის საგნის ღირებულების 1 000 001 ლარიდან ზევით – 1 %-ს;
5.7. 5.5 მუხლის „დ” პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჯო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 150 ლარს;
5.8. დებულების 5.5 მუხლის „გ” პუნქტით გათვალისწინებულ საჩივარზე საარბიტრაჟო მოსაკრებელი შეადგენს: დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 20000 ლარისა;
5.9. დებულების 5.6 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს დამატებითი ღირებულების გარეშე;
5.10. თუ ერთ საარბიტრაჟო სარჩელში ერთი ან სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე და, შესაბამისად, ცალ-ცალკე დგინდება საარბიტრაჟოO მოსაკრებლის ოდენობა;
5.11. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) სპეციალისტების, ექსპერტებისათვის და თარჯიმნისათვის მისაცემი თანხები;
გ) ადგილობრივ დათვალიერებაზე გაწეული ხარჯები;
5.12. დაბულების 5.11 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს მხარეები გაიღებენ თანაბრად, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
5.13. სპეციალისტების, ექსპერტებისა და თარჯიმნის სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე;
5.14. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა, აგრეთვე შეამციროს მოსაკრებლის ოდენობა;
5.15. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმის ან საქმის მორიგებით დამთავრების შემთხვევაში მხარის მოთხოვნით საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შეიძლება შემცირდეს 40%-ით, გარდა დებულების 5.5 მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა;
5.16. ადგილზე დათვალიერების ხარჯებში შედის არბიტრების მგზავრობისა და დაბინავების ხარჯები, აგრეთვე დღიური თანხა;
5.17. საარბიტრაჟო მოსაკრებელი წინასწარ შეაქვს საარბიტრაჟო მოსარჩელეს, ხოლო დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები – მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა; თუ ასეთი მოქმედების შესრულება ხდება არბიტრაჟის ინიციატივით, მაშინ თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბრად;
5.18. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე; თუ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება საარბიტრაჟო სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა;
5.19. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, თუ არბიტრაჟი შეცვლის სხვა არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, იგი, შესაბამისად, შეცვლის საარბიტრაჟო ხარჯების განაწილებასაც;
5.20. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს საარბიტრაჟო მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ საარბიტრაჟო მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი საარბიტრაჟო მოპასუხეს დააკისრებს საარბიტრაჟოO მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას.
5.21. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის პროცესში მოხდება საქმეში სხვა მხარის ჩაბმა, რომელიც არ ცნობს არბიტრაჟის კომპეტენციას, რის შედეგად საქმე სასამართლოს ქვემდებარე გახდება, მოსარჩელეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი არბიტრაჟის მიერ გაწეული ხარჯების გამოკლებით (16.12.2010).
მუხლი 6. საპროცესო უზრუნველყოფა
6.1. თუ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მეორე მხარემ შესაბამისი საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულებით, და მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდის დადებით მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სადეპოზიტო ანგარიშზე;
6.2. რბიტრაჟმა შეიძლება შეღავათიანი პირობებით დაუშვას უზრუნველყოფის სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა;
6.3. თუ მოიხსნა საფუძველი, რომლის გამოც განხორციელდა უზრუნველყოფა, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა ასეთი უზრუნველყოფა, ვალდებულია დააბრუნოს უზრუნველყოფის გარანტია.
მუხლი 7. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
7.1 საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებებზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში;
7.2 საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი;
7.3 საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა გამოითვლება მხოლოდ დღეებით;
7.4 თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო ან პირველი სამუშაო დღე;
7.5 საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა,– შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე; თუ საჩივარი, საბუთი ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება;
7.6 საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება;
7.7 არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადა არბიტრაჟმა შეიძლება გააგრძელოს მხარეთაA თხოვნით ან თავისი ინიციატივით;
7.8 საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების კანონით ან დებულებით დადგენილი ვადა, თუ კანონით ან დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, არბიტრაჟმა შეიძლება აღადგინოს, ხოლო არბიტრაჟის მიერ დადგენილი ვადა გააგრძელოს, თუ ცნობს, რომ საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა– საპატიო მიზეზით;
7.9 ვადის აღდგენის ან გაგრძელების შესახებ განცხადების შეტანასთან ერთად უნდა შესრულდეს ის საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის ვადაც გასულია;
7.10 საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.
მუხლი 8. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება.
8.1 არბიტრაჟი, არბიტრი ან მუდივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო უწყებით (წერილობითი შეტყობინებით) აცნობებს მხარეს და/ან მის წარმომადგენელს არბიტრაჟის სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების დროისა და ადგილის შესახებ;
8.2 საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს;
8.3 საარბიტრაჟო უწყება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით;
8.4 საარბიტრაჟო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე;
8.5 საარბიტრაჟო უწყება ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა ადრესატს პირადად, ან მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას მყოფ ოჯახის სრულწლოვან წევრს. იურიდიული პირის მიერ უწყება მიღებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს;
8.6 აუცილებლობის შემთხევვაში მხარეები, დებულების 8.1 და 8.2 პუნქტებში მითითებული პირები შეიძლება დაბარებულ იქნენ ტელეფონოგრამით ან დეპეშით. თუ შეტყობინების მიმღებს აქვს ფაქსის აპარატი, მაშინ არბიტრაჟს შეუძლია განახორციელოს შეტყობინება ფაქსის მეშვეობით. ფაქსით საარბიტრაჟო შეტყობინების დროს აუცილებელია შეტყობინების დადასტურება იმ პირის მიერ, ვისაც ასეთი შეტყობინება გაეგზავნა;
8.7 მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს პირადად, უწყების მეორე ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით, ხოლო ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე აწერს ხელს უწყების მეორე მხარეს;
8.8 მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართების შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობის შემთხვევაში უწყება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი იმ მისამართზე აღარ იმყოფებოდეს;
8.9 თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება;
8.10 თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის;
8.11 თუ შეუძლებელია ადრესატის მისამართის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაიგზავნა მის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი, ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას;
8.12 საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში საქმის განხილვის დრო ეცნობებათ არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებსა და/ან მათ წარმომადგენლებს, რაც შეიტანება სხდომის ოქმში და დამატებით შეტყობინებას არ საჭიროებს.
კარი მეორე
მხარეები
მუხლი 9. მხარეები, წარმომადგენლობა, თანამონაწილეობა
9.1 არბიტრაჟი დავის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირის საარბიტრაჟოO სარჩელის (საჩივრის) და შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე; მხარეებად არბიტრაჟში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები;
9.2 თუ საქმის საარბიტრაჟო განხილვის დროს გაირკვევა, რომ ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა და მას არა ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, არბიტრაჟი ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, რომელიც განახლდება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ;
9.3 საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე შეცვალოს საარბიტრაჟოO სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნის ოდენობა; ამასთან, არბიტრაჟი აღნიშნულს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოდგენილი იქნება წერილობითი ფორმით, მასზე გადახდილი იქნება საარბიტრაჟო მოსაკრებელი და ეს არ გამოიწვევს კანონით ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილი საქმის განხილვის ვადის დარღვევას;
9.4 საარბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლის, აგრეთვე საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნის გადიდების შემთხვევაში საარბიტრაჟო მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს საარბიტრაჟო სხდომის გადადება სხვა დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 5 დღისა;
9.5 დაუშვებელია საარბიტრაჟო სარჩელის ისეთი ცვლილება, რაც საარბიტრაჟო სარჩელს საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს აცილებს;
9.6 მხარეებს შეუძლიათ არბიტრაჟში დავა აწარმოონ როგორც უშუალოდ, ისე წარმომადგენლის მეშვეობითაც;
9.7 ადვოკატის უფლებამოსილება მხარის სახელით საქმის წარმოებაზე დასტურდება „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
9.8 მინდობილობას საქმის წარმოებაზე იურიდილი პირის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი;
9.9 ფიზიკური პირის უფლებამოსილება დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით;
9.10 საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე საარბიტრაჟო მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;
ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იგივე საფუძვლიდან;
გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი;
9.11. თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელე და საარბიტრაჟო მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.
კარი მესამე
მტკიცებულებები
მუხლი 10. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
10.1 თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;
10.2 ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნით;
10.3 საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
10.4 საარბიტრაჟო განხილვისათვის საჭირო მტკიცებულებებს წარმოადგენენ მხარეები. არბიტრაჟს (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) შეუძლია შესთავაზოს მხარეებსწარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები;
10.5 არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია ნებაყოფლობით გამოითხოვოს მტკიცებულებები, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი;
10.6 თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და წარმოდგენა, არბიტრაჟს (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მიმართოს სასამართლოს მტკიცებულებათა– გამოთხოვის მიზნით;
10.7 კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს;
10.8 არბიტრაჟი არ მიიღებს, არ გამოითხოვს და საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვს, რაზედაც გამოაქვს მოტივირებული დადგენილება;
10.9 ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, არბიტრაჟმა შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას;
10.10 მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ; ესენია:
ა) ფაქტები, რომლებსაც არბიტრაჟი საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;
ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს ან არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით, თუ საარბიტრაჟო დავის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
გ) ფაქტები, იმის შესახებ, ჰქონდა თუა არა ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით;
10.11. არბიტრაჟი, ხოლო არბიტრაჟის დანიშვნამდე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, მხარის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით მიმართავს სასამართლოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მოთხოვნით;
10.12. მხარის განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის მოთხოვნით არბიტრაჟს წარედგინება წერილობითი ფორმით; ასეთი განცხადების– ზეპირი ფორმით წარდგენა – დასაშვებია საარბიტრაჟო განხილვის დროს, რაც შეიტანება საარბიტრაჟო სხდომის ოქმში;
10.13. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ – არბიტრაჟი იღებს დადგენილებას, ხოლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე განკარგულებას; ასეთი დადგენილების (განკარგულების) მიღებით საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა ჩერდება შესაბამისი მტკიცებულებების მიღებამდე;
10.14. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა არბიტრაჟის წინაშე ასეთი უზრუნველყოფის შესახებ; მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება; საბოლოოდ ამ ხარჯების განაწილება მოხდება არბიტრაჟის მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.
მუხლი 11. ექსპერტიზის დანიშვნა
11.1 თუ დავის განხილვასთან დაკავშირებით არსებობს ან წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის– განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა, თუ საარბიტრაჟოO შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ექსპერტიზის დანიშვნა სავალდებულოა, თუ მხარეები ამას მოითხოვენ;
11.2 უარი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უნდა დასაბუთდეს;
11.3 ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინება ექსპერტს გამოსაკვლევად; აუცილებლობის ან მხარეთა მოთხოვნის შემთხვევაში არბიტრაჟი ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს;
11.4 მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტიზის დასკვნას; მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება არბიტრაჟის სხდომაზე;
11.5 ექსპერტიზის დასკვნა არბიტრაჟისათვის სავალდებულო არ არის, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი;
11.6 არბიტრაჟის უარი ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე დასაბუთებულ უნდა იქნას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში;
11.7 თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, არბიტრაჟს შეუძლია დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
11.8 თუ არბიტრაჟი არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არბიტრაჟს შეუძლია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ საარბიტრაჟოO შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
11.9 არბიტრაჟი ვალდებულია დანიშნოს დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზა თუ მხარები ამას მოითხოვენ;
11.10 ექსპერტებს აუნაზღაურდებათ არბიტრაჟში გამოცხადებისათვის მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და დღიური თანხა, აგრეთვე არბიტრაჟის დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის მიეცემათ ჰონორარი.
კარი მეოთხე
საარბიტრაჟო წარმოება
მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელი
12.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია მხარის საარბიტრაჟო სარჩელი;
12.2. საარბიტრაჟო სარჩელი შედგენილ უნდა იქნეს წერილობით ფორმით და უნდა შეიცავდეს:
12.2.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელებას;
12.2.2. საარბიტრაჟო მოსარჩელის გვარს, სახელსა (იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდებას) და მისამართს, აგრეთვე ყველა საკონტაქტო მონაცემს: ტელეფონს, მობილურ ტელეფონს, ფაქსს, ელექტრონულ ფოსტას (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
12.2.3. წარმომადგენლის გვარს, სახელს, მისამართს და სხვა საკონტაქტო მონაცემს (თუ პრეტენზია შეაქვს წარმომადგენელს);
12.2.4. საარბიტრაჟო მოპასუხის გვარს, სახელსა (იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდებას) და მისამართს, აგრეთვე ყველა საკონტაქტო მონაცემს: ტელეფონს, მობილურ ტელეფონს, ფაქსს, ელექტრონულ ფოსტას (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
12.2.5. საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნას;
12.2.6. მითითებას გარემოებებზე, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას;
12.2. 7. მითითებას მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;
12.2. 8. მითითებას საარბიტრაჟო შეთანხმებაზე;
12.2. 9. არჩეული არბიტრის (არბიტრების) სახელს, გვარს, მისამართსა და სხვა მონაცემებს, თუ არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო მოსარჩელე;
1.2.3. 10. საარბიტრაჟო სარჩელზე დართული საბუთების ნუსხას;
12.3. საარბიტრაჟო სარჩელს აუცილებლად უნდა ერთვოდეს შემდეგი საბუთები:
12.3.1. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი– დოკუმენტი;
12.3.2. საარბიტრაჟო შეთანხმება;
12.3.3. საარბიტრაჟო სარჩელში მითითებული მტკიცებულებების ასლები;
12.3. 4. წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, თუ პრეტენზია შეაქვს– წარმომადგენელს;
12.4. საარბიტრაჟო სარჩელში შეიძლება იყოს აგრეთვე საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა არბიტრაჟისადმი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი), რათა მან:
12.4.1. დაავალოს საარბიტრაჟო მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას;
12.4.2. გამოითხოვოს მტკიცებულებები მესამე პირებისაგან და დაიბაროს– მოწმეები;
12.4.3. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნით მიმართოს– სასამართლოს;
12.5. საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლები წარმოდგენილი უნდა– იქნეს იმდენი პირით, რამდენი მოპასუხეცაა საქმეში;
12.6.. თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს და საარბიტრაჟო მოსარჩელეს მისცემს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს;
12.7. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ვალდებულია საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 3 დღის ვადაში თავისი განკარგულებით მიიღოს იგი წარმოებაში, უარი თქვას მის მიღებაზე ან დაუნიშნოს საარბიტრაჟო მოსარჩელეს ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად;
12.8.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს (საჩივარს), თუ:
აღნიშნულ დავაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის ან მხ ა რეთა მორიგების გამო;
12.8.2. მოცემულ დავაზე არსებობს სხვა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების თაობაზე მხარეები არ შეთანხმებულან ან დარღვეულია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 90-დღიანი ვადა;
12.8.3. საქმე სასამართლოს ან საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა არბიტრაჟის განსჯადია;
12.8. 4. საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
12.9.. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს მოტივირებული განკარგულება, რომელიც ჰბარდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს მის მიერ შეტანილ ყველა საბუთთან ერთად;
12.10. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შემთხ ვ ევვაში საარბიტრაჟო მოსარჩელეს უბრუნდება შეტანილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%.
მუხლი 13. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი.
13.1.მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ან არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
13.1.1. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის მითხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;
13.1.2. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
13.1.3. შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელის და პირვანდელ საარბიტრაჟო სარჩელის შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება;
13.2.. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენაზე ვრცელდება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენისათვის დებულებით დადგენილი წესები, გარდა 12.3.2 მუხლის მოთხოვნისა;
13.3. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთი გადაწყვეტილება.
მუხლი 14. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
14.1 საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს ან არბიტრაჟს განცხადებით საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ;
14.2. განცხადებას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ან არბიტრაჟი განცხადების შეტანიდან 24 საათში;
14.3. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ან არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება, ხოლო უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხევვაში – დადგენილება.
14.4. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საარბიტრაჟო მოპასუხეს ან მესამე პირს შეუძლია შეიტანოს შპს „მედიატორილთან“ არსებულ მუდმივმოქმედ არბიტრაჟში საარბიტრაჟო საჩივარი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
14.4.1. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების გამომტანი კერძო არბიტრაჟის ზუსტ დასახელებას;
14.4.2. მითითებას, თუ რა ზომით უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სარჩელის– უზრუნველყოფის თაობაზე;
14.4.3. გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე;
14.5. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შეადგენს 3 დღეს; ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების საარბიტრაჟო მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან, ხოლო მესამე პირისათვის – იმ მომენტიდან, როდესაც მან შეიტყო ამ გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე;
14.6. საარბიტრაჟო საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ან არბიტრაჟს შეუძლია გარკვეული დროით შეაჩეროს აღსრულება ან გააუქმოს უზრუნველყოფის უკვე მიღებული ღონისძიებები;
14.7. მხარის დასაბუთებული თხოვნით დასაშვებია უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორეთი, რაც შეიძლება მოხდეს ზეპირი მოსმენის გარეშე;
14.8. საკითხს იმის შესახებ, თუ პრეტენზიის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან არბიტრაჟი;
14.9. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:
14.9.1. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვენდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;
14.9.2. ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისათვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
14.9.3. ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესამარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
14.9.4. მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.
14.10. თუ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილებაზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ– მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარემ ან არბიტრაჟმა გააუქმა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა პრეტენზიის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად;
14.11. მუდმივმოქმედი არბიტარაჟის თავმჯდომარეს ან არბიტრაჟს შეუძლია მოსთხოვოს პრეტენდენტს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
14.12. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
მუხლი 15. საქმის მომზადება არბიტრაჟის სხდომაზე განსახილველად
15.1არბიტრაჟის დანიშვნამდე საქმეს ამზადებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო არბიტრაჟის დანიშვნის შემდეგ არბიტრაჟის თავმჯდომარე;
15.2.დავის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების მიზნით მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) თავმჯდომარე:
15.2.1. საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 3 დღის ვადაში გადაუგზავნის საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული საბუთების ასლებს, აგრეთვე დებულებას და აცნობებს დანიშნული არბიტრის ვინაობას;
15.2.2. დაუნიშნავს საარბიტრაჟო მოპასუხეს ვადას შესაგებლის წარმოსადგენად და საქმის განმხილველი არბიტრის დასანიშნად (თუ საქმეს ერთზე მეტი არბიტრი იხილავს);
15.3 საარბიტრაჟო მოპასუხის წერილობით პასუხში უნდა იყოს მითითებული:
15.3.1. ცნობს თუ არა საარბიტრაჟო სარჩელს;
15.3.2. თუ საარბიტრაჟო სარჩელს არ ცნობს, რა გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი საარბიტრაჟო სარჩელის წინააღმდეგ;
15.3.3. მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება ეს გარემოებები;
15.3.4. არბიტრაჟის სხდომაზე გამოსაძახებელი მოწმის ვინაობა და მისამართი;
15.3.5. სხვა საკითხები, რომლებსაც მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საარბიტრაჟო წარმოებისათვის;
15.4.. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის არსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს იგი შესაგებელთან ერთად;
15.5.არბიტრაჟის სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) თავმჯდომარეს შეუძლია;
15.5.1.დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;
15.5.2.გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებები;
15.5.3.კანონით ან დებულებით განსაზღვრულ შემთხევაში მიმართოს სასამართლოს;
15.5.4.შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს არბიტრაჟში საქმის განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას;
15.5.5.დანიშნოს ექსპერტიზა;
15.5.6.ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება;
15.5.7.გადაწყვიტოს სპეციალისტის მოწვევის საკითხი;
15.5.8.დაიბაროს მოწმეები და სპეციალისტები საარბიტრაჟო სხდომაზე;
15.6.მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) თავმჯდომარეს შეუძლია სხვა მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ არბიტრაჟის სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას;
15.7. ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და სხვა)– არბიტრაჟს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი;
15.8..არბიტრაჟის სხდომას ნიშნავს არბიტრაჟი დადგენილებით;
15.9. დებულებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას არბიტრაჟის სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს არბიტრაჟმა შეიძლება შეწყვიტოს საქმის წარმოება ან საარბიტრაჟო სარჩელი განუხილველად დატოვოს.
მუხლი 16. გამოუცხადებლობა და დოკუმენტების წარმოუდგენლობა
16.1. თუ დებულებით დადგენილი წესით გაფრთხილებული მხარე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება არბიტრაჟის სხდომაზე, არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს დავა და გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარე ითხოვს საქმის განხილვის გადადებას;
16.2. თუ არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში მხარე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს არბიტრაჟის მიერ მოთხოვნილ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, არბიტრაჟი უფლებამოსილია გადაწყეტილება გამოიტანოს მის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე.
მუხლი 17. არბიტრაჟის სხდომა
17.1.არბიტრაჟის სხდომას ხელმძღვანელობს არბიტრაჟის თავმჯდომარე;
17.2მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალი მტკიცებულებების წარმოდგენისა თუ გამოთხოვის, აგრეთვე საქმის განხილვასთნ დაკავშირებით წამოჭრილ სხვა საკითხების შესახებ შეიძლება დაკმაყოფილდეს არბიტრაჟის მიერ. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით– საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს;
17.3. საქმის განხილვის გადადების შემთხევაში არბიტრაჟი დაკითხავს გამოძახებულ მოწმეებს; არბიტრაჟი დაავალებს აგრეთვე მხარეებს დანიშნულ ვადაში წარმოადგინონ ახალი მტკიცებულებები, რათა მეორე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა ახალი სხდომის დაწყებამდე გაეცნოს ამ მასალებს, ამასთან, მიუთითონ სახელი, გვარი და მისამართი იმ მოწმისა, რომლის დაკითხვაც მათ სურთ;
17.4.არბიტრაჟის თავმჯდომარის (არბიტრის) მიერ საქმის მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა; პირველად არბიტრაჟი მოისმენს საარბიტრაჟო მოსარჩელის და/ან მისი წარმომადგენლის, ხოლო შემდეგ საარბიტრაჟო მოპასუხისა და/ან მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებს;
17.5. თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მეორე მხარეს; არბიტრაჟის თავმჯდომარეს (არბიტრს) უფლება აქვს მოხსნას უადგილო და შეუფერებელი შეკითხვები, რომლებიც არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას;
17.6. არბიტრაჟის წევრებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს დაუსვან შეკითხვა მხარეებს;
17.7. მხარეთა და სხვა პირთაA ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ არბიტრაჟი შეუდგება წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევას, რის შემდეგ იწყება პაექრობა, რომელიც შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან;
17.8. პაექრობაში პირველად გამოდის საარბიტრაჟო მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგ საარბიტრაჟო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი;
17.9. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ რჩებათ რეპლიკის უფლება; უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნის საარბიტრაჟო მოპასუხესა და მის წარმომადგენელს;
17.10. პაექრობისა და რეპლიკის შემდეგ არბიტრაჟი ნიშნავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რითაც საარბიტრაჟო განხილვა მთავრდება;
17.11.არბიტრაჟი ყველა ზომას იღებს, რათა საქმის განხილვა ზედმეტად არ გაჭიანურდეს და დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად ერთ საარბიტრაჟო სხდომაზე;
17.12. აუცილებლობის შემთხვევაში არბიტრაჟის სხდომები შეიძლება ჩატარდეს არასამუშაო დღეებშიც.
მუხლი 18. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
18.1. არბიტრაჟს გადაწყვეტილება საქმეზე გამოაქვს საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 15 დღის ვადაში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან;
18.2. არბიტრაჟს, რომელშიც ერთზე მეტი წევრია, გადაწყვეტილება გამოაქვს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით;
18.3. არბიტრი, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, წერილობით აყალიბებს თავის განსხვავებულ აზრს, რომელიც დაერთვება საქმეს;
18.4. არბიტრაჟის არცერთ წევრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან;
18.5. გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ არბიტრაჟს, გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებს ამ არბიტრაჟის თავმჟდომარე ან ერთ-ერთი არბიტრი და ხელს აწერენ არბიტრები. განსხვავებული აზრის მქონე არბიტრს უფლება აქვს უარი თქვას გადაწყვეტილების ხელმოწერაზე;
18.6. არბიტრაჟს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია და იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა;
18.7. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან როდესაც საარბიტრაჟო განხილვა დამთავრდა მხარეთა მორიგებით.
18.8. მოტივირებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დამთავრებიდან 3 დღის ვადაში;
18.9. მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობისას მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსის დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს არბიტრაჟს გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის განმარტება;
18.10. არბიტრაჟი განმარტების მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში იძლევა განმარტებას ან გამოაქვს გადაწყვეტილება განმარტებაზე უარის თქმის შესახებ;
18.11. არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთაA თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:
18.11.1. იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებები და მისცეს ახსნა-განმარტებები, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
18.11.2. არბიტრაჟმა, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა ან გადასაცემი ქონება;
18.11.3. არბიტრაჟს არ გადაუწყვეტია საარბიტრაჟო ხარჯების საკითხი;
18.12. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში. ამ ვადის აღდგენა არ დაიშვება;
18.13. დამატებითი გადაწყვეტილება არბიტრაჟს გამოაქვს საარბიტრაჟო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას;
18.14. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, არბიტრაჟს უფლება აქვს მხარის ან საკუთარი ინიციატივით გამოასწოროს შეცდომა, დაშვებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში, მოცემულ გაანგარიშებაში, აგრეთვე ნაბეჭდი ან სხვა ამგვარი შეცდომა;
18.15. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოცხადების მომენტიდან, თუ მხარეთა შორის არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სხვა არბიტრაჟის მიერ გადასინჯვის შესახებ;
18.16. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობით შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს კანონის დებულებათა გათვალისწინებით.
მუხლი 19. საქმის წარმოების შეწყვეტის სხვა საფუძვლები
19.1. არბიტრაჟი უფლებამოსილია შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ:
19.1.1. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავისO გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;
19.1.2. თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;
19.1.3. თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია;
19.1.4. საარბიტრაჟო შეთანხმებით საქმე სხვა არბიტრაჟის განსჯადია;
19.2. საქმის წარმოება შეწყდება არბიტრაჟის დადგენილებით;
19.3. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში არბიტრაჟისათვის ხელმეორედ მიმართვა– დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
19.4. დებულების 19.1.4 მუხლის საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსარჩელეს უბრუნდება გადახდილი მოსაკრებლის 90%.
მუხლი 20. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება
20.1.არბიტრაჟი განუხილველად დატოვებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
20.1.1. საარბიტრაჟო სხდომაზე საარბიტრაჟო მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვებისა;
20.1..2. არცერთი მხარე არ გამოცხადებულა;
20.1..3 საარბიტრაჟო სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არააქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;
20.1.4 საარბიტრაჟო მოსარჩელემ არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი;
20.2 საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება არ ართმევს საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლებას ხელახლა მიმართოს კერძო არბიტრაჟს იგივე საარბიტრაჟო სარჩელით.
მუხლი 21. საქმის წარმოების გადადება და შეჩერება.
211.1.აუცილებლობის შემთხვევაში არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟი) უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს ან გადადოს საქმის განხილვა;
21.2. საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგ, რომლებმაც გამოიწვიაწარმოების შეჩერება.
მუხლი 21.1 საარბიტრაჟო განხილვის განახლება (01.06.2010)
211.1. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე გაასაჩივრებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და სასამართლო შეაჩერებს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვას იმ მიზნით, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა გადაწყვეტილების საფუძვლის აღმოსაფხვრელად, არბიტრაჟი განაახლებს დავის საარბიტრაჟო განხილვას.
211..2.საარბიტრაჟო საქმის განხილვის განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არბიტრაჟს ამის თაობაზე გამოაქვს დადგენილება, რომლითაც ამავდროულად აუქმებს არბიტრაჟის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
211.3. განახლებული საარბიტრაჟო განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას არბიტრაჟი უგზავნის როგორც მხარეებს, ისე სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოფხვრის დამამტკიცებელ დოკუმენტთან ერთად.
211.4. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ არ ცნო არბიტრაჟის გადაწყვეტილება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის ა.გ) და ა.ე) პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, არბიტრაჟი, საქმის სასამართლოდან არბიტრაჟში დაბრუნების შემდეგ,საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე განაახლებს საქმის წარმოებას და განიხილავს საქმეს ზემოაღნიშნული საფუძვლების აღმოფხვრის მიზნით.
211.5. საქმის განხილვის განახლების თაობაზე არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება, რომლითაც ამავდროულად აუქმებს არბიტრაჟის წინა გადაწყვეტილებას.
211.6. განახლებული საქმის განხილვას აგრძელებს, როგორც წესი, იგივე არბიტრი, რომელიც მონაწილეობდა საქმის წინა განხილვაში. იმ შემთხვევაში, თუ იგივე არბიტრის მინაწილეობა საქმეში შეუძლებელია, საქმის განმხილველ არბიტრს ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან.
მუხლი 22. არბიტრაჟის სხდომის ოქმი.
22.1. არბიტრაჟის თითოეული სხდომის შესახებ და აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ადგენს მდივანი;
22.2. ოქმში აისახება საქმის განხილვის და საპროცესო მოქმედების ძირითადი მომენტები;
22.3. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრებიდან ან საპროცესო მოქმედების შესრულებიდან;
22.4. ოქმს ხელს აწერენ არბიტრი (არბიტრაჟის თავმჯდომარე) და მდივანი.