შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2006
ძალაში შესვლა 07.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480270000.03.030.000628
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 03/01/2007
matsne.gov.ge 1,574 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2006 მიღება
07.12.2006 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის მხრიდან (ხელმოწერილია) სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:81.0pt 73.35pt 56.7pt 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მოხსენიებულნი როგორც მხარეები, აღნიშნავენ რა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეებსა და წინამდებარე შეთანხმების მხარეთა სახელმწიფოებს, გამოხატავენ რა შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცებამ შეიძინა ტრანსნაციონალური ხასიათი, აღიარებენ რა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცებასთან ეფექტური ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ყველა დაინტერესებული სამინისტროსა და უწყების ურთიერთქმედების საფუძველზე, აცნობიერებენ რა, შეთანხმებულ ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობას ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი დაბრუნების უზრუნველყოფისათვის, ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 აღნიშნული შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები: ავტოსატრანსპორტო საშუალება – მექანიკური მოწყობილობა, რომელიც გამიზნულია ხალხის, ტვირთის ან მასზე დამონტაჟებული ხელსაყოების და მექანიზმების გადასაზიდად, მათ შორის, მისაბმელი, ნახევრად მისაბმელი და მოტოციკლეტი; ავტოსატრანსპორტო საშუალების გატაცება – ავტოსატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი უკანონო, მხარეთა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისამართლებრივად დასჯადი დაუფლება; ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვა – ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ მდგომარეობაში შენახვა, რომელიც შეესაბამება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღმოჩენის, დაკავების, დათვლიერების ან დაყადაღების დროს ოქმში მითითებულ აღწერილობას ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესახებ მოთხოვნის შემსრულებელი მხარის კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე; სარეგისტრაციო დოკუმენტი – უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციის, მათ შორის, დროებითი რეგისტრაციის თაობაზე გაცემული დოკუმენტი; ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება; მხარის კომპეტენტური ორგანო – სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაგზავნოს მოთხოვნა გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესახებ და მიიღოს გადაწყვეტილება მათი დაბრუნების შესახებ და/ან მხარეთა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ძებნა, დაკავება, ამოღება ან სამართალდარღვევის შემთხვევაში დააყადაღოს ავტოსატრანსპორტო საშუალება; გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნება – მოთხოვნის შემსრულებელი მხარის კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა მესაკუთრისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის და/ან მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანოსათვის.     მუხლი 2🔗 მხარეები საერთაშორისო ვალდებულებებისა და მხარეთა შიდა კანონმდებლობის დაცვით, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცებასთან დაკავშირებული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენის, აღკვეთის, გახსნის, გამოძიების, ძებნისა და მათი დაბრუნების საკითხებზე. მხარეები იღებენ ზომებს გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისი ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანის თავიდან ასაცილებლად.     მუხლი 3🔗 1. მხარეები თანამშრომლობას ახორციელებენ თავიანთი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით. 2. კომპეტენტური ორგანოების ჩამონათვალი მეორე მხარეს გადაეცემა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინებასთან ერთად. 3. კომპეტენტური ორგანოების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესახებ თითოეული მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს.     მუხლი 4🔗 ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების თავიდან აცილების, მათი ძებნისა და დაბრუნების მიზნით გამოყენებულ იქნეს კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია – ინტერპოლის საშუალებები, მათ შორის, გენერალური სამდივნოს ცენტრალური მონაცემთა ბაზა.     მუხლი 5🔗 1. გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე აღმოჩენის, დაკავების, ამოღების ან დაყადაღების შემთხვევაში, აღნიშნული მხარის კომპეტენტური ორგანო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაკავებიდან ან აღმოჩენიდან ოცი წლის განმავლობაში აღნიშნულის შესახებ წერილობით ატყობინებს მეორე მხარის იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომლის წარმოებაშიც არის სისხლის სამართლის საქმე. 2. შეტყობინება, კერძოდ, შეიცავს ამგვარი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ შემდეგი სახის მონაცემებს, თუ ისინი ცნობილია: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, ფერი, გამოშვების წელი და ტიპი; ბ) საიდენტიფიკაციო, ძარის, შასისა და ძრავის ნომერი; გ) ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალების აგრეგატების ნომრების ან ფერის შეცვლის შესახებ; დ) სარეგისტრაციო ნიშანი, სარეგისტრაციო დოკუმენტის სერია და ნომერი, მისი გაცემის ადგილი და თარიღი; ე) ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის, მისი ტექნიკური მდგომარეობისა და კომპლექტაციის შესახებ; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღმომჩენი ან დამკავებელი ორგანოს დასახელება; ზ) იმ ორგანოს დასახელება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალების ხელშეუხებლობას, ასევე საკონტაქტო ტელეფონი, რომლითაც შეიძლება ინფორმაციისათვის მიმართვა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესაძლებლობის თაობაზე; თ) ინფორმაცია იმის შესახებ, გამოიყენებოდა თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალება დანაშაულის ჩასადენად.     მუხლი 6🔗 ავტოსატრანსპორტო საშუალების დამკავებელი ან აღმომჩენი მხარის კომპეტენტური ორგანოები იღებენ შესაბამის ზომებს ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვის უზრუნველსაყოფად და არ შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან განკარგონ იგი.     მუხლი 7🔗 1. მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც წინამდებარე შეთანხმების მეხუთე მუხლის შესაბამისად მიიღო შეტყობინება, უფლება აქვს გაუგზავნოს მოთხოვნა მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესახებ. 2. მოთხოვნა იგზავნება წერილობითი ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, ფერი, გამოშვების წელი და ტიპი; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო, ძარის, შასისა და ძრავის ნომერი; გ) სარეგისტრაციო ნიშანი, სარეგისტრაციო დოკუმენტის სერია და ნომერი, მისი გაცემის ადგილი და თარიღი; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირებული მესაკუთრე; ე) სისხლის სამართლის საქმის ნომერი და მონაცემები იმ ორგანოს შესახებ, რომლის წარმოებაშიც იმყოფება აღნიშნული საქმე. 3. მხარის მოთხოვნას თან ერთვის მომთხოვნი მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის მითითებით, რომლის სახელზეც არის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. 4. მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური ორგანოს ოფიციალურ ბლანკზე გაფორმებული წერილობითი ფორმით გაგზავნილი ან დადასტურებული მოთხოვნა ხელმოწერილი უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის მიერ და დამტკიცდეს აღნიშნული ორგანოს გერბიანი ბეჭდით.     მუხლი 8🔗 1. მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანო მოთხოვნის მიღებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში განიხილავს გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესახებ მოთხოვნას, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და აცნობებს ამის შესახებ მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურ ორგანოს. 2. მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და ამასთან დაადგინოს დამატებითი ვადა აღნიშნული ინფორმაცის წარსადგენად, მაგრამ არაუმეტეს ოცი დღისა მოთხოვნის მიღების დღიდან. 3. მხარეთა ფიზიკურ ან იურიდულ პირთა შორის იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავის წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც ირიცხება გატაცებულთა შორის, საკითხი კანონიერი მფლობელის შესახებ წყდება სასამართლო ორგანოების მიერ იმ მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც იქნა აღმოჩენილი ან დაკავებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.     მუხლი 9🔗 1. დაკავებული ან აღმოჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცემა მოთხოვნის წარმდგენი მხარის წარმომადგენელს მას შემდეგ, რაც იგი წარადგენს მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მისი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. ის გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ წარმოადგენს მოთხოვნის საგანს, შეიძლება მოექცეს იმ სახელმწიფოს საკუთრებაში, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება, აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 10🔗 1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს მეორე მხარიდან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, თუ ინფორმაციის მიმწოდებელი მხარე აღნიშნული მონაცემების შინაარსის გამჟღავნებას არასასურველად მიიჩნევს. კონფიდენციალურობის დონე განისაზღვრება მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ. 2. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე მხარისათვის გადაცემის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა აღნიშნული მონაცემების წარმდგენი მხარის წერილობითი თანხმობა.     მუხლი 11🔗 1. გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესახებ მოთხოვნას შესაძლოა უარი ეთქვას, თუ: ა) მოთხოვნის შემსრულებელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცემა პირს, რომელიც არ არის მითითებული მოთხოვნაში როგორც მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელს; ბ) დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი არ იქნა წარმოდგენილი წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში; გ) დაბრუნების შესახებ მოთხოვნა გაგზავნილ იქნა მოთხოვნის შემსრულებელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების აღმოჩენის ან დაკავების შესახებ შეტყობინების მიღებიდან ოცდაათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ; დ) არსებობს გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დამაბრკოლებელი სხვა კანონიერი საფუძვლები. 2. მოთხოვნის შესრულებაზე უარის შემთხვევაში მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურ ორგანოს დაუყოვნებლივ ეგზავნება წერილობითი შეტყობინება უარის თქმის მიზეზის მითითებით.     მუხლი 12🔗 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესახებ მოთხოვნის შესრულება შესაძლოა გადაიდოს, თუ: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთან დაკავშირებითაც გაგზავნილია მოთხოვნა, ფერხდება ადმინისტრაციული წარმოების სისხლისსამართლებრივი გამოძიების ან სასამართლო განხილვის გამო; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის დაბრუნების შესახებ შემოვიდა მოთხოვნა, საკუთრების უფლების, დაკავების ან ყადაღის დადების საკითხი წარმოადგენს მოთხოვნის მიმღებ მხარეში აღნიშნულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე წარდგენილ სასამართლო სარჩელის საგანს; გ) მხარეთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების საფუძველზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების საკითხის გადაწყვეტის გადადების შესახებ.     მუხლი 13🔗 1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დაბრუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ იბეგრება საბაჟო წესით, გადასახადებით, აქციზებით, მოსაკრებლებით და სხვა სახის გადასახადებით, რომლებიც დაკავშირებულია მხარეთა საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია მხარეთა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნება ხდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში. 2. ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დაკავების და შენახვასთან მისი მესაკუთრის ან მესაკუთრის წარმომადგენლის და/ან კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემამდე, ეკისრება მოთხოვნის მიმღებ მხარეს. 3. ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე გადაყვანასთან, ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მესაკუთრესთან შეთანხმებით. 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნებისათვის გაწეული ხარჯები ექვემდებარება ანაზღაურებას მხარეთა შიდა კანონმდებლობების შესაბამისად.     მუხლი 14🔗 მხარეები წყვეტენ გატაცებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ძებნას იმ მხარის კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის ინიციატივასაც წარმოადგენდა ძებნა.     მუხლი 15🔗 ის სადავო საკითხები, რომლებიც წამოიჭრება წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და შესრულებასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.     მუხლი 16🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ფარავენ წინამდებარე შეთანხმების შესრულებისას დამოუკიდებლად წარმოშობილ ხარჯებს, გარდა წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლში მითითებული ხარჯებისა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია შეთანხმებულ იქნეს ხარჯების დაფარვის სხვა წესი.     მუხლი 17🔗 მხარეები თანამშრომლობის განხორციელებისას სამუშაო ენად იყენებენ რუსულ ენას.     მუხლი 18🔗 წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ეხება მხარეთა იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშოროსო შეთანხმებებიდან და რომელთა მონაწილეებსაც წარმოადგენენ მხარეები.     მუხლი 19🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის თითოეული მხარის მიერ ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.     მუხლი 20🔗 წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცალკე ოქმით გაფორმებული ცვლილებები და დამატებები, რომელიც წარმოადგენენ აღნიშნული შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლით გათვალისწინებული წესით.     მუხლი 21🔗 წინამდებარე შეთანხმება შეიძლება დენონსირებულ იქნეს ერთ-ერთი მხარის მიერ და წყვეტს მოქმედებას მეორე მხარის მიერ დენონსაციის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. შედგენილია ქალაქ თბილისში, „27“ ივნისს 2006 წელს. ორ პირად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. შეთანხმების დებულებათა განმარტებისას წარმოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის მხრიდან (ხელმოწერილია) სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან (ხელმოწერილია)