შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთოვლივი დაცვის შესახებ

მიღების თარიღი 06.07.2006
ძალაში შესვლა 16.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000572
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 20/07/2006
matsne.gov.ge 2,071 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.07.2006 მიღება
16.01.2006 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
ლატვიის რესპუბლიკა ე კვივალენტური ტერმინები ინგლისურ ენაზე
Seviski slepeni TOP SECRET სრულიად საიდუმლო
Slepeni SECRET საიდუმლო
�onfidenciali CONFIDENTIAL კონფიდენციალური
Dienesta Vajadzibam RESTRICTED შეზღუდული სარგებლობისათვის
საქართველოს მთავრობის სახელით ვასილ სიხარულიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ედგარს რინკევიჩი თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთოვლივი დაცვის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 49.35pt 56.7pt 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივი დაცვის შესახებ საქართველოს მთავრობა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში �მხარეებად� წოდებულნი, იმ საიდუმლო ინფორამციის დაცვის მიზნით, რომელიც გაიცვლება პირდაპირ ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ან კერძო სამართლის იურიდიული პირების საშუალებით, რომლებიც თითოეული მხარის იურისდიქციის ფარგლებში მუშაობენ საიდუმლო ინფორმაციაზე, შეთანხმდნენ შემდეგზე: ��� მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო (1) წინამდებარე შეთანხმების მიზანია მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული თანამშრომლობის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბება. (2) წინამდებარე შეთანხმება იქნება განუყოფელი ნაწილი შემდგომში დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების, რომელიც ჩამოყალიბდება ან ხელმოწერილი იქნება მომავალში მხარეებს შორის შემდგომ საკითხებზე: a) ორი მხარის სამთავრობო უწყებათა შორის თანამშრომლობა; b) თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი პროექტები, კონტრაქტები და ნებისმიერი ურთიერთობა სამთავრობო უწყებებს შორის და/ან მხარეთა კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის; c) ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის აღჭურვილობის და �ნოუ-ჰაუს� მიყიდვა. (3) წინამდებარე შეთანხმება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რომელიმე მხარის მიერ მესამე მხარისაგან მიწოდებული საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად. (4) წინამდებარე შეთანხების �a� და �b� დანართები აღნიშნული შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. ��� მუხლი 2🔗. განსაზღვრებები ძირითადი ცნებები განსაზღვრულია შეთანხმების დანართში - �a�. ��� მუხლი 3🔗. საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივი დაცვა (1) შიდა კანონმდებლობის, დადგენილებების და არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ორივე მხარე იღებს შესაბამის ზომებს იმ საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად, რომელიც გადაცემულია, მიღებულია ან წარმოქმნილია მხარეთა შორის ნებისმიერი შეთანხმების შედეგად. მხარეები გაავრცელებენ გადაცემულ, მიღებულ ან წარმოქმნილ ინფორმაციაზე დაცვის იმავე დონეს, რაც ვრცელდება შესაბამისი ხარისხის მქონე მათ საკუთარ საიდუმლო ინფორმაციაზე, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში. (2) დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე და იმ ადგილებსა თუ შენობებში, სადაც ინფორმაციასთან დაკავშირებული მოქმედებები მიმდინარეობს ან სადაც საიდუმლო ინფორმაცია ინახება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც დაშვება აქვთ �ინფორმაციაზე შეზღუდული სრგებლობისათვის� ან მიღებული აქვთ დაშვება საიდუმლო (კონფიდენციალურ - confidential) ინფორმაციაზე და უფრო მაღალ კატეგორიაზე, და ვისაც, ფუნქციებიდან ან საქმიანობიდან გამომდინარე, აქვთ �ცოდნის აუცილებლობის� საჭიროება. (3) თითოეული მხარე კონტროლს გაუწევს საიდუმლო ინფორმაციის შესახებ არსებული კანონების, დადგენილებებისა და არსებული პრაქტიკის შესრულებას მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებში, ოფისებსა და ნაგებობებში, რომლებიც ფლობენ, ავითარებენ, ქმნიან და/ან იყენებენ მეორე მხარის საიდუმლო ინფორმაციას სამუშაო ვიზიტების საშუალებით. (4) საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს ისე, რომ მისი მთლიანად ან ნაწილობრივ აღდგენა თავიდან იქნეს აცილებული. ��� მუხლი 4🔗. ინფორმაციის გამჟღავნება (1) წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა არ უნდა გაუმჟღავნონ საიდუმლო ინფორმაცია მესამე მხარეს ამგვარი ინფორმაციის პირველწყაროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ერთი მხარის მიერ მეორისაგან მიღებული საიდუმლო ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ განსაზღვრული მიზნისათვის. (2) იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე მხარე და/ან მისი ორგანიზაციები ან უწყებები, რომელთაც ეხებათ 1-ლ მუხლში აღნიშნული საკითხები, გააფორმებენ კონტრაქტს მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედებისათვის და ამგვარი კონტრაქტი შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, რომელსაც ფლობს სამუშაოს განმახორციელებელი კონტრაქტორი მხარე, შემდეგ მხარე, რომელშიაც მიმდინარეობს მოქმედებანი წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, აიღებს მეორე მხარის საიდუმლო ინფორმაციის ადმინისტრირების პასუხისმგებლობას მისი სტანდარტებისა და მოთხოვნების მიხედვით. (3) რომელიმე მხარის კონტრაქტორებისათვის ან პოტენციური კონტრაქტორებისათვის ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებამდე, რომელიც მიღებულია მეორე მხარის მიერ, მიმღებმა მხარემ უნდა: a) უზრუნველყოს, რომ ასეთ კონტრაქტორებს ან პოტენციურ კონტრაქტორებს და მათ მოწყობილობებს შეუძლიათ ადეკვატურად დაიცვან საიდუმლო ინფორმაცია; b) მიანიჭოს შესაბამისი დაშვების შესაძლებლობა შესაბამის კონტრაქტორებს; c) მიანიჭოს ადმინისტრაციული დაშვება ან პერსონალის დაშვების უფლება იმ პერსონალს, რომელთა სამსახურებრივი მოვალეობები მოითხოვს საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვებას; d) უზრუნველყოს, რომ ის პერსონალი, რომლებსაც აქვთ დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე, ინფორმირებულნი არიან მათი ვალდებულებების შესახებ, რათა დაიცვან საიდუმლო ინფორმაცია შესაბამისი კანონების გათვლისწინებით; e) პერიოდულად იმ ნაგებობების ინსპექტირების განხორციელება, რომლებშიაც ინახება საიდუმლო ინფორმაცია. ��� მუხლი 5🔗. უშიშროების კომპეტენტური ორგანოები (1) მიმღებმა მხარემ უნდა განსაზღვროს და შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი წესით უფლებამოსილი, შემდგომში კომპეტენტურ უშიშროების ორგანოდ წოდებული - უწყების შესახებ, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმების იმპლემენტაციას, როგორც ეს განსაზღვრულია შეთანხმების 1-ლ მუხლში. 2. თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას, რომ მათი კომპეტენტური უშიშროების ორგანოები სათანადო დონეზე დაიცავენ აღნიშნული შეთანხმების დებულებებს. 3. კომპეტენტური უშიშროების ორგანოები პასუხისმგებლები არიან აღნიშნული შეთანხმების ყველა საკითხზე მეთვალყურეობასა და იმპლემენტაციაზე. ლატვიაში: კონსტიტუციის დაცვის ბიურო მიერა 85ა, რიგა, ლვ 1013 ლატვია საქართველოში: შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი ხეივნის ქუჩა 10, 0114 თბილისი, საქართველო 4. თითოეული კომპეტენტური უშიშროების ორგანო ვალდებულია მეორე მხარის კომპეტენტურ უშიშროების ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მისი საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებაზე და პროცედურებზე და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის არსებულ პრაქტიკაზე, რათა შესაძლებელი გახდეს საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სტანდარტების შედარება და მსგავსი სტანდარტების შენარჩუნება და ოფიციალურ პირთა ერთობლივი ვიზიტების ხელშეწყობა ორივე ქვეყანაში. ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს ამგვარ ვიზიტებზე. ��� მუხლი 6🔗. საიდუმლო ინფორმაციის კატეგორიები 1. მხარეთა საიდუმლო ინფორმაციის ხარისხები და მათი ეკვივალენტებია ლატვიის რესპუბლიკა ე კვივალენტური ტერმინები ინგლისურ ენაზე საქართველო Seviski slepeni TOP SECRET სრულიად საიდუმლო განსაკუთრებული მნიშვნელობის Slepeni SECRET საიდუმლო სრულიად საიდუმლო �onfidenciali CONFIDENTIAL კონფიდენციალური საიდუმლო Dienesta Vajadzibam RESTRICTED შეზღუდული სარგებლობისათვის საიდუმლო 2. მიმღები მხარე და/ან მისი ხელისუფლების ორგანოები არ შეუფარდებენ საიდუმლოების დაბალ ხარისხს მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას, და არ მოახდენენ ამ ინფორმაციის დეკლასიფიკაციას წინასწარი წერილობითი თანხობის გარეშე. ინფორმაციის მიმწოდებელი მხარე შეატყობინებს მიმღებ მხარეს ნებისმიერი ცვლილებების შესახებ გაცვლილი ინფორმაციის კლასიფიკაციასთან დაკავშირებით. ��� მუხლი 7🔗. საიდუმლო ინფორმაციის მარკირება (1) მიმღები მხარე დამატებით მარკირებას უკეთებს მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას მის ქვეყანაში არსებული საიდუმლოების ეკვივალენტური ხარისხით. (2) უნდა მოხდეს მიღებული საიდუმლო ინფორმაციის ასლებისა და თარგმანების მარკირება და დაცვა ორიგინალების მსგავსად. (3) თარგმანს უნდა ჰქონდეს აღნიშვნა იმ ენაზე, რა ენაზედაც ის იქნა თარგმნილი, იმის შესახებ, რომ თარგმანი შეიცავს მომწოდებელი მხარის საიდუმლო ინფორმაციას. ��� მუხლი 8🔗. საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება (1) ჩვეულებრივ, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა მხარეებს შორის უნდა მოხდეს მათი დიპლომატიური გზების მეშვეობით. (2) საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა შეიძლება აგრეთვე შედგეს ორივე ქვეყნის ხელისუფლების მიერ ოფიციალურად დანიშნულ წარმომადგენლებს შორის. ამგვარი უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს საწარმოს წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ კონკრეტულ პროექტებში. (3) დიდი მოცულობით საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს. (4) მიწოდების ან გაცვლის სხვა მიღებული მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორივე მხარის უშიშროების კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. ��� მუხლი 9🔗. ვიზიტები ( 1) ვიზიტები, რომლებიც მიმართულია საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისაკენ, იქ სადაც საიდუმლო ინფორმაცია იქმნება, მუშავდება ან ინახება, ან სადაც საიდუმლო პროექტები ხორციელდება, ერთი მხრის მიერ მეორე ქვეყნის ვიზიტორებისათვის შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებულია მასპინძელი სახელმწიფოს კომპტენტური უშიშროების ორგანოს წინასწარი წერილობითი ნებართვა. ამგვარი ნებართვა მიენიჭება მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება ან �ცოდნის აუცილებლობის� საჭიროება. (2) გამგზავნის მხარის უშიშროების კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აცნობონ მიმღები მხარის უშიშროების კომპეტენტურ ორგანოებს ვიზიტორთა შესაძლო კანდიდატურების შესახებ, დაგეგმილ ვიზიტამდე სამი კვირითა ადრე მაინც, იმ პროცედურების გათვალისწინებით, რომლებიც განხილულია დანართში - �b�. (3) თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ვიზიტში მონაწილე პირების პერსონალური ინფორმაციის დაცვა სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის მიხედვით. ��� მუხლი 10🔗. სამეწარმეო უსაფრთხოება (1) ერთი მხარის უშიშროების კომპეტენტურმა ორგანომ, რომელსაც სურვილი აქვს გააფორმოს საიდუმლო კონტრაქტი მეორე მხარის ქვეყანაში კონტრაქტორთან, ან სურს მიანიჭოს უფლებამოსილება ერთ-ერთს საკუთარი კონტრაქტორებიდან, რათა საიდუმლო პროექტის ფარგლებში გააფორმოს საიდუმლო კონტრაქტი მეორე მხარის ქვეყანაში, წინასწარ უნდა მოიპოვოს მეორე მხარის უშიშროების კომპეტენტური ორგანოსაგან წერილობითი გარანტია, რომ წარმოდგენილ კონტრაქტს აქვს შესაბამისი დონის დაშვება და აგრეთვე ფლობს აპარატურასა თუ შენობას იმავე ხარისხის საიდუმლო ინფორმაციაზე სამუშაოდ და მის შესანახად. (2) ყოველი საიდუმლო კონტრაქტი მხარეების წარმომადგენელ ორგანოებსა და/ან კერძო ორგანიზაციებს შორის (როგორებიცაა სამრეწველო, კვლევითი ცენტრები, დამხმარე და/ან მომსახურე დაწესებულებები და ა.შ.) უნდა შეიცავდეს შესაბამის საიდუმლო განყოფილებას და საიდუმლოებათა კატეგორიების ნუსხას, რომლებიც ეფუძნება აღნიშნული შეთანხმების დებულებებს. (3) უშიშროების კომპეტენტურმა ორგანომ, იმ ქვეყანაში, სადაც სამუშაო განხორციელდება, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა კონტრაქტის დაცვის ზომების განსაზღვრისა და ადმინისტრირების თაობაზე, იმავე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომლებითაც რეგულირდება საიდუმლო კონტრაქტების დაცვა. (4) ქვეკონტრაქტორებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საიდუმლო ქვეკონტრაქტებით, წინასწარ უნდა წარუდგინონ ქვე-კონტრაქტები უშიშროების კომპეტენტურ ორგანოებს დასამტკიცებლად. ქვეკონტრაქტის დამტკიცების შემთხვევაში ქვეკონტრაქტორმა უნდა შეასრულოს საიდუმლოებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ვალდებულებები, ისევე როგორც ეს გათვალისწინებულია კონტრაქტორისათვის. (5) შეტყობინება ნებისმიერ საიდუმლო პროექტზე, შეთანხმებაზე, კონტრაქტზე ან ქვეკონტრაქტზე წინასწარ უნდა გადაეცეს იმ ქვეყნის უშიშროების კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს. (6) ორი ასლი ნებისმიერი საიდუმლო კონტრაქტის საიდუმლო ნაწილის უნდა გადაეცეს იმ ქვეყნის უშიშროების კომპეტენტურ ორგანოს, სადაც სამუშაო განხორციელდება. ��� მუხლი 11🔗. დაცვის წესების დარღვევა იმ საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული დაცვის წესების დარღვევის შემთხვევაში, რომლის პირველწყარო ან მომწოდებელია მეორე მხარე, ან თუ ის მოიცავს საერთო ინტერესებს, იმ ქვეყნის უშიშროების კომპეტენტურმა ორგანოებმა, სადაც საიდუმლო ინფორმაციას საფრთხე შეექმნა, უნდა შეატყობინოს მეორე მხარის უშიშროების კომპეტენტურ ორგანოს დაუყოვნებლივ და დაიწყოს შესაბამისი გამოძიების პროცესი. აუცილებლობის შემთხვევაში მეორე მხარემ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მეორე მხარეს წერილობით უნდა მიეწოდოს გამოძიების შედეგები, მიზეზები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი იყო საფრთხე და თუ რა ღონისძიებები იქნა გამოყენებული მათი შეჩერებისათვის. ��� მუხლი 12🔗. ხარჯები თითოეულმა მხარემ უნდა დაფაროს შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკუთრი ხარჯები. ��� მუხლი 13🔗. დავების დარეგულირება აღნიშნული შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა მოგვარდება მხარეთა შორის კონსულტაციების გზით მესამე მხარის ჩაურევლად. ��� მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებები (1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დღიდან, რომლითაც მხარეები ერთმანეთს აუწყებენ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ. შეთანმხების მოქმედება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მისი შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდგომ. (2) თითოეულმა მხარემ იმავდროულად უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს, მის შიდა კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების შესახებ, რომლებიც გავლენას იქონიებენ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე. (3) შეთანხმების განხილვა, ცვლილებებისა და შესწორებების შეტანა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. (4) შეწყვეტის შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც გაცემულია აღნიშნული შეთანხმების დებულებების შესაბამისად, დაუბრუნდება მეორე მხარეს დაუყოვნებლივ. საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც არ დაუბრუნდება მეორე მხარეს, დაცული იქნება შეთანხმების დებულებების შესაბამისად. ხელმოწერილია 06 ივლისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენაზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. გაუგებრობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით ვასილ სიხარულიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ედგარს რინკევიჩი თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დანართი �a შეთანხმებაზე საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივად დაცვის შესახებ განსაზღვრებები შეთანხმების მიზნებისათვის განსაზღვრულია შემდეგი ცნობები: 1. �საიდუმლო ინფორმაცია� ნიშნავს - a) ნებისმიერ საიდუმლო ინფორმაციას, გადაცემულს სიტყვიერი კომუნიკაციის გზით, თუ ელექტრონული საშუალებით გადაცემულ საიდუმლო შეტყობინებას, თუ �მასალას� როგორც ეს განსაზღვრულია �ბ� პუნქტში, b) �მასალა� შეიცავს �დოკუმენტს�, როგორც ეს განსაზღვრულია �გ� პუნქტში, და ნებისმიერ განვითარებულ ან განვითარების პროცესში მყოფ ყველა მექანიზმს, აღჭურვილობას, იარაღს ან შეიარაღების სისტემას; c) �დოკუმენტი� ნიშნავს ნებისმიერი სახის ჩაწერილ ინფორმაციას ჩაწერის საშუალებების მიუხედავად, რომელიც ხელშეკრულების მხარის სახელმწიფო უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისი კანონებისა და დადგენილებების გათვალისწინებით, მოითხოვს დაცვას, რათა ნებართვის გარეშე არ იქნეს გამოაშკარავებული და რომელიც დასაიდუმლოებულ იქნა სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად. 2. �საიდუმლო კონტრაქტი� ნიშნავს შეთანხმებას ორ ან მეტ კონტრაქტორს შორის, რომელიც ქმნის და განსაზღვრავს მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის შემცველ შესაძლო უფლებებსა და ვალდებულებებს. 3. �კონტრაქტორი� ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ფლობს იურიდიულ უფლებამოსილებას, რათა პასუხისმგებლობა დაიკისროს საიდუმლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. 4. �ცოდნის აუცილებლობა� (�need to know�) ნიშნავს პრინციპს, რომლის თანახმად დადებითად განისაზღვრება მიმღების მოთხოვნა საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებაზე, როდესაც მას ამგვარი ინფორმაცია ესაჭიროება სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისათვის. 5. �საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება� ნიშნავს შემოწმების პროცესის დადებითად დასრულებას იმის დასადგენად, უნდა მიენოჭოს თუ არა პიროვნებას ან უწყებას საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების უფლება გარკვეულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების წესების შესაბამისად. 6. �საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესების დარღვევა� ნიშნავს ეროვნული უსაფრთხოების წესების საწინააღმდეგო მოქმედებას ან უმოქმედობას, რომლის შედეგმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ან რისკის ქვეშ დააყენოს საიდუმლო ინფორმაცია. დანართი b შეთანხმებაზე საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივად დაცვის შესახებ ერთი მხარის წარმომადგენელთა ვიზიტები მეორე მხარის შენობა-ნაგებობებსა და დაწესებულებებში საიდუმლო ინფორმაციასთან, დაწესებულებებსა და შენობა-ნაგებობებში, სადაც ხორციელდება საიდუმლო მოქმედებები ან სადაც ინახება ამგვარი ინფორმაცია, ერთი მხარის წარმომადგენლები დაიშვებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან: (a) შემოწმებული გამგზავნი ქვეყნის კომპეტენტური უშიშროების ორგანოების ან სხვა კომპეტენტური სამთავრობო უწყებათა მიერ და აქვთ მინიჭებული უფლება მიიღონ საიდუმლო ინფორმაცია მიმღები ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, და/ან (b) უფლებამოსილნი არიან შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური უშიშროების ორგანოების ან სხვა კომპეტენტური სამთავრობო ორგანოებისაგან, განახორციელონ საჭირო ვიზიტი. ვიზიტის მოთხოვნები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: a) ვიზიტორის სახელი და გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, ეროვნება და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი; b) ვიზიტორის ოფიციალური (სამსახურებრივი) სტატუსი, ორგანიზაციის ან კომპანიის სახელის ჩათვლით, რომელსაც ვიზიტორი წარმოადგენს; c) დამადასტურებელი სერტიფიკატი იმისა, რომ ვიზიტორს ადმინისტრაციული დაშვება აქვს ან ფლობს საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების უფლებას; d) ვიზიტის ადგილი (დაწესებულების სახელი და მისამართი) და მიზანი; e) საკონტაქტო პირი იმ დაწესებულებაში, რომელსაც უნდა ეწვიონ, ადრე არსებული კონტრაქტები და სხვა ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია იმის გადასაწყვეტად, თუ რამდენად მიზანშეწონილია ვიზიტი; f) ვიზიტის მოსალოდნელი თარიღი და ხანგრძლივობა; ვიზიტის მოთხოვნები წარდგენილ უნდა იქნეს: a) ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეთა ვიზიტის მოთხოვნებისათვის უშიშროების კომპეტენტურ ორგანოებში; b) საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქეთა ვიზიტის მოთხოვნებისათვის უშიშროების კომპეტენტურ ორგანოებში; c) შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვა პროცედურები ორივე კომპეტენტურ უშიშროების უწყებას შორის შეთანხმების შემთხვევაში; ვიზიტის მიზანშეწონილობაზე უფლებამოსილების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. ყველა ვიზიტორმა უნდა იმოქმედოს მასპინძელ ქვეყანაში საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სფეროში არსებული ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.