შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 08.12.2009
ძალაში შესვლა 08.12.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000743
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/12/2009
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი დანაყოფების სახით და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სახით (შემდეგ ცალ–ცალკე მხარე და ერთად მხარეები),
- აღიარებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, გამოხატავენ სურვილს, განავითარონ სასაზღვრო სფეროში მეგობრული და თანასწორუფლებიანი ურთიერთთანამშრომლობა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის,
- ადასტურებენ მისწრაფებას, კომპეტენციის ფარგლებში განავითარონ თანამშრომლობა და განსაზღვრონ თანამშრომლობის პრინციპები,
- აცნობიერებენ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, საერთაშორისო ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, კონტრაბანდის, ტრეფიკინგის, არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის საფრთხეების თავიდან აცილების საკითხებში,
- ითვალისწინებენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციით განსაზღვრულ დიპლომატიურ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს,
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები, თავიანთ სახელმწიფოში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად
, უფლებამოსილების ფარგლებში ითანამშრომლებენ:
1. არალეგალური მიგრაციის, ტრეფიკინგის, საერთაშორისო ტერორიზმის, ორგანიზებული და ტრანსასაზღვრო დანაშაულის, სახელმწიფო საზღვრის დარღვევის, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების, რადიოაქტიური მასალების, აკრძალული საქონლისა და საგნების კონტრაბანდის, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის სხვა პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში;
2. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებაში;
3. სახმელეთო და საზღვაო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებაში;
4. სახმელეთო საზღვრის, საზღვაო სივრცისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების სტანდარტული ოპერაციული პროცედურებისა (ტექნოლოგიების) და მათი გამოყენების მეთოდების შესახებ ინფორმაციის გაცვლის სფეროში;
5. საზღვრის დაცვასა და სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გამოცდილების გაზიარების კუთხით;
6. საერთაშორისო პროგრამების/პროექტების იმპლემენტაციის მიმართულებით;
7. ლატვიიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის კოლეჯში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენელთათვის ტრენინგების ორგანიზების, სასწავლო სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და ასევე სახელმძღვანელოების შემუშავების სფეროში;
8. თანამშრომელთა მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და მათი პრაქტიკული მომზადების საკითხებში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით;
9. კინოლოგებისა და სასამსახურო ცხოველების მომზადების კუთხით;
10. ოპერსამძებრო საქმიანობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით;
11. ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებში.
მუხლი 2🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელების მიზნით მხარეები:
1. გაცვლიან ინფორმაციას და გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას;
2. საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს გაუწევენ კონსულტაციებს;
3. კოორდინირებულად იმუშავებენ მხარეთა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე;
4. მოამზადებენ სასაზღვრო უწყებათა ხელმძღვანელი პირებისა და ექსპერტების ვიზიტებს;
5. ჩაატარებენ კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებს;
6. დაეხმარებიან ერთმანეთს ლოჯისტიკის სფეროში;
7. მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში;
8. ჩაატარებენ ტრენინგებს მესაზღვრეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით.
9. ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ საგანმანათლებლო დაწესებულებათა სასწავლო პროგრამების მომზადების საკითხში;
10. ხელს შეუწყობენ მხარეთა მეკავშირე ოფიცრების საქმიანობას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციით განსაზღუვრული დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტების გათვალისწინებით;
11. დადებენ ორმხრივ სპეციალურ შეთანხმებებს.
მუხლი 3🔗
მხარეებს შორის თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი ფორმით:
1. მხარეთა ხელმძღვანელები ყოველწლიურად მონაცვლეობით ეწვევიან მეორე მხარეს;
2. ურთიერთთანამშრომლობას, მხარეთა ხელმძღვანელების მიერ განსაზღვრული მიმართულების შესაბამისად, წარმართავენ ქვემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილი დანაყოფები, რომლებიც ორგანიზებას გაუკეთებენ და ჩაატარებენ აუცილებელ ღონისძიებებს:
საქართველოს მხრიდან:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია– სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საერთაშორისო სასაზღვრო თანამშრომლობის განყოფილება;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარატამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება.
ლატვიის მხრიდან:
საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი დანაყოფი.
3. მხარეთა სტრუქტურული დანაყოფები უფლებამოსილნი არიან კომპეტენციის ფარგლებში გაცვალონ ინფორმაცია.
მუხლი 4🔗
მხარეთა დელეგაციების ვიზიტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გარდა საერთაშორისო მგზავრობისა, გაიღებს მიმღები მხარე.
მუხლი 5🔗
მხარეები დაიცავენ ერთმანეთის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, არ გამოიყენებენ აღნიშნულ ინფორმაციას ერთმანეთის ინტერესების საზიანოდ და არ გადასცემენ მესამე მხარეს ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 6🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელება არ მოახდენს გავლენას მხარეების მიერ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებებზე და არ იქნება გამოყენებული სხვა ქვეყნების ინტერესების, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
მუხლი 7🔗
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. მიღებული ოქმები ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. მისი ხელმოწერისთანავე უქმდება 2008 წლის 15 ოქტომბერს ხელმოწერილი „ხელშეკრულება ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის თანამშრომლობის შესახებ“.
ამ შეთანხმების მოქმედება წყდება ერთ-ერთი მხარის მიერ მეორისადმი ასეთი განზრახვის შესახებ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში 08.12.09, ორ
-ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლატვიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა ლატვიის რესპუბლიკის შინაგან
სამინისტროს სახელით საქმეთა სამინისტროს სახელით
გენერალ–მაიორი ზაზა გოგავა გენერალი ნორმუნდს გარბარსი