შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 20.04.1993
ძალაში შესვლა 05.07.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000043
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 19/12/1997
matsne.gov.ge 884 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.04.1993 მიღება
05.07.1994 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობა, რომლებიც შემდგომ მოიხსენიებიან „შეთანხმებაში მონაწილე მხარეებად“, სურთ  განამტკიცონ და განავითარონ ერთმანეთის დახმარებაზე, სუვერენულ თანასწორობასა და ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობაზე დამყარებული მეგობრული ურთიერთობანი; დარწმუნებულები იმაში, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობ 0ების განმტკიცებას; ხელმძღვანელობენ მეცნიერების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის, ახალგაზრდების გაცვლების, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სფეროში თანამშრომლობის გაადვილებისა და განვითარებისაკენ ლტოლვით; ესწრაფვიან რა იმ დებულებათა შესრულებას, რომლებიც ეხება კულტურულ განზომილებებს, რასაც შეიცავს ჰელსინკის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია ახალი ევროპისათვის და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის სხვა დოკუმენტები, კერძოდ, ე.უ.თ.ო.-ს მონაწილე სახელმწიფოების კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კრაკოვის სიმპოზიუმზე მიღწეული შეთანხმებები; ესმით რა ამ თანამშრომლობის ორმხრივი სარგებლიანობა; დაადგინეს, დადონ ეს შეთანხმება და ამ მიზნით მორიგდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებენ პიროვნების პატივისცემის, სინდისისა და რწმენის თავისუფლების, თავისუფალი ავტოექსპრესიის, სულიერ და კულტურულ ფასეულობათა აღიარების, გულახდილობის, ტოლერანტობის, კანონის უზენაესობის საფუძველზე, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების მშენებლობას.     მუხლი 2🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს ორი ქვეყნის მეცნიერთა, კვლევით დაწესებულებებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას. მხარეები იმოქმედებენ ნაცვალგების პრინციპით და შეეცდებიან სამეცნიერო თანამშომლობისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფას შემდეგი საშუალებებით: – მეცნიერ-მუშაკთა გაცვლა; – ერთობლივი გამოკვლევების განხორციელება; – ერთობლივი დაწესებულებების შექმნა; – ინფორმაციის, პუბლიკაციებისა და სამეცნიერო დოკუმენტაციების გაცვლა; – არქივებით, საბიბლიოთეკო ფონდებითა და სხვა წყაროებით თავისუფალი სარგებლობა; – ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება.     მუხლი 3🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ განათლებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას; შექმნიან უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებს, დაწყებით სკოლებს (ძირითადი, საშუალო და პროფესიონალური), სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აგრეთვე, მეცნიერებს, სტუდენტებსა და მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისათვის საჭირო პირობებს.     მუხლი 4🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ითანამშრომლებენ ეროვნული განათლების სისტემის განვითარების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის საქმეში, ისინი მხარს დაუჭერენ განათლების პრობლემებთან დაკავშირებული ერთობლივი საინფორმაციო ბანკის შექმნას, რომლის საორგანიზაციო საკითხები სპეციალურ ოქმში აისახება.     მუხლი 5🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ორმხრივად ცნობენ უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების დიპლომებს, სამეცნიერო ხარისხების მინიჭების დიპლომებს, დაწყებითი და საშუალო სკოლების დამთავრების ატესტატებს.     მუხლი 6🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებასა და პოპულარიზაციას პოლონეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე პოლონური ენისა და ლიტარატურისას – საქართველოს რესპუბლიკაში.     მუხლი 7🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში.     მუხლი 8🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ გაცვლებსა და თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების ყველა სფეროში, აგრეთვე შექმნიან შესაბამის შესაძლებლობებს ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და იმ პირებს შორის თანამშრომლობისათვის, რომლებიც ამ სფეროში მომოქმედებენ.     მუხლი 9🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ მხარეთა დაინტერესებას კულტურული მემკვიდრეობითა და თანამედროვე კულტურული მიღწევებით, ამ მიზნით, ორმხრივი დაინტერესებისა და ორივე მხარისათვის მოგების პრინციპით, ისინი მხარს დაუჭერენ: – გამოფენებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების გაცვლას; – მსახიობებისა და მსახიობთა დასების გაცვლას; – ლიტერატურული ნაწარმოების თარგმნასა და პუბლიკაციას, აგრეთვე მეორე სახელმწიფოს მხატვრული შემოქმედების მიღწევათა პოპულარიზაციას; – მეორე სახელმწიფოს მხატვრულ ნაწარმოებთა თეატრალურ სცენებზე, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზებში, კინოთეატრებში, ტელევიზიითა და რადიოთი პრეზენტაციას.     მუხლი 10🔗 შეთანხმებაში მონაწილე თითოეული მხარე ინტელექტუალურ და კულტურულ ფასეულობათა გავრცელებისა და პოპულარიზაციის გაადვილების მიზნით უზრუნველყოფს ორივე სახელმწიფოს მოქალაქეების საავტორო უფლებათა კანონიერ დაცვას.     მუხლი 11🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ორივე მხარის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მთლიანობის დაცვისათვის მის ტერიტორიაზე შეთანხმებაში მონაწილე მეორე მხარის ისტორიული ძეგლებისა და კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციისათვის.     მუხლი 12🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას არქივთმცოდნეობის სფეროში, კერძოდ: არქივებით სარგებლობის, გამოცდილების გაზიარების, პუბლიკაციებისა და მიკროფილმების გაცვლის გზით.     მუხლი 13🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას რადიომაუწყებლობაში, ტელევიზიასა და კინემატოგრაფიაში ამ სფეროში არსებული შეთანხმებების შესაბამისად.     მუხლი 14🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოს რესპუბლიკისა და პოლონეთის რესპუბლიკის ჟურნალისტთა ორგანიზაციებს, ორი ქვეყნის რედაქციებსა და პრესის სააგენტოებს  შორის თანამშრომლობისა და გაცვლების განვითარებას.     მუხლი 15🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობის განვითარებას სპორტის სფეროში ასპარეზობების ორგანიზებით, დელეგაციების, გუნდების, სპორტსმენების, მწვრთნელების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროს სპეციალისტების გაცვლით.     მუხლი 16🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას.     მუხლი 17🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას გამოიჩენენ ახალგაზრდული გაცვლებისადმი და მზად იქნებიან ამ სფეროში შესაბამისი კონტაქტების დასამყარებლად.     მუხლი 18🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები მხარს უჭერენ იმ სფეროებში თანამშრომლობას, რომლებიც იუნესკოს კომპეტენციას ეკუთვნიან.     მუხლი 19🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები შეიმუშავებენ აღნიშნული შეთანხმების შესრულების ფინანსური და საორგანიზაციო პირობების განმსაზღვრელ დროებითი აღსრულების პროგრამებს.     მუხლი 20🔗 ეს შეთანხმება იდება შეთანხმებაში მონაწილე ორივე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და ძალაში შედის მისი მიღების დამადასტურებელი ნოტების გაცვლის დღიდან.     მუხლი 21🔗 ეს შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით. მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, თუ შეთანხმებაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე ნოტების გაცვლის გზით, აღნიშნული პერიოდის დამთავრებამდე 6 თვით ადრე არ მოახდენს მის დენონსირებას. შესრულებულია ქ. თბილისში, 1993 წლის 20 აპრილს. ორ ეგზემპლარად, ქართულ და პოლონურ ენებზე. ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)