შეთანხმება საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 12.12.1996
ძალაში შესვლა 12.12.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000041
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 19/12/1997
matsne.gov.ge 827 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.1996 მიღება
12.12.1996 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 58.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს თადაცვის მინისტრსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დებულებებით, ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიით, 1994 წლის ვენის დოკუმენტით, ისწრაფვიან რა განავითარონ და განამტკიცონ სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოს სამხედრო ძალებსა და პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის, გამოხატავენ რა რწმენას, რომ მათ შორის სამხედრო სფეროში ორმხხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ურთიერთნდობის გაღრმავებას და ევროპასა და მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას, შეთანხმდნენ შემდგეზე:     მუხლი 1🔗 მხარეები განავითარებენ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: ა) უშიშროებისა და თავდაცვის კონვენციები, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს საკუთარი სახელმწიფოების, ევროპის უშიშროებას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სამშვიდობო მისიების პრობლემებს; ბ) შეიარაღებული ძალების მართვა და მათზე სამოქალაქო კონტროლი; გ) დარების მატერიალურ-ტექნიკური და ზურგის უზრუნველყოფა, საბრძოლო უზრუნველყოფა, შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა; დ) სამხედრო კადრების მომზადება; ე) სამხედრო სამართალი; ვ) სამხედრო საქმის ისტორია; ზ) სამხედრო მედიცინა; თ) კულტურა, სპორტი, სანატორიულ-საკურორტო მკურნალობა, დასვენება; ი) სხვა მიმართულებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.     მუხლი 2🔗 1. მხარეები სამხედრო თანამშრომლობას განახორციელებენ შემდეგი ფორმებით: ა) ოფიციალური ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები თავდაცვის მინისტრთა, საქართველოს სამხედრო ძალების მთავარი შტაბისა და პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსების ან სხვა პირთა დონეზე, რომელთაც უკავიათ ხელმძღვანელი თანამდებობები თავდაცვის სამინისტროებსა და შეიარაღებულ ძალებში; ბ) თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სამხედრო ძალების მთავარი შტაბისა და პოლონეთის რესპუბლკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, სამხედრო ნაწილების, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების და სამხედრო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენელთა ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები; გ) კონსულტაციები, გამოცდილების გაზიარება, სემინარები, კონფერენციები, გამოფენები; დ) სამხედრო სპეციალისტების მომზადება სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში, კურსებზე და სტაჟირების პერიოდში; ე) ურთიერთმიწვევები ტექნიკის, შეიარაღების დემონსტრაციაზე და ჯარების სწავლებაზე; ვ) პრესინფორმაციისა და სამხედრო პუბლიკაციების გაცვლა; ზ) კულტურული, სპორტული და რეკრიაციული ღონისძიებები; 2. წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესასრულებლად მხარეებს შეუძლიათ შექმნან ერთობლივი კომისიები ან სამუშაო ჯგუფები სამხედრო თანამშრომლობის საკითხების შესამუშავებლად, აგრეთვე აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეთა სამხედრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების წინამდებარე შეთანხმების დამატებითი ოქმების სახით დარეგულირება.     მუხლი 3🔗 1. თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ორმხრივი თანამშომლობის ყოველწლიური გეგმები. 2. მომდევნო წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებისათვის წინადადებების გაცვლა ხდება ყოველწლიუად 1 ოქტომბრამდე. 3. მომავალი წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა განისაზღვრება მხარეთა წარმომადგენლობის მიერ წინა წლის 30 ნოემბრამდე. 4. ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა შეიცავს: ა) ღონისძიებების სახეობებს, მათ ფორმას; ბ) ღონისძიებების რეალიზაციის დროს და ადგილს; გ) მონაწილეების რაოდენობას; დ) სხვა საკითხებს.     მუხლი 4🔗 მხარეები სამხედრო სფეროში თავიანთ ურთიერთობებში ეყრდნობიან საკუთარი სახელმწიფოების კანონმდებლობას.     მუხლი 5🔗 სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებების ჩატარების პერიოდში ხარჯები ნაწილდება შემდეგი სახით: ა) სატრანსპორტო ხარჯებს და დელეგაციების ფინანსურ უზრუნველყოფას თავის თავზე იღებს გამგზავნი მხარე; ბ) ღონისძიებების ჩატარების ადგილზე განთავსებასთან, კვებასთან, გადაადგილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს თავის თავზე იღებს მიმღები მხარე; გ) იმ შემთხვევაში, როცა დელეგაცია ჩამოდის სამხედრო თვითმფრინავით, მიმღები მხარე საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ეკიპაჟის წევრების კვებას, აგრეთვე ამ თვითმფრინავის მიღებას, სადგომს და დაცვას; დ)  გაუთვალიწინებელ შემთხვევაში სამედიცინო დახმარების გარანტიას იძლევა მიმღები მხარე. ავადმყოფის სამშობლოში ტრანსპორტირების ხარჯებს თავის თავზე იღებს გამგზავნი მხარე.     მუხლი 6🔗 მეორე მხარის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი მხარის წარმომადგენლები პასუხს აგებენ მათი იქ ყოფნის დროს მიყენებულ ზარალზე მიმღები მხარის კანონმდებლობის თანახმად. თუ ზარალი მიაყენეს სამხედრო ქონებას, მაშინ აღნიშნული საკითხი განიხილება მოლაპარაკებების გზით, სახელწიფოს ან საერთაშორისო ხელისუფლებებისადმი მიმართვის გარეშე. თუ ვერ ხერხდება სადავო საკითხების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, მაშინ მათი მოგვარება ხდება დიპლომატიური გზით.     მუხლი 7🔗 მხარეები იძლევიან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული იმ ცნობების დაცვის გარანტიას, რომლებიც მხარეთა კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებას წარმოადგენენ. შეთანხმების ჩარჩოებში მიღებულ ცნობებს ერთი მხარე არ გამოიყენებს მეორე მხარის საზიანოდ. ერთ-ერთი მხარის მიერ რომელიმე მესამე მხარისათვის აღნიშნული ცნობების გადაცემა ნებადართულია მხოლოდ მეორე მხარის შესაბამისი ორგანოების წერილობითი თანხმობით. საიდუმლო ცნობების პრინციპი წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში უფრო დაწვრილებით ცალკე შეთანხმებით განისაზღვრება.     მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმების დებულებების რეალიზაციის საკითხების გადასაწყვეტად მხარეები ერთმანეთს დაუკავშირდებიან დიპლომატიური არხებით.     მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ყოველი სადავო საკითხი წყდება დიპლომატიური გზით მესამე მხარის ჩარევის გარეშე.     მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს ორივე მხარის მიერ ნებისმიერ დროს, მეორე მხარის წერილობითი შეტყობინების გზით. ამასთან შეთანხმების მოქმედება წყდება ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ. შესრულებულია ქ. ვარშავაში „ 12 „ დეკემბერს 1996 წ., ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, პოლონურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექტს თანაბარი ძალა აქვს. განსხვავებული ინტერპრეტაციების შემთხვევაში ტექსტს რუსულ ენაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტი ვარდიკო ნადიბაიძე პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი სტანისლავ დობჟანსკი