,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016058
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 220211, 22/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №21/ნ

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფარასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანებ ით (სსმ III, 30.01.2009,№11, მუხ. 114) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნ ე ს ცვლილებები და დამატება და

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1”, „თ2”, „თ3”, „თ4”, „თ5” და „თ6” ქვეპუნქტები:

„თ1) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე განახორციელოს სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

თ2) უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;

თ3) უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით კვლევა;

თ4) შეიმუშაოს განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორები;

თ5) უზრუნველყოს თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

თ6) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს სისტემის გამართულ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა ს.”.

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიმდინარე საქმიანობას წარმართავს სააგენტოს დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.სააგენტოს დირექტორ ს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.”.

გ) მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს დირექტორს ჰ ყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი. მოადგილეების კომპეტენცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სააგენტოს დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.02.2011.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“?
„,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 18.02.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №21/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.016058.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“, №21/ნ, 18.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016058 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209840/