ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის კაპიტალდაბანდებების წახალისებისა და დაცვის შესახებ
მიღების თარიღი 15.02.1995
ძალაში შესვლა 15.02.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000010
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 09/12/1997
დოკუმენტის ტექსტი
ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის კაპიტალდაბანდებების წახალისებისა და დაცვის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .5in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ხელშეკრულება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის კაპიტალდაბანდებების წახალისებისა და დაცვის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა;
აპირებენ შექმნან საუკეთესო პირობები კაპიტალდაბანდებების განხორციელებისათვის თითოეული ქვეყნის მოქალაქეთა და კომპანიების მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე;
აღიარებენ, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებით ასეთი კაპიტალდაბანდებების ხელშეწყობა და ურთიერთდაცვა სტიმულს მისცემს კერძო ბიზნესის ინიციატივას და აამაღლებს ორივე ქვეყნის ხალხების კეთილდღეობას;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. განმარტებები
წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის
(ა) „კაპიტალდაბანდებები“ ნიშნავს ყველა სახის ქონებრივ ფასეულობას და კერძოდ მოიცავს (თუმცა ამით არ შემოიფარგლება):
(i) მოძრავ და უძრავ ქონებას, აგრეთვე ყველა სახის ქონებრივ უფლებას, როგორიცაა დაგირავება, იპოთეკა თუ თავდებით დადგომა;
(ii) კომპანიებში წილობრივი, სააქციონერო კაპიტალით, ობლიგაციებით და სხვა გზით მონაწილეობის უფლებებს;
(iii) მოთხოვნის უფლებას თანხაზე, ან ისეთი სახის საკონტაქტო საქმიანობაზე, რასაც ფინანსური ღირებულება გააჩნია;
(iv) უფლებებს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, არამატერიალურ აქტივებს, ტექნიკურ პროცესებს და ნოუ–ჰაუს;
(v) კანონით ან კონტრაქტით დადგენილ საქმიან კონცესიებს, მათ შორის ბუნებრივი რესურსების ძიებას, გადამუშავებას, ექსტრაგირებას და ექსპლუატაციას.
ფასეულობათა დაბანდების სახის შეცვლა არ იწვევს მათი არსის, როგორც კაპიტალდაბანდებათა ცვლილებას და ტერმინი „კაპიტალდაბანდებები“ მოიცავს ყველა კაპიტალდაბანდებას, რომელიც განხორციელდა წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღამდე ან მის შემდეგ.
(ბ) ტერმინი „შემოსავალი“ ნიშნავს თანხებს, მიღებულს კაპიტალდაბანდებებიდან, და კერძოდ მოიცავს (თუმცა ამით არ შემოიფარგლება) მოგებას, პროცენტს, დივიდენდს, ამონაგებსკაპიტალიდან, როიალტის და ლიცენზიურ ანაზღაურებას.
(გ) ტერმინი „მოქალაქეები“ გულისხმობს:
(i) საქართველოს რესპუბლიკისათვის: ფიზიკურ პირებს, რომლებიც იღებენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის სტატუსს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით;
(ii) გაერთიანებული სამეფოსათვის: ფიზიკურ პირებს, რომლებიც იღებენ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქის სტატუსს გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის მიხედვით.
(დ) ტერმინი „კომპანიები“ ნიშნავს:
(i) საქართველოს რესპუბლიკისათვის: საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ეკონომიკური საქმიანობის ნებისმიერ იურიდიულ პირს, დამოუკიდებლად იმისა, არის თუ არა მათი საქმიანობა მიმართული მოგების მიღებაზე;
(ii) გაერთიანებული სამეფოსათვის: კორპორაციები, ფირმები და ასოციაციები, რომლებიც შექმნილია ან რეგისტრირებული არიან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით გაერთიანებული სამეფოს ნებისმიერ ნაწილში ან ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულება მოცემული ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად.
(ე) ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს:
(i) საქართველოს რესპუბლიკისათვის: საქართველოს რესპუბლიკა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული წყლებითა და ტერიტორიული წყლების მიღმა ზღვის რაიონით, რომელიც აღნიშნულია ან მომავალში შეიძლება აღინიშნოს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით საერთაშორისო სამართლის შესაბამისად როგორც ტერიტორია, რომლის ფარგლებში საქართველოს რესპუბლიკას შეუძლია განახორციელოს უფლებები ზღვის ფსკერთან, ნიადაგისქვეშა ფენებთან და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით;
(ii) გაერთიანებული სამეფოსათვის: დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთი ირლანდია გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული წყლებითა და ტერიტორიული წყლების მიღმა ზღვის რაიონით, რომელიც აღნიშნულია ან მომავალში შეიძლება აღინიშნოს გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით საერთაშორისო სამართლის შესაბამისად როგორც ტერიტორია, რომლის ფარგლებში გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია განახორციელოს უფლებები ზღვის ფსკერთან, ნიადაგისქვეშა ფენებთან და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით და ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულება ამავე ხელშეკრულების მე-12 მუხლის დებულებების თანახმად.
მუხლი 2🔗. კაპიტალდაბანდებების წახალისება და დაცვა
(1) თითოეული მონაწილე მხარე საკუთარ ტერიტორიაზე ხელს შეუწყობს და შეუქმნის საუკეთესო პირობებს მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეებს ან კომპანიებს დააბანდოს კაპიტალი, და დაეყრდნობა რა უფლებას თავისი კანონმდებლობის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებაზე, სცნობს ამ კაპიტალს.
(2) თითოეული მონაწილე მხარის მოქალაქეების ან კომპანიების კაპიტალდაბანდებები უნდა სარგებლობდნენ სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის რეჟიმით და უნდა სავსებით დაცული იქნან მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე. არც ერთმა მონაწილე მხარემ, დაუსაბუთებლად თუ დისკრიმინაციული ხერხებით არ უნდა შეუშალოს ხელი თავის ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეებს ან კომპანიებს კაპიტალდაბანდებათა წარმართვაში, გამგებლობაში, გამოყენებაში, სარგებლობასა და გადაცემაში.
თითოეული მონაწილე მხარე ვალდებულია შეასრულოს მოვალეობები, რომლებიც ეხება მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეების ან კომპანიების კაპიტალდაბანდებებს.
მუხლი 3🔗. ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის დებულებები
(1) არ შეიძლება რომელიმე მონაწილე მხარემ თავის ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეების ან კომპანიების კაპიტალდაბანდებებისა და შემოსავლების მიმართ გამოიყენოს ნაკლებად ხელშემწყობი რეჟიმი, ვიდრე იგი იყენებს თავისი მოქალაქეების ან კომპანიების კაპიტალდაბანდებათა და შემოსავლების მიმართ ან რომელიმე მესამე სახელმწიფოს მოქალაქეების ან კომპანიების კაპიტალდაბანდებებისა და შემოსავლების მიმართ.
(2) არ შეიძლება რომელიმე მონაწილე მხარემ თავის ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეებს ან კომპანიებს შეუქმნას ნაკლებად ხელშემწყობი რეჟიმი კაპიტალდაბანდებათა მართვაში, გამგებლობაში, გამოყენებაში, სარგებლობასა და გადაცემაში, ვიდრე იგი უქმნის თავის მოქალაქეებს ან კომპანიებს, ან რომელიმე მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებს ან კომპანიებს.
(3) გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით მიღებულია, რომ ამ მუხლის (1) და (2) პარაგრაფებით აღწერილი რეჟიმი ეხება წინამდებარე შეთანხმების 1 – 11 მუხლის დებულებებს.
მუხლი 4🔗. ზარალის ანაზღაურება
(1) თუ ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოქალაქეების ან კომპანიების კაპიტალდაბანდებებმა განიცადეს ზარალი მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, რაც გამოწვეული იყო ომით ან შეიარაღებული კონფლიქტით, რევოლუციით, საგანგებო მდგომარეობით, აჯანყებით, ბუნტით ან მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მომხდარი არეულობით, ამ მეორე მხარემ არ შეიძლება შეუქმნას პირველი მონაწილე მხარის კაპიტალდაბანდებებს ნაკლებად ხელშეწყობის რეჟიმი რესტიტუციის, ზარალი ანაზღაურების, კომპენსაციის ან სხვა სახით მოგვარებისას, ვიდრე იგი უქმნის თავის საკუთარ მოქალაქეებს ან კომპანიებს, ან რომელიმე მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებს ან კომპანიებს. საბოლოო გადასახადი თავისუფლად ტრანსფერებადი უნდა იყოს.
(2) წინამდებარე მუხლის (1) პარაგრაფისათვის ზიანის მიუყენებლად, ერთი მონაწილე მხარის მოქალაქეები ან კომპანიები, რომლებიც ამ პარაგრაფში ნახსენებ ნებისმიერ სიტუაციაში განიცდიან დანაკარგებს მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე გამომდინარე:
(ა) მათი საკუთრების რეკვიზიციიდან ამ სახელმწიფოს ძალების ან ხელისუფლების მიერ; ან
(ბ) მათი საკუთრების განადგურებიდან ამ სახელმწიფოს ძალების ან ხელისუფლების მიერ, რაც არ იყო გამოწვეული საომარი მოქმედებებით, ან არ იყო ნაკარნახევი მდგომარეობის აუცილებლობით,
ექვემდებარებიან რესტიტუციას ან ადეკვატურ კომპენსაციას. საბოლოო გადახდები თავისუფლად ტრანსფერებადი უნდა იყოს.
მუხლი 5🔗. ექსპროპრიაცია
(1) თითოეული მონაწილე მხარის მოქალაქეების ან კომპანიების კაპიტალდაბანდებები არ უნდა იყოს ექსპროპრირებული, ნაციონალიზებული, ან მოქცეული რაიმე სხვა მისი შედეგებით ნაციონალიზაციისა და ექსპროპრიაციის (აქ და შემდგომში ნახსენები, როგორც „ექსპროპრიაცია“) ტოლფასი ღონისძიებების ქვეშ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, თუკი ეს არ ეხება ამ პირველი მონაწილე მხარის საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელებას შიგა მოთხოვნილებებზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე და სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის სანაცვლოდ. ასეთი კომპენსაცია ეკვივალენტური უნდა იყოს ექსპროპრიირებული კაპიტალდაბანდებების ჭეშმარიტი ღირებულებებისა, განსაზღვრული უშუალოდ ექსპროპრიაციის განხორციელებამდე ან მოსალოდნელი ექსპროპრიაციის ოფიციალურად გამოცხადებამდე, ამ ორიდან რომელიც უფრო ადრინდელია. კომპენსაცია უნდა შეიცავდეს ნორმალურ კომერციულ დონეზე პროცენტს გადახდის დღემდე, უნდა განხორციელდეს დაყოვნების გარეშე, უნდა იყოს ეფექტურად რეალიზებადი და თავისუფლად ტრანსფერებადი. მოქალაქეს ან კომპანიას, რომელიც დაზარალდა, უნდა ჰქონდეს უფლება იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ახორციელებს ექსპროპრიაციას, სასწრაფოდ შეასწავლოს ამ მხარის იურიდიულ ან დამოუკიდებელ უფლებამოსილ პირს მოქალაქის ან კომპანიის საქმე და მოქალაქის ან კომპანიის კაპიტალდაბანდებების ფასეულობა მოცემულ პარაგრაფში წარმოდგენილი პრინციპების შესაბამისად.
(2) სადაც ერთი მონაწილე მხარე ახორციელებს საკუთრების ექსპროპრიაციას კომპანიისა, რომელიც შექმნილი ან რეგისტრირებული არის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი ტერიტორიის რომელიმე ნაწილში, და რომელშიც მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეებს ან კომპანიებს აქვთ წილი, მან უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პარაგრაფის განხორციელება იმ ზომით, რომელიც საჭიროა, რათა გარანტირებულ იქნეს სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაცია მეორე მხარის იმ მოქალაქეების და კომპანიების კაპიტალდაბანდებებისა, რომლებიც არიან ამ წილის მფლობელები.
მუხლი 6🔗. კაპიტალდაბანდებების და შემოსავლების რეპატრიაცია
თითოეულმა მონაწილე მხარემ მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეებს ან კომპანიებს მათი კაპიტალდაბანდებების და შემოსავლების შეუზღუდავი ტრანსფერტის გარანტია უნდა მისცეს. ტრანსფერტი უნდა განხორციელდეს ყოველგვარი გადავადების გარეშე იმ სახის კონვერტირებადი ვალუტით, რომელშიც მოხდა პირველადი კაპიტალდაბანდება ან სხვა სახის კონვერტირებადი ვალუტით ინვესტორსა და მონაწილე მხარეს შორის შეთანხმების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული ინვესტორის მიერ, ტრანსფერტები უნდა განხორციელდეს ტრანსფერტის თარიღისათვის არსებული სავალუტო კურსით სავალუტო გაცვლის შესახებ მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 7🔗. გამონაკლისები
წინამდებარე ხელშეკრულების დებულებანი ისეთი რეჟიმის მინიჭების შესახებ, რომელიც არანაკლებ ხელშემწყობია, ვიდრე რეჟიმი გამოყენებული თვით მონაწილე მხარის ან რომელიმე მესამე სახელმწიფოს მოქალაქეების ან კომპანიების მიმართ, არ იქნება გაგებული, როგორც ერთი მონაწილე მხარის ვალდებულება განავრცოს მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეებზე ან კომპანიებზე ნებისმიერი რეჟიმის სარგებლიანობა, უპირატესობა ან პრივილეგია, რომელიც გამოწვეულია:
(ა) არსებული ან მომავალი საბაჟო კავშირებით ან სხვა მსგავსი საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელიც თითოეული მონაწილე მხარე არის ან შეიძლება გახდეს მონაწილე; ან
(ბ) ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რომელიც მთლიანად ან ძირითადად ეხება დაბეგვრას, ან ადგილობრივი კანონმდებლობით, რომელიც მთლიანად ან ძირითადად ეხება დაბეგვრას.
მუხლი 8🔗. საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრთან ურთიერთობა
(1) ყოველი მონაწილე მხარე აცხადებს თანხმობას წარუდგინოს საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ცენტრი“) მორიგებით ან არბიტრაჟით მოგვარებისათვის ნებისმიერი იურიდიული დავა, რომელიც წარმოიშობა ამ მონაწილე მხარესა და მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეს ან კომპანიას შორის ამ უკანასკნელის კაპიტალდაბანდებებთან დაკავშირებით პირველი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, შესაბამისად, კონვენციისა სახელმწიფოთა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების მოგვარების შესახებ, რომელზეც ხელის მოწერა დაიწყო ვაშინგტონში 1965 წლის 18 მარტს.
(2) საქართველოს რესპუბლიკის ამ მუხლის პირველ პარაგრაფში ნახსენებ კონვენციაში გაწევრიანებამდე აქ აღნიშნული დავები გადაეცემა განსახილველად ცენტრს იმ წესების თანახმად, რომელთა მეშვეობით იმართება „დამატებითი პირობები ცენტრის სამდივნოს მიერ მორიგების, არბიტრაჟისა და ფაქტების დადგენის პროცედურების გატარებისთვის“ („დამატებითი პირობების წესები“).
(3) კომპანია, რომელიც შექმნილი ან რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე და რომელშიც ამ დავის წამოჭრამდე უდიდესი წილი მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეებს ან კომპანიებს ეკუთვნით, კონვენციის 25-ე მუხლის მეორე პარაგრაფის (ბ) ქვეპარაგრაფის თანახმად უნდა ჩაითვალოს მეორე მონაწილე მხარის კომპანიად.
(4) რაიმე ამგვარი დავის წარმოშობის შემთხვევაში, თუ სამი თვის განმავლობაში არ მოხერხდა მხარეთა შორის დავის გადაწყვეტა ადგილობრივი საშუალებებით ან სხვა რაიმე გზით, მაშინ თუკი დაზარალებული მოქალაქე ან კომპანია ასევე განაცხადებს წერილობით თანხმობას გადაეცეს სადავო საკითხი „ცენტრს“ მოსაგვარებლად მორიგების ან არბიტრაჟის გზით „კონვენციის“ საფუძველზე, ორივე მხარეს შეუძლია დანიშნოს სასამართლო განხილვა „ცენტრის“ გენერალური მდივნისადმი თხოვნის მიმართვით, როგორც ეს დადგენილია „კონვენციის“ 28-ე და 36-ე მუხლებში. დაზარალებულ მოქალაქეს ან კომპანიას უთანხმოების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ამორჩევის უფლება მომრიგებელ სასამართლოს ან არბიტრაჟს შორის იმის მიხედვით, თუ რომელი პროცედურაა მისთვის უფრო მისაღები. დავის მონაწილე მხარემ საქმის განხილვის ან იძულებითი გადაწყვეტილების არც ერთ ეტაპზე არ უნდა წამოაყენოს პრეტენზიის სახით ის ფაქტი, რომ მოქალაქემ ან კომპანიამ, რომელიც წარმოადგენს დავის მონაწილე მეორე მხარეს, მიიღო სადაზღვევო კონტრაქტით გათვალისწინებული მოქალაქის ან კომპანიის მთლიანი ან ნაწილობრივი დანაკარგების კომპენსაცია.
(5) არც ერთი მონაწილე მხარე არ გადაწყვეტს „ცენტრში“ გადაცემულ დავას დიპლომატიური არხების საშუალებით, სანამ:
(ა) ცენტრის გენერალური მდივანი, მომრიგებელი კომისია, ან კომისიის მიერ დაფუძნებული სამედიატორო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მოცემული სადავო საკითხი არ ექვემდებარება ცენტრის იურისდიქციას; ან
(ბ) მეორე მონაწილე მხარე არ შეასრულებს ან არ დაემორჩლება არბიტრაჟს მიერ გამოტანილ რაიმე გადაწყვეტილებას.
მუხლი 9🔗. დავა მონაწილე მხარეთა შორის
(1) დავა მონაწილე მხარეთა შორის, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულების განმარტების ან გამოყენების გამო, შეძლებისდაგვარად მოგვარდება დიპლომატიური არხების საშუალებით.
(2) თუ დავა არ გადაწყდება ამ საშუალებით, მაშინ მონაწილე მხარეთაგან ერთ-ერთის მოთხოვნის საფუძველზე, ეს საქმე განსახილველად გადაეცემა სამედიატორო სასამართლოს.
(3) სამედიატორო სასამართლო ცალკე იქმნება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის შემდეგნაირად. არბიტრაჟის მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში მონაწილე მხარეთაგან ყოველი ნიშნავს სამედიატორო სასამართლოს თითო წევრს. ეს ორი წევრი ამოირჩევს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელიც ორი მონაწილე მხარიის თანხმობით უნდა დაინიშნოს სამედიატორო სასამართლოს თავჯდომარედ. თავმჯდომარე დაინიშნება ორი წევრის არჩევიდან ორი თვის განმავლობაში.
(4) თუ მოცემული მუხლის მე-3 პარაგრაფში აღნიშნულ პერიოდში არ მოხდა აუცილებელი დანიშვნები, სხვა რომელიმე მარეგულირებელი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, მონაწილე მხარეთაგან ნებისმიერს უფლება აქვს მიმართოს საერთაშორისო უმაღლესი სასამართლოს პრეზიდენტს, რათა ამ უკანასკნელმა მოახდინოს შესაბამისი დანიშვნები. თუ პრეზიდენტი ერთ–ერთი მონაწილე მხარის მოქალაქეა, ან თუ ის რაღაც მიზეზის გამო ვერ ასრულებს ნახსენებ ფუნქციას, მაშინ შესაბამისი დანიშვნები უნდა გააკეთოს ვიცე-პრეზიდენტმა. თუ ვიცე-პრეზიდენტი არის მონაწილე მხარეთაგან ერთ-ერთის მოქალაქე, ან თუ ისიც სხვა რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს აღნიშნული ფუნქციის შესრულებას, მაშინ შესაბამისი დანიშვნები უნდა გააკეთოს უმაღლესი სასამართლოს რანგით შემდეგმა წევრმა, რომელიც არ იქნება მონაწილე მხარეთაგან ერთ-ერთის მოქალაქე.
(5) სამედიატორო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იქნება ორივე მხარისათვის. მონაწილე მხარეთაგან თითოეული უზრუნველყოფს სასამართლოს თავისი წევრის და სამედიატორო პროცესებში თავისი წარმომადგენლობის მატერიალურ ანაზღაურებას. თავჯდომარისა და სხვა დარჩენილ ხარჯებს ორივე მხარე გაინაწილებს თანაბრად. სამედიატორო სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებით შეუძლია ხარჯები გადაანაწილოს და ერთ-ერთი მონაწილე მხარეს ხარჯების გადახდის უფრო დიდი წილი მიაკუთვნოს და ეს გადაწყვეტილება ორივე მხარეს ავალდებულებს. სამედიატორო სასამართლო თვითონ აწესებს თავის პროცედურებს.
მუხლი 10🔗. სუბროგაცია
(1) თუ ერთ-ერთი მონაწილე მხარე ან მის მიერ დანიშნული შუამავალი (პირველი მონაწილე მხარე) ახდენს გადახდას გარანტიით გაცემულ კაპიტალდაბანდებაზე მეორე მონაწილე მხარის (მეორე მონაწილე მხარე) ტერიტორიაზე, მეორე მონაწილე მხარემ უნდა აღიაროს:
(ა) პირველ მონაწილე მხარისათვის დაზღვეული მხარის ყველა უფლებებისა და პრეტენზიების გადაცემა კანონით ან იურიდიული გარიგებით, და
(ბ) რომ პირველი მონაწილე მხარე უფლებამოსილია გამოიყენოს ეს უფლებები და წამოაყენოს პრეტენზიები სუბროგაციის საშუალებით ისევე, როგორც დაზღვეულ მხარეს.
(2) პირველ მონაწილე მხარეს ნებისმიერ შემთხვევაში მიენიჭება ისეთივე რეჟიმი:
(ა) უფლებებსა და პრეტენზიებისადმი დამოკიდებულებაში, რომლებიც მან მიიღო ზემოთ მოხსენიებული გადაცემის გზით; და
(ბ) ყოველგვარ გადასახადებთან დამოკიდებულებაში, რომლებიც მან მიიღო ამ უფლებებისა და პრეტენზიების აღსრულების საფუძველზე, როგორიც დაზღვეულ მხარეს ჰქონდა უფლება მიეღო თავისი უფლებამოსილებით მოცემული ხელშეკრულების საშუალებით კაპიტალდაბენდებასთან და მისგან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით.
(3) ნებისმიერი გადახდები, რომლებიც მიღებულია არაკონვერტირებადი ვალუტის სახით პირველი მონაწილე მხარის მიერ, მიღწეული უფლებებისა და პრეტენზიების თანახმად, უნდა იყოს გამოსადეგი პირველი მონაწილე მხარის მიერ ნებისმიერი ხარჯის გაწევისთვის მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 11🔗. სხვა წესების გამოყენება
თუ რომელიმე მონაწილე მხარის კანონმდებლობა ან მონაწილე მხარეების აწ არსებული ან შემდგომში ჩამოყალიბებული ურთიერთვალდებულებები საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულების დამატებით, შეიცავენ ზოგად ან სპეციფიკურ დებულებებს, რომლებიც ანიჭებენ მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეების ან კომპანიების კაპიტალდაბანდებებს უფრო ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე იძლევა წინამდებარე ხელშეკრულება, მაშინ მოცემული დებულებები უნდა პრევალირებდეს წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამის დებულებებზე, იმდენად, რამდენადაც ისინი მეტად ხელსაყრელნი არიან.
მუხლი 12🔗. მოქმედების ზონა
აღნიშნული ხელშეკრულების დღიდან, ან ამის შემდეგ ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების დებულებები შეიძლება გავრცელდეს იმ ტერიტორიებზე, რომელთა საგარეო ურთიერთობებზეც გაერთიანებული სამეფოს მთავრობაა პასუხისმგებელი, რაც შეთანხმდება მონაწილე მხარეთა შორის ნოტების გაცვლით.
მუხლი 13🔗. ძალაში შესვლა
აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.
მუხლი 14🔗. მოქმედების ვადა და შეწყვეტა
ეს ხელშეკრულება ძალაში რჩება ათი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ამოიწურება თორმეტი თვე იმ დღიდან, როდესაც ნებისმიერი მონაწილე მხარე მეორეს გაუგზავნის შეტყობინებას ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. იმ კაპიტალდაბანდებებთან მიმართებაში, რომლებიც განხორციელებული იყო წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე, ხელშეკრულების დებულებები დარჩება მოქმედებაში მისი ანულირების თარიღიდან შემდეგი ოცი წლის განმავლობაში და შემდგომში საყოველთაო საერთაშორისო სამართლის წესების გამოყენებაში დარღვევის გარეშე.
ამის დასტურად, შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელისმომწერებმა ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ ხელშეკრულებას.
ხელმოწერილია 1995 წლის „15“ თებერვალს, ქ. ლონდონში, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამავე დროს ორივე ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)