ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №18/ნ
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.022.016056
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,796 სიტყვა · ~14 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.BodyTextChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.CharChar2 { } span.CharChar1 {} span.CharChar {} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.9pt 56.9pt 49.65pt 56.9pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება  №18/ნ 2011 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ მ” ქვეპუნქტის და „ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების“ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის № 15/ნ ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. შაშკინი ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს პირის მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ასევე ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ძირითადად დამოუკიდებლად დაძლევა ს. 2. ექსტერნი წარმოადგენს პირს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით დარეგისტრირდება, როგორც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი პირი.     მუხლი 2🔗. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის უფლება პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ასევე ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.     მუხლი 3🔗. ექსტერნების რეგისტრაციაზე და ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები 1. ზოგადი განათლების კლასის/კლასების, ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ დებულების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი). 2. ზოგადი განათლების კლასის/კლასების, ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა (შემდგომში – სკოლა).     მუხლი 4🔗. ექსტერნატის ფორმით ჩასაბარებელი საგნები და გამოცდისათვის მომზადება 1. ზოგადი განათლების კლასის/კლასების, ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა თითოეულ კლასში და საგანში ტარდება ცალ-ცალკე. 2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება შესაბამისი კლასისათვის „ ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებით (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში და ექსტერნის მიერ არჩევითი საგნებიდან შერჩეულ საგანში/საგნებში.  3 . ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების დაძლევა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. ექსტერნები, რომლებიც ექსტერნატის გამოცდებს აბარებენ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენებში აბარებენ შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით. 4 . სკოლა, რომელმაც უნდა ჩაატაროს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების კლასის/კლასების, ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების დაძლევის გამოცდები, ვალდებულია: ა) ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების მიზნით სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შექმნას საგამოცდო კომისია. საგამოცდო კომისია შედგება იმ სკოლის დირექციის წარმომადგენლისაგან, სადაც ტარდება ექსტერნატის გამოცდა, მინიმუმ ერთი იმ საგნის მასწავლებელთაგან, რომელშიც ტარდება ექსტერნატის გამოცდა და იმ რესურსცენტრის წარმომადგენლისაგან, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს სკოლა; ბ) უზრუნველყოს ექსტერნი ყველა საგამოცდო საგანში კონსულტაციის მიღებით;  გ) უზრუნველყოს ექსტერნი ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული ყველა საჭირო სასწავლო ლიტერატურით და სკოლაში არსებული ტექნიკური საშუალებებით.  5 . რესურსცენტრი, რომელშიც ექსტერნი დარეგისტრირდა, ვალდებულია უზრუნველყოს ექსტერნებისათვის ამ დებულების ხელმისაწვდომობა. 6 . ზოგადი განათლების კლასის/კლასების, ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე დაკვირვების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დანიშნოს დამკვირვებლები.     მუხლი 5🔗. ექსტერნების რეგისტრაცია 1. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით: ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა; ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად. 2. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს: ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება: ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი); ა.ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასი/კლასები, ცალკეულ კლასში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს; ა.გ) ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური); ა.დ) უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ა.ე) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს; ა.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს; ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი , რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს „საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის №1163 ბრძანებით დადგენილი წესით; დ) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით. 3. რესურსცენტრი, ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რესურსცენტრის გადაწყვეტილება პირის ექსტერნად რეგისტრაციის შესახებ ფორმდება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თითოეული ექსტერნისათვის შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ჩამონათვალს, რომლის დაძლევაც უნდა განხორციელდეს ექსტერნატის ფორმით, ენობრივი თავისებურებების მითითებით; ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში შემავალ საგანს/საგნებს, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნს; გ) უცხო ენას/ენებს, რომელშიც თითოეულ ექსტერნს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; დ) იმ სკოლის სახელწოდებას და მისამართს, რომელმაც უნდა ჩაატაროს ექსტერნატის გამოცდა. 4. რესურსცენტრი, თუ მის სამოქმედო ტერიტორიაზე არ არსებობს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს შესაბამის არაქართულ ენაზე, უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი უთხრას არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს ექსტერნად დარეგისტრირებაზე და ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველთან შეთანხმებით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები სარეგისტრაციოდ გადაუგზავნოს იმ რესურსცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებას.     მუხლი 6🔗. ექსტერნატის გამოცდის ორგანიზება 1. რესურსცენტრი პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ რესურსცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, სკოლას, მის მიერ ჩასატარებელ ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებით, უგზავნის ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს ექსტერნების მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ დოკუმენტიაციასთან ერთად და უზრუნველყოფს ექსტერნებისათვის მის ხელმისაწვდომობას. 2 . ექსტერნატის გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფისათვის, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგამოცდო ტესტების შექმნას და მათ ექსტერნატის გამოცდაზე მიტანას უზრუნველყოფს შესაბამისი სკოლა და პასუხისმგებელია საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრულ დაცვაზე.     მუხლი 7🔗. ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადები და ექსტერნატის გამოცდის განრიგი 1. ექსტერნატის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადებს ადგენს სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადების დაცვით, ექსტერნატის გამოცდის ჩატარების განრიგს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შესაბამისი სკოლის დირექტორი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განრიგი შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნე ს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადებში ზოგადი განათლების რამდენიმე კლასის საგნის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის შესაძლებლობა. 4. ფორსმაჟორული გარემოების არსებობისას სკოლა ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამინისტროს. ექსტერნატის გამოცდა ტარდება ამ გარემოების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად.     მუხლი 8🔗. ექსტერნატის გამოცდაზე დასწრება 1. ექსტერნატის გამოცდების მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა: ა) სამინისტროსა და რესურსცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები; ბ) მეთვალყურე – რესურსცენტრის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების პროცესს. 2. ექსტერნატის გამოცდების მიმდინარეობისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ხელი არ უნდა შეუშალონ საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ექსტერნის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.     მუხლი 9🔗. ექსტერნატის გამოცდის პროცედურა 1. ექსტერნატის გამოცდების დაწყებამდე ექსტერნების წერითი ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნველსაყოფად სკოლის მიერ ხდება საგამოცდო ტესტების კოდირება. 2. ექსტერნი უნდა გამოცხადდეს ექსტერნატის გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და გაიაროს რეგისტრაცია. 3. რეგისტრაციის გასავლელად ექსტერნი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე სანოტარი წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. 4. რეგისტრაციის შემდეგ ექსტერნი განთავსებულ იქნება მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან. 5. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე ექსტერნი ექსტერნატის გამოცდაზე არ დაიშვება. 6. ექსტერნატის გამოცდაზე გამოუცხადებლობა ექსტერნს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ექსტერნატის გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა. 7. ტესტზე მუშაობის დაწყებამდე ექსტერნი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით. 8. გამოცდის დაწყებამდე ექსტერნებს მოკლედ გააცნობენ გამოცდის ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მათ უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე ექსტერნებს არ ჰქონდეთ მუშაობის დაწყების საშუალება. 9. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში ექსტერნს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი მეთვალყურის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირის თანხმობით. 10. საგამოცდო დროის ამოწურვის ან ექსტერნის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ მეთვალყურე ამოწმებს თითოეული ექსტერნის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე კოდის დაუზიანებლობას და ექსტერნის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.     მუხლი 10🔗. ექსტერნის ვალდებულებები 1. ექსტერნატის გამოცდებზე ექსტერნი ვალდებულია: ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე; ბ) თან იქონიოს ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი); გ) სამუშაოს დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს საგამოცდო უწყისში; დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და მეთვალყურის მითითებანი. 2. ექსტერნატის გამოცდის მსვლელობისას ექსტერნს უფლება აქვს თან იქონიოს: ა) წყალი; ბ) პირადი ჰიგიენის საგნები; გ) ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. 3. ექსტერნატის გამოცდების მსვლელობისას ექსტერნს ეკრძალება: ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა; ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება; გ) პასუხების ფურცლის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე,...) მელნის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან; დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ექსტერნებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; ე) საგამოცდო ადგილის უნებართვოდ დატოვება. საგამოცდო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ დებულების მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილ ერთ-ერთ პირთან ერთად; ვ) სამუშაო მაგიდაზე ტესტურ დავალებათა რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება; ზ) საგამოცდო ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის მითითების გარეშე; თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ საგამოცდო ტესტზე მუშაობის გაგრძელება.     მუხლი 11🔗. საგამოცდო პროცესის კონტროლი 1. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთების აღმოჩენისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ ბ”–„ ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება. 2. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენაში შემჩნეულ ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება და ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი. 3. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ბ”–„ ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ექსტერნი მოიხსნება ექსტერნატის გამოცდიდან. 4. გაფრთხილების გარეშე ექსტერნის მოხსნა ექსტერნატის გამოცდიდან შესაძლებელია: ა) ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში; ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხ ყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში. 5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები ფორმდება რესურსცენტრის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმებით, რომელთა ფორმა დამტკიცებულია რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 12🔗. ექსტერნების ნაშრომების გასწორება 1. ექსტერნატის გამოცდაზე ექსტერნის შეფასება ხდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ ა” ქვეპუნქტის საფუძველზე შექმნილი საგამოცდო კომისიის მიერ გამოცდის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში. 2 . გამსწორებლებისთვის არ უნდა იქნე ს ცნობილი იმ ექსტერნის სახელი და გვარი, რომელმაც შეავსო საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცელი. 3 . საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებულ იქნება ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას (რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან), არ გასწორდება. 4 . სკოლა ექსტერნატის გამოცდების ჩატარებიდან არა უგვიანეს 7 დღისა უზრუნველყოფს სკოლის მიერ ჩატარებული ექსტერნატის გამოცდაზე გამოყენებული საგამოცდო ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სკოლის შენობაში საჯარო გაცნობის მიზნით.     მუხლი 13🔗. ექსტერნის შეფასება 1. ექსტერნის შეფასება ხდება 10- ქულიანი სისტემის მეშვეობით. 2. ექსტერნატის გამოცდაზე ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება არანაკლებ 4 ქულისა, დამრგვალების გარეშე. ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის წარმატებით დაძლევისათვის ექსტერნის მიერ საგამოცდო საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამრგვალების შედეგად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5.1 ქულას. 3 . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოცდო საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული მრგვალდება ათეულის სიზუსტით (მაგალითად, 6.55 მრგვალდება 6.6-ზე, 7.58 მრგვალდება 7.6-ზე, ხოლო 9.43 მრგვალდება 9.4-ზე). აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა შეფასება, რომელიც მეტია 5.0-ზე და ნაკლებია 5.1-ზე მრგვალდება 5.1-მდე.     მუხლი 14🔗. ექსტერნატის გამოცდის შედეგები 1. სკოლის დირექტორი ამ დებულების მე- 12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღისა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ექსტერნატის გამოცდების შედეგებს, კერძოდ: ა) ექსტერნატის გამოცდაზე მიღებული შეფასებების მითითებით იმ ექსტერნების ნუსხას, რომლებმაც ექსტერნატის გამოცდა დაძლიეს წარმატებით; ბ) ექსტერნატის გამოცდაზე მიღებული შეფასებების მითითებით იმ ექსტერნების ნუსხას, რომლებმაც ექსტერნატის გამოცდები ვერ დაძლიეს. 2 . ექსტერნების განცხადებები, წერითი ნამუშევრები, ექსტერნატის გამოცდასთან დაკავშირებული და ექსტერნების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია ინახება სკოლაში , რომელმაც ჩაატარა გამოცდა. სკოლის მიერ ჩატარებულ ექსტერნატის გამოცდაზე შექმნილი საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და გამოცდასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია ინახება სკოლაში.     მუხლი 15🔗. გასაჩივრების წესი 1. ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება რესურსცენტრში ექსტერნატის გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში. 2. ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება რესურსცენტრში ექსტერნატის გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. 3. ექსტერნატის გამოცდასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრეტენზიების განხილვის მიზნით რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმ ნება საპრეტენზიო საბჭო (შემდგომში – საბჭო). ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს მდივანი. 4. საბჭო განიხილავს სკოლის მიერ ჩატარებული ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან და ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს. 5. საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 6. საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში. 7. საბჭოს უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილებები აისახება შესაბამისი სხდომის ოქმში, რომელიც მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით და რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 8. საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებული საბჭოს გადაწყვეტილება საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. ექსტერნატის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საბჭომ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ქვემოთ მოყვანილი გადაწყვეტილება: ა) ექსტერნის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში); ბ) ექსტერნის მიერ ექსტერნატის გამოცდის პროცედურული დარღვევისას – მისი ნაშრომის არ- შეფასების თაობაზე. 10 . ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული ექსტერნის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ საკითხის/დავალების შესახებ, რომლის თაობაზეც წარდგენილია საპრეტენზიო განაცხადი. საბჭო იხილავს მხოლოდ იმ საკითხის/დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში საკითხზე/დავალებაზე მითითების არარსებობის შემთხვევაში, განიხილება ექსტერნის ნამუშევარში შემავალი ყველა საკითხის/დავალების შეფასების სისწორე. 11 . რესურსცენტრი უზრუნველყოფს საბჭოს გადაწყვეტილებების განმცხადებლებისათვის, ასევე შესაბამისი სკოლი სათვის გაცნობას საპრეტენზიო განაცხადების განხილვის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში.     მუხლი 16🔗. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა 1. ექსტერნზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. 2. თუ პირი ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს რამდენიმე კლასის სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს საბაზო საფეხურის დამამთავრებელ კლასს, მასზე უნდა გაიცეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი.