კონფერენცია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2009
ძალაში შესვლა 08.07.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000799
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 17/08/2010
matsne.gov.ge 3,659 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2009 მიღება
08.07.2010 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

კონფერენცია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შექმნის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} კონფერენცია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შექმნის შესახებ ბონში ხელმოწერილი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტატუტი ორშაბათი, 26 იანვარი, 2009 ბონი, მსოფლიო კონფერენციების ცენტრი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტატუტი (IRENA) ამ სტატუტის მონაწილე მხარეები, სურთ რა ხელი შეუწყონ განახლებადი ენერგიის საყოველთაო და მზარდ აღიარებას და გამოყენებას მდგრადი განვითარების მიზნით, შთაგონებულნი არიან რა ენერგოუსაფრთხოებასთან და ენერგიის ცვალებად ფასებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისა და თანდათანობით შემცირების მიზნით განახლებადი ენერგიის უზარმაზარი შესაძლებლობების მიმართ მტკიცე რწმენით, დარწმუნებულნი არიან რა, რომ განახლებად ენერგიას შეუძლია შეასრულოს ძირითადი როლი ატმოსფეროში სითბური გაზების კონცენტრაციის შემცირებაში და ამგვარად ხელი შეუწყოს კლიმატური სისტემის სტაბილიზაციას და შესაძლო გახადოს ისეთ ეკონომიკაზე მდგრადი უსაფრთხო და უმტკივნეულო გადასვლა, რომლის შედეგადაც ნაკლები რაოდენობის ნახშირბადი წარმოიქმნება, სურთ რა, რომ ხელი შეუწყონ განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების შესაძლო დადებით ეფექტს ეკონომიკის მდგრადი ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებაზე, მოტივირებულნი არიან რა განახლებადი ენერგიის უზარმაზარი პოტენციალით ენერგიაზე დეცენტრალიზებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, და ენერგიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით იზოლირებულ და შორეულ რეგიონებში და კუნძულებზე, შეშფოთებულნი არიან რა ჯანმრთელობაზე იმ სერიოზული უარყოფითი ზემოქმედებით, რომელიც შეიძლება მოახდინოს წიაღისეული საწვავის და ტრადიციული ბიომასის არაეფექტიანმა გამოყენებამ, დარწმუნებულნი არიან რა, რომ განახლებად ენერგიას, გაძლიერებულ ენერგოეფექტიანობასთან ერთად, შეუძლია მზარდი რაოდენობით დააკმაყოფილოს მომავალ ათწლეულებში მოსალოდნელი მკვეთრად ზრდადი გლობალური მოთხოვნა ენერგიაზე, ადასტურებენ რა მათ სურვილს, შექმნან განახლებადი ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მის წევრებს შორის თანამშრომლობას და ამავე დროს უზრუნველყოფს ამჟამად არსებულ განახლებადი ენერგიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, თანხმდებიან შემდეგზე:     მუხლი I - სააგენტოს შექმნა A. ამ სტატუტის მონაწილე მხარეები ქმნიან განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (შემდგომში ,,სააგენტო”) ამ სტატუტის განსაზღვრული პირობების შესაბამისად. B. სააგენტო ეფუძნება მისი ყველა წევრის თანასწორობის პრინციპს; სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს მისი წევრების სუვერენულ უფლებებსა და კომპეტენციას.     მუხლი II - მიზნები სააგენტო ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის ყველა ფორმის საყოველთაო და მზარდ აღიარებას და მდგრად გამოყენებას და გაითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს: a) ეროვნულ და შიდა პრიორიტებებს და სარგებელს, რომელიც მიიღება განახლებადი ენერგიის მიმართ კომბინირებული მიდგომით და ენერგოეფექტიანობის ზომებით; b) განახლებადი ენერგიის როლს გარემოს შენარჩუნებაში, ბუნებრივ რესურსებზე ზემოქმედების შეზღუდვით და ტყეების, განსაკუთრებით, ტროპიკული ტყეების განადგურების, გაუდაობნოების და ბიომრავალფეროვნებისათვის ზიანის მიყენების შემცირებით; კლიმატის დაცვაში, ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ ერთიანობაში, მათ შორის, სიღატაკის აღმოფხვრასა და მდგრად განვითარებაში; ენერგომომარაგებაზე ხელმისაწვდომობასა და ენერგოუსაფრთხოებაში; რეგიონულ განვითარებასა და თაობათაშორის პასუხისმგებლობაში.     მუხლი III - განსაზღვრება ამ სტატუტში ტერმინი ,,განახლებადი ენერგია” ნიშნავს განახლებადი ენერგიის ყველა ფორმას, რომელიც წარმოიშვება მდგრადად განახლებადი წყაროებიდან და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: 1. ბიოენერგიას. 2. გეოთერმულ ენერგიას. 3. ჰიდროენერგიას. 4. ოკეანის ენერგიას, მათ შორის მაგრამ არა მხოლოდ, დინებების, ტალღების და თერმულ ენერგიას. 5. მზის ენერგიას. 6. ქარის ენერგიას.     მუხლი IV - საქმიანობა A. სააგენტო, როგორც განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მთავარი ცენრტი, რომელიც მოქმედებს როგორც განახლებადი ენერგიის ხელშემწყობი და კატალიზატორი, უზრუნველყოფს მის პრაქტიკულ გამოყებასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას, სთავაზობს ქვეყნებს მხარდაჭერას განახლებად ენერგიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე და ეხმარება მათ ეფექტიანი განვითარების და ცოდნის და ტექნოლოგიების გადაცემის შედაგად სარგებლის მიღებაში, განახორციელებს შემდეგ საქმიანობას: 1. კერძოდ, მისი წევრების მიერ სარგებლის მისაღებად სააგენტო: a) განახორციელებს, თავისი წევრების პოლიტიკის მიმართ ვალდებულებების გარეშე, განახლებადი ენერგიის არსებული პრაქტიკის, მათ შორის, პოლიტიკის მექანიზმების, სტიმულების, საინვენსტიციო მექანნიზმების, საუკეთესო პრაქტიკის, ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების, ინტეგრირებული სისტემების და აღჭურვილობის, წარმატების და წარუმატებლობის ფაქტორების ანალიზს, მონიტორინგსა და სისტემატიზებას; b) მოახდენს დისკუსიების ინიცირებას და უზრუნველყოფს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქსელებთან თანამშრომლობას აღნიშნულ და სხვა შესაბამის სფეროებში; c) თავის წევრებს, მათი მოთხოვნისას, მიაწვდის სათანადო რეკომენდაციებს პოლიტიკასთან დაკავშირებით, დაეხმარება მათ მათი შესაბამისი საჭიროებების გათვალისწინებით და მოახდენს საერთაშორისო დისკუსიების სტიმულირებას განახლებადი ენერგიის პოლიტიკის და მისი ჩარჩო პირობების შესახებ; d) გააუმჯობესებს არსებულ ცოდნას და ტექნოლოგიების გავრცელებას, ხელს შეუწყობს წევრ სახელმწიფოებში ადგილობრივი შესაძლებლობების და კომპეტენციის, მათ შორის საჭირო ურთიერთკავშირების განვითარებას; e) შესთავაზებს თავის წევრებს შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის, ტრენინგებსა და განათლებას; f) თავის წევრებს, მათი მოთხოვნისას უზრუნველყოფს რეკომენდაციებით განახლებადი ენერგიის დაფინანსების შესახებ და მხარს დაუჭერს მასთან დაკავშირებული მექანიზმების გამოყენებას; g) განახორციელებს კვლევის, მათ შორის , სოციალური და ეკონომიკური საკითხების კვლევის სტიმულირებას და წახალისებას და ხელს შეუწყობს კვლევების ქსელებს, ერთობლივ კვლევებს, ტექნოლოგიების განვითარებას და გავრცელებას; და h) გაავრცელებს ინფორმაციას განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების, გავრცელების და განვითარების შესახებ, სიღრმისეული გააზრების საფუძველზე, შესაბამის ფორუმებში აქტიური მონაწილეობით. 2. გარდა ამისა, სააგენტო გაავრცელებს ინფორმაციას და ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას განახლებადი ენერგიის სარგებლიანობისა და პოტენციალის შესახებ. B. მისი საქმიანობის განხორციელებისას სააგენტო: 1. იმოქმედებს გაეროს მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად რათა ხელი შეუწყოს მშვიდობას და საერთაშორისო თანამშრომლობას, გაეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკის შესაბამისად. 2. გაანაწილებს თავის რესურსებს ისე , რომ უზრუნველყოს მათი ეფექტიანი გამოყენება მისი ყველა ამოცანის სათანადოდ გადაწყვეტის და მისი საქმიანობების განხორციელების მიზნით, რათა მისმა წევრებმა მიიღონ შესაძლო მაქსიმალური სარგებელი მსოფლიოს ყველა რეგიონში, განვითარებადი ქვეყნების, იზოლირებული და შორეული რეგიონების და კუნძულების სპეციფიკური ინტერესების გათვალისწინებით. 3. მჭიდროდ ითანამშრომლებს არსებულ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან და ეცდება განავითაროს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამუშაოს დუბლირება და უფრო ეფექტიანი გახდეს მთავრობების და სხვა ორგანიზაციებისა და სააგენტოების მიერ რესურსების გამოყენება და მათი ის მიმდინარე საქმიანობა, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის ხელშეწყობა. C . სააგენტო თავის წევრებს მიაწვდის: 1. ყოველწლიურ ანგარიშებს მისი საქმიანობის შესახებ. 2. ინფორმაციას მისი პოლიტიკის შესახებ ამ პოლიტიკის შემუშავების შემდეგ. 3. ინფორმაციას განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის და ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.     მუხლი V - სამუშაო პროგრამა და პროექტები A. სააგენტო თავის საქმიანობას განახორციელებს ყოველწლიური სამუშაო პროგრამის საფუძველზე, რომელსაც მოამზადებს სამდივნო, განიხილავს საბჭო და დაამტკიცებს ასამბლეა. B. სამუშაო პროგრამის გარდა, სააგენტოს შეუძლია განახორციელოს წევრების მიერ ინიცირებული და დაფინანსებული პროექტები, რომელთა განხორციელებისთვისაც საჭიროა სააგენტოს არაფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, თავის წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში, ასამბლეის მიერ დამტკიცების შემდეგ.     მუხლი VI- წევრობა A. სააგენტოს წევრობა შესაძლებელია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც არიან გაეროს წევრები და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებისათვის და რომელთაც სურთ და შეუძლიათ იმოქმედონ ამ სტატუტით განსაზღვრული მიზნებისა და საქმიანობების შესაბამისად. იმისათვის, რომ შესაძლებელი იქნეს სააგენტოს წევრობა, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია უნდა შედგებოდეს სუვერენული სახელმწიფოებისგან, რომელთაგან არანაკლებ ერთი სახელმწიფო არის სააგენტოს წევრი და რომელსაც მისი წევრების მიერ გადაცემული აქვს კომპეტენცია სულ ცოტა ერთ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შედის სააგენტოს კომპეტენციაში. B. ასეთი სახელმწიფოები და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები გახდებიან: 1. სააგენტოს თავდაპირველი წევრები ამ სტატუტის ხელმოწერით და რატიფიცირების შესახებ დოკუმენტის დეპონირებით. 2. სააგენტოს სხვა წევრები შეერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირებით , მას შემდეგ , რაც დამტკიცდება მათი განაცხადი სააგენტოში გაწევრიანების შესახებ. წევრობა ჩაითვლება დამტკიცებულად, თუ გაწევრიანების შესახებ განაცხადის სააგენტოს წევრებისთვის გაგზავნიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში არ გამოითქმება წინააღმდეგობა. წინააღმდეგობის შემთხვევაში განაცხადის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ასამბლეა IX მუხლის ,,H” პარაგრაფის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. C. ნებისმიერი ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში, ეს ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფოები განსაზღვრავენ მათ შესაბამის პასუხისმგებლობებს ამ სტატუტის მიხედვით მათი მოვალეობების განსახორციელებლად. ორგანიზაციას და მის წევრ სახელმწიფოებს არ შეეძლებათ ერთდროულად განახორციელონ ამ სტატუტით განსაზღვრული უფლებები, მათ შორის , ხმის მიცემის უფლება. ზევით აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მათი რატიფიცირების ან შეერთების შესახებ დოკუმენტებში უნდა მიუთითონ მათი კომპეტენციის მასშტაბი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც რეგულირდება ამ სტატუტით. ეს ორგანიზაციები ასევე მიაწვდიან ინფორმაციას დეპოზიტარ მთავრობას ნებისმიერი შესაბამისი მოდიფიკაციის შესახებ, რომელიც ეხება მათი კომპეტენციის მასშტაბს. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები მათი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ხმის მიცემისას კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ იმ რაოდენობის ხმებით, რომელიც ტოლია ამ ორგანიზაციების წევრი იმ სახელმწიფოებისთვის მიკუთვნებული ხმების, რომლებიც არიან სააგენტოს წევრები.     მუხლი VII - დამკვირვებლები A. ასამბლეამ დამკვირვებლის სტატუსი შეიძლება მიაკუთვნოს: 1. სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას განახლებადი ენერგიის სფეროში. 2. ხელმომწერებს, რომელთაც არ განუხორციელებიათ სტატუტის რატიფიცირება. 3. განმცხადებლებს, რომელთა სააგენტოში გაწევრიანების მიზნით წარდგენილი განაცხადებიც დამტკიცებულია VI მუხლის ,,B” პარაგრაფის მე-2 პუნქტის შესაბამისად. B. დამკვირვებლებს შეუძლიათ ხმის უფლების გარეშე მონაწილეობა მიიღონ ასამბლეის და მისი დამხმარე ორგანოების საჯარო სხდომებში.     მუხლი VIII - ორგანოები A. ამ მუხლის შესაბამისად სააგენტოს ძირითადი ორგანოები იქნება: 1. ასამბლეა. 2. საბჭო. 3. სამდივნო. B. ასამბლეას და საბჭოს შეუძლიათ შექმნან ისეთი დამხმარე ორგანოები, რომლებსაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ ამ სტატუტის შესაბამისად მათი ფუნქციების განსახორციელებლად, რაც ექვემდებარება ასამბელის მიერ დამტკიცებას.     მუხლი IX - ასამბლეა A. 1. ასამბლეა არის სააგენტოს უმაღლესი ორგანო. 2. ასამბლეას შეუძლია განიხილოს ნებისმიერი საკითხი ამ სტატუტის ფარგლებში, ანდა ამ სტატუტით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანოს უფლებებსა და ფუნქციებთან დაკავშირებული საკითხი. 3. ამგვარ საკითხზე ასამბლეას შეუძლია: a) მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს რეკომედაციები ნებისმიერი ასეთი ორგანოსათვის; და b) შეიმუშაოს რეკომენდაციები სააგენტოს წევრებისთვის მათი მოთხოვნისას. 4. გარდა ამისა, ასამბლეას ექნება უფლება, განსაზღვროს საბჭოს მიერ განსახილველი საკითხები და მოითხოვოს საბჭოსგან და სამდივნოსგან ანგარიშები სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. B. ასამბლეის შემადგენლობაში შევა სააგენტოს ყველა წევრი. ასამბლეა შეიკრიბება რეგულარულ შეხვედრებზე, რომლებიც გაიმართება ყოველწლიურად, თუ სხვაგვარად არ გადაწყდება. C. ასამბლეის შემადგენლობაში შევა თითოეული წევრის ერთი წარმომადგენელი. წარმომადგენლებს შეიძლება თან ახლდნენ შემცვლელი პირები და მრჩევლები. დელეგაციის ასამბლეაში მონაწილეობის ხარჯებს დაფარავს შესაბამისი სახელმწიფო. D. ასამბლეის სხდომები გაიმართება სააგენტოს ადგილსამყოფელში, თუ ასამბლეა სხვაგვარად არ გადაწყვეტს. E. თითოეული რეგულარული სესიის დაწყებისას ასამბლეა აირჩევს პრეზიდეტს და სხვა ისეთ ოფიციალურ პირებს, რომელთა არჩევაც შესაძლოა იქნეს მოთხოვნილი თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობის გათვალისწინებით. ეს პირები დარჩებიან თანაბდებობებზე შემდგომ რეგულარულ სესიაზე ახალი პრეზიდენტის და სხვა ოფიციალური პირების არჩევამდე. ასამბლეა მიიღებს საკუთარ პროცედურულ წესებს ამ სტატუტის შესაბამისად. F. VI მუხლის ,,C” პარაგრაფის შესაბამისად, სააგენტოს თითოეულ წევრს ასამბლეაზე ექნება ერთი ხმის უფლება. ასამბლეა პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მიიღებს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმების უმრავლესობით. გადაწყვეტილებები არსებით საკითხებზე მიიღება დამსწრე წევრების ხმების კონსენსუსის საფუძვლებზე. როდესაც კონსენსუსი ვერ მიიღწევა, კონსენსუსი ჩაითვლება მიღწეულად, თუ წინააღმდეგი არ იქნება 2 (ორი) წევრზე მეტი, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ამ სტატუტით. როდესაც ასამბლეა წყვეტს არსებითია თუ არა საკითხი, ეს საკითხი ჩაითვლება არსებით საკითხად, თუ ასამბლეა დამსწრე წევრების ხმების კონსენსუსის საფუძველზე სხვაგვარად არ გადაწყვეტს; როდესაც კონსენსუსი ვერ მიიღწევა, კონსენსუსი ჩაითვლება მიღწეულად, თუ წინააღმდეგი არ იქნება 2 (ორი) წევრზე მეტი. სააგენტოს წევრების უმრავლესობა შეადგენს ასამბლეის კვორუმს. G. ასამბლეა დამსწრე წევრების ხმების კონსენსუსის საფუძველზე: 1. აირჩევს საბჭოს წევრებს. 2. რეგულარულ სესიებზე დაამტკიცებს საბჭოს მიერ წარმოდგენილ სააგენტოს ბიუჯეტს და სამუშაო პროგრამას და ექნება სააგენტოს ბიუჯეტის და სამუშაო პროგრამის შესწორებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების უფლება. 3. მიიღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს ფინანსური პოლიტიკის და წესების და სხვა საფინანსო საკითხების ზედამხედველობასთან დაკავშირებით და აირჩევს აუდიტორს. 4. დაამტკიცებს ამ სტატუტის შესწორებებს; 5. მიიღებს გადაწყვეტილებებს დამხმარე ორგანოების შექმნის შესახებ და დაამტკიცებს მათ კომპეტენციას. 6. მიიღებს გადაწყვეტილებებს ხმის მიცემის ნებართვის შესახებ XVII მუხლის ,,A” პარაგრაფის შესაბამისად. H. ასამბლეა, დამსწრე წევრების კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც ჩაითვლება მიღწეულად, თუ 2 (ორი) წევრზე მეტი არ არის წინააღმდეგი: 1. საჭიროების შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებებს გაწევრიანების შესახებ განაცხადების შესახებ. 2. დაამტკიცებს საბჭოს მიერ წარდგენილ ასამბლეის და საბჭოს პროცედურულ წესებს. 3. დაამტკიცებს ყოველწლიურ და სხვა ანგარიშებს. 4. დაამტკიცებს შეთანხმებების დადებას ნებისმიერ საკითხზე ამ სტატუტის ფარგლებში. 5. მის წევრებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებებს დამატებითი პროექტების შესახებ V მუხლის ,,B” პარაგრაფის შესაბამისად. I. ასამბლეა დაადგენს სააგენტოს და სამდივნოს გენერალური დირექტორის (შემდგომში ,,გენერალური დირექტორი”) ადგილსამყოფელს დამსწრე წევრების კონსენსუსის საფუძველზე, ან თუ კონსენსუსი ვერ მიიღწევა, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმების ორი მესამედით. J. ასამბლეა თავის პირველივე სესიაზე, საჭიროების მიხედვით, განიხილავს და დაამტკიცებს მოსამზადებელი კომისიის მიერ შემუშავებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, შეთანხმების პროექტს, დებულებებს და სახელმძღვანელო დირექტივებს, შესაბამის საკითხზე ხმის მიცემის პროცედურის შესაბამისად, IX მუხლის ,,F”-,,I” პარაგრაფების მიხედვით.     მუხლი X - საბჭო A. საბჭოს შემადგენლობაში იქნება სააგენტოს წევრების არანაკლებ 11 (თერთმეტი) და არაუმეტეს 21 (ოცდაერთი) წარმომადგენელი, რომლებიც აირჩევიან ასამბლეის მიერ. საბჭოს წევრების კონკრეტული რაოდენობა 11-ს და 21-ს შორის უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს წევრების ერთი მესამედის დამრგვალებულ ეკვივალენტს, რომელიც გამოითვლება საბჭოს წევრების შესაბამისი არჩევნების დაწყებისას სააგენტოს წევრების რაოდენობის საფუძველზე. საბჭოს წევრები აირჩევიან როტაციის საფუძველზე, ასამბლეის პროცედურული წესების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილი იქნეს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეფექტიანი მონაწილეობა, სამართლიანი და თანასწორი გეოგრაფიული წარმომადგენლობა და საბჭოს მუშაობის ეფექტიანობა. საბჭოს წევრები აირჩევიან ორი წლის ვადით. B. საბჭო შეიკრიბება ნახევარ წელიწადში ერთხელ; მისი შეხვედრები გაიმართება სააგენტოს ადგილსამყოფელში, თუ საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს. C. თითოეული შეხვედრის დაწყებისას საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან აირჩევს თავმჯდომარეს და ისეთ ოფიციალურ პირებს, რომელთა არჩევაც შესაძლოა იქნეს მოთხოვნილი, შემდგომ შეხვედრამდე ვადით. საბჭოს უფლება ექნება შეიმუშაოს თავისი პროცედურული წესები. ეს წესები დასამტკიცებლად უნდა გადაეცეს ასამბლეას. D. საბჭოს თითოეულ წევრს ექნება ერთი ხმის უფლება. საბჭო პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მიიღებს მისი წევრების ხმების უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილებები არსებით საკითხებზე მიიღება საბჭოს წევრების ხმების ორი მესამედით. როდესაც საბჭო განიხილავს არსებითია თუ არა საკითხი, ეს საკითხი ჩაითვლება არსებითად, თუ საბჭო მისი წევრების ხმების ორი მესამედით სხვაგვარად არ გადაწყვეტს. E. საბჭო პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული იქნება ასამბლეის წინაშე. საბჭოს ექნება ამ სტატუტით განსაზღვრული უფლებები და ფუნქციები, ასევე მისთვის ასამბლეის მიერ დელეგირებული ფუნქციები. თავისი საქმიანობის განხორციელებისას საბჭო იმოქმედებს ასამბლეის გადაწყვეტილებების შესაბამისად და მისი რეკომენდაციების სათანადოდ გათვალისწინებით და რეგულარულად უზრუნველყოფს მათ ჯეროვან შესრულებას. F. საბჭო: 1. ხელს შეუწყობს წევრებს შორის კონსულტაციებს და თანამშრომლობას. 2. განიხილავს და ასამბლეას წარუდგენს სააგენტოს სამუშაო პროგრამის და ბიუჯეტის პროექტებს. 3. დაამტკიცებს ასამბლეის სესიებისთვის საჭირო ღონისძიებებს, მათ შორის, მოამზადებს დღის წესრიგის პროექტს. 4. განიხილავს და ასამბლეას წარუდგენს ამ სტატუტის XI მუხლის ,,E” პარაგრაფის მე-3 პუნქტის შესაბამისად სამდივნოს მიერ მომზადებულ სააგენტოს საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის და სხვა ანგარიშების პროექტებს. 5. მოამზადებს ნებისმიერ სხვა ანგარიშს, რომელიც შესაძლოა მოითხოვოს ასამბლეამ. 6. სააგენტოს სახელით დადებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო სააგენტოებთან, რაც ექვემდებარება ასამბლეის მიერ წინასწარ დამტკიცებას. 7. დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში დააკონკრეტებს ასამბლეის მიერ მიღებულ სამუშაო პროგრამას სამდივნოს მიერ მისი განხორციელების მიზნით. 8. ექნება უფლება ასამბლეას განსახილველად გადასცეს სხვადასხვა საკითხები. 9. საჭიროების შემთხვევაში შექმნის დამხმარე ორგანოებს VIII მუხლის ,,B” პარაგრაფის შესაბამისად და განსაზღვრავს მათ კომპეტენციას და ფუნქციონირების ვადას.     მუხლი XI - სამდივნო A. სამდივნო დაეხმარება ასამბლეას, საბჭოს და დამხმარე ორგანოებს მათი ფუნქციების განხორციელებაში. ის განახორციელებს ამ სტატუტით მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს და ასამბლეის ან საბჭოს მიერ მისთვის დელეგირებულ ფუნქციებს. B. სამდივნოს შემადგენლობაში იქნება გენერალური დირექტორი, რომელიც უხელმძღვანელებს მას და იქნება უფროსი ადმინისტრაციული ოფიცერი, ასევე ის პერსონალი, რომელიც შეიძლება იყოს საჭირო. გენერალური დირექტორი დაინიშნება საბჭოს რეკომენდაციით ასამბლეის მიერ 4 (ოთხი) წლის ვადით. დირექტორის უფლებამოსილება შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი ვადით. C. გენერალური დირექტორი პასუხისმგებელი იქნება ასამბლეის და საბჭოს მიმართ, მათ შორის, პერსონალის დანიშვნაზე და სამდივნოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებაზე. პერსონალის დანიშვნისას და სამსახურის პირობების განსაზღვრისას აუცილებელი იქნება საკითხის სიღრმისეული განხილვა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ეფექტიანობის, კომპეტენტურობის და ერთიანობის უმაღლესი სტანდარტები. სათანადო ყურადღება მიექცევა პერსონალის შერჩევის მნიშვნელობას ძირითადად წევრი სახელმწიფოებიდან და შესაძლებლობის ფარგლებში ფართო გეოგრაფიულ წარმომადგენლობას, განვითარებადი ქვეყნების ადეკვატური წარმომადგენლობის და გენდერული ბალანსის დაცვის განსაკუთრებული გათვალისწინებით. ბიუჯეტის მომზადებისას პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებით გამოყენებული უნდა იქნეს პრინციპი, რომლის მიხედვითაც შენარჩუნებული უნდა იქნას პერსონალის ისეთი რაოდენობა, რომ შესაძლებელი იქნეს სამდივნოს ფუნქციების სათანადო განხორციელება. D. გენერალური დირექტორი ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენელი ხმის უფლების გარეშე მონაწილეობას მიიღებს ასამბლეის და საბჭოს ყველა შეხვედრაში. E. სამდივნო: 1. მოამზადებს და საბჭოს წარუდგნს საგენტოს სამუშაო პროგრამის და ბიუჯეტის პროექტებს. 2. განახორციელებს სააგენტოს სამუშაო პროგრამას და მის გადაწყვეტილებებს. 3. მოამზადებს და საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებს და სხვა ისეთ ანგარიშებს, რომლებიც შეიძლება მოითხოვოს ასამბლეამ ან საბჭომ. 4. გაუწევს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ დახმარებას ასამბლეას, საბჭოს და მათ დამხმარე ორგანოებს. 5. ხელს შეუწყობს სააგენტოსა და მის წევრებს შორის კომუნიკაციას. 6. მიაწვდის პოლიტიკასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ამ რეკომენდაციების შემუშავების შემდეგ, სააგენტოს წევრებს IV მუხლის ,,C” პარაგრაფის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მოამზადებს და საბჭოს და ასამბლეას თითოეულ სესიაზე წარუდგენს ანგარიშს მისი პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ. საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიში ასევე უნდა შეიცავდეს ყოველწლიური სამუშაო პროგრამის განხორციელებისას პოლიტიკასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეკომენდაციებს. F. გენერალური დირექტორი და პერსონალის სხვა წევრები მათი ფუნქციების განხორციელებისას არ მიიღებენ და არ ეცდებიან მიიღონ ინსტრუქციები ნებისმიერი მთავრობისგან ან ნებისმიერი სხვა წყაროდან. ისინი თავს შეიკავებენ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მათზე, როგორც საერთაშორისო ოფიციალურ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ საბჭოს და ასამბლეის წინაშე. სააგენტოს თითოეული წევრი ექსკლუზიურად პატივს სცემს გენერალური დირექტორის და პერსონალის სხვა წევრების პასუხისმგებლობების ექსკლუზიურად საერთაშორისო ხასიათს და არ ეცდება გავლენა მოახდინოს ამ პირებზე მათ მიერ საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას.     მუხლი XII - ბიუჯეტი A. სააგენტოს ბიუჯეტი დაფინანსდება: 1. მისი წევრების სავალდებულო შენატანებით, რომელიც დაეფუძნება გაეროს შეფასებების სკალას, როგორც განისაზღვრება ასამბლეის მიერ. 2. ნებაყოფლობითი შენატანებით. 3. სხვა შესაძლო წყაროებით ასამბლეის მიერ კონსენსუსის საფუძველზე მიღებული ფინანსური წესების შესაბამისად, ამ სტატუტის IX მუხლის ,,G’’ პარაგრაფის შესაბამისად. ფინანსური წესები და ბიუჯეტი უზრუნველყოფს სააგენტოს სოლიდურ ფინანსურ საფუძველს და სამუშაო პროგრამის შესაბამისად სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას. სავალდებული შენატანებით დაფინანსდება ძირითადი საქმიანობები და ადმიანისტრაციული ხარჯები. B. სააგენტოს ბიუჯეტის პროექტი მომზადდება სამდივნოს მიერ და გადაეცემა საბჭოს განსახილველად. საბჭო გაუგზავნის ამ ბიუჯეტს ასამბლეას დამტკიცების რეკომენდაციასთან ერთად ან უკან დაუბრუნებს სამდივნოს განხილვისა და საბჭოსთვის ხელახლა წარდგენისთვის. C. ასამბლეა დანიშნავს გარე აუდიტორს 4 ( ოთხი) წლის ვადით, რომლის ხელახლა არჩევაც შესაძებელი იქნება. პირველი აუდიტორი მოვალეობებს შეასრულებს 2 (ორი) წლის განმავლობაში. აუდიტორი შეამოწმებს სააგენტოს ანგარიშებს და შეიმუშავებს ისეთ დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მიიჩნევა საჭიროდ მენეჯმენტის ეფექტიანობასა და შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებით.     მუხლი XIII - იურიდიული პირის სტატუსი, პრივილეგიები და იმუნიტეტი A. სააგენტო ისარგებლებს იურიდიული პირის სტატუსით. თითოეული წევრის ტერიტორიაზე, ამ სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო ისარგებლებს ისეთი ადგილობრივი სამართლებრივი შესაძლებლობებით, რომლებიც შეიძლება იყოს საჭირო მისი ფუნქციების განსახორციელებლად და მიზნების მისაღწევად. B. წევრები დაადგენენ პრივილეგიებისა და იმუნიტეტის საკითხებს ცალკე შეთანხმებით.     მუხლი XIV - სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობა ასამბლეის მიერ დამტკიცების საფუძველზე, საბჭოს უფლება ექნება სააგენტოს სახელით დადოს შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც დამყარდება შესაბამისი ურთიერთობები გაეროსთან და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციასთან, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სააგენტოს საქმიანობასთან. ამ სტატუტის დებულებები გავლენას არ მოახდენს ნებისმიერი წევრის იმ უფლებმოვალეობებზე, რომლებიც წარმოიშვება ნებისმიერი არსებული საერთაშორისო შეთანხმებით.     მუხლი XV - შესწორებები და შეთანხმებიდან გასვლა, განხილვა A. ამ სტატუტის შესწორება შეიძლება ინიცირებული იქნეს ნებისმიერი წევრის მიერ. ნებისმიერი შესწორების ტექსტის დამოწმებული ასლები უნდა მომზადდეს გენერალური დირექტორის მიერ და გაეგზავნოს ყველა წევრს არანაკლებ 90 (ოთხმოცდაათი) დღით ადრე ასამბლეის მიერ მის განხილვამდე. B. შესწორებები ძალაში შევა ყველა წევრისთვის: 1. მას შემდეგ, რაც ასამბლეა დაამტკიცებს ამ შესწორებას, საბჭოს მიერ თითოეული შესწორების შესახებ მისთვის წარდგენილი მოსაზრებების განხილვის შედეგად. 2. მას შემდეგ, რაც ყველა წევრი მათი სათანადო კონსტიტუციური პროცესის შესაბამისად გამოთქვამს თანხმობას ამ შესწორების შესრულების შესახებ. წევრებმა უნდა გამოთქვან თანხმობა შესწორების შესრულებაზე შესაბამისი დოკუმენტის დეპონირებით XX მუხლის ,, A” პარაგრაფით განსაზღვრულ დეპოზიტართან. C. ამ სტატუტის XIX მუხლის ,,D” პარაგრაფის შესაბამისად ძალაში შესვლის თარიღიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს, წევრს შეუძლია გავიდეს სააგენტოდან XX მუხლის ,,A” პარაგრაფით განსაზღვრული დეპოზიტარისთვის ამ განზრახვის შესახებ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე; დეპოზიტარი დაუყონებლივ შეატყობინებს ამის შესახებ საბჭოს და სააგენტოს ყველა წევრს. D. სააგენტოდან ასეთი გასვლა ძალაში შევა იმ წლის ბოლოს, როდესაც გამოითქმება სააგენტოდან გასვლის სურვილი. სააგენტოდან წევრის გასვლა გავლენას არ მოახდენს მისი იმ კონტრაქტით განსაზღვრულ ვალდებულებებზე, რომელიც დადებულია V მუხლის ,,B” პარაგრაფის მიხედვით ან მის ფინანსურ ვალდებულებებზე იმ წლისთვის, როდესაც ის გავიდა სააგენტოდან.     მუხლი XVI - დავების გადაწყვეტა A. სააგენტოს წევრები ამ სტატუტის ინტერპრეტაციასა და გამოეყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დავას გადაწყვეტენ მშვიდობიანი საშუალებებით, გაეროს ქარტიის მე-2 მუხლის მე-3 პარაგრაფის შესაბამისად და ამ მიზნით ეცდებიან მიაღწიონ დავის გადაწყვეტას გაეროს ქარტიის 33-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფით განსაზღვრული საშუალებებით. B. საბჭოს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დავის გადაწყვეტაში ნებისმიერი საშუალებით, რომელსაც ის მიიჩნევს შესაბამისად, მათ შორის, შუამავლობის შეთავაზებით; საბჭო მოუწოდებს დავის მონაწილე მხარეებს დაიწყონ დავის მოგვარების პროცესი მათი არჩევანის მიხედვით და შესთავაზებს მათ რეკომენდაციას ნებისმიერი შეთანხმებული პროცედურის ვადის შესახებ.     მუხლი XVII – უფლებების დროებით შეჩერება A. სააგენტოს ნებისმიერ წევრს, რომელსაც აქვს დავალიანება სააგენტოს მიმართ მის ფინანსურ შენატანებთან დაკავშირებით, არ ექნება კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, თუ მისი დავალიანება აღწევს ან აჭარბებს მისი შენატანების ოდენობის წინა ორი წლის განმავლობაში. თუმცა, ასამბლეას შეუძლია ასეთ წევრს მისცეს ხმის მიცემის ნებართვა, თუ ის დარწმუნებულია, რომ გადაუხდელობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, რომლებიც არ ექვემდებარება ამ წევრის კონტროლს. B. წევრს, რომელიც მუდმივად არღვევს ამ სტატუტის ან მის მიერ ამ სტატუტის შესაბამისად დადებული ნებისმიერი შეთანხმების დებულებებს, შეიძლება შეუჩერდეს სააგენტოს წევრობის შედეგად წარმოშობილი პრივილეგიები და უფლებები საბჭოს რეკომენდაციით, ასამბლეის მიერ დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმების ორი მესამედით.     მუხლი XVIII - სააგენტოს ადგილსამყოფელი სააგენტოს ადგილსამყოფელი განისაზღვრება ასამბლეის მიერ მის პირველივე სესიაზე.     მუხლი XIX - ხელმოწერა, რატიფიცირება, ძალაში შესვლა და შეერთება A. ეს სტატუტი ღია იქნება ხელმოსაწერად დამფუძნებელ კონფერენციაზე ყველა იმ სახელმწიფოს მიერ, რომლებიც არიან გაეროს წევრები და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ, VI მუხლის ,,A” პარაგრაფის შესაბამისად. ეს სტატუტი ღია იქნება ხელმოსაწერად მისი ძალაში შესვლის თარიღამდე. B. VI მუხლის ,,A” პარაგრაფით განსაზღვრული სახელმწიფოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ხელი არ მოუწერიათ ამ სტატუტისთვის, ეს სტატუტი ღია იქნება შეერთებისთვის მას შემდეგ, რაც მათი სააგენტოს წევრობა დამტკიცდება ასამბლეის მიერ VI მუხლი ,,B” პარაგრაფის მე-2 პუნქტის მიხედვით. C. თანხმობა ამ სტატუტის განხორციელების ვალდებულების შესახებ გამოითქმება რატიფიცირების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირებით დეპოზიტართან. ამ სტატუტის რატიფიცირება ან მასთან შეერთება სახელმწიფოების მიერ განხორციელდება მათი შესაბამისი კონსტიტუციური პროცესის მიხედვით. D. ეს სტატუტი ძალაში შევა რატიფიცირების 25-ე დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან 30-ე დღეს. E. იმ სახელმწიფოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებისათვის, რომელთაც განახორციელეს რატიფიცირების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირება ამ სტატუტის ძალაში შესვლის შემდეგ, ეს სტატუტი შალაში შევა შესაბამისი დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან 30-ე დღეს. F. არ შეიძლება განხორციელდეს დათქმა ამ სტატუტის ნებისმიერი დებულების მიმართ.     მუხლი XX - დეპოზიტარი, რეგისტრაცია, აუთენტიკური ტექსტი A. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა დანიშნულია ამ სტატუტის და რატიფიცირების ან შეერთების შესახებ ნებისმიერი დოკუმენტის დეპოზიტარად. B. ეს სტატუტი რეგისტრირებული იქნება დეპოზიტარი მთავრობის მიერ გაეროს ქარტიის 102-ე მუხლის შესაბამისად. C. ეს სტატუტი, შესრულებული ინგლისურ ენაზე, დეპონირებული იქნება დეპოზიტარი მთავრობის არქივში. D. ამ სტატუტის სათანადოდ დამოწმებული ასლები დეპოზიტარი მთავრობის მიერ გადაეცემა იმ სახელმწიფოების მთავრობებს და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების აღმასრულებელ ორგანოებს, რომელთაც ხელი მოაწერეს მას ან რომელთა წევრობაც დამტკიცებულია VI მუხლის ,,B” პარაგრაფის მე-2 პუნქტის შესაბამისად. E. დეპოზიტარი მთავრობა დაუყოვნებლივ შეატყობინებს ამ სტატუტის ხელმომწერებს ნებისმიერი რატიფიცირების დოკუმენტის დეპონირების თარიღის შესახებ და ამ სტატუტის ძალაში შესვლის თარიღს. F. დეპოზიტარი მთავრობა დაუყოვნებლივ შეატყობინებს ყველა ხელმომწერ მხარეს და წევრს იმ თარიღების შესახებ, როდესაც სახელმწიფოები ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები შემდგომში გახდებიან სააგენტოს წევრები. G. დეპოზიტარი მთავრობა ყვალა წევრს განსახილველად დაუყოვნებლივ გაუგზავნის გაწევრიანების შესახებ ახალ განაცხადებს VI მუხლის ,,B” პარაგრაფის მე-2 პუნქტის შესაბამისად. მოწმეთა თანდასწრებით ქვემოთ ხელმომწერმა სათანადოდ უფლებამოსილმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ სტატუტს. შესრულებულია ბონში, 2009 წლის 26 იანვარს, ერთ ორიგინალად, ინგლისურ ენაზე. კონფერენციის დეკლარაცია სტატუტის აუთენტური ვერსიების შესახებ ,,შეიკრიბნენ რა ბონში 2009 წლის 26 იანვარს, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამფუძნებელ კონფერენციაზე მიწვეული სახელმწიფოების წარმომადგენლებმა მიიღეს შემდეგი დეკლარაცია, რომელიც შეადგენს სტატუტის განუყოფელ ნაწილს: განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტატუტი, რომელსაც ხელი მოეწერა ბონში, 2009 წლის 26 იანვარს, წინამდებარე დეკლარაციის ჩათვლით, დამოწმებულ უნდა იქნეს გაეროს ოფიციალურ ენებზე, გარდა ინგლისურისა, ასევე დეპოზიტარი ქვეყნის ენაზე, შესაბამის ხელმომწერთა მოთხოვნით. ​([1] ​× [2] ​) ”. [1] კონფერენცია აღნიშნავს, რომ საფრანგეთმა უკვე გაუგზავნა დეპოზიტარი ქვეყნის მთავრობას წესდების ფრანგული ვერსია და გამოთქვა სურვილი ფრანგულ ენაზე შესრულებული სტატუტის აუთენტურობის დამოწმებასთან დაკავშირებით. [2] წინამდებარე დეკლარაცია არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას მადრიდში საბოლოო მოსამზადებელი კონფერენციის სამუშაო ენასთან დაკავშირებით.