„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 220211, 22/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №16/ნ

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების ა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებით (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764) დამტკიცებულ „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.დ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.ე) „პ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ2) საპრეტენზიო საბჭო – მასწავლებლობის კანდიდატთა პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული პრეტენზიების ან შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. რეგისტრაცია რესურსცენტრში

1. სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით პირი სურვილის შესაბამისად მიმართავს ნებისმიერ რესურსცენტრს და წერილობით ან/და ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით ავსებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის ანკეტას.

2. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე განაცხადი წარადგინოს იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გააჩნია მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ერთ თვეზე ნაკლები, განისაზღვრება გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ცენტრის წარდგინებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით ავსებს და რესურსცენტრში წარადგენს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის განაცხადს და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის ანკეტას, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.“;

 

დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანკეტა შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განაცხადში და ანკეტაში სხვაობის დადგენის შემთხვევაში ძალაშია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანკეტაში პირის მიერ შეტანილი ინფორმაცია.“;

ე) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ანკეტის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში პირი განაცხადთან ერთად:

ა) რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

ა.ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს;

ა.გ) დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ.

ბ) გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგენს ცნობას ფუნქციონალური დარღვევის შესახებ, თუ პირს აქვს ისეთი ფუნქციონალური დარღვევა, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;“;

ვ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რესურსცენტრი, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 2 დღის ვადაში, ცენტრს უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფორმის განაცხადის ასლს და მე-4 პუნქტის „ა”, „ბ” და„გ” ქვეპუნქტებით ან 41პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, ხოლო გამოცდების ეროვნულ ცენტრს – ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანკეტას და მე-4 პუნქტის „ა”, „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.“;

ზ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდებზე, თუ ის სასერტიფიკაციო გამოცდ აზე რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადაში არ შეავსებს ცენტრის მიერ დადგენილ განაცხადს და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ანკეტის ფორმას.“;

თ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება ცენტრის მიერ რეგისტრირებული მასწავლებლობის კანდიდატი, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ცენტრი რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213მუხლით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;

ი) „მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ქმნის მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.“;

კ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, თუ ის მითითებული არ არის მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სია ში. აგრეთვე, პირი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, თუ ის მითითებული არის მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიაში, მაგრამ მას სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დროს შევსებული არ აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ანკეტა.“;

ლ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიის გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენიდან არა უმეტეს ორი კვირის ვადაში.“;

მ) მე-11 მუხლის:

მ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგამოცდო პროგრამა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.“;

მ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს მინისტრის მიერ, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, დადგენილი მასწავლებლობის უფლების მოპოვებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტში ან/და ტესტის ნაწილში საჭირო ქულების დაგროვებას.“;

მ.გ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ქართული ენა მასწავლებლობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში;“;

ნ) მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის “ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ო) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. სასერტიფიკაციო გამოცდის ენა

1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ასევე ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე მასწავლებლობის იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში.“;

პ) მე-15 მუხლის:

პ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებელია მხოლოდ იმ პირ ების ყოფნა, რომელსაც აქვს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.“;

პ.ბ) მე-2-მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

პ.გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ჟ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მასწავლებლობის კანდიდატი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრი დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ახორციელებს მასწალებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზ აშ ი ინფორმაციის გადამოწმებასა და მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრობული ბაზიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზ ა ში მასწავლებლობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზ ა ში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.“.

რ) მე-16 მუხლს დაემატოს შემდგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს, მასწავლებლობის კანდიდატი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების დასრულების შემდგომ ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზ ა ში მასწავლებლობის კანდიდატის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ მასწავლებლობის კანდიდატების მონაცემთა ელექტრონულ ბაზ ა ში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ს ნაშრომი არ გასწორდება.“;

ს) მე-16 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ტ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. ტესტირების მიმდინარეობა

1. ტესტირება მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.

2. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.

3. ტესტირებისთვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის ნაწილების შესაბამისად, ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.“;

უ) მე-18 მუხლის:

უ.ა) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;“;

უ.ბ) მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ფ) მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობის პროცესში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს ოქმი.“;

ქ) მე-20 მუხლის:

ქ.ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება.

2. მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომები გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ სწორდება სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან 40დღის ვადაში.“;

ქ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ქ.გ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამედ. მესამედ გასწორების შემდეგ მიღებული ქულა საბოლოოა.“;

ღ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მასწავლებლობის კანდიდატის ინიციატივით, საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეული ნაწილისათვის ცალ-ცალკე შეადგენს 50 ლარს.“;

ყ) ამოღებულ იქნეს 223 მუხლის მე-7 პუნქტი;

შ) 224 მუხლის:

შ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურების შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხად ი. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.“;

შ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის ცენტრში. საპრეტენზიო განაცხადების შესაბამისად მასწავლებლობის კანდიდატების პასუხების ფურცლები დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. მასწავლებლობის კანდიდატების მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით.“;

 

ჩ) 224 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. საპრეტენზიო კომისია და საპრეტენზიო საბჭო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებ ის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მასწავლებლობის კანდიდატების პასუხების ფურცლებზე დაყრდნობით.

62. საპრეტენზიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ხორციელდება მასწავლებლობის კანდიდატების პასუხების ფურცლებისა და საპრეტენზიო განცხადებების დაკავშირება.“;

ც) 224 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.“;

ძ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილი და იმ მასწავლებელთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა.“.

წ) 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2014 წლის ბოლომდე პირველი-მე-4 კლასების მასწავლებლის უფლების მოპოვების მსურველი პირი სასერტიფიკაციო გამოცდებზე აბარებს:

ა) შინაარსობრივ ნაწილს – ტესტი დაწყებითი საფეხურის პირველი – მე-4 კლასები ს მასწავლებლებისთვის;

ბ) უნარების ნაწილს.“.

2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2011 წლის სასერტიფიკაციო გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი