შეთანხმება საქართველოსა და უკრაინას შორის ღვინის, სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლის გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი ურთიერთდაცვის შესახებ

მიღების თარიღი 01.03.2007
ძალაში შესვლა 07.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480290000.03.030.000671
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 12/11/2007
matsne.gov.ge 726 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2007 მიღება
07.11.2007 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოსა და უკრაინას შორის ღვინის, სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლის გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი ურთიერთდაცვის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karixml, li.karixml, div.karixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოსა და უკრაინას შორის ღვინის, სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლის გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი ურთიერთდაცვის შესახებ საქართველო და უკრაინა (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), ხელმძღვანელობენ რა, 1999 წლის 4 ივნისს ქალაქ მინსკში ხელმოწერილი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეთანხმებით „ყალბი სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების თავიდან აცილებისა და აღკვეთის ღონისძიებების შესახებ“,  სურთ რა შექმნან ხელსაყრელი პირობები მომხმარებელთა და ღვინის, სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლის მწარმოებელთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, თანასწორობის, ურთიერთსარგებლიანობისა და თანამშრომლობის საფუძველზე, აცნობიერებენ რა გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივი ურთიერთდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ისეთ საქონელთან დაკავშირებით, როგორიცაა ღვინო, სპირტიანი სასმელი და მინერალური წყალი, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 ამ შეთანხმების მიზნებისათვის ტერმინი „გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოიყენება ღვინის, სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლისათვის და არის აღნიშვნა, რომელიც ახდენს მხარეთა ტერიტორიებიდან ან მათი რეგიონებიდან ან ადგილებიდან წარმოშობილი საქონლის იდენტფიიცირებას, სადაც საქონლის ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია მის გეოგრაფიულ წარმოშობასთან; ამასთან, ტერმინი „გეოგრაფიული აღნიშვნა“ მოიცავს შესაბამისი მნიშვნელობის სხვა ტერმინებსაც, რომლებიც გამოიყენება მხარეთა ეროვნულ კანონმდებლობებში, მათ შორის, „ადგილწარმოშობის დასახელებას“, „საქონლის წარმოშობის დასახელებას“ და „საქონლის წარმოშობის გეოგრაფიულ აღნიშვნას“.     მუხლი 2🔗 ამ შეთანხმების შესაბამისად, მხარეები, ნაცვალგების წესით აღიარებენ და მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ გეოგრაფიული აღნიშვნების სამართლებრივ დაცვას მათი ტერიტორიიდან წარმოშობილი ღვინის, სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლისათვის.     მუხლი 3🔗 მხარეები წარუდგენენ ერთმანეთს მათ მიერ დაცული ღვინის, სპირტიანი სასმელისა და მინერალური წყლის გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალს, რომლებიც წარმოშობილია მათი ტერიტორიებიდან.     მუხლი 4🔗 თითოეულ მხარეს დაუყოვნებლივ შეაქვს შესაბამის სახელმწიფო რეესტრში მეორე მხარის მიერ წარდგენილი გეოგრაფიული აღნიშვნები.     მუხლი 5🔗 1. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს განსაზღვრული გეოგრაფიული აღნიშვნა ერთი მხარის ტერიტორიაზე, უფლება აქვს მოიპოვოს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება მეორე მხარის ტერიტორიაზე ამ მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების რეგისტრაციის შესახებ განცხადებისა და წარმოშობის მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ამ გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით. 2. წარმოშობის მხარეში პირისათვის განსაზღვრული გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს.     მუხლი 6🔗 ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 2 თვის ვადაში მხარეები განსაზღვრავენ იმ კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებიც მათი სახელით უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების რეალიზაციას.     მუხლი 7🔗 წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებებზე, რომელთა მონაწილენიც არიან მხარეები.     მუხლი 8🔗 1. ამ შეთანხმებაში, მხარეთა თანხმობით, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმით, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ამ შეთანხმების მე-9 მუხლით გათვალისწინებული წესით. 2. ამ შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მხარეთა კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით. 3. მოლაპარაკებების გზით სადავო საკითხების გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში მხარეები, დაინტერესებული მხარეების წერილობითი შეთანხმების შესაბამისად, მიმართავენ საერთაშორისო კომპეტენტურ სასამართლოებს, რომლებიც აღიარებულია მხარეთა მიერ.     მუხლი 9🔗 შეთანხმება ძალაში შედის 30-ე დღეს ორივე მხარის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ დიპლომატიური არხებით ბოლო წერილობითი მიღების დღიდან.     მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმება დადებულია 5 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი ვადებით, თუ რომელიმე მხარე, სულ ცოტა 6 თვით ადრე შეთანხმების მოქმედების მორიგი პერიოდის ამოწურვამდე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს მისი მოქმედება. წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციის დროს მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გაგზავნილი ყველა დოკუმენტი შედგენილი იქნება რუსულ ენაზე. შესრულებულია ორ ეგზემპლარად, ქ. თბილისში, 2007 წლის 1 მარტს, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. წინამდებარე შეთანხმების გემოყენებასთან ან/და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ რუსულენოვან ტექსტს. საქართველოს სახელით                                         უკრაინის სახელით (ხელმოწერილია)                                                   (ხელმოწერილია)