შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.1998
ძალაში შესვლა 27.04.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000276
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 16/11/1999
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
საქართველოს მთავრობა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,
გამომდინარეობენ რა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მნიშვნელობიდან, და აქვთ რა სურვილი, ამ მიზნით აღმოუჩინონ ერთმანეთს რაც შეიძლება ფართო დახმარება,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
. ტერმინების განმარტებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინები აღნიშნავენ:
საგადასახადო კანონმდებლობა – იურიდიულ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს გადასახადების სახეებსა და მათი ამოღების წესს მოცემული მხარის ტერიტორიაზე და არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობასთან, ცვლილებასა და შეწყვეტასთან.
საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა – მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც აისახება გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობაში ან არასათანადო შესრულებაში და რაზედაც ეროვნული კანონმდებლობით დადგენილია იურიდიული პასუხისმგებლობა.
მომთხოვნი საგადასახადო სამსახური – ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური საგადასახადო ორგანო, რომელიც აყენებს მოთხოვნას საგადასახადო საკითხებზე დახმარების აღმოჩენის შესახებ (შემდგომში იწოდება „მოთხოვნად დახმარების შესახებ”).
მოთხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახური – ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური საგადასახადო ორგანო, რომელიც იღებს მოთხოვნას დახმარების აღმოჩენის შესახებ.
მუხლი 2🔗
. კომპეტენტური ორგანოები
1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენს:
საქართველოს მიმართ – საქართველოს საგადასახადო ინსპექცია.
უზბეკეთის რესპუბლიკის მიმართ – უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო კომიტეტი.
2. ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოს ოფიციალური დასახელების შეცვლის შემთხვევაში, წერილობითი ფორმით შეატყობინებენ ერთმანეთს ამის თაობაზე დიპლომატიური არხების საშუალებით.
მუხლი 3🔗
. შეთანხმების გამოყენების სფერო
მხარეები საგადასახადო კანონმდებლობის ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, აღმოუჩენენ ერთმანეთს დახმარებას შემდეგ საკითხებში:
საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის, ასევე, დარღვევის მცდელობის თავიდან აცილება და აღკვეთა;
იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის შესახებ საინიციატივო წესით ან დახმარების შესახებ მოთხოვნაზე ინფორმაციის მიწოდება;
ეროვნული საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
კომპიუტერული სისტემის შექმნა და ფუნქციონირება, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოების მუშაობას;
გადამხდელებთან მუშაობის ორგანიზება;
კადრების სწავლება და სპეციალისტების გაცვლა;
და სხვა საკითხებში, რომლებიც მოითხოვენ ერთობლივ მოქმედებას.
ამ შეთანხმების დებულებები არ ეწინააღმდეგება კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობას, სხვა შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც დადებულია მხარეებს შორის.
მუხლი 4🔗
. დახმარების შესახებ მოთხოვნის ფორმა და შინაარსი
დახმარების შესახებ მოთხოვნა იგზავნება წერილობითი ფორმით მის განსახილველად საჭირო დოკუმენტებთან ერთად. განსაკუთრებულ შემთხვევებში დახმარების შესახებ მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს ზეპირი ფორმით შესაძლო მოკლე დროში მისი წერილობითი დადასტურებით.
მოთხოვნა დახმარების შესახებ უნდა შეიცავდეს:
მოთხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახურის დასახელებას;
მოთხოვნის წარმდგენი საგადასახადო სამსახურის დასახელებას;
მოთხოვნის მიზანსა და მიზეზს;
გადამხდელის დასახელებას (სახელს) და მისამართს, ვის მიმართაც კეთდება მოთხოვნა;
მოთხოვნის და მასთან დაკავშირებული იურიდიული გარემოებების მოკლე გადმოცემას, განსახილველი პერიოდისა და გადასახადის კონკრეტული სახეების მითითებით.
მოთხოვნა ინფორმაციის მიღებაზე და პასუხი მასზე უნდა მოხდეს მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმებულ ენაზე.
მოთხოვნის მიმღებ საგადასახადო სამსახურს უფლება აქვს დახმარების შესახებ მიღებულ მოთხოვნაზე გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
მუხლი 5🔗
. დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულების წესი
კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს უწევენ დახმარებას შეთანხმების, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნის მიმღებ საგადასახადო სამსახურს შეიძლება მისი თხოვნით ეცნობოს მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი, რომელიც ხორციელდება დახმარების შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად, ხოლო მისი წარმომადგენლები, დამატებითი შეთანხმების შემთხვევაში, შეიძლება დაესწრონ მის ჩატარებას.
თუ შეუძლებელია შესრულდეს მოთხოვნა დახმარების შესახებ მოთხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახურის მიერ, იგი მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში წერილობით ატყობინებს ამის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენ საგადასახადო სამსახურს დახმარების შესახებ უარის მიზეზების მითითებით.
დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მისი შესრულება ეწინააღმდეგება მომთხოვნი მხარის ეროვნულ კანონმდებლობასა და სახელმწიფო ინტერესებს.
მომთხოვნი მხარე ანაზღაურებს ყველა ხარჯს, დაკავშირებულს მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულებასთან. იმ მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს დამატებით ხარჯებს, მისი დაფინანსების საკითხი განიხილება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ ურთიერთშეთანხმებით.
მუხლი 6🔗
. წარდგენილი ინფორმაციის შინაარსი
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები, საკუთარი ინიციატივით ან დახმარების შესახებ მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას:
მეორე მხარის საწარმოების, მათი ფილიალებისა და წარმომადგენლობების რეგისტრაციის შესახებ, მათი ადგილმდებარეობის, დაქვემდებარების, საკუთრების ფორმის და სხვა მონაცემების ჩათვლით;
ერთ-ერთი მხარის იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე მხარის სახელმწიფო და კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნის შესახებ, აგრეთვე ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების ოდენობას და მოძრაობას, მხარეთა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ერთ-ერთი მხარის იურიდიული და ფიზიკური პირების გადასახადით დასაბეგრი ყველა სახის შემოსავლისა და ობიექტის შესახებ, რომელიც მიღებულია მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გადახდილი ბეგარის თანხებსა და სხვა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია დაბეგვრასთან.
მუხლი 7🔗
. დოკუმენტებისა და სხვა მასალების წარდგენა
მოთხოვნის მიმღები საგადასახადო სამსახური დახმარების შესახებ მოთხოვნაზე წარადგენს ნორმატიულ აქტებს, დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს და სხვა მასალებს, რომლებიც აუცილებელია საგადასახადო მოკვლევის შესასრულებლად.
ასლები მოწმდება მომთხოვნი საგადასახადო სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. დოკუმენტებისა და სხვა მასალების დედნები შეიძლება გამოთხოვილ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც დამოწმებული ასლები არ არის საკმარისად მიჩნეული მოკვლევისათვის. დოკუმენტებისა და სხვა მასალების გადაცემული დედნები დაბრუნებული უნდა იქნეს შეთანხმებულ ვადაში.
მასალები შეიძლება მიწოდებულ იქნეს კომპიუტერიზებული ინფორმაციის სახით იმ თანმხლები ინფორმაციის დამატებით გადაცემით, რომელიც აუცილებელია ამ მასალის განმარტებისათვის.
მუხლი 8🔗
. ინფორმაციის წარდგენის წესი
მოთხოვნა დახმარების შესახებ, დოკუმენტები, მასალები და სხვა ინფორმაცია გადაეცემა მხარეების მიერ განსაზღვრული წესის მიხედვით.
დახმარება ხორციელდება ოფიციალური თანამდებობის პირების პირდაპირი კავშირების ფარგლებში, რომლებიც განისაზღვრება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების ხელმძღვანელების მიერ.
მუხლი 9🔗
. კონფიდენციალურობის დაცვა
ინფორმაცია, რომელიც ეხება კონკრეტულ გადამხდელებს, ითვლება კონფიდენციალურად და მისი უზრუნველყოფა ხდება დაცვის რეჟიმით, მომთხოვნი საგადასახადო სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად. მიღებული ინფორმაცია მხარეთა მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ასევე სასამართლო და ადმინისტრაციული გარჩევისათვის. სხვა მიზნებისათვის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მოთხოვნის მიმღები მხარის თანხმობით.
მუხლი 10🔗
. შეთანხმების შესრულება
მხარეები ისწრაფვიან ურთიერთთანხმობის მიღწევისკენ საკამათო საკითხების მოწესრიგებაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენებისას.
მხარეები აუცილებლობის შემთხვევაში გამართავენ კონსულტაციებს ამ შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობის შეფასებისათვის და მასში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისათვის. ასეთი კონსულტაციების ჩატარების ვადები განისაზღვრება დამატებით მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 11🔗
. ცვლილებები და დამატებები
მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება შეთანხმების განუყოფელ ნაწილად წარმოდგენილი ოქმებით.
მუხლი 12🔗
. შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების თაობაზე ბოლო წერილობითი შეტყობინების დღიდან და მოქმედებს ექვსი თვის გასვლის დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1998 წლის 25 თებერვალს ორ პირად, თითოეული ქართულ, უზბეკურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
შეთანხმების დებულებათა განმარტების მიზნით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)