შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინსტრთა კაბინეტს შორის მეწარმეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 01.03.2007
ძალაში შესვლა 07.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000672
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 12/12/2007
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | უკრაინის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინსტრთა კაბინეტს შორის მეწარმეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:.05in; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
span.BalloonTextChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 58.5pt 56.7pt 76.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინსტრთა კაბინეტს შორის მეწარმეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“, გამოხატავენ რა სურვილს, განამტკიცონ და განავითარონ ეკონომიკური თანამშრომლობა მეწარმოეობის განვითარების სფეროში,
ქალაქ კიევში, 1993 წლის 13 აპრილს ხელმოწერილი საქართველოსა და უკრაინის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად,
ორ ქვეყანას შორის მეწარმეობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის, ასევე ქართველ და უკრაინელ მეწარმეთა შორის ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით,
მეწარმეობის განვითარების სფეროში ერთობლივ მიმართულებათა ჩამოყალიბების მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეთა მიერ უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც პასუხს აგებენ შეთანხმების შესრულებაზე, წარმოადგენენ:
საქართველოს მხრიდან: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
უკრაინის მხრიდან: რეგულატორული პოლიტიკისა და მეწარმეობის საკითხთა უკრაინის სახელმწიფო კომიტეტი.
მუხლი 2🔗
საქართველოსა და უკრაინის კანონმდებლობათა შესაბამისად ხელშემკვრელი მხარეები გადაწყვეტენ საკითხთა ფართო სპექტრს, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) გამოცდილების გაზიარება მეწარმეობის განვითარების სფეროში;
ბ) დახმარება ერთობლივი ქართულ-უკრაინული საწარმოების შექმნაში;
გ) ერთობლივი კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მეწარმეობის განვითარებისა და მხარდაჭერის საკითხებზე;
დ) ხელის შეწყობა სამრეწველო და სავაჭრო ბაზრობების, გამოფენებისა და სხვა ღონისძიებათა ჩატარებაში, რომლებიც მიმართულია ქართულ და უკრაინულ საწარმოთა პროდუქციის გატანისაკენ ორივე ქვეყნის ბაზრებზე.
მუხლი 3🔗
1. მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი ფორმებია:
ა) ერთობლივი კონსულტაციების, სემინარების, ასევე ბაზრობა-გამოფენების ორგანიზება;
ბ) მასალის მოწოდების ხელშეწყობა ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში;
გ) დაინტერესებული ორგანიზაციების მოზიდვა და მათი საქმიანობის კოორდინაცია მოცემული შეთანხმების შესასრულებლად.
2. მხარეთა საქმიანობა არ შემოიფარგლება თანამშრომლობის მითითებული ფორმით და შეიძლება განვითარდეს მეწარმოების სფეროს სხვა მიმართულებითაც.
მუხლი 4🔗
1. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ დროს შესაძლებელია წერილობითი ფორმით ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკეული ოქმების სახით, წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის მე-5 მუხლში მოცემული წესის შესაბამისად.
2. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით დავები უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის ორმხრივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების საფუძველზე.
მუხლი 5🔗
1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან.
2. ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და უკრაინის სამეწარმეო და რეგულატორული პოლიტიკის საკითხების სახელმწიფო კომიტეტს შორის თანამშრმოლობის შესახებ 2003 წლის 22 აპრილის მემორანდუმი.
3. ეს შეთანხმება იდება ორი წლით. ეს შეთანმხება შეიძლება შეწყდეს ვადაზე ადრე, თუკი ექვსი თვით ადრე ამის შესახებ ერთ-ერთი მხარე დიპლომატიური არხებით წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2007 წლის 1 მარტს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ამ შეთანმხების დებულებათა განმარტებისას უპირატესი ძალა გააჩნია რუსულენოვან ტექსტს.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
უკრაინის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)