შეთანხმება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ
მიღების თარიღი 27.10.2006
ძალაში შესვლა 17.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000678
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 14/01/2008
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| საქართველოსათვის | ესტონეთის რესპუბლიკისათვის |
| განსაკუთრებული მნიშვნელობის Gansakutrebuli Mnishvnelobis | TAIESTI SALAJANE |
| სრულიად საიდუმლო Sruliad saidumlo | SALAJANE |
| საიდუმლო saidumlo | CONFIDENTSIAALNE |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .5in 56.7pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ
პრეამბულა
საქართველო და ესტონეთის რესპუბლიკა (შემდეგ – „მხარეები“), მოქმედებენ რა საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სფეროში თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით და ადასტურებენ რა, რომ ამ შეთანმხებით არ უნდა შეიზღუდოს მხარეთა მიერ სხვა საერთაშორისი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და ეს შეთანხება არ უნდა იქნეს გამოყენებული მხარეთა ან სხვა სახელმწიფოთა ინტერესების, უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
1. ერთი მხარის მიერ მეორე მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ მიწოდებული საიდუმლო ინფორმაცია დაცული იქნება წინამდებარე შეთანხმებისა და მხარეთა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წინამდებარე შეთანხმება არ გულისხმობს რომელიმე მხარის ვალდებულებას, მიაწოდოს მეორე მხარეს ესა თუ ის საიდუმლო ინფორმაცია, არამედ მოწოდებულია განსაზღვროს მხარის ნებით მიწოდებული საიდუმლო ინფორმაციის მიმღები მხარის მიერ დაცვისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებები.
მუხლი 2🔗. განსაზღვრებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
1.
„საიდუმლო ინფორმაცია“
ნიშნავს ცნობებს, იქნება ეს ზეპირი თუ ნებისმიერი სახით /საშუალებით ჩაწერილი წერილობითი ფორმის, ან სხვა ნივთს, რომელიც შეიცავს ამ შეთანხმების მხარეთა სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარებულ ინფორმაციას და რომელსაც, მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს ან, ამ შეთანხმების თანახმად, უნდა მიენიჭოს საიდუმლოების გრიფი.
2.
„ხელშეკრულება“
ნიშნავს ორ ან მეტ კონტრაქტორს შორის დადებულ შეთანმხებას, რომლითაც განისაზღვრება მათი უფლება-მოვალეობები.
3.
„საიდუმლოების
გრიფის მქონე ხელშეკრულება“
ნიშნავს ხელშეკრულებას, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას.
4.
„კონტრაქტორი“
ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება.
5.
„ქვეკონტრაქტორი“
ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მხარეთა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად და კონტრაქტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილია დადოს ქვეხელშეკრულებები.
6.
„საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება“
ნიშნავს გამოკვლევის შედეგად პირის საიმედოობასა და სანდოობასთან, ასევე უსაფრთხოების სხვა ასპექტებთან დაკავშირეით მხარეთა შიდა კანონმდებლობის შესაბმისად მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას. ასეთი გადაწყვეტილება პირს ანიჭებს გარკვეული ხარისხის საიდუმლო ინფომაციის ხელმისაწვდომობისა და გაცნობის უფლებას საფრთხის რისკის გარეშე.
7.
„გამჟღავნება“
ნიშნავს, რომ საიდუმლო ინფორმაცია მთლიანად ან ნაწილობრივ ცნობილი გახდა ფიზიკური ან იურიდიული პირ(ებ)ისა ან სახელმწიფო(ებ)სთვის საიდუმლო ინფორმაციაზე შესაბამისი დაშვების გარეშე, ან თუ ეს ინფორმაცია ამგვარი ხელმისაწვდომობის რისკის ქვეშაა.
8.
„ინფორმაციის მიღების საჭიროება“
ნიშნავს, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება მხოლოდ იმ პირს, ვისთვისაც მისი მიღების საჭიროება განპირობებულია სამსახურებრივი მოვალეობებით, რომელთა ფარგლებშიც მოხდა ინფორმაციის მიწოდება მხარისათვის.
9.
„მესამე მხარე“
ნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოს ფიზიკური და იურიდიული პირების ჩათვლით, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მონაწილე მხარეს.
მუხლი 3🔗. კომპეტენტური ორგანოები
1. წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ:
a) საქართველოს მხრიდან – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
b) ესტონეთის რესპუბლიკის მხრიდან – ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტი.
2. თავისი ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებში, თითოეული მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მიწოდებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვა მისი შიდა კანონმდებლობის გათვალისწინებით.
3. კომპეტენტურმა ორგანომ, მეორე მხარის მოთხოვნით, უნდა გადასცეს მას უსაფრთხოების სისტემის ორგანიზაციისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია, რათა შესაძლებელი გახდეს უსაფრთხოების ერთნაირი სტანდარტების შენარჩუნება და ერთის მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის იმ თანამდებობის პირთა ვიზიტები, რომელთაც გააჩნიათ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება.
მუხლი 4🔗. საიდუმლოობის ხარისხის ექვივალენტები
1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ საიდუმლოობის ხარისხებს:
საქართველოსათვის
ესტონეთის რესპუბლიკისათვის
ექვივალენტი ინგლისურ ენაზე
განსაკუთრებული
მნიშვნელობის
Gansakutrebuli
Mnishvnelobis
TAIESTI SALAJANE
TOP Secret
სრულიად საიდუმლო
Sruliad saidumlo
SALAJANE
Secret
საიდუმლო
saidumlo
CONFIDENTSIAALNE
Confidential
PIRATUD
Restricted
2. ესტონეთის რესპუბლიკის საიდუმლო ინფორმაცია, აღნიშნული გრიფით „PIRATUD“, უნა იქნეს დაცული საქართველოში როგორც საიდუმლო ინფორმაცია, აღნიშნული გრიფით „საიდუმლო“.
3. საქართველოს საიდუმლო ინფორმაცია, აღნიშნული გრიფით „საიდუმლო“, უნდა იქნეს დაცული ესტონეთის რესპუბლიკაში, როგორც საიდუმლო ინფორმაცია, აღნიშნული გრიფით „CONFIDENTSIAALNE“.
4. თითოეული მხარის სახელმწიფოში ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა განისაზღვრება შესაბამისი მხარის შიდა კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
მუხლი 5🔗. საიდუმლო ინფორმაციის დაცვა
მხარეები უზრუნველყოფენ შემდეგს:
1. საიდუმლო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იქნება პირისათვის მხოლოდ მისი რანგის, თანამდებობის ან საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების საფუძველზე. საიდუმლო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ „ინფორმაციის მიღების საჭიროება“ და მინიჭებული აქვთ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების უფლება ან, შესაბამისი მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, მიენიჭათ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება.
2. მიმღები მხარე კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მიმწოდებელი მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე არ გადასცეს წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიღებული საიდუმლო ინფორმაცია მესამე მხარეს.
3. მიმღები მხარე საიდუმლო ინფორმაციას ანიჭებს ისეთივე საიდუმლოობის ხარისხს, როგორიც მას მინიჭებული აქვს წარმდგენი მხარის მიერ მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხარისხების შესაბამისად.
4. მიმღები მხარე საიდუმლო ინფორმაციას გამოიყენებს მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც ის მიწოდებულ იქნა.
5. მიმღები მხარე დაიცავს ისეთ უფლებებს, როგორებიცაა: საპატენტო უფლებები, საავტორო უფლებები და კომერციული საიდუმლოება.
მუხლი 6🔗. საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება
1. საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების გადაწყვეტილების მიღება ფიზიკურ პირთა მიმართ უნდა ხორციელდებოდეს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა იმ არსებულ მონაცემზე დაყრდნობით, რომელიც ადასტურებს პირის ეჭვგარეშე რეპუტაციას, სანდოობას, ასევე მის ისეთ წრეში ყოფნას, რაც არ იძლევა საიდუმლო ინფორმაციის გამოყენების დროს მის კეთილგონიერებასა და საღი გადაწყვეტილების გამოტანის უნარში ეჭვის შეტანის საფუძველს.
2. მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეები თავიანთი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, შიდა კანონმდებლობის გათვალისწინებით, ხელს შეუწყობენ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციაზე თავიანთი იმ ფიზიკური და იურიდიული პირების დაშვების უზრუნველყოფაში, რომლებიც მეორე მხარის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
3. მეორე მხარის პირისთვის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობამდე, მიმღებმა მხარემ, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, ამ ინფორმაციის მიმწოებელ მხარეს უნდა დაუდასტუროს, რომ:
a) ეს პირი ფლობს მიმღები მხარის შიდა სტანდარტების მიხედვით გაცემულ, შესაბამისი დონის საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვებას ან უფლებამოსილია, რომ ხელი მიუწვდებოდეს მასზე;
b) ამ პირს აქვს „ინფორმაციის მიღების საჭიროება“; და
c) საიდუმლო ინფორმაცია დაცული იქნება მიმღები მხარის მიერ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადასტურება ხდება წინამდებარე შეთანხების „ა“ დანართის გათვალისწინებული სერტიფიკატის ნიმუშის ფორმით. დანართი „ა“ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.
მუხლი 7🔗. ვიზიტები
1. მეორე მხარესთან ვიზიტის დროს, როდესაც გათვალისწინებულია საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა, ნებართვა გაიცემა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის. ასეთ ნებართვას გასცემენ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები. მასპინძელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აცნობოს მეორე მხარის შესაბამის ორგანოს დაგეგმილი ვიზიტისა და საიდუმლო ინფორმაციის იმ უმაღლესი საიდუმლოობის ხარის შესახებ, რომელსაც შეიძლება ვიზიტორი გაეცნოს.
2. შეტყობინება ამგვარი ვიზიტის შესახებ მასპინძელ მხარეს ვიზიტამდე არანაკლებ სამი კვირით ადრე უნდა წარედგინოს დანართ „ბ“–ით განსაზღვრული ფორმით, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.
მუხლი 8🔗. ფიზიკური უსაფრთხოება
1. თითოეული მხარე პასუხს აგებს მეორე მხარის საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე, ვიდრე ის მის ტერიტორიაზე ინახება.
2. საიდუმლო ინფორმაცია ისე უნდა იქნეს შენახული, რომ გარანტირებული იყოს მასზე მხოლოდ იმ პირთა დაშვება, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ასეთი უფლებამოსილება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 9🔗. საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება
1. მხარეთა შორის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმებული გზებით.
2. საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებისას უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებია:
a) დოკუმენტი მიეწოდება ორმაგი, დალუქული კონვერტით. შიდა კონვერტზე განისაზღვრება დოკუმენტის საიდუმლოების გრიფი, სარეგისტრაციო ნომერი, ადრესატის მისამართი ხოლო გარეთა კონვერტზე აღინიშნება ადრესატის მისამართი, გამგზავნის სამსახურებრივი მისამართი და, საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ნომერი. დოკუმენტის საიდუმლოების გრიფი გარეთა კონვერტზე არ აღინიშნება. ამის შემდეგ დალუქული კონვერტი მხარეთა მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად იქნება მიწოდებული;
b) საიდუმლოების შემცველი ნივთის ტრანსპორტირება ხორციელდება დალუქული, გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ან ხდება მისი სათანადოდ შეფუთვა ან საცავებში მოთავსება და მუდმივი კონტროლის ქვეშ ყოფნა, რათა ნებართვის არმქონე პირებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდეთ;
c) საიდუმლოების შემცველი ნივთი, რომელსაც ესაჭიროება დროებით შენახვა და ტრანსპორტირება, უნდა განთავსდეს სათანადოდ დაცულ და შემოფარგლულ ტერტორიაზე. ტერიტორიის დაცვის მიზნით, გამოიყენება შეღწევის გამომვლენი ხელსაწყო, ასევე წესდება დაცვის უწყვეტი ზედამხედველობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიშვებიან დაცვის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება;
d) საიდუმლოების შემცველი ნივთის ტრანსპორტირების დროს მიღების აქტი გაიცემა თითოეული იმ შემთხვევისთვის, როდესაც ეს ნივთი გადადის ერთი პირიდან მეორე პირის მფლობელობაში. მიღების აქტს ხელს აწერს საბოლოო ადრესატი და შემდეგ იგი უბრუნდება გამგზავნს;
e) ელექტრონული საშუალებებით საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდება დაშიფრული სახით.
მუხლი 10🔗. ანგარიშვალდებულება და კონტროლი
1. მხარეები შეიმუშავებენ ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის პროცედურებს, რათა მოხდეს საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებისა და მასზე დაშვების მართვა.
2. მხარეები უნდა აწარმოებდნენ სარეგისტრაციო ჩანაწერს ერთმანეთს შორის მიწოდებული და მიღებული საიდუმლო ინფორმაციის თაობაზე.
3. თითოეულ ორგანიზაციას ან დაწესებულებას, რომელიც მეორე მხარის მიერ მიწოდებულ საიდუმლო ინფორმაციას ამუშავებს, უნდა გააჩნდეს საიდუმლო ინფორმაციის აღრიცხვის სპეციალური რეესტრი.
4. აღნიშნული რეესტრები კომპეტენტური ორგანოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.
მუხლი 11🔗. საიდუმლო ინფორმაციის ნიშანდება, თარგმნა, გამრავლება
1. თითოეული მხარე მეორე მხარისაგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციაზე აღნიშნავს მიმწოდებელი მხარის დასახელებას. ინფორმაციის ნიშანდება ხდება მე-4 მუხლის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ინფორმაციის დაცვა ისეთივე საიდუმლოობის ხარისხით, როგორითაც იყო იგი ნიშანდებული და დაცული წარმდგენი მხარის მიერ.
2. საიდუმლო ინფორმაციის გამრავლების შემთხვევაში, გამრავლებას დაექვემდებარება ასევე ნიშანდება ან მოხდება მისი აღნიშვნა თითოეულ ასლზე. დოკუმენტის დედნისა და ასლების დაცვა ხდება ერთნაირი წესით. ასლების რაოდენობა განისაზღვრება მხარეთა მიერ საჭიროების მიხედვით.
3. თარგმანზე აღინიშნება საიდუმლოობის განმსაზღვრელი ნიშანდება და თარგმანის ენაზე შესრულებული ჩანაწერი, რომ დოკუმენტი მიმწოდებელი მხარის საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.
4. საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ნიშანდებულია როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის /TÄISTI SALAJANE და სრულიად საიდუმლო / SALAJANE, გამრავლდება და ითარგმნება წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანოს წერილობითი ნებართვის შემდეგ.
მუხლი 12🔗 განადგურება
1. საიდუმლო ინფორმაცია ექვემდებარება განადგურებას, თუ
a) შეუძლებელია მისი დაცვა ან წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გამოყენება;
b) მიმწოდებელი მხარე ითხოვს მის განადგურებას.
2. საიდუმლო დოკუმენტი ისე უნდა განადგურდეს, რომ შეუძლებელი იყოს მასში მოცემული ინფორმაციის აღდგენა.
3. საიდუმლოების შემცველი ნივთი ისე უნდა განადგურდეს, რომ შეუძლებელი იყოს მისი ამოცნობა, ან შეიცვალოს ისეთი ფორმით, რომ ვერ მოხდეს მასში მოცემული საიდუმლო ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ აღდგენა.
4. განადგურების შესახებ მიმწოდებელ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
მუხლი 13🔗. დაკარგვა ან გამჟღავნება
მიმღებმა მიმწოდებელ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მისი საიდუმლო ინფორმაციის, როგორც ყოველი დაკარგვის ან გამჟღავნების, ისე შესაძლო დაკარგვის ან გამჟღავნების თაობაზე, და დაიწყოს ვითარების გამოძიება. მიმღებმა მიმწოდებელ მხარეს უნდა გადაუგზავნოს ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და ასეთი შემთხვევის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გატარებული ზომების შესახებ.
მუხლი 14🔗. უსაფრთხოების ზომების განხილვა
მხარეთა კომპენტენურ ორგანოთა წარმომადგენლების ორმხრივი ვიზიტები ხელს შეუწყობს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებას. შესაბამისად, წინასწარი კონსულტაციების შემდეგ მხარეთა წარმომადგენლებს ნება მიეცემათ ეწვიონ მეორე მხარეს, რათა განიხილონ და უშუალოდ გაეცნონ მეორე მხარის მიერ განხორციელებულ პროცედურებს, რომ მოახდინონ უსაფრთხოების სისტემათა შედარება. თითოეული მხარე მეორე მხარის წარმომადგენლებს დახმარებას უწევს, რომ დადგინდეს, ეფექტიანად არის თუ არა დაცული მეორე მხარის მიერ მიწოდებული საიდუმლო ინფორმაცია.
მუხლი 15🔗. ხელშეკრულებები
1. მხარე, რომელსაც განზრახული აქვს საიდუმლოების გრიფის მქონე ხელშეკრულების დადება კონტრაქტორთან მეორე მხარის სახელმწიფოში, ან საიდუმლო პროექტში რომელიმე თავისი კონტრაქტორისათვის მეორე მხარის სახელმწიფოში ამგვარი ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების მინიჭება, ვალდებულია მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოსგან მიიღოს წინასწარი წერილობითი დასტური, რომ ასეთ კონტრაქტორს გააჩნია საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების შესაბამისი ნებართვა და აქვს ასეთი ინფორმაციის შესაბამის დონეზე მიღებისა და შენახვის შესაძლებლობა.
2. იმ ქვეკონტრაქტორთა სახელები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საიდუმლოების გრიფის მქონე ქვეხელეშკრულებების გაფორმებით, დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს კომპეტენტურ ორგანოს. დამტკიცების შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული იმავე ვალდებულებების შესრულება ეკისრება, რაც კონტრაქტორს.
3. შეტყობინება ნებისმიერი საიდუმლო პროექტის, შეთანხმების, ხელშეკრულების ან ქვეხელშეკრულების შესახებ წინასწარ გადაეცემა იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, სადაც უნდა შესრულდეს სამუშაო.
4. საიდუმლო ხელშეკრულების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ნაწილის ასლი გადაეცემა იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, სადაც უნდა შესრულდეს სამუშაო.
მუხლი 16🔗. ხარჯები
თითოეული მხარე დაფარავს ამ შეთანხმებასთან, კერძოდ, უსაფრთხოების ზომების განხორციელებასთან დაკავშირებით გასაწევ ხარჯებს.
მუხლი 17🔗. დავათა გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა კომპეტენტურ ორგანოთა, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში – მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის გამართული კონსულტაციების გზით.
მუხლი 18🔗. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პრროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. შეწყვეტა ძალაშია შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გადაცემული ყველა საიდუმლო ინფორმაცია დაცულ იქნება მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადით ან, მიმწოდებელი მხარის მოთხოვნით, განადგურდება მე-12 მუხლის შესაბამისად.
3. მხარეთა ურთიერთშეთანმხების საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება წერილობით და ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები ძალაში შევა იმავე წესით, რა წესითაც ძალაში შევიდა წიანმდებარე შეთანხმება.
შესრულებულია ქ.თბილისში, 2006 წლის 27 ოქტომბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენაზე. ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
მამუკა კუდავა
თავდაცვის მინისტრის
პირველი მოადგილე
ესტონეთის რესპუბლიკის სახელით
ლაური ალმანი
თავდაცვის მინისტრის
მოადგილე
დანართი ა
საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების სერტიფიკატი
გაიცა----------------------------------- (სახელმწიფო)-----------------------------------------მიერ.
გაცემის თარიღი და ადგილი:
--------------------------------------------------------------------------------------------------------
იმის დასტურად რომ:
სახელი, გვარი:
---------------------------------------------------------------------------------------------------------
დაბადების თარიღი:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
დაბადების ადგილი:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
მოქალაქეობა:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
დასაქმების ადგილი:
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------
პასპორტის მფლობელი /პირადობის მოწმობა №
----------------------------------------------------------------------------------------------------------
გაცემული ---------------------------------------------------------- ის მიერ-------------------------
(გაცემის თარიღი)-----------------------------სამხედრო წოდება და ნომერი (სადაც აუცილებელია)----------------------------------------------------------------
შემოწმების შედეგად დაიშვა საიდუმლო ინფორმაციაზე --------------------------------------------------------------------------------ის დონის ჩათვლით, ესტონეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დადებული „საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებისა და გაცვლის შესახებ“ შეთანხმების თანახმად, და მას შესაბამისი ინსტრუქცია გაეწია-----------------------------------------ის მიერ.
ხელმოწერილია:
ოფიციალური სახელმწიფო ბეჭედი
თანამდებობა:
თარიღი:
დანართი ბ
მოთხოვნა ვიზიტზე
□
ერთჯერადი
□
მრავალჯერადი
□
სასწრაფო
1. ადმინისტრაციული მონაცემები
მომთხოვნი:
თარიღი:
ადრესატი:
ვიზიტის ადგილი
2. მომხთოვნი სახელმწიფო დაწესებულება ან საწარმო
სახელი:
საფოსტო მისამართი:
ტელექსი/ფაქსის ნომერი:
ტელეფონის ნომერი:
3. სახელმწიფო დაწესებულება ან საწარმოს დაწესებულებები, სადაც მოხდება
სახელი:
მისამართი:
ტელექსი/ფაქსის ნომერი:
ტელეფონის ნომერი:
საკონტექტო ნომერი:
4. ვიზიტის თარიღები:
5. ვიზიტის სახე: (მონიშნეთ ერთი თითოეული სვეტიდან)
□
სახელმწიფო ინიციატივა
□
მომთხოვნი მხარის ინიციატივა
□
კომერციული ინიციატივა
□
დაწესებულების მიწვევით
6. განხილვის საგანი:
7. სავარაუდო დონე საიდუმლო ინფორმაციისა, რომელიც იქნება გამოყენებული:
ვიზიტის განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული მოთხოვნები
ვიზიტი დაკავშირებულია: აღნიშნეთ:
სპეციფიკური მოწყობილობა /იარაღი
სამხედრო საგარეო ვაჭრობა /საექსპორტო ლიცენზია
პროგრამა ან შეთანხმება
თავდაცვის სფეროში მიწოდების უზრუნველყოფის
პროცესი
სხვა
8. სტუმრების მონაცემები
სახელი:
დაბადების თარიღი:
დაბადების ადგილი:
დაშვება:
პასპორტის ნომერი:
თანამდებობა:
მოქალაქეობა:
9. მომთხოვნი მხარის უსაფრთხოების ორგანოს უსაფრთხოების თანამდებობის პირი
სახელი, გვარი:
ტელეფონი:
ხელმოწერა:
დაშვების უფლების მინიჭება
ბეჭედი
სახელი: მისამართი: ტელეფონი: ხელმოწერა:
10. მომთხოვნი მხარის უსაფრთხოების თანამდებობის პირი
სახელი:
მისამართი:
ტელეფონი:
ხელმოწერა:
11. შენიშვნები: