შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
მიღების თარიღი 06.03.2007
ძალაში შესვლა 08.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000683
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 23/01/2008
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 68.8pt 56.7pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
საქარველოს მთავრობა და ყაზახეთის რესპუბილკის მთავრობა შემდგომში
, „მხარეებად“ წოდებულნი,
ხელმძღვანელობენ რა მხარეთა სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში შემდგომი თანამშროლობის განვითარების აუცილებლობით,
მიისწრაფვიან გააადვილონ საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის განხორციელება მხარეთა სახელმწიფოები ტერიტორიებს შორის და მათ სახელმწიფო ტერიტორიებზე ტრანზიტით გავლისას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. სფერო
1. მხარეები შეთანხმდნენ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მათი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ საავტომობილო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობას, ორმხრივი და სატრანზიტო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებისა და სატვირთო გადაზიდვების განვითარებას მხარეთა სახელმწიფოთა შორის და მათ სახელმწიფო ტერიტორიებზე ტრანზიტით გავლისას, ასევე მესამე ქვეყნებში ან მესამე ქვეყნებიდან და ამ მიზნებისათვის განსაზღვრონ აღნიშნული გადაზიდვების განხორციელების წესი.
2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაზიდვები ხორციელდება ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით (მათ შორის მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებით) გზებზე, რომლებიც ღიაა საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისათვის.
3. წინამდებარე შეთანხმება არ ზემოქმედებს მხარეების უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან.
მუხლი 2🔗. განსაზღვრებები
წინამდებარე შეტანხმების დებულებების განმარტების მიზნით ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები ნიშნავს:
1. „გადამზიდავი“ ნიშნავს ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ქირით ან ანაზღაურების საფასურად ახორციელებს მგზავრების გადაყვანას, ტვირთის გადაზიდვას ან სხვა გადაზიდვებს.
2. „დაფუძნების ქვეყანა“ ნიშნავს მხარის სახელმწიფო ტერიტორიას, რომელზეც დაფუძნებულია გადამზიდავი.
3, „კაბოტაჟი“ ნიშნავს მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებულ გადაზიდვას გადამზიდავის მიერ, რომელიც დაფუძნებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე.
4. „კომპეტენტური ორგანოები“:
- საქართველოს მხარისათვის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
- ყაზახეთის მხარისათვის – ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო.
ზემოხსენებუილ კომპეტენტური ორგანოების დასახელებების ან ფუნქციების ცვლილებების შესახებ მხარეებს დროულად ეუწყებათ დიპლომატიური არხების საშუალებით.
5. „მისაბმელი“ ნიშნავს უძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობაში მოძრაობისათვის.
6. „ნახევარმისაბმელი“ ნიშნავს მისაბმელს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებაზე იმგვარად არის მიერთებული, რომ მისი წინა ნაწილი ეყრდნობა მას და მასში მოთავსებული ტვირთის წონის გარკვეული ნაწილი მოდის სატრანსპორტო საშუალებაზე.
7. „ნებართვა“ ნიშნავს გარკვეული ვადით გაცემულ დოკუმენტს, რომელიც მის მფლობელს აძლევს უფლებას განახორციელოს სამგზავრო გადაყვანები (შესვლა და გამოსვლა) მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე.
8. „რეგისტრაცია“ ნიშნავს მხარის სახელმწიფოში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ სატრანსპორტო საშუალებებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას. სატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს პრიორიტეტულ ფაქტორს ნებართვების გაცემისას ან მათგან განთავისუფლებისას.
9. „რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა“ ნიშნავს მგზავრების გადაყვანას, განხორციელებულს გარკვეული რეგულარობით და წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით, მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის განკუთვნილი გაჩერების პუნქტების მითითებით, მარშრუტზე ავტობუსების მოძრაობის განრიგით და ტარიფებით.
10, „არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა“ ნიშნავს სამგზავრო გადაყვანას, რომლის განხორციელების პირობები განისაზღვრება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შემკვეთსა და გადამზიდავს შორის.
11. „სატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას:
a) ცალკე აღებულს ან სატრანსოპრტო საშუალებათა კომბინაციას;
b) განკუთვნილს მგზავრების გადასაყვანად (რომელიც კონსტრუირებული და განკუთვნილია ცხრაზე მეტი მგზავრის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით – ავტობუსი) და ტვირთების გადასაზიდად, რომელიც იმყოფება გადამზიდავის განკარგვაში მისი საკუთრების სახით, ქირავნობის ან ლიზინგის კონტრაქტის ძალით;
c) მსუბუქი ავტომობილები.
12. „ტრანზიტი“ ნიშნავს ტვირთის გადაზიდვასა (დატვირთვის ან გადმოტვირთვის გარეშე) და მგზავრების გადაყვანას (ჩასხდომისა და გადმოსხდომის გარეშე) ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფუძნებული გადამზიდავის მიერ, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყანაში ან პირიქით.
მუხლი 3🔗. საერთო დებულებები
1. მხარეთა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს უნდა გააჩნდეთ იმ სატრანსპორტო საშუალებების შესაბამისი კატეგორიის ეროვნული ან საერთაშორისო მძღოლის მოწმობები, რომლებსაც ისინი მართავენ.
2. ნებართვა და სხვა დოკუმენტები, რომლებიც მოითხოვება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, თან უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების მძღოლს და მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს მხარეების სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედ კომპეტენტურ ორგანოებს.
3. მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ხორციელდება მესამე პირების მიმართ მიყენებული ზარალისათვის სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობით. გადამზიდავი ვალდებულია წინასწარ დააზღვიოს სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ასრულებს ზემოაღნიშნულ გადაზიდვებს.
4. სასაზღვრო, სატრანსპორტო, სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი და საბაჟო გაფორმების ჩატარება იმ პირების გადაყვანისას, რომლებსაც ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, აგრეთვე ცხოველების და მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვისას ხორციელდება ურიგოდ.
5. წინამდებარე შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ახდენენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას მათი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის ყოველგვარი ცვლილების შესახებ, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციაზე.
მუხლი 4🔗. რეგულარული სამგზავრო გადაყვანა
1. რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა ხორციელდება ნებართვების საფუძველზე.
2. რეგულარული სატრანზიტო სამგზავრო გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა არ საჭიროებს ნებართვას.
3. ნებართვა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომელიც მხარის გადამზიდავის მიერ ეგზავნება მისი რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს მხარის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და შემდეგი საბუთების თანხლებით:
a) რეგულარული მარშრუტის სქემა;
b) ავტობუსის (ავტობუსების) რეგულარულ მარშრუტზე მოძრაობის განრიგი, სადაც მითითებული იქნება:
b-a) საწყისი, შუალედური და საბოლოო გაჩერების პუნქტები, ასევე სახელმწიფოების საზღვრების საავტომობილო გამშვებ პუნქტებზე ავტობუსის (ავტობუსების) მიმოსვლის მარშრუტზე;
b-b) ხელშემკვრელი მხარის საზღვრების საავტომობილო გამშვებ და გასაჩერებელ პუნქტებზე ავტობუსის (ავტობუსების) მოსვლის, გაჩერებისა და გასვლის დრო;
b-c) მანძილი პირდაპირი მიმართულებით რეგულარული მარშრუტის საწყის და საბოლოო პუნქტებს შორის;
b-d) გადამზიდავების მიერ განხორციელებული რეისების რეგულარობა და პერიოდულობა;
b-e) მგზავრის გადაყვანის ტარიფები გადამზიდავის დაფუძნების ქვეყნის ეროვნულ ვალუტაში.
4. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო, 10 დღის ვადაში, უგზავნის სანებართვო დოკუმენტებს მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
5. განმცხადებელს 10 დღის ვადაში წერილობით შეიძლება ეთქვას უარი ნებართვაზე იმ შემთხვევაში, თუ მისი გაცემა ეწინააღმდეგება ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობას.
6. მგზავრების გადაყვანაზე მოთხოვნის არარსებობის ან არასაკმარისი მოთხოვნის შემთხვევაში, გადამზიდველმა ნებართვის გაუქმების თაობაზე წერილობით უნდა აცნობოს თავისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, გადაზიდვის შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე.
7. იმ გადამზიდავის დაფუძნების ქვეყნის კომპეტენტური ორგანო, რომელმაც უარი განაცხადა სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე, ერთი თვის განმავლობაში წარუდგენს ინფორმაციას მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
8. ნებართვა არის პერსონალური და მისი გადაცემა სხვა გადამზიდავისთვის ან მესამე მხარისათვის აკრძალულია.
მუხლი 5🔗. არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა
1. წინამდებარე შეთანხმების თანახმად, არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას და ბარგის გადაზიდვას არ ესაჭიროება ნებართვა.
ნებართვა არ არის საჭირო ასევე:
a) დაზიანებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების შეცვლისას;
b) სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი გარბენით, რომელიც მიემგზავრება მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ასევე სხვა სახელმწიფოში მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების შესაცვლელად, ასევე სატრანსპორტო საშუალების უკანა გარბენი შეკეთების შემდეგ;
c) როგორც მხარის, ასევე ნებისმიერი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული საექსპორტო სარეგისტრაციო ნომრით აღჭურვილი ახლად შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების (ახალი და მეორადი მოხმარების) პირველი გარბენით, თუ ეს გარბენი მიმართუილა იმ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარისაკენ, სადაც უნდა მოხდეს ამ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია;
d) სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც განკუთვნილია სამაშველო ან აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად.
2. არარეგულარული სამგზავრო გადაყვანები და ბარგის გადაზიდვა უნდა ხორციელდებოდეს საკონტროლო საბუთების თანხლებით (მგზავრთა სია).
3. არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის განმავლობაში მგზავრების აყვანა აკრძალულია (საკონტროლო საბუთებში მითითებუილ მგზავრების გარდა).
მუხლი 6🔗. სატვირთო გადაზიდვები
ტვირთების გადაზიდვა ორმხრივ ან სატრანზიტო მიმოსვლაში და ასევე მესამე სახელმწიფოებში, ან მესამე სახელმწიფოებიდან, ხორციელდება უნებართვოდ.
მუხლი 7🔗. სატვირთო გადაზიდვების განხორციელების წესი
1. წინამდებარე შეთანხმების თანახმად, სატვირთო გადაზიდვა უნდა შესრულდეს მხოლოდ იმ გადამზიდავის მიერ, რომელიც თავისი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად დაშვებული არის საერთაშორისო გადაზიდვების განსახორციელებლად.
2. სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებითაც ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვა, უნდა ჰქონდეთ თავისი სახელმწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები. მისაბმელებს და ნახევარმისაბმელებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა სახელმწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები იმ პირობით, რომ სატვირთო ავტომობილს ან ავტომობილ-საწევარს ექნება წინამდებარე შეთანხმების მხარეების სახელმწიფოების სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები.
მუხლი 8🔗. წონები და გაბარიტები
1. სატრანსპორტო საშუალების წონა, ღერძული დატვირთვის ჩათვლით და გაბარიტები უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალების ოფიციალურად რეგისტრირებულ მაჩვენებელს და არ უნდა აჭარბებდეს მიმღები ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ შეზღუდვებს.
2. მიმღები მხარის ეროვნული კანონმდებლობით წონაზე, ღერძულ დატვირთვაზე და გაბარიტებზე გათვალისწინებული შეზღუდვების გადაჭარბების შემთხვევაში, აუცილებელია გადამზიდველს ჰქონდეს სპეციალური ნებართვა ან რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ამ მხარის შესაბამისი უწყების მიერ.
მუხლი 9🔗. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა
სახიფათო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. კაბოტაჟი
კაბოტაჟი აკრძალულია.
მუხლი 11🔗. გადასახადები და მოსაკრებლები
1. სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის მსუბუქი ავტომობილები, რეგისტრირებულნი ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვას წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე თავისუფლდებიან საერთო სარგებლობის გზების გამოყენებისათვის დაწესებული გადასახადისა და მოსაკრებლებისაგან, ისევე როგორც ყველა სპეციალური მოსაკრებლისაგან და ბეგარისგან, რომელიც დადგენილია მიმღები მხარის ეროვნული კანონმდებლობით, გარდა:
a) მოსაკრებლებისა, რომლებიც განსაზღვრულია ფასიანი გზების ინფრასტრუქტურის გამოყენებისათვის (გზებით, ხიდებითა და გვირაბებით სარგებლობის ბაჟი) ალტერნატიული უფასო გზების არსებობისას;
b) სატრანსპორტო საშუალების წონაზე, გაბარიტებზე ან დატვირთვაზე იმ მხარის ეროვნული კანონმდებლობით დაწესებული მოსაკრებლებისა, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება გადაზიდვა;
2. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გადაზიდვების განხორციელებისას ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისგან თავისუფლდება მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტანილი შემდეგი მასალები:
a) საწვავი, მოთავსებული სატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ, მწარმოებლის მიერ დამონტაჟებულ ავზებში;
b) საცხებ-საპოხი მასალები, იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის გადაზიდვის განხორციელებისას,
c) სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები, რომლებიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმდინარე რემონტისათვის ან აუცილებელია მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რემონტისთვის.
3. ინსტრუმენტები და გამოუყენებელი სათადარიგო ნაწილები ექვემდებარება მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან გამოტანას. შეცვლილი სათადარიგო ნაწილები ასევე ექვემდებარება გამოტანას ან განადგურებას შესაბამისი მხაარის საბაჟო ზედამხედველობით.
მუხლი 12🔗. იურისდიქცია
1. მხარეთა სახელმწიფოების გადამზიდველები და მათი ეკიპაჟები მოვალენი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას დაიცვან მოვალეობანი, რომლებიც გამომდინარეობენ:
a) იმ საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლის მოაწილეებიც არიან მათი სახელმწიფოები;
b) წინამდებარე შეთანხმებიდან;
c) იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობიდან, რომლის ტერიტორიაზეც ისინი იმყოფებიან.
2. ეროვნულობისა და დაფუძნების ადგილის მიხედვით დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, ამ მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები თანაბრად ვრცელდება ორივე სახელმწიფოს გადამზიდველზე.
მუხლი 13🔗. შერეული კომისია
1. მხარეების კომპეტენტური ორგანოები ქმნიან შერეულ კომისიას, რათა უზრუნველყონ:
a) წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების გადაწყვეტა;
b) წინამდებარე შეთანხმების შესრულების შედეგებისა და საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვების განვითარების შესახებ წინადადებების განხილვა;
c) წინამდებარე შეთანხმების ტექსტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება.
2. შერეული კომისია იკრიბება ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოს თხოვნით, მხარეების სახელმწიფოს ტერიტორიაზე მონაცვლეობით.
მუხლი 14🔗. დავებისა და უთანხმოებების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების დებულებების გამოყენებისა და განმატების დროს დავისა და უთანხმოების წარმოქმნის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეების მიერ გადაწყვეტილება მიიღება კონსულტაციებისა და მოლაპარაკების გზით.
მუხლი 15🔗. ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა თანხმობით, შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკეული ოქმების სახით და წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 16🔗. ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან.
2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.
3. ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს, შეუძლია გადაუგზავნოს მეორე მხარეს შეტყობინება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ამ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეწყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვა.
4. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1993 წლის 1 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“.
შესრულებულია ქ. ასტანაში, 2007 წლის 6 მარტს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)