შეთანხმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ

მიღების თარიღი 17.07.1997
ძალაში შესვლა 10.11.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000073
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 31/12/1997
matsne.gov.ge 838 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.07.1997 მიღება
10.11.1997 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.abzacixml0 { } span.tarigixml0 { font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ისწრაფვიან რა, არ დაუშვან საქართველოდან მასობრივი განადგურების იარაღისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, მასალებისა და ექსპერტული მონაცემების გავრცელება; ისწრაფვიან რა, არ დაუშვან საქართველოდან ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღისა და მათთან დაკავშირებული მასალების არასანქცირებული გატანა და ტრანსპორტირება, ისწრაფვიან რა, ხელი შეუწყონ მხარეებს შორის თავდაცვით და სამხედრო კონტაქტებს და სხვა ერთობლივ სამხედრო ღონისძიებებს, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. თანამშრომლობის სფეროები 1. ამ შეთანხმების ძალით ამერიკის შეერთებული შტატებს თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შეუძლია დახმარება გაუწიოს საქართველოს შემდეგ სფეროებში: ა) კონტროლირებადი ზომების შემოღება საქართველოდან მასობრივი განადგურების იარაღის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, მასალებისა და ექსპერტული მონაცემების გავრცელების აღსაკვეთად; ბ) ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღისა და მათთან დაკავშირებული მასალების არასანქცირებული გატანისა და ტრანსპორტირებისა თავიდან აცილება; გ) მხარეებს შორის თავდაცვითი და სამხედრო კონტაქტების და სხვა ერთობლივი სამხედრო ღონისძიებების ხელშეწყობა; დ) სხვა მსგავსი სფეროები, რომლებზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან. 2. ამ შეთანხმების პირობები ვრცელდება ყველა დახმარებაზე, რომელიც გაწეულია ამ შეთანხმების, ან ამ შეთანხმების შესრულებისათვის საჭირო შემდეგი შეთანხმებების საფუძელზე და ყველა პიროვნებასა და ღონისძიებაზე, რომელიც საჭიროა ასეთი შეთანხმებების განსახორციელებლად. ყველა დახმარება, რომელიც გაწეულია ამ შეთანხმების საფუძველზე, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის არის გაწეული, ამ თავის 1-ლ პარაგრაფში ჩამოთვლილი ერთობლივი ღონისძიებების ხელშეწყობისათვის.     მუხლი 2🔗. თანამშრომლობის ფორმები ამ შეთანხმების 1-ლი მუხლის 1-ლ პარაგრაფში ჩამოთვლილი ურთიერთშეთანხმებული მიზნების მისაღწევად ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის შეუძლია შემდეგი სახის დახმარების გაწევა: ა) მასალებისა და აღჭურვილობის გადაცემა ან სესხად მიცემა; ბ) საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირთა სწავლება აუდიტორიებსა და სამუშაო ადგილებზე; გ) შეთანხმებულ სფეროებში დახმარების მიზნით საქართველოსათვის ექსპერტული უზრუნველყოფა; დ) სისტემების, პროგრამებისა და წესდებების შეფასება და გაუმჯობესება; ე) ორმხრივი და მრავალმხრივი ტექნიკური და პოლიტიკური დონის დისკუსიების წახალისება; ვ) თავდაცვითი და სამხედრო კონტაქტებისა და სხვა ერთობლივი სამხედრო ღონისძიებების მხარდაჭერა; ზ) სხვა ისეთი სახის დახმარება, რომლებზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან.     მუხლი 3🔗. აღმასრულებელი ორგანოები თითოეულმა მხარემ უნდა დაასახელოს შეთანხმების აღმასრულებელი ორგანო. საქართველოსთვის აღმასრულებელი ორგანო იქნება თავდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აღმასრულებელი ორგანო იქნება თავდაცვის სამინისტრო.     მუხლი 4🔗. განმახორციელებელი შეთანხმებები მხარეები თავიანთი აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, საჭიროებისამებრ დადებენ განმახორციელებელ შეთანხმებებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების შესრულებისთვის. ამ შეთანხმებასა და სხვა ასეთ განმახორციელებელ შეთანხმებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ამ შეთანხმებას.     მუხლი 5🔗. დახმარებასთნ დაკავშირებული მოთხოვნები 1. ყოველი ქმედება, დაკავშირებული ამერიკის შეერთბული შტატების მიერ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დახმარების გაწევასთან, ექვემდებარება იმავე მოთხოვნებსა და პირობებს, რასაც ქმედებები, გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის და აშშ-ის მთავრობებს შორის 1992 წლის 31 ივლისს ხელმოწერილი ჰუმანიტარული და ტექნიკურ-ეკონომიკური დახმარების სფეროში თანამშრომობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების 1-ლი, მე-2 და მე-3 მუხლებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის საქონლის, მარაგების და სხვა ქონების გადმოცემასთან. 2. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დახმარების გაწევა, აგრეთვე ექვემდებარება იმავე მოთხოვნებსა და პირობებს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართელოსთვის მთავრობისათვის გაწეული სწავლება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 1993 წლის 20 დეკემბერს ხელმოწერილი ამერიკის შეერთბული შტატების საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და სწავლების პროგრამით სწავლების შესახებ შეთანხმების ა, ბ და გ მუხლებით. 3. რაც შეეხება სასამართლო საქმისწარმოებასა და სარჩელებს, გარდა კონტრაქტთან დაკავშირებული სარჩელებისა, საქართველო ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის პერსონალს, კონტრაქტორებს და კონტრაქტორების პერსონალს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების დროს საქართველოში ნებისმიერი პიროვნების ქონების დაზიანების, სიკვდილის ან ზიანის მიყენების შემთხვევაში. 4. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება დამოკიდებულია შესაბამისი ფონდების არსებობაზე.     მუხლი 6🔗. ძალაში შესვლა, ვადა, შესწორების შეტანა და მოქმედების შეწყვეტა ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან, რომლითაც ისინი ადასტურებენ თითოეული მხარის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი ყველა პროცედურის დასრულებას და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. ეს შეთნხმება შეიძლება შესწორდეს ან გაგრძელდეს მხარეების მიერ წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ან შეწყდეს მისი მოქმედება, ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის ოთხმოცდაათი დღით ადრე შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიწოდების შემთხვევაში. მიუხედავად ამ ან მისი განმახორციელებელი შეთანხმებები მოქმედების შეწყვეტისა, ამ შეთანხმების მე-5 მუხლის, მე-2 და მე-3 პარაგრაფებით ნაკისრი საქართველოს ვალდებულებები ძალაში რჩება დროის მიუხედავად, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან სხვაზე. შესრულებულია ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი), 1997 წლის 17 ივლისს , ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. საქართველოს მხრიდან (ხელმოწერილია) ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან (ხელმოწერილია)