შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის დარგში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 12.07.1997
ძალაში შესვლა 07.11.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480230000.03.030.000687
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 11/02/2008
matsne.gov.ge 662 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.1997 მიღება
07.11.1997 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის დარგში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.BalloonTextChar { } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის დარგში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და უკრაინის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა სამეცნიერო ხარისხების შეპირისპირებადობის პრინციპებზე მორიგებით; ისწრაფვიან რა სამეცნიერო კავშირების შენარჩუნებისა და განივითარებისაკენ; ადასტურებენ რა სწრაფვას განაგრძონ თანამშრომლობა უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის დარგში; შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები ატარებენ ურთიერთკონულტაციებს ატესტაციის სისტემების განვითარების ეროვნული კონცეფციების და უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციისადმი მოთხოვნების დამუშავებისას.     მუხლი 2🔗 მხარეები აწარმოებენ ურთიერთინფორმირებას მეცნიერ მუშაკთა სპეციალობების საკუთარი ჩამონათვალების (ნომენკლატურების) დამუშავებისას და თავისი სახელმწიფოების ტერიტორიაზე სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოების ქსელების ფორმირებისას. ისინი უზრუნველყოფენ მხარეთა უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის სახელმწიფო სისტემებში სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა მიმართ ძირითადი მოთხოვნების შეპირისპირებადობას.     მუხლი 3🔗 მხარეები შემდგომში განავითარებენ თანამშრომლობას უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის დარგში: - ერთი მხარის მაძიებელთა მიერ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტოიიაზე სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელ საბჭოებში დისერტაციების დაცვების ჩასატარებლად ტოლფასიანი პირობების შექმნის გზით; - მხარეთა უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის სახელმწიფო სისტემებში ცვლილებებზე დროული ურთიერთინფორმირების, ამ კადრების ატესტაციის საკიბხებზე შესაბამისი ნორმატიული აქტების და სხვა მასალების გაცვლის გზით.     მუხლი 4🔗 სადისერტაციო სამუშაოების ექსპერტიზის ხარისხის ასამაღლებლად მხარეთაგან თითოეული ხელს უწყობს: - თავისი სახელმწიფოს წამყვანი მეცნიერების და სპეციალისტების მონაწილეობას მეორე მხარის სახელმწიფოს სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოების მუშაობაში, აგრეთვე, დისერტაციების დაცვისას ოპონენტად მონაწილეობას; - თავისი სახელმწიფოს სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელ საბჭოებში დაცულ დისერტაციებზე მეორე მხარის სახელმწიფოს ხარისხის მიმნიჭებელ საბჭოებში დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას.     მუხლი 5🔗 მხარეები ცნობენ თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამეცნიერო ხარისხის მინიჭების თაობაზე სახელმწიფო ნიმუშის საკვალიფიკაციო საბუთებს, რომლებიც გაიცემა მეორე მხარის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ.      სამეცნიერო ხარისხის მინიჭებაზე სახელმწიფო ნიმუშის საბუთების ცნობა არ იწვევს მათ მფლობელებზე იმ უფლებების უპირობო გავრცელებას, რომლებიც დადგენილია მხარეთა მიერ თავისი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ეროვნული სახელმწიფო საკვალიფიკაციო საბუთების მაძიებლებისათვის. სამეცნიერო ხარისხების სახელმწიფო ნიმუშის საკვალიფიკაციო საბუთების შეპირისპირებადობა (ექვივალენტურობა) დგინდება მათი მფლობელების გადაატესტაციის პროცესში. გადაატესტაცია ტარდება იმ სახელმწიფოს ატესტაციის საბელმწიფო ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქე არის მაძიებელი ან რომლის ტერიტორიაზე იგი მუდმივად ცხოვრობს.     მუხლი 6🔗 მხარეები ატარებენ უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის პროცესის მართვის გამოცდილების გაზიარების ერთობლივ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მისი სრულყოფისაკენ.     მუხლი 7🔗 ამ შეთანხმებაში მონაწილეობა არ ზღუდავს მხარეთა უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის დარგში თანამშრომლობის სხვა ფორმების გამოყენების უფლებებს და არ აბრკოლებს მხარეების სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის სახელმწიფო სისტემების დამოუკიდებელ მოქმედებას.     მუხლი 8🔗 ამ შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება ხელმოწერილ იქნეს დამატებითი შეთანხმებები და ოქმები.     მუხლი 9🔗 ამ შეთანხმებებიდან გამომდინარე ან მის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უთანხმოების წარმოქმნის შემთხვევაში მხარეთა წარმომადგენლები ჩაატარებენ კონსულტაციებს ერთმანეთს შორის მათი აღმოფხვრის წესის შეთანხმების მიზნით.     მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე კომპეტენტურ ორგანოებად ითლებიან: საქართველოს მხრიდან - საქართველოს სახელმწიფო კანცელარისათან არსებული მეცნიერ-ექსპერტთა საბჭო, უკრაინის მხრიდან - უკრაინის უმაღლესი საატესტაციო კომისია.     მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების თაობაზე შეტყობინების დღიდან და იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. იგი ავტომატურად გაგრძელდება, თუ არც ერთმა მხარემ აღნიშნული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა წერილობითი ფორმით არ შეატყობინა მეორე მხარეს თავისი განზრახვის თაობაზე მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ. შესრულდა ქ. თბილისში, 1997 წლის 12 ივლისს, ორ ეგზემპლიარად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენაზე. ამასთან ყველა ტექსტი ავთენტურია. საქართველოს მთავრობის სახელით              უკრაინის მთავრობის სახელით