შეთანხმება ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2008
ძალაში შესვლა 14.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000690
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 01/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებსი სამინისტრო, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მხარეები“,
ეყრდნობიან რა სახელმწიფოს სუვერენულობის პრინციპებს,
აღიარებენ რა ეკოლოგიურად ჯანსაღი და მდგრადი განვითარების საჭიროებას,
მაღალ შეფასებას აძლევენ რა ლატვიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობებს,
ეფექტურად იყენებენ და ავითარებენ რა თანამშრომლობის ჩარჩოებითა და ევროპის გაერთიანების მიერ შემუშავებული ინსტრუმენტებით მინიჭებულ ახალ შესაძლებლობებს,
სურთ დაიწყონ რა და რეგულარულად გააგრძელონ მხარეებს შორის მდგრადი განვითარების სფეროში და, კერძოდ, გარემოს დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლბა,
ითვალისწინებენ რა, რომ გარემოს დაცვის მრავალი პრობლემა შეიძლება მოგვარებულ იქნეს ურთიერთგაგებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გზით,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორივე სახელმწიფოს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას,
სურთ რა წვლილი შეიტანონ ევროპის გარემოს დაცვაში და „გარემო ევროპისათვის“ პროცესში,
იზიარებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (რიო დე ჟანეირო, 1992) კონფერენციაზე მიღებულ „გარემოსა და განვითარების შესახებ დეკლარაციას“, ითვალისწინებენ რა კონვენციას „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ (ორჰუსი, 1998), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ათასწლეულის დეკლარაციასა“ (2000) და „იოჰანესბურგის რიო+10“ სამიტზე მიღებულ დეკლარაციასა და სამოქმედო გეგმას“(იოჰანესბურგი, 2002),
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები განავითარებენ და გააღრმავებენ ორმხრივ თანამშრომლობას გარემოს დაცვის სფეროში ორივე სახელმწიფოს ინტერესების დაცვით, ასევე გლობალური და რეგიონალური ეკოლოგიური პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით მოგვარების მიზნით, ხელს შეუწყობენ ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კავშირების შემდგომ განვითარებას.
მუხლი 2🔗
(1) გარემოს დაცვის სფეროში მხარეებს შორის თანამშრომლობა განხორციელებულ უნდა იქნეს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ერთობლივად და ევროპის გაერთიანების მიერ შემუშავებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმებისა და ინსტრუმენტების გამოყენების გზით, სხვა საერთაშორისო შეთანხმებების გათვალისწინებით, რომელთა მხარეებიც არიან ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, და ორივე სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შემდეგი მიმართულებებით:
a) ზოგადი გარემოს დაცვის მართვის ინსტრუმენტების გაძლიერება ეკონომიკური ინსტრუმენტების ჩათვლით, შესაძლებლობების ამაღლება ევროპის გაერთიანების კანონმდებლობის საიმპლემენტაციო მექანიზმების სფეროში, მეზობელი სახელმწიფოებისათვის ევროპის გაერთიანების პროგრამებისათვის პროექტების მომზადება;
b) ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაცვა დაბინძურებისაგან და გამონაბოლქვის ზღვრული ნორმებისა და საუკეთესო არსებული ტექნოლოგიების და გამოცდილების შემოღება;
c) წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა, განსაკთრებით ტრანსსასაზღვრო წყლების და ევროპის გაერთიანების „წყლის ინიციატივის“ განხორციელებაში;
d) საფრთხეების და რისკების თავიდან აცილება, საზოგადოებაზე მათი ზეგავლენის შემცირება;
e) ქიმიური ნივთიერებების მართვა მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების და მძიმე მეტალების ჩათვლით;
f) ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მათ შორის, ტყეების აღდგენა, ჭარბტენიანი და დაცული ტერიტორიების გაფართოება;
g) გარემოს დაცვის მონიტორინგი;
h) ქალაქებში და სხვა დასახლებულ ადგილებში სიცოცხლისა და გარემოს დაცვის პირობების გაუმჯობესება;
i) მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ტოქსიკური სამრეწველო ნარჩენების შეგროვების სისტემები, დაგროვება, დამუშავება, გამოყენება და განადგურება;
j) ეკოლოგიური განათლების საკითხები, ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის და საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ჩათვლით;
k) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულება და კონტროლი;
l) გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხებში სპეციალისტებისა და სამოქალაქო მოსამსახურეების მომზადება, აღნიშნულ სფეროებში ეროვნული კანონმდებლობის ევროპის გაერთიანების კანონმდებლობასთან დაახლოვება;
(2) თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების სია შეიძლება იქნეს გადასინჯული ან დამატებული მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების გზით.
მუხლი 3🔗
(1) გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობა განხორციელებულ უნდა იქნეს მხარეების ურთიერთთანხმობით შემდეგი ფორმებით:
a. საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული მიზნების მისაღწევად მეცნიერების, სპეციალისტებისა და დელეგაციების გაცვლა;
b. კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნა;
c. წინამდებარე შეთანხმების მეორე მხარის წარმომადგენლების მონაწილეობით კონფერენციების, სიმპოზიუმების, ექსპერტების დისკუსიების ორგანიზება;
d. ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება;
e. გარემოს და ბუნების დაცვის და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროებში, ნარჩენების წარმოშობის შემცირებისა და დამუშავების მეთოდების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
(2) მხარეებს ასევე შეუძლიათ შეთანხმდნენ თანამშრომლობის სხვა ფორმებზე.
მუხლი 4🔗
წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ პირდაპირი კონტაქტების დამყარებას და ორივე სახელმწიფო დაწესებულებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც დაკავებული არიან გარემოსდაცვითი პრობლემებით, თანამშრომლობის განვითარებას.
მუხლი 5🔗
(1) წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის განვითარება უნდა იქნეს განხილული მინისტრების შეხვედრის დროს. მინისტრების შეხვედრები უნდა იქნეს ორგანიზებული მხარეებს შორის შეთანხმების გზით ერთ-ერთი მხარის ინიციატივით;
(2) თანამშრომლობის მიმდინარე საკითხების განხილვის მიზნით, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების მეშვეობით ორგანიზება გაუკეთონ მათი წარმომადგენლების შეხვედრებს.
(3) წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთს უნდა აცნობონ წინამდებარე შეთანხმების მიხედვით თანამშრომლობის კოორდინაციასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საკონტაქტო პირების სახელები.
მუხლი 6🔗
(1) მხარეებმა უნდა დააფინანსონ წინამდებარე შეთანხმების განხორციელება თანასწორ საფუძველზე. თითოეულმა მხარემ უნდა დაფაროს ყველა ერთობლივ ღონისძიებაში მათი წარმომადგენლების მონაწილეობის ხარჯები, თუმცა მიმღებმა მხარემ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შენობებითა და აუცილებელი აღჭურვილობით. მეორე მხარისთვის გადასაცემი ინფორმაცია უნდა იქნეს უზრუნველყოფილი უფასოდ.
(2) განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ სხვაგვარად წინამდებარე შეთანხმების განხორციელების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
მუხლი 7🔗
მხარეებს არ უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა ფიზიკური და იურიდიული პირების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტებისაგან და შეთანხმებებისაგან.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმებამ ხელი არ უნდა შეუშალოს მხარეთათვის მოქმედი სხვა შეთანხმებებიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას.
მუხლი 9🔗
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების დებულებების გამოყენებასთან და განმარტებასთან დაკავშირებით, უნდა მოგვარდეს მეგობრული გზით, კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების მეშვეობით.
მუხლი 10🔗
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შედის შეთანხმების მე-11 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 11🔗
(1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და ძალაშია ხუთი წლის ვადით;
(2) წინამდებარე შეთანხმების მოქმედება ავტომატურად გრძელდება მომდევნო ხუთწლიანი ვადით, თუ ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ გამოხატავს წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის სურვილს შეთანხმების მოქმედების დასრულებამდე სამი თვით ადრე მაინც;
(3) ამ შეთანხმების მოქმედების შეჩერება გავლენას არ იქონიებს წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით ხელმოწერილ კონტრაქტებსა და ოქმებზე;
(4) შესრულებულია თბილისში 14.03. 2008 წელს, ორ დედნად – ლატვიურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასანავე, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
ლატვიის რესპუბლიკის გარემოს საქართველოს გარემოს დაცვისა
დაცვის სამინისტროს სახელით და ბუნებრივი რესურსების
რაიმონდ ვიიონისი სამინისტროს სახელით
მინისტრი ზაალ გამცემლიძე
მინისტრი