ქვეყნის პურპროდუქტებით უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.10.003.000.001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 19/03/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქვეყნის პურპროდუქტებით უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:612.1pt 792.1pt; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №1
2004 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
ქვეყნის პურპროდუქტებით უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი გასულ წელთან შედარებით თითქმის 100 პროცენტით გაიზარდა, დონორი ქვეყნების დახმარებით და ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა პურის ფასის მკვეთრი ზრდის თავიდან აცილება.
ქვეყანაში სასურსათო ხორბლის და/ან ფქვილის მარაგის შექმნის, საქართველოს ბაზარზე პურპროდუქტების დეფიციტის თავიდან აცილების, მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით:
1. იაპონიის მხარის მიერ პროგრამა 2KR გრანტის ფარგლებში გადმოცემული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაციის შედეგად საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე რიცხული თანხებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (დ. შერვაშიძე), გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უპროცენტო სესხის სახით, შესაბამისად 1.600,0 ათასი ლარი 000700454 ანგარიშიდან და 1.400,0 ათასი ლარი 000700632 ანგარიშიდან გადარიცხონ შპს „აგროსისტემების“ ანგარიშზე: ქ. თბილისი სს „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ფილიალი. ბანკის კოდი 220101830. საანგარიშსწორებო ანგარიში ლარობით 800467800, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 5 დღეში.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დადგენილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 3 დღისა გააფორმონ შპს „აგროსისტემებთან“ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „აგროსისტემები“ ზემოთ აღნიშნული თანხებით უზრუნველყოფს ხორბლის და/ან ფქვილის შეძენას, ტრანსპორტირებას, დაბინავებას, შენახვასა და რეალიზაციას.
3. კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო გადასახადებისა და გადასახდელების ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოუყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ასიგნებები, რომლებიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე გადაურიცხოს შპს „აგროსისტემებს“.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამოწმებული შპს „აგროსისტემების“ მიერ წარმოდგენილი დანახარჯების ანგარიშის (ხორბლის და/ან ფქვილის ღირებულება, ტრანსპორტირება, დაბინავება, შენახვა და რეალიზაციის მომსახურება) საფუძველზე არა უგვიანეს 2004 წლის 1 დეკემბრისა საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან უზრუნველყოს შპს „აგროსისტემების“ მიერ ხორბლის და/ან ფქვილის რეალიზაციიდან ამონაგებ თანხებსა (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით) და პროგრამა 2KR გრანტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის 000700454 ანგარიშზე დასაბრუნებელ 3.000,0 ათას ლარს შორის სხვაობის აღდგენა.
5. შპს „აგროსისტემების“ მიერ სესხის დასაბრუნებელ თანხად განისაზღვროს ხორბლის და/ან ფქვილის რეალიზაციიდან ამონაგები თანხები (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით), რომელიც უნდა დაბრუნდეს პროგრამა 2KR გრანტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ 000700454 ანგარიშზე არა უგვიანეს 2004 წლის 15 ნოემბრისა.
6. აღნიშნული ხორბლის და/ან ფქვილის შეძენასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით გადახდილ და გადასახდელ დამატებითი ღირებულების გადასახადებს შორის სხვაობა დადგენილი წესით შპს „აგროსისტემებისათვის“ დაბრუნების შემდეგ დაუყოვნებლივ გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
7. შპს „აგროსისტემებმა“ ამ დადგენილების შესასრულებლად ხორბლის და/ან ფქვილის შეძენა, ტრანსპორტირება, დაბინავება და შენახვა განახორციელოს პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, ხოლო შესყიდული ხორბლის და/ან ფქვილის რეალიზაცია – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სტრატეგიით და მასთან შეთანხმებით.
8. ამ დადგენილების მიხედვით მიღებული ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები არ აისახება შპს „აგროსისტემების“ ფინანსურ შედეგებში.
9. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თ. ბერუჩაშვილმა დააჩქაროს ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჰუმანიტარული ხორბლით დახმარების საკითხის დროულად გადაწყვეტა. მანვე გამართოს მოლაპარაკება საქართველოს ელჩთან ყაზახეთში საქართველოს კომერციული სტრუქტურებისათვის გამოსაგზავნი ხორბლის ტრანსპორტირების დროულად უზრუნველყოფის მიზნით.
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზ. ნოღაიდელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს უზრუნველყოს ჰუმანიტარული სახით მისაღები 50,000,0 ტონა ხორბლის მოწოდების დაჩქარება.
11. ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული ხორბლის რესურსები გამოყენებულ იქნეს მიზნობრივად შიდა ბაზრის რეგულირებისათვის, ქვეყნის მთავრობასთან შეთანხმებული სტრატეგიის შესაბამისად.
12. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ჯ. ბაკურაძემ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია