შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასა (CERN) და საქართველოს მთავრობას შორის მაღალი ენერგიების ფიზიკასა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებში სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ
მიღების თარიღი 25.10.2008
ძალაში შესვლა 04.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000714
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 06/02/2009
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასა (CERN) და საქართველოს მთავრობას შორის მაღალი ენერგიების ფიზიკასა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებში სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ICA-GE-0109
მეექვსე პროექტი 2008 წლის 25 ოქტომბერი (ტ.კურტიკა, მ.ვილბერსის მიერ შემოთავაზებული შესწორებების, 2007 წლის 15 ნოემბრის შესწორებებისა და 2008 წლის 24 ოქტომბერს განხილური შესწორებების გათვალისწინებით FILE – CA Georgia 2008ct25 – TK2
შეთანხმება
თანამშრომლობის შესახებ ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასა (CERN) და საქართველოს მთავრობას შორის მაღალი ენერგიების ფიზიკასა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებში სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ
ერთი მხრივ, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია („CERN“), მთავრობათაშორისი ორგანიზაცია სათავო ოფისით ჟენევაში, შვეიცარია, რომელსაც წარმოადგენს გენერალური დირექტორი
და
მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა (მთავრობა), განთავსებული თბილისში, საქართველო, რომელსაც წარმოადგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,
შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მხარეები“,
იმის გათვალისწინებით, რომ
- კვლევები მაღალენერგიულ ფიზიკაში მნიშვნელოვანია ტექნიკური პროგრესისა და ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებისათვის;
- CERN-ის სურვილს წარმოადგენს იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის გამყარება და განვითარება, რომლებიც არ წარმოადგენენ CERN-ის წევრებს, მაგრამ, რომლებთანაც დამყარებულია მჭიდრო წარმატებული ურთიერთობები;
- მთავრობა დაინტერესებულია CERN-ის კვლევით პროგრამებში მონაწილეობის მასშტაბის გაზრდაში;
- ორივე მხარე დაინტერესებულია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიურ დარგებში სამეცნიერო და ტექნიკური ურთიერთობის გაღრმავებაში;
- ქართველმა ფიზიკოსებმა, ინჟინრებმა და ტექნიკოსებმა წარმატებულად მიიღეს მონაწილეობა CERN-ის LHC აქსელერატორის ATLAS ექსპერიმენტში;
- ორივე მხარეს აქვს სურვილი, წარმოადგინონ ჩარჩოხელშეკრულება, რომელიც საშუალებას მისცემს ფიზიკოსებს, ინჟინრებსა და ტექნიკოსებს საქართველოდან, უწყვეტი სახით მონაწილეობა მიიღონ CERN-ის მიმდინარე და სამომავლო კვლევებში.
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗. მიზანი
1. ეს თანამშრომლობის ხელშეკრულება („ხელშეკრულება“) შეადგენს ჩარჩოხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც მხარეები ორმხრივ საფუძველზე გააგრძელებენ და გააღრმავებენ სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობას ორივე მხარის სასარგებლოდ.
მუხლი 2🔗. არასამხედრო დანიშნულება
2. მხარეები თანამშრომლობის შედეგებს გამოიყენებენ მხოლოდ არასამხედრო დანიშნულებით.
მუხლი 3🔗. თანამშრომლობის ფორმები
3.1. ქვემოთ მოყვანილი მე-2 მუხლის თანახმად, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს CERN-ის პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უმაღლესი საგანამანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტებისათვის და რომლების განსახორციელებლადაც მათ აქვთ განსაკუთრებული კომპეტენცია, მათ შორის ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის, კოსმოსური სხივების ფიზიკის, ელექტრონიკის, ინფორმატიკული ტექნოლოგიისა და კოორდინატთა გამოთვლის დარგებში. ეს ხელშეწყობა შესაძლოა, გამოიხატოს ადამიანური რესურსების, ტექნოლოგიების, აღჭურვილობის, მასალების, თანხების ან სხვა რაიმე სახით.
3.2. მხარეები ერთობლივად იმუშავებენ მესამე მხარის, მაგალითად, ევროკავშირის, მხარდაჭერის მოსაპოვებლად საქართველოს მონაწილეობისათვის ასეთ კვლევით პროექტებში.
მუხლი 4🔗. მხარდაჭერა ადამიანური რესურსების საშუალებით
4.1. იმ შემთხვევაში, თუ განიხილება მხარდაჭერა ადამიანური რესურსების სახით, CERN-ი შეისწავლის მეცნიერების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების განცხადებებს საქართველოდან და მათი რიცხვიდან მოახდენს შერჩევას CERN-ის პერსონალის ასოცირებულ წევრად დასანიშნად. CERN-მა შესაძლოა, სათითაო შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვიტოს CERN-ის მოქმედების რეგიონში მათი საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსების საკითხი.
4.2. მეცნიერებს, ინჟინრებს და სტუდენტებს, საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლიათ შეიტანონ განცხადება CERN-ის სკოლებში, მათ შორის, აქსელერატორის სკოლაში, კომპიუტერულ სკოლაში; ფიზიკის ევროპულ სკოლასა და CERN-ის საზაფხულო სტუდენტურ პროგრამაში მონაწილეობისათვის.
4.3. CERN-ი თითოეულ განცხადებას განიხილავს მათი ხარისხის მიხედვით.
მუხლი 5🔗. შესრულება
5.1. ამ შეთანხმების შესრულებისათვის საჭიროა CERN-სა და მთავრობას შორის, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის და/ან სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების მიერ, დამატებითი საერთაშორისო ხელშეკრულების შედგენა, რომელშიც თითოეული პროექტისათვის განსაზღვრული იქნება მხარეებს შორის თანამშრომლობის საკითხები მიზნების, პროგრამების, რესურსების, პერსონალის სტატუსის, ინტელექტუალური საკუთრების, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. თითოეულ დამატებით ხელშეკრულებას შესაძლოა ახლდეს დაწვრილებითი დანართი.
5.2. დამატებითი საერთაშორისო ხელშეკრულებები შესაძლოა, განაპირობებდეს, რომ ამ ხელშეკრულებების პირობები mutatis mutandis გავრცელდეს დამატებითი ხელშეკრულების მხარეებზე.
მუხლი 6🔗. დამატებითი საერთაშორისო ხელშეკრულება CERN-ით გათვალისწინებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ
შეთანხმების შესრულებისათვის ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ შესაბამისი არხების საშუალებით უნდა მიმართოს ძალისხმევა, რათა საქართველო მიუერთდეს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციების პრივილეგიებისა და იმუნიტეტის დამატებით საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც CERN-მა მიიღო 2003 წლის 19 დეკემბერს.
მუხლი 7🔗. დავა
მხარეებს შორის ნებისმიერი დავა შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს ამ შეთანხმების დანართი 1-ით განსაზღვრული პროცედურების თანახმად.
მუხლი 8🔗. შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
8.1. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც ცვლის 1997 წლის 11 მარტით დათარიღებულ შეთანხმებას თანამშრომლობაზე, ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან. ასევე გაცნობიერებული უნდა იყოს, რომ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც სჭირდება შესაბამისი დამტკიცება ან რატიფიკაცია, ის ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც ერთი მხარე მოერე მხარეს წერილობით აცნობებს, რომ მოხდა შეთანხმების დამტკიცება ან რატიფიკაცია.
8.2. ეს შეთანხმება საწყისი პერიოდისათვის ძალაში რჩება ხუთი წლის ვადით, რის შემდეგაც ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთი წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს შეთანხმების ვადის დასრულების შესახებ, ან თუ მხარეები შეთანხმდებიან მისი ახალი ვადით გაგრძელების შესახებ გაგრძელების თარიღამდე მინიმუმ ექვსი თვით ადრე.
შეთანხმება შესრულებულია ორ ეგზემპლარად, ინგლისურ ენაზე და ორ ეგზემპლარად ქართულ ენაზე. ორივე ტექსტი თანაბარი იურიდიული ძალისაა, თუმცა გაურკვევლობის ან წინააღმდეგობრიობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ეგზემპლარს.
ბირთვული კვლევების ევროპული საქართველოს მთავრობის მხრიდან
ორგანიზაციის (CERN) მხრიდან
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
დოქტორი რობერტ აიმარი პროფესორი გიორგი ნოდია
გენერალური დირექტორი საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი
დანართი 1
მხარეებს შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა გადაჭრილ იქნეს მხარეებს შორის კონსულტაციების გამართვის გზით.
დავები, რომელთა გადაჭრაც კონსულტაციების საშუალებით ვერ მოხერხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეების დავის მოგვარების სხვა გზაზე შეთანხმდებიან, ნებისმიერი მხარის მოთხოვნის საფუძველზე უნდა გადაეცეს სამი წევრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, კერძოდ, ერთ მსაჯულს აირჩევს CERN-ის გენერალური დირექტორი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი, მეორე მსაჯულს აირჩევს მთავრობა ან მისი სახელით მოქმედი პირი, მესამე მსაჯული კი არჩეული იქნება ორი დანარჩენი მსაჯულის მიერ. ეს უკანასკნელი, რომელიც შეასრულებს სასამართლოს თავმჯდომარის როლს, არ უნდა იყოს არც CERN-ის თანამშრომელი და არც საქართველოს მოქალაქე.
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის მიერ არჩეული მსაჯულის სახელი. მოპასუხემ უნდა დანიშნოს მეორე მსაჯული და აცნობოს მეორე მხარეს მისი სახელი განცხადების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში. თუ მოპასუხე ამ ორი თვის განმავლობაში ვერ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის მიერ განსაზღვრული მსაჯულის შესახებ ან ორი მსაჯული ვერ შეთანხმდება მესამე მსაჯულის არჩევის საკითხზე მეორე მსაჯულის დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში, მეორე მსაჯული ან მესამე მსაჯული, შემთხვევისდა მიხედვით, დანიშნული იქნება საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ იმ მხარის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც პირველად მიმართავს სასამართლოს.
სასამართლო დაადგენს თავის პროცედურულ წესებს. მისი გადაწყვეტილებები მხარეებისათვის სავალდებულო იქნება და არ დაექვემდებარება გასაჩივრებას.
დანართი 2
საქართველოს ინსტიტუტების ნუსხა, რომლებიც ოფიციალურად დაინტერესებული არიან შესაბამის კვლევით სფეროში მონაწილეობით. ნუსხა შემდგარია აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის დროისთვის არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით
საქართველოს ინსტიტუტები
1. IHEPI
– ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების და ინფორმატიკის ინსტიტუტი
2.IM
– ანდრია რაზმაძის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტი
3.IP
– ელეფერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი
4.GTU
– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
5.CCEC
– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის CAD\CAM-ის საინჟინრო ცენტრი
6.ICSU
– ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნვიერსიტეტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახდენს საქართველოს ინსტიტუტების მუშაობის კოორდინირებას.
დეკლარირებული ინტერესები
1. ნაწილაკების ექსპერიმენტალური ფიზიკა: IHEPI, IP, CCEC, ICSU
2. ნაწილაკების თეორიული ფიზიკა: IM, ICSU
3. აქსელერატორული ფიზიკისა და ტექნოლოგიის კვლევა და განვითარება: GTU. ICSU
4. LHC Computing Grid (LGG) და მასთან დაკავშირებული ინფორმატიკული ტექნოლოგიები: IHEPI
5. მაღალი ენერგიების ნაწილაკების ფიზიკასთან დაკავშირებული საინჟინრო პროექტები: CCEC
თარგმანი სწორია და შეესაბამება დედანს
მთარგმნელი გ. რუხაძე