შეთანხმება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოსათვის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილებისათვის ექსპორტის კონტროლის სისტემის შექმნაში დახმარების გაწევის შესახებ
მიღების თარიღი 26.01.1998
ძალაში შესვლა 30.01.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000160
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 01/05/1998
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით (ხელმოწერილია) | ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოსათვის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილებისათვის ექსპორტის კონტროლის სისტემის შექმნაში დახმარების გაწევის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 55.3pt 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოსათვის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილებისათვის ექსპორტის კონტროლის სისტემის შექმნაში დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი;
ისწრაფვიან რა, ხელი შეუწყონ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობასა და თავდაცვითი და სამხედრო კაშირების გაღრმავების შესახებ 1997 წლის 17 ივლისის შეთანხმების
(შემდგომში გავრცელების თავიდან აცილების შეთანხმებად წოდებული
) რომელიც ძალაში შევიდა 1997 წლის 10 ნოემბერს, განხორციელებას;
სურთ რა, ითანამშრომლონ მასობრივი განადგურების იარაღის, აგრეთვე ასეთ იარაღთან დაკავშირებული მასალების, ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გავრცელების საწინააღმდეგო საიმედო გარანტიების ჩამოყალიბების საქმეში;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
1. საქართველოდან მასობრივი განადგურების იარაღის, აგრეთვე ასეთ იარაღთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და ცოდნის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოსთვის ექსპორტის კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული აგენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს უსასყიდლოდ გაუწევს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ დახმარებას, შეთანხმებაში მოცემული პირობების შესაბამისად.
2. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული აღჭურვილობის სპეციფიკას დაადგენს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან კონსულტაციის შედეგად.
3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ შეთანხმებით მიღებულ ყველა მასალას, სწავლებასა და მომსახურებას გამოიყენებს მხოლოდ ექსპორტის კონტროლის სისტემის შექმნის ხელშესაწყობად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი განადგურების იარაღის, აგრეთვე ასეთ იარაღთან დაკავშირებული მასალების, ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გავრცელება.
4. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო და ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნებიან პასუხისმგებელი არც ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მასალების, სწავლებისა და მომსახურების სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფაზე და არც იმ შემთხვევებზე, როცა მასალები, სწავლება და მომსახურება ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულებას.
5. ეს შეთანხმება და ამ შეთანხმების შესაბამისად განხორციელებული ყველა საქმიანობა იქნება გავრცელების თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების საგანი და წარიმართება მისი დებულებების პირობებზე.
მუხლი II
1. ამ შეთანხმების თითოეულ მხარეს, მეორე მხარის წერილობითი შეტყობინების შემდეგ, შეუძლია ამ შეთანხმების განხორციელების უფლებამოსილებანი გადასცეს თავისი მთავრობის სხვა უწყებებს, სამინისტროებსა და ორგანიზაციებს.
2. ამ შეთანხმების თითოეულ მხარეს, მეორე მხარის წერილობითი შეტყობინების შემდეგ, შეუძლია დანიშნოს ტექნიკური მეკავშირე წარმომადგენლები ამ შეთანხმების შესაბამისად მიწოდებული მასალების, სწავლებისა და მომსახურების საჭიროებისათვის.
მუხლი III
1. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს საერთო ხარჯი ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა მასალაზე, სწავლებასა და მომსახურებაზე, აგრეთვე სხვა ხარჯები, მათ შორის აღჭურვილობის და პერსონალის საქართველოდან და უკან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან და უკან ტრანსპორტირების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 1.3 მილიონ აშშ დოლარს.
2. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა მასალა მიეწოდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული აგენტი აცნობებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს თითოეული ტვირთის მიწოდების თარიღისა და ადგილის შესახებ, მიწოდებამდე სულ ცოტა შვიდი (7) დღით ადრე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა ამ მასალას მიწოდების ადგილზე ჩამოსვლისთანავე ჩაიბარებს და დაუყოვნებლივ განახორციელებს მასზე ფიზიკურ კონტროლს. ამ დროიდან ეს მასალა საქართველოს საკუთრება ხდება.
მუხლი IV
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი შეამოწმებს ამ შეთანხმების შესაბამისად მიღებულ ყველა მასალას და მიღებიდან 10 დღის განმავლობაში უდასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ან მის მიერ დანიშნულ აგენტს, რომ მიღებული მასალა შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ან მის მიერ დანიშნული აგენტის მიერ დადგენილ და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის წინასწარ მიწოდებულ სპეციფიკას. ნებისმიერი მასალა, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ამ სპეციფიკას, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მეშვეობით დაბრუნებულ იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში შეცვლისათვის, მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
მუხლი V
1. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული აგენტი საკუთარი შეხედულებისამებრ და მოთხოვნების მისეული შეფასების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციების გათვალისწინებით დახმარებას გაუწევს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს ქვემოთ ჩამოთვლილ ზოგიერთ ან ყველა სფეროში:
ა. ექსპორტის კონტროლის გაუმჯობესების ხელშემწყობი საქმიანობისთვის აღჭურვილობის მიწოდება და მათი მუშაობის უზრუნველყოფა, ორი ორმოცფუტიანი სადარაჯო კატარღის ჩათვლით;
ბ. საკლასო და ადგილზე მეცადინეობების ჩატარება საქართველოს შესაბამისი წარმომადგენლებისათვის;
გ. ექსპორტის კონტროლის განმახორციელებელი პროგრამებისა და პოლიტიკის შეფასება და გაუმჯობესება;
დ. მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების ხელშეწყობისათვის სხვა დახმარების გაწევა, რაზეც მხარეები შეიძლება წერილობით შეთანხმდნენ.
მუხლი VI
საჭიროების შემთხვევაში მხარეებს შუძლიათ დადონ განმახორციელებელი შეთანხმებები ამ შეთანხმების დებულებების შესრულებისათვის. ამ შეთანხმებასა და ასეთ განმახორციელებელ შეთანხმებას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ამ შეთანხმების დებულებებს ენიჭება.
მუხლი VII
1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან, რომლითაც ისინი ადასტურებენ თითოეული მხარის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი პროცედურის დასრულებას და მოქმედებს სამი წლის განმავლობაში ან გავრცელების თავიდან აცილების შეთანხმების მოქმედების პერიოდში, იმისდა მიხედვით, რომლის ვადაც უფრო მალე ამოიწურება.
2. ეს შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს ან გაგრძელდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმებით და შეიძლება შეწყდეს ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის ასეთი განზრახვის თაობაზე ოთხმოცდაათი (90) დღით ადრე, წერილობითი შეტყობინების შემთხვევაში.
შესრულებულია თბილისში, 1998 წლის 30 იანვარი, და ვაშინგტონში, 1998 წლის 26 იანვარს, ორ ეგზემპლარად ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთანავე, ორივე ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით
(ხელმოწერილია)
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)