შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 02.10.1999
ძალაში შესვლა 02.10.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000288
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 16/11/1999
matsne.gov.ge 497 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.1999 მიღება
02.10.1999 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა საქართველოსა და უკრაიანას შორის გაფორმებული ეკონომიკური ხასიათის სახელმწიფოთაშორისი და სამთავრობათშორისი შეთანხმებებით, ასევე, ორივე სახელმწიფოს კონსტიტუციით, კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, საქართველოსა და უკრაინას შორსი ორმხრივი ეკონომიკური კონტაქტების განმტკიცებისა და განვითარების, ასევე, გამოცდილების გაზიარების მიზნით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ანიჭებენ რა განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და საქმიანი ურთიერთკავშირის განვითარებას, შეთანხმდნენ შემდეგზე     მუხლი 1🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ საქმიანი კონტაქტების განვითარებას ვიზიტების გაცვლით, სემინარების ჩატარებითა და სხვა ღონისძიებების მეშვეობით.     მუხლი 2🔗 მხარეები, საქართველოსა და უკარაინას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების, აგრეთვე მათ კომპეტენციაში შემავალი სხვა ურთიერთსაინტერესო საკითხების განხილვის მიზნით, რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს თბილისსა და კიევში არანაკლებ წელიწადში ერთხელ.     მუხლი 3🔗 მხარეები, დიპლომატიური არხების გამოყენებით, წინასწარ მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას კონსულტაციების შესახებ.     მუხლი 4🔗 მხარეები გაცვლიან ინფორმაციას კონსულტაციებისა და შეხვედრების შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა ასპექტზე, რომელიც წარმოადგენს ორმხრივ ინტერესს, კერძოდ, ევროაზიური და ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის, მანქანათმშენებლობის კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სხვა დარგების შესახებ.     მუხლი 5🔗 მხარეები რეგულარულად გაცვლიან ურთიერთსაინტერესო ინფორმაციას საკანონმდებლო და ნორმატიულ სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათში ცვლილებების თაობაზე.     მუხლი 6🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ერთმანეთს ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც წარმოადგენენ ერთობლივ ინტერესს, აგრეთვე გამოკვლევებში, რომლებიც მიმართულია ორივე სახელმწიფოს ეკონომიკის ლიბერალიზაციისაკენ.     მუხლი 7🔗 შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა დავა გადაწყდება მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.     მუხლი 8🔗 შეთანხმება ძალაში შედსი მისი ხელმოწერის დღიდან, მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომ ხუთწლიან პერიოდებში, თუ ერთ–ერთი მხარე შესაბამისი პერიოდის გასვლამდე არა უგვიანეს ექვსი თვისა, არ შეატყობინებს წერილობით მეორე მხარეს მისი მოქმედების შეწყვეტის სურვილის შესახებ. შესრულებულია ქ. კიევში, 1999 წლის 2 ოქტომბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების დებულებათა განმარტების მიზნებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელით უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს სახელით