შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 08.03.2007
ძალაში შესვლა 06.07.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000697
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 25/07/2008
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; }
h6 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-weight:bold;}
p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.Heading1Char { font-weight:bold;}
span.Heading6Char { font-weight:bold;}
p.muxli, li.muxli, div.muxli { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:121.9pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-121.9pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.stilixml, li.stilixml, div.stilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; }
span.stilixmlChar { font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; }
span.PlainTextChar { }
span.abzacixmlChar { }
p.Sataurixml, li.Sataurixml, div.Sataurixml { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; border:none; padding:0in; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
span.TitleChar { font-weight:bold;}
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; border:none; padding:0in; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataruri2xml, li.sataruri2xml, div.sataruri2xml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2xml, li.satauri2xml, div.satauri2xml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.khelmoceraxmlChar { font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.cignisataurixml, li.cignisataurixml, div.cignisataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.DocumentMapChar { }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.FooterChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და იაპონიის მთავრობა,
სურთ რა მომავალშიც განამტკიცონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, და
ითვალისწინებენ რა თავიანთი შესაბამისი ქვეყნების ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების ხელშეწყობის შედეგად მიღებულ ურთიერთსარგებელს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
ორივე მთავრობა ყოველ ღონეს იხმარს ორ ქვეყანას შორის ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი II
ცალკეული შეთანხმებები, რომლებიც არეგულირებს მოცემული შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ტექნიკური თანამშრომლობის სპეციფიკურ პროგრამებს, შეთანხმებული უნდა იქნეს ორი მთავრობის კომპეტენტურ ორგანოებს შორის. საქართველოს მთავრობის კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო, იაპონიის მთავრობის კომპეტენტურ ორგანოს – საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მუხლი III
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (შემდგომში JIСА-დ წოდებული), საკუთარი ხარჯებით, იაპონიის მოქმედი კანონებისა და ნორმატიული აქტების, ასევე მე-II მუხლში მითითებული შეთანხმებების შესაბამისად, განახორციელებს ტექნიკური თანამშრომლობის შემდეგ ფორმებს.
(ა) უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების ტექნიკურ მომზადებას;
(ბ) გააგზავნის ექსპერტებს (შემდგომში „ექსპერტებად“ წოდებულნი) საქართველოში;
(გ) გააგზავნის იაპონელ საზოგადოებრივ მუშაკებს, რომელთაც გააჩნიათ მრავალმხრივი ტექნიკური უნარ-ჩვევები და ღრმა გამოცდილება (შემდგომში „უფროს საზოგადოებრივ მუშაკებად“ წოდებულნი) საქართველოში;
(დ) გააგზავნის იაპონიის მისიებს (შემდგომში „მისიებად“ წოდებულნი) საქართველოში, რათა აწარმოოს კონტროლი საქართველოს ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების პროექტებზე;
(ე) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობას აღჭურვილობით, ტექნიკური მოწყობილობით და მასალებით; და
(ვ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობას ტექნიკური თანამშრომლობის სხვა ფორმებით, ორი მთავრობის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მუხლი IV
საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიერ შეძენილი ტექნიკური ცოდნა და მეთოდები, ასევე იაპონიის ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში III მუხლის შესაბამისად მიღებული აღჭურვილობა, ტექნიკური მოწყობილობა და მასალები, გამოყენებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების და არა სამხედრო მიზნებისათვის.
მუხლი V
ექსპერტების, უფროსი საზოგადოებრივი მუშაკებისა და მისიების წევრთა წარგზავნის შემთხვევაში, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს მთავრობა:
1. (1) (ა) გაათავისუფლებს ექსპერტებს, უფროს საზოგადოებრივ მუშაკებს და მისიების წევრებს გადასახადებისაგან, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, და ფინანსური ანაკრეფისაგან, რომელიც დაწესებულია მათთვის უცხოეთიდან დარიცხულ ხელფასებზე ან ნებისმიერ ფულად თანხაზე ან მასთან დაკავშირებით;
(ბ) გაათავისუფლებს ექსპერტებს, უფროს საზოგადოებრივ მუშაკებსა და მისიების წევრებს და მათ ოჯახებს საკონსულო მოსაკრებლებისაგან და გადასახადებისაგან, საბაჟო გადასახადისა და ფინანსური ანაკრეფის ჩათვლით, ასევე გაათავისუფლებს მათ ვალდებულებისაგან აიღონ საიმპორტო ლიცენზია ან უცხოური ვალუტის გადახდის სერტიფიკატი შემდეგი ტვირთის იმპორტთან დაკავშირებით:
(i) ბარგი;
(ii) პირადი ნივთები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ფართო მოხმარების საქონელი; და
(iii) ერთი ავტომობილი საქართველოში გაგზავნილნი თითოეული ექსპერტისათვის, თითოეული ექსპერტის ოჯახისათვის, თითოეული უფროსი საზოგადოებრივი მუშაკისათვის და თითოეული უფროს საზოგადოებრივი მუშაკის ოჯახისათვის; და
(გ) გაათავისუფლებს ექსპერტებს, უფროს საზოგადოებრივ მუშაკებსა და მათ ოჯახებს, რომელთაც არ შემოაქვთ საქართველოს ტერიტორიაზე ავტომობილი, გადასახდისაგან, დღგ-ის ჩათვლით, და ფინანსური ანაკრეფისაგან, რომელიც თითოეულ ექსპერტს, თითოეული ექსპერტის ოჯახს, თითოეულ უფროს საზოგადოებრივ მუშაკს და თითოეული უფროსი საზოგადოებრივი მუშაკის ოჯახს ეკისრება ერთი ავტომობილის ადგილზე ყიდვის შემთხვევაში; და
(2) (ა) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს სააგენტოს შესაბამისი ოფისით და სხვა მოწყობილობით, ტელეფონისა და ფაქსის ჩათვლით, რაც აუცილებელია ექსპერტების, უფროსი საზოგადოებრივი მუშაკებისა და მისიების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისათვის; ასევე გაიღებს მათი ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს;
(ბ) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ადგილობრივი პერსონალით (აუცილებლობის შემთხვევაში თარჯიმნების ჩათვლით) დაკომპლექტებას, ასევე შესაბამისი ქართველი პერსონალის დაქირავებას, რაც აუცილებელია ექსპერტების, უფროსი საზოგადოებრივი მუშაკებისა და მისიების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისათვის;
(გ) დაფარავს ექსპერტებისა და უფროსი საზოგადოებრივი მუშაკების შემდეგ ხარჯებს, თუ ამის შესაძლებლობას იძლევა ადგილობრივი პირობები და საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოთა ფინანსური შესაძლებლობები:
(i) სამსახურში ყოველდღიური მგზავრობის ხარჯები;
(ii) საქართველოს ფარგლებში სამსახურებრივი მიზნით გადაადგილების ხარჯები; და
(iii) ოფიციალური კორესპონდენციის ხარჯები;
(დ) დახმარებას გაუწევს ექსპერტებს, უფროს საზოგადოებრივ მუშაკებსა და მათ ოჯახებს შესაბამისი საბინაო ფართით უზრუნველყოფაში; და
(ე) დახმარებას გაუწევს ექსპერტებს, უფროს საზოგადოებრივ მუშაკებსა და მისიების წევრებს და მათ ოჯახებს სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაში;
(3) (ა) ნებას დართავს ექსპერტებს, უფროს საზოგადოებრივ მუშაკებს, მისიების წევრებსა და მათ ოჯახებს შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, იმყოფებოდნენ იქ და დატოვონ ეს ტერიტორია თავიანთი ვალდებულებების შესრულების პერიოდში, დაეხმარება მათ უცხოელთა რეგისტრაციის პროცედურის გავლაში და გაათავისუფლებს მათ საკონსულო მოსაკრებლებისაგან;
(ბ) გასცემს ოფიციალურ მოწმობებს ექსპერტების, უფროსი საზოგადოებრივი მუშაკებისა და მისიების წევრების სახელზე, რომლებიც ადასტურებს მათ სტატუსს საქართველოში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყველა შესაბამის სამთავრობო დაწესებულებასთან აღნიშნული პირების თანამშრომლობა, რაც აუცილებელია მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;
(გ) დახმარებას გაუწევს ექსპერტებს, უფროს საზოგადოებრივ მუშაკებსა და მათ ოჯახებს მანქანის მართვის მოწმობების აღებაში;
(დ) მიიღებს სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია ექსპერტების, უფროსი საზოგადოებრივი მუშაკებისა და მისიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის.
2. პირველ პარაგრაფში მითითებული ავტომობილები ექვემდებარება გადასახადის გადახდას, საბაჟო გადასახადის ჩათვლით, თუ შემდგომში მოხდა მათი გაყიდვა ან საკუთრებაში გადაცემა საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირთათვის ან ორგანიზაციებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან მსგავსი გადასახადებისაგან გათავისუფლებას ან სხვა მსგავს პრივილეგიებს.
3. საქართველოს მთავრობა მიანიჭებს ექსპერტებს, უფროს საზოგადოებრივ მუშაკებს, მისიების წევრებსა და მათ ოჯახებს ისეთ შეღავათებსა და პრივილეგიებს, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელი იქნება იმ შეღავათებთან და პრივილეგიებთან შედარებით, რომლებიც ენიჭება ნებისმიერი მესამე ქვეყნის ექსპერტებს, უფროს საზოგადოებრივ მუშაკებს, მისიების წევრებსა და მათ ოჯახებს ან ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც ასრულებს იგივე მისიას საქართველოში.
მუხლი VI
საქართველოს მთავრობა იკისრებს იმ პრეტენზიების დაკმაყოფილების ხარჯებს, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ექსპერტების, უფროსი საზოგადოებრივი მუშაკებისა და მისიების წევრების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შედეგად, მათი შესრულების პროცესში ან სხვაგვარად იყოს დაკავშირებული ამ ვალდებულებების შესრულებასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ორივე ქვეყნის მთავრობები გადაწყვეტენ, რომ მსგავსი პრეტენზიები წარმოიშვა ექსპერტების, უფროსი საზოგადოებრივი მუშაკებისა და მისიების წევრების მხრიდან უხეში დაუდევრობის ან წინასწარგანზრახული გადაცდომის შედეგად.
მუხლი VII
1. (I) თუ JICA მიაწვდის საქართველოს მთავრობას აღჭურვილობას, ტექნიკურ მოწყობილობასა და მასალებს, საქართველოს მთავრობა გაათავისუფლებს მსგავს აღჭურვილობას, ტექნიკურ მოწყობილობასა და მასალებს საკონსულო მოსაკრებლებისაგან, საბაჟოს გადასახადისა და ფინანსური ანაკრეფის ჩათვლით, ასევე საიმპორტო ლიცენზიისა და იმპორტთან მიმართებაში უცხოური ვალუტის გადახდის სერტიფიკატის აღების ვალდებულებისაგან. ზემოაღნიშნული აღჭურვილობა, ტექნიკური მოწყობილობა და მასალები გადავა საქართველოს მთავრობის საკუთრებაში გადმოტვირთვის პორტში სიფ-ის პირობებით საქართველოს შესაბამისი ორგანიზაციებისათვის აღნიშნული ტვირთის მიწოდებისთანავე.
(2) თუ JICA მიაწვდის საქართველოს მთავრობას აღჭურვილობას, ტექნიკურ მოწყობილობასა და მასალებს, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ მსგავსი აღჭურვილობის, ტექნიკური მოწყობილობისა და მასალების ადგილობრივ შესყიდვასთან დაკავშირებული გადასახადები, დღგ-სა და ფინანსური ანაკრეფის ჩათვლით, დაფარულ იქნეს საქართველოს შესაბამისი ორგანიზაციების მიერ.
(3) (1)-ლ და მე-(2) ქვეპარაგრაფებში მითითებული აღჭურვილობა, ტექნიკური მოწყობილობა და მასალები გამოყენებული უნდა იქნეს ამ შეთანხმების II მუხლში მოცემული შეთანხმებებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, თუ ორი მთავრობის კომპეტენტურ ორგანოებს შორის სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს.
(4) საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე (1)-ლ და მე-(2) ქვეპარაგრაფებში მითითებული აღჭურვილობის, ტექნიკური მოწყობილობისა და მასალების ტრანსპორტირების, შეცვლის, შენახვისა და რემონტის ხარჯები დაფარულ იქნეს საქართველოს შესაბამისი ორგანიზაციების მიერ.
2. (1) აღჭურვილობა, ტექნიკური მოწყობილობა და მასალები, რომლებიც წარმოებულია JICA-ს მიერ და აუცილებელია ექსპერტების, უფროსი საზოგადოებრივი მუშაკებისა და მისიების წევრების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, დარჩება JICA-ს საკუთრებაში, თუ ორი მთავრობის კომპეტენტურ ორგანოებს შორის სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს.
(2) საქართველოს მთავრობა გაათავისუფლებს ექსპერტებს, უფროს საზოგადოებრივ მუშაკებსა და მისიების წევრებს საკონსულო მოსაკრებლებისაგან და გადასახადებისაგან, საბაჟო გადასახადისა და ფინანსური ასაკრეფის ჩათვლით, ასევე გაათავისუფლებს მათ ვალდებულებისაგან აიღონ საიმპორტო ლიცენზია ან უცხოური ვალუტის გადახდის სერტიფიკატი (1)-ლ ქვეპარაგრაფში მითითებული აღჭურვილობის, ტექნიკური მოწყობლობისა და მასალების იმპორტთან მიმართებაში.
(3) საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ (1)-ლ ქვეპარაგრაფში მითითებული აღჭურვილობის, ტექნიკური მოწყობილობისა და მასალების ადგილობრივ შესყიდვასთან დაკავშირებით დაწესებული გადასახადები დაფარულ იქნეს საქართველოს შესაბამისი ორგანიზაციების მიერ.
მუხლი VIII
საქართველოს მთავრობა, მის მიერ დანიშნული ორგანიზაციების მეშვეობით, შეინარჩუნებს მჭიდრო კონტაქტებს ექსპერტებთან, უფროს საზოგადოებრივ მუშაკებსა და მისიების წევრებთან.
მუხლი IX
1. საქართველოს მთავრობა ნებას დართავს JICA-ს გახსნას და აამოქმედოს საზღვარგარეთის ოფისი საქართველოში (შემდგომში „ოფისად” წოდებული) და მიიღებს იაპონიიდან რეზიდენტ წარმომადგენელსა და მის პერსონალს (შემდგომში შესაბამისად „წარმომადგენლად” და „პერსონალად” წოდებულნი), რომლებიც შეასრულებენ იმ მოვალეობებს, რომლებსაც დააკისრებს მათ JICA წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამების შესაბამისად.
2. საქართველოს მთავრობა:
(1) (ა) გაათავისუფლებს წარმომადგენელს, პერსონალს და მათ ოჯახებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, გადასახადებისაგან, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, და ფინანსური ანაკრეფებისაგან, რომელიც დაწესებულია მათთვის უცხოეთიდან დარიცხულ ხელფასებზე ან ნებისმიერ ფულად თანხაზე ან მასთან დაკავშირებით;
(ბ) საკონსულო მოსაკრებლისაგან, გადასახადებისაგან, საბაჟო გადასახადისა და ფინანსური ანაკრეფის ჩათვლით, ასევე გაათავისუფლებს მათ ვალდებულებისაგან აიღონ საიმპორტო ლიცენზია ან უცხოური ვალუტის გადახდის სერტიფიკატი შემდეგი ტვირთის იმპორტთან დაკავშირებით:
(i) ბარგი;
(ii) პირადი ნივთები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ფართო მოხმარების საქონელი; და
(iii) ერთი ავტომობილი საქართველოში გაგზავნილი თითოეული წარმომადგენლისათვის, თითოეული პერსონალისათვის, თითოეული წარმომადგენლის ოჯახისათვის და თითოეული პერსონალის ოჯახისათვის;
(გ) გაათავისუფლებს წარმომადგენელს, პერსონალს და მათ ოჯახებს, რომელთაც არ შემოაქვთ საქართველოს ტერიტორიაზე ავტომობილი, გადასახადისაგან, დღგ-ს ჩათვლით, და ფინანსური ანკარეფისაგან, რომელიც თითოეული წარმომადგენლს, თითოეულ პერსონალს, თითოეული წარმომადგენლის ოჯახს და თითოეული პერსონალის ოჯახს ეკისრება ერთი ავტომობილის ადგილზე ყიდვის შემთხვევაში;
(დ) ნებას დართავს წარმომადგენელს, პერსონალს და მათ ოჯახებს შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, იმყოფებოდნენ იქ და დატოვონ ეს ტერიტორია თავიანთი ვალდებულებების შემსრულების პერიოდში, დაეხმარება მათ უცხოელთა რეგისტრაციის პროცედურის გავლაში და გაათავისუფლებს მათ საკონსულო მოსაკრებლებისაგან;
(ე) გასცემს ოფიციალურ მოწმობებს წარმომადგენლისა და პერსონალის სახელზე, რომლებიც ადასტურებს მათ სტატუსს საქართველოში;
(ვ) დახმარებას გაუწევს წარმომადგენელს, პეროსონალსა და მათ ოჯახებს მანქანის მართვის მოწმობების აღებაში;
(ზ) მიიღებს სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია წარმომადგენლისა და პერსონალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის.
(2) (ა) გაათავისუფლებს ოფისს საკონსულო მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან, საბაჟო გადასახადისა და ფინანსური ანაკრეფის ჩათვლით, ასევე საიმპორტო ლიცენზიისა და უცხოური ვალუტის გადახდის სერტიფიკატის აღების ვალდებულებისაგან, იმ აღჭურვილობის, ტექნიკური მოწყობილობის, ავტომობილებისა და მასალების იმპორტთან მიმართებაში, რომლებიც აუცილებელია ოფისის მუშაობისათვის;
(ბ) უზრუნველყოფს, რომ ოფისის მუშაობისათვის აუცილებელი აღჭურვილობის, ტექნიკური მოწყობილობის და მასალების ადგილზე შესყიდვასთან დაკავშირებული გადასახადები, დღგ-სა და ფინანსური ანაკრეფის ჩათვლით, დაფარულ იქნეს საქართველოს შესაბამისი ორგანიზაციების მიერ;
(გ) გაათავისუფლებს ოფისს გადასახადებისაგან, დღგ-სა და ფინანსური ანაკრეფის ჩათვლით, იმ ავტომობილების ადგილზე შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლებიც აუცილებელია ოფისის ფუნქციონირებისათვის; და
(დ) გაათავისუფლებს ოფისს გადასახადებისაგან, საშემოსავლო გადასახადისა და ფინანსური ანაკრეფის ჩათვლით, რომლებიც დაწესებულია საოფისე ხარჯების დაფარვის მიზნით უცხოეთიდან გამოგზავნილ თანხებზე ან მასთან დაკავშირებით;
3. მეორე პარაგრაფში მოცემული ავტომობილები ექვემდებარება გადასახადის გადახდას, საბაჟო გადასახადის ჩათვლით, თუ შემდგომში მოხდა მათი გაყიდვა ან საკუთრებაში გადაცემა საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირთათვის ან ორგანიზაციებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან მსგავსი გადასახადებისაგან გათავისუფლებას.
4. საქართველოს მთავრობა მიანიჭებს წარმომადგენელს, პერსონალსა და მათ ოჯახებს ისეთ შეღავათებსა და პრივილეგიებს, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელი იქნება იმ შეღავათებთან და პრივილეგიებთან შედარებით, რომლებიც ენიჭება ნებისმიერი მესამე ქვეყნის წარმომადგენლებს, პერსონალსა და მათ ოჯახებს ან ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ასრულებს იგივე მისიას საქართველოში.
მუხლი X
საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს საქართველოში მყოფი ექსპერტების, უფროსი საზოგადოებრივი მუშაკების, მისიების წევრების, წარმომადგენლის, პერსონალისა და მათი ოჯახების უსაფრთხოება.
მუხლი XI
ორი მთავრობა გამართავს კონსულტაციებს ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმებიდან ან მასთან დაკავშირებით.
მუხლი XII
1. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მისი დებულებები გავრცელდება ტექნიკური თანამშრომლობის იმ სპეციფიკურ პროგრამებზე, რომელთა მოქმედება დაიწყო ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ასევე საქართველოში მყოფ ექსპერტებზე, უფროს საზოგადოებრივ მუშაკებზე, მისიების წევრებზე, წარმომადგენლებზე, პერსონალსა და მათ ოჯეხებზე, ასევე აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებულ აღჭურვილობაზე, ტექნიკურ მოწყობილობასა და მასალებზე.
2. ამ შეთანხმების მოქმედების ვადის შეწყვეტა არ იმოქმედებს იმ პერიოდში მიმდინარე ტექნიკური თანამშრომლობის სპეციფიკურ პროგრამებზე მათ დასრულებამდე, თუ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, ასევე არ იმოქმედებს იმ პრივილეგიებსა და შეღავათებზე, რომლებიც მინიჭებული აქვთ ექსპერტებს, უფროს საზოგაოდებრივ მუშაკებს, მისიების წევრებს, წარმომადგენლებს, პერსონალსა და მათ ოჯახებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
მუხლი XIII
1. ეს შეთანხმება ძალაში შევა იაპონიის მთავრობის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ საქართველოს მთავრობის წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.
2. ეს შეთანხმება ძალაში დარჩება ერთი წლის ვადით და ყოველწლიურად ავტომატურად განახლდება შემდგომი ერთწლიანი ვადით, თუ ერთ-ერთი მთავრობა, აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მთავრობას თავის გადაწყვეტილებას შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ტოკიოში 2007 წლის 8 მარტს, ორ ეგზემპლარად, ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის იაპონიის მთავრობის
სახელით სახელით