შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული და სხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2007
ძალაში შესვლა 03.05.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000695
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 03/06/2008
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული და სხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; }
h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; }
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-weight:bold;}
p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.muxli, li.muxli, div.muxli { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:121.9pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-121.9pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; layout-grid-mode:line; font-weight:bold;}
p.stilixml, li.stilixml, div.stilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; }
span.Heading1Char { font-weight:bold;}
span.stilixmlChar { font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; }
span.PlainTextChar { }
span.abzacixmlChar { }
p.Sataurixml, li.Sataurixml, div.Sataurixml { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; border:none; padding:0in; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
span.TitleChar { font-weight:bold;}
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; border:none; padding:0in; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataruri2xml, li.sataruri2xml, div.sataruri2xml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2xml, li.satauri2xml, div.satauri2xml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.khelmoceraxmlChar { font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.cignisataurixml, li.cignisataurixml, div.cignisataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.DocumentMapChar { }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული და სხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი,
მოქმედებენ რა თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების სურვილით,
გამოხატავენ რა შეშფოთებას ზოგადად დანაშაულის, განსაკუთრებით კი ორგანიზებული დანაშაულის ზრდასთან დაკავშირებით,
დარწმუნებულნი არიან რა დანაშაულის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაში,
სურთ რა ამ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად ოპტიმალური წესების, ფორმებისა და მეთოდების შემუშავება,
პატივს სცემენ რა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებსა და თავიანთ შიდა სამართლებრივ სისტემებს,
ხელმძღვანელობენ რა თანასწორუფლებიანობის, ნაცვალგებისა და ურთიერთხელსაყრელი პრინციპებით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
1. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესაბამისი ორგანოების დონეზე, რომლებიც შემდგომში „კომპეტენტურ ორგანოებად” იწოდებიან, ორგანიზებული და სხვა სახის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში მათი თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის გზით, განსაკუთრებით როგორიცაა:
1) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
2) საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მათ შორის ტერორიზმი;
3) ბირთვული ან რადიოაქტიური ნივთიერებების გატაცება, ამ ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა, ტრანსპორტირება და არამიზნობრივი გამოყენება;
4) გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
5) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
6) ადამიანებით ვაჭრობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
7) საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, ორმაგი გამოყენების პროდუქციის, ფეთქებადი და სხვა საშიში ნივთიერებების გატაცება, ამ ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა, აგრეთვე მათი უკანონო წარმოება;
8) სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ნივთებით, ტექნოლოგიებითა და მომსახურების საშუალებებით უკანონო ვაჭრობა;
9) სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და უკანონო მიგრაციის ორგანიზება, აგრეთვე საბაჟო წესის დარღვევა;
10) ნებისმიერი ნივთის, განსაკუთრებით კი კულტურული მნიშვნელობის მქონე ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების გატაცება, მათი უკანონო ვაჭრობა და საბაჟო წესის დარღვევა;
11) ფულისა და ფასიანი ქაღალდების გაყალბება ან შეცვლა და მიმოქცევაში ჩაშვება;
12) დოკუმენტების გაყალბება მათი როგორც ნამდვილის გამოყენების მიზნით ან მათი როგორც ნამდვილის გამოყენება;
13) ეკონომიკური დანაშაული, ფინანსური მაქინაციები, საბანკო დანაშაული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლების ლეგალიზაცია და თანამდებობის პირთა მიერ მატერიალური ან სხვა პირადი სარგებლის მიღება;
14) ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების დასამზადებელი მცენარეულობის უკანონო მოშენება და წარმოება, ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების უკანონო წარმოება, ტრანსპორტირება, საბაჟო წესის დარღვევა და ვაჭრობა, აგრეთვე მათი დასამზადებელი პირველადი ნივთიერებებითა და ნახევარპროდუქტებით ვაჭრობა;
15) საავტორო უფლებებითა და ლიცენზიებით დაცული პროდუქციის უკანონო წარმოება; კოპირება და გავრცელება;
16) დანაშაულები, ჩადენილი საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინტერნეტისა და სხვა დისტანციური კომუნიკაციების გამოყენებით.
2. ხელშემკვრელმა მხარეებმა აგრეთვე უნდა ითანამშრომლონ შემდეგ სფეროებში:
1) დანაშაულში, განსაკუთრებით კი წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირების ან იმ პირების ძებნა, რომლებიც თავს არიდებენ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელს;
2) უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნა, ასევე ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც დაკავშირებულია დაუდგენელი პირების ან დაუდგენელი გვამების ამოცნობასთან;
3) იმ ნივთების ძებნა, რომლებიც ფიგურირებდნენ დანაშაულში ან გამოიყენებოდნენ მათი ჩადენის მიზნით.
მუხლი 2🔗
1. წინამდებარე შეთანხმების შესრულების მიზნით ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები, მათი კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუკავშირდებიან ერთმანეთს პირდაპირ ან მათ მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოებია:
1) საქართველოს მხრიდან:
a) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
b) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
c) საქართველოს პროკურატურა.
2) პოლონეთის რესპუბლიკის მხრიდან:
a) შინაგან საქმეთა მინისტრი;
b) საფინანსო უწყებათა მინისტრი;
c) საჯარო ფინანსთა მინისტრი;
d) შიდა უშიშროების სააგენტოს უფროსი;
e) პოლიციის უფროსი;
f) საზღვრის დაცვის უფროსი;
g) საფინანსო ინფორმაციის გენერალური ინსპექტორი.
2. ხელშემკვრელმა მხარეებმა დიპლომატიური არხების საშუალებით უნდა აცნობონ ერთმანეთს პირველ პუნქტში მითითებულ ორგანოთა კომპეტენციასთან ან დასახელებასთან დაკავშირებული ცვლილების შესახებ.
3. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ გაცვალონ საკონტაქტო პირები, ასევე წინამდებარე შეთანხმებას დაურთონ განმახორციელებელი შეთანხმებები, სადაც დეტალურად განსაზღვრავენ თანამშრომლობის წესებსა და სფეროს. ისინი აგრეთვე უფლებამოსილნი არიან, აუცილებლობის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით გამართონ კონსულტაციები.
4. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გადასცენ ერთმანეთს იმ პირთა სახელები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ექსპერტთა გაცვლაში, სულ მცირე ორი კვირით ადრე აღნიშნული განზრახვის დაგეგმილ თარიღამდე. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული პირის ყოფნამ მის ტერიტორიაზე შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის უსაფრთხოებას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს, მაშინ გამოყენებული იქნება წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისი დებულებები.
მუხლი 3🔗
1. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის სულ მცირე ისეთი დაცვა, როგორც ეს გათვალისწინებულია მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
2. ყველა ასეთი ინფორმაცია და ტექნიკური აღჭურვილობა, რომელსაც ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო გადასცემს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების გარდა შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს სხვა სუბიექტებისთვისაც, მხოლოდ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოების თანახმად.
3. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხე დადგება, მაშინ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ გადამცემი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, აგრეთვე აცნობოს აღნიშნული ინციდენტის გარემოებებისა და შედეგების შესახებ, ასევე იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც უნდა გატარდეს მომავალში ამგვარი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
4. ხელშემკვრელი მხარეები მიზნად ისახავენ დადონ შეთანხმება საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 4🔗
1. გადაცემული პირადი მონაცემების დაცვის მიზნით ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა იმოქმედონ შემდეგი ქცევის წესების თანახმად:
1) გადაცემული პირადი მონაცემები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ მიზნით და იმ პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია გადამცემი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ;
2) ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ, მოთხოვნის საფუძველზე, უნდა აცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს, თუ როგორ იქნა გამოყენებული გადაცემული პირადი მონაცემები;
3) ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა პირადი მონაცემები უნდა გადასცენ მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს. ასეთი მონაცემების სხვა სუბიექტებისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ გადამცემი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების თანახმად. პირადი მონაცემების პროკურორისათვის ან სასამართლოსათვის გადასაცემად არ არის საჭირო ნებართვა, როდესაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე;
4) გადამცემი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები პასუხისმგებელნი არიან გადაცემული მონაცემების უტყუარობაზე;
5) თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული პირადი მონაცემები ყალბია ან მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ გადამცემი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან შეასწორონ ან გაანადგურონ პირადი მონაცემები;
6) ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა პირადი მონაცემების გადაცემისას უნდა მიუთითონ კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნის თარიღი;
7) ორივე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან ეფექტურად დაიცვან მათთვის გადაცემული პირადი მონაცემები ნებართვის არმქონე პირთა ხელმისაწვდომობისაგან, მასში უნებართვო ცვლილებების შეტანასა და უკანონო გამჟღავნებისაგან.
2. პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე იმ პირად მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც მოპოვებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ მოქმედებებში მონაწილეობის დროს.
3. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ მოქმედებებში მონაწილეობენ, მათი მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება დაშვებულ იქნენ პირად მონაცემებთან მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მეთვალყურეობით.
მუხლი 5🔗
წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის განსახორციელებლად ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან:
1) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე გადასცენ ერთმანეთს დანაშაულის ჩამდენი პირების პირადი მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც ეხება:
a) პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ და ეწევიან დანაშაულებრივ მოქმედებებს;
b) დამნაშავეებს შორის დანაშაულებრივ კავშირებს;
c) დანაშაულებრივი ჯგუფებისა და ორგანიზაციების სტრუქტურასა და მათი მოქმედების მეთოდებს;
d) ცალკეული დამნაშავეებისა და დანაშაულებრივი ჯგუფებისათვის დამახასიათებელ ქცევას;
e) საქმის მნიშვნელოვან გარემოებებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის დროსთან, ადგილთან და მეთოდთან, მის მიზეზებთან და სპეციალურ თვისებებთან;
f) სისხლის სამართალდარღვევებს;
g) უკვე გატარებულ ქმედებებს და მათ შედეგებს.
2) მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე გაატარონ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებები და უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე განახორციელონ ორმხრივად შეთანხმებული მოქმედებები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დაკავშირებულია მეთვალყურეობასთან, საკონტროლო შესყიდვასთან და კონტროლირებად მიწოდებასთან.
მუხლი 6🔗
ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ინფორმაცია საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ დაგეგმილი და განხორციელებული ქმედებების შესახებ, აგრეთვე გაცვალონ მონაცემები იმ დამნაშავეებისა და ტერორისტული ჯგუფების მოქმედებათა მეთოდების შესახებ, რომლებიც გეგმავენ ან ჩადიან დანაშაულს, რომელიც ზიანს აყენებს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სასიცოცხლო ინტერესებს. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა ერთობლივად უნდა განახორციელონ სხვა ქმედებები, რომლებიც საჭიროა ტერორიზმის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
მუხლი 7🔗
ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე საშიში გამოვლინების წინააღმდეგ საბრძოლველად ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ინფორმაცია საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფების, მათი ხელმძღვანელი პირების, ასეთი ჯგუფების სხვა დანაშაულებრივ ჯგუფებთან კავშირის შესახებ, ასევე გაცვალონ ინფორმაცია მათი მოქმედების მეთოდების, გამოყენებული საკომუნიკაციო, სატრანსპორტო საშუალებების, საბანკო ბარათებისა და დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული სხვა საშუალებების შესახებ.
მუხლი 8🔗
ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები:
1) გაცვლიან ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და უკანონო მიგრაციის ორგანიზაციებთან დაკავშირებული დანაშაულების თავიდან აცილებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, განსაკუთრებით კი ინფორმაციას, რომელიც ეხება:
a) აღნიშნული დანაშაულების ორგანიზატორებს;
b) უკანონო მიგრაციის ორგანიზებაში მონაწილე დანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედებას, წევრებს, მოქმედების მეთოდებსა და ფორმებს;
c) გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებსა და უკანონო მიგრაციის მარშრუტებს;
d) ყალბი ან შეცვლილი დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებას, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად და ვიზებისათვის;
e) უკანონო მიგრაციის მასშტაბებს.
2) გაცვლიან მიგრაციის კონტროლისა და სასაზღვრო კონტროლის სფეროში არსებულ გამოცდილებას, უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და დარჩენის მარეგულირებელი შიდა კანონმდებლობის დებულებათა გამოყენების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე გაცვლიან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის აუცილებელი დოკუმენტებისა და აღნიშნულ დოკუმენტებში დასმული ვიზების, სიმბოლოებისა და ბეჭდების ნიმუშებს.
მუხლი 9🔗
ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები, წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში და წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლში მითითებული ინფორმაციისაგან დამოუკიდებლად, ვალდებულნი არიან:
1) გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია:
a) ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობის შესახებ;
b) ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების წარმოებისა და შენახვის ადგილების, მეთოდებისა და გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ;
c) ტრანსპორტირებული ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საბოლოო დანიშნულების ადგილის შესახებ.
2) ხელმისაწვდომი გახადონ ერთმანეთისათვის ახალი ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების, ასევე სხვა ბუნებრივი და სინთეტიკური წარმოშობის საშიში ნივთიერებების ნიმუშები;
3) გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების, ასევე მათი წარმოებისათვის აუცილებელი პირველადი ნივთიერებებისა და ნახევარპროდუქტების კანონიერ ვაჭრობაზე ზედამხედველობის მარეგულირებელი ნორმებისა და გამოცდილების შესახებ.
მუხლი 10🔗
მეცნიერულ, ტექნიკურ და ტრენინგის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან:
1) გამოცდილებასა და ინფორმაციას განსაკუთრებით, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებთან, ასევე დანაშაულის ახალ ფორმებთან და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებასა და განვითარებასთან;
2) კრიმინალისტიკური, კრიმინოლოგიური და სისხლის სამართლის სფეროში ჩატარებული კვლევითი მუშაობის შედეგებს, რომლებიც განეკუთვნება წინამდებარე შეთანხმების სფეროს;
3) ინფორმაციას დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებულ საგნებზე, აგრეთვე ხელმისაწვდომს გახდიან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობას;
4) წვრთნისა და პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ექსპერტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც კავშირი აქვს დანაშაულის წინააღმდეგ კრიმინალისტიკურ ტექნიკასთან და მოქმედების მეთოდებთან;
5) პროფესიულ ლიტერატურასა და სხვა გამოცემებს, რომლებიც განეკუთვნება წინამდებარე შეთანხმების სფეროს.
მუხლი 11🔗
თუ ერთ-ერთი ხელეშმკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულმა თანამშრომლობამ შესაძლებელია დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი, საფრთხე შეუქმნას მის უსაფრთხოებას ან სხვა სასიცოცხლო ინტერესებს, დაარღვიოს მისი სამართლებრივი წესრიგი, მას უფლება აქვს უარი თქვას თანამშრომლობაზე ნაწილობრივ ან მთლიანად, ან ითანამშრომლოს მხოლოდ გარკვეული პირობების შესასრულებლად.
მუხლი 12🔗
1. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები უნდა გადაწყდეს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, მათი კომპეტენციის ფარგლებში.
2. იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ვერ შეთანხმდებიან, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით, სადავო საკითხი გადაწყდება დიპლომატიური არხების საშუალებით და იგი არ გადაეცემა მესამე მხარეს.
მუხლი 13🔗
წინამდებარე შეთანხმებამ არ უნდა დაარღვიოს ხელშემკვრელ მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარეობენ.
მუხლი 14🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად ხელშემკვრელმა მხარეებმა სამუშაო ენად უნდა გამოიყენონ რუსული ან ინგლისური. ხელშემკვრელ მხარეებს ასევე შეუძლიათ ურთიერთობა აწარმოონ მათ ოფიციალურ ენაზე, როდესაც შეუძლებელია პირდაპირი კონტაქტი რუსულად ან ინგლისურად.
მუხლი 15🔗
წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაფაროს იმ ხელშემკვრელმა მხარემ, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშვა აღნიშნული ხარჯები, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ.
მუხლი 16🔗
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდამეათე დღეს, რომლითაც თითოეული ხელშემკვრელი მხარე აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მისი მოქმედების შეწყვეტა მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დიპლომატიური არხების საშუალებით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდაათი დღის შემდეგ.
წინამდებარე შეთანხმება შესრულებულია ქ. თბილისში, 2007 წლის 31 მაისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით (ხელმოწერილია) სახელით (ხელმოწერილია)