საერთაშორისო კონვენცია ტერორისტული დაბომბვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მიღების თარიღი 12.01.1998
ძალაში შესვლა 19.03.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000539
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 23/05/2005
matsne.gov.ge 2,878 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.01.1998 მიღება
19.03.2004 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საერთაშორისო კონვენცია ტერორისტული დაბომბვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 55.3pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} 12. საერთაშორისო კონვენცია ტერორისტული დაბომბვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ წინამდებარე კონვენციის წევრი-სახელმწიფოები , ითვალისწინებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებსა და პრინციპებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების თაობაზე, ღრმად შეშფოთებულნი არიან რა მსოფლიოში ტერორიზმის ყველა ფორმისა და გამოვლინების ესკალაციის გამო, მიმართავენ რა 1995 წლის 24 ოქტომბრის დეკლარაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორმოცდამეათე წლისთავთან დაკავშირებით, ასევე მიმართავენ რა გენერალური ასამბლეის 1994 წლის 9 დეკემბრის 49/60 რეზოლუციაზე თანდართულ დეკლარაციას საერთაშორისო ტერორიზმის აღმოფხვრის ზომების თაობაზე, რომელშიც inter alia „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები მყარად ადასტურებენ, რომ ისინი ცალსახად გმობენ ტერორიზმის ყველა აქტს, მეთოდს და პრაქტიკას , როგორც დანაშაულებრივ და გაუმართლებელ [ქმედებას], სადაც და ვის მიერაც არ უნდა იყოს ჩადენილი, იმ [ქმედებების] ჩათვლით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და ემუქრებიან სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობასა და უსაფრთხოებას”, აღნიშნავენ რა, რომ დეკლარაცია ასევე წაახალისებს სახელმწიფოებს „სასწრაფოდ გადახედონ ტერორიზმის აღკვეთის, ჩახშობისა და აღმოფხვრის თაობაზე არსებული საერთაშორისო სამართლებრივი დებულებების გამოყენების სფეროს, ამ საკითხის ყველა ასპექტის სრულად მომცველი სამართლებრივი ჩარჩოს არსებობის უზრუნველყოფის მიზნით”, ასევე მიმართავენ რა გენერალური ასამბლეის 1996 წლის 17 დეკემბრის 51/210 რეზოლუციას და დეკლარაციას, რომელიც თან ერთვის 1994 წლის დეკლარაციას საერთაშორისო ტერორიზმის აღმოფხვრის ზომების თაობაზე, აღნიშნავენ რა, რომ განსაკუთრებით გავრცელდა ტერორისტული თავდასხმები ფეთქებადი და სხვა სასიკვდილო მოწყობილობების გამოყენებით, ასევე აღნიშნავენ რა, რომ არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი დებულებები არ პასუხობენ ადეკვატურად ასეთ თავდასხმებს, დარწმუნებულნი არიან რა, რომ არსებობს აუცილებლობა გაფართოვდეს თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის ტერორიზმის ასეთი აქტების აღმკვეთი პრაქტიკული ზომების შემუშავებისა და გატარებისათვის, და მათი ჩამდენი პირების დევნისა და დასჯისათვის, თვლიან რა, რომ ასეთი აქტების განხორციელება არის მთელი საერთაშორისო საზოგადოების ღრმა შეშფოთების მიზეზი, აღნიშნავენ რა, რომ სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების ქმედებები წინამდებარე კონვენციის ფარგლებს გარეთ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით და რომ წინამდებარე კონვენციის გამოყენების სფეროდან ზოგიერთი ქმედებების გამორიცხვა არ ამართლებს ან არ ქმნის კანონიერად სხვა შემთხვევაში არაკანონიერ აქტებს, ასევე არ ათავისფლებს პასუხისმგებლობისაგან სხვა კანონების მიხედვით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის: 1. ,,სახელმწიფო ან სამთავრობო ობიექტი” ნიშნავს დროებით ან მუდმივ ობიექტს ან სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც გამოიყენება სახელმწიფოს წარმომადგენლის, მთავრობის წევრის, საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის, სახელმწიფოს ან სხვა საჯარო ორგანოს ან დაწესებულების ოფიციალური პირის ან თანამშრომლის, ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლის ან ოფიციალური პირის მიერ მისი ოფიციალური მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით. 2. ,,ინფრასტრუქტურის ობიექტი” ნიშნავს საჯარო ან კერძო საკუთრებაში მყოფ ობიექტს, რომელიც გამოიყენება მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით ისეთი მომსახურებით, როგორიცაა წყლით მომარაგება, კანალიზაცია, ენერგომომარაგება, საწვავით მომარაგება და კავშირგაბმულობა. 3. ,,ფეთქებადი ან სხვა სასიკვდილო მოწყობილობა” ნიშნავს: a) ფეთქებად ან ცეცხლგამჩენ იარაღს ან მოწყობილობას, რომელიც გამიზნულია ან აქვს უნარი გამოიწვიოს სიკვდილი, სხეულის სერიოზული დაზიანება ან მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი; ან b) იარაღს ან მოწყობილობას, რომელიც გამიზნულია ან აქვს უნარი გამოიწვიოს სიკვდილი, სხეულის სერიოზული დაზიანება ან მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი ტოქსიკურ ქიმიური ნივთიერების, ბიოლოგიური აგენტის ან ტოქსინის ან მსგავსი ნივთიერების, ან რადიაციის ან რადიოაქტიური ნივთიერების გამოთავისუფლების გაფანტვის ან ზემოქმედების გზით. 4. ,,სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები” ნიშნავს სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ორგანიზებული, გაწვრთნილი ან აღჭურვილნი არიან მისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით პირველ რიგში ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებისათვის, და პირებს, რომლებიც მოქმედებენ ამ შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, იმყოფებიან რა მათი ოფიციალური მეთაურობის, კონტროლისა და პასუხისმგებლობის ქვეშ. 5. ,,საჯარო დანიშნულების ადგილი” ნიშნავს ნებისმიერი შენობის, მიწის, ქუჩის, წყალზედა გზის ან სხვა ადგილის იმ ნაწილებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ან გახსნილია საჯაროდ, მუდმივად, პერიოდულად თუ დროდადრო, და შეიცავს კომერციულ, საქმიან, კულტურულ, ისტორიულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ, სამთავრობო, გასართობ, დასასვენებელ ან მსგავს ობიექტს, რომელიც ხელმისაწვდომია ან გახსნილია საჯაროდ. 6. ,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა” ნიშნავს საჯარო ან კერძო საკუთრებაში მყოფ ყველა იმ ობიექტს, სატრანსპორტო საშუალებას, ან დამხმარე ელემენტებს, რომელიც გამოიყენება იმ საჯარო მომსახურებისას ან მომსახურებისათვის, როგორიცაა მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირება.     მუხლი 2🔗 1. ნებისმიერი პირი ჩაიდენს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულს, თუ ეს პირი არაკანონიერად და განზრახ ჩაიტანს, განათავსებს, აამოქმედებს ან ააფეთქებს ფეთქებად ან სხვა სასიკვდილო მოწყობილობას საჯარო დანიშნულების ადგილას, სახელმწიფო ან სამთავრობო ობიექტში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში ან ინფრასტრუქტურის ობიექტში ან [ზემოჩამოთვლილი] ადგილებისა და ობიექტების მიდამოებში ან მათ წინააღმდეგ: a) სიკვდილის ან სხეულის სერიოზული დაზიანების გამოწვევის მიზნით; ან b) ასეთი ადგილის, ობიექტის ან სისტემის მნიშვნელოვანი ნგრევის გამოწვევის მიზნით, თუ ასეთ ნგრევას მოჰყვება ან შესაძლოა მოჰყვეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი. 2. ნებისმიერი პირი ასევე ჩადის დანაშაულს, თუკი ის ცდილობს ჩაიდინოს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაული. 3. ნებისმიერი პირი ასევე ჩაიდენს დანაშაულს, თუკი ეს პირი: a) მოქმედებს როგორც თანამონაწილე 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას; ან b) ორგანიზებას უწევს სხვებს ან ხელმძღვანელობს მათ 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის მიზნით; ან  c) სხვაგვარად ხელს უწყობს 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან მეტი დანაშაულის ჩადენას საერთო მიზნით მოქმედი პირთა ჯგუფის მიერ; ასეთი ხელშეწყობა უნდა ხორციელდებოდეს განზრახ და ჯგუფის დანაშაულებრივი ქმედებების ან მიზნის ხელშეწყობის მიზნით ან ცნობილი უნდა იყოს ჯგუფის განზრახვა ჩაიდინოს შესაბამისი დანაშაული ან დანაშაულებები.     მუხლი 3🔗 წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაული ჩადენილია ერთი სახელმწიფოს ფარგლებში, სავარაუდოდ დამნაშავე და დაზარალებულები არიან ამ სახელმწიფოს მოქალაქეები, სავარაუდო დამნაშავე ნაპოვნია ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არცერთ სხვა ქვეყანას არა აქვს საფუძველი, წინამდებარე კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განახორციელოს თავისი იურისდიქცია, რაც არ გამორიცხავს სათანადო ვითარებაში ამ შემთხვევების მიმართ მე-10 -15 მუხლების გამოყენებას.     მუხლი 4🔗 ყოველი წევრი-სახელმწიფო ღებულობს აუცილებელ ზომებს, რათა: a) განსაზღვროს წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებები სისხლის სამართლის დანაშაულებებად შიდა კანონმდებლობის მიხედვით; b) შეუფარდოს ამ დანაშაულებებს შესაბამისი სასჯელი მათი სიმძიმის გათვალისწინებით.     მუხლი 5🔗 ყოველი წევრი-სახელმწიფო ღებულობს აუცელებელ ზომებს, შესაბამის შემთხვევაში შიდა კანონმდებლობის ჩათვლით, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულებრივი აქტები, რომლებიც კონკრეტულად გამიზნულნი ან გათვლილინი არიან საზოგადოებაში ან პირთა ჯგუფში ან კერძო პირებს შორის ტერორის გარემოს შექმნაზე, არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამართლებული პოლიტიკური, ფილოსოფიური, იდეოლოგიური, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა მსგავსი მოსაზრებების საფუძველზე და ამ აქტებს შეეფარდება შესაბამისი სასჯელები მათი სიმძიმის გათვალისწინებით.     მუხლი 6🔗 1. ყოველი წევრი-სახელმწიფო ღებულობს ყველა აუცილებელ ზომას მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე თავისი იურისდიქციის განსახორციელებლად, როდესაც: a) დანაშაული ჩადენილია ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ან b) დანაშაული ჩადენილია დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ამ სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის ან ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით დარეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე; ან c) დანაშაული ჩადენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქის მიერ. 2. წევრ-სახელმწიფოს ასევე შეუძლია განახორციელოს თავისი იურისდიქცია ასეთ დანაშაულზე, როდესაც; a) დანაშაული ჩადენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქის წინააღმდეგ; ან b) დანაშაული ჩადენილია ამ სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა არსებული სახელმწიფო ან სამთავრობო ობიექტის წინააღმდეგ, საელჩოს ან ამ სახელმწიფოს სხვა დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობის ჩათვლით; ან c) დანაშაული ჩადენილია მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ან d) დანაშაული ჩადენილია, რათა ეს სახელმწიფო იძულებული ყოფილიყო განეხორციელებინა რაიმე ქმედება ან თავი შეეკავებინა ამ ქმედებისაგან; ან e) დანაშაული ჩადენილია ამ სახელმწიფოს მთავრობის მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე. 3. წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას, ყოველი წევრი-სახელმწიფო ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მე-2 მუხლის მიხედვით და საკუთარი კანონმდებლობის თანახმად განხორციელებული იურისდიქციის შესახებ. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი წევრი-სახელმწიფო დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ გენერალურ მდივანს. 4. ყოველი წევრი-სახელმწიფო ანალოგიურად ღებულობს აუცილებელ ზომებს საკუთარი იურისდიქციის განხორციელებისათვის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე, როდესაც სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მის ტერიტორიაზე და ის არ ახდენს მის გადაცემას სხვა წევრი-სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც განახორციელეს თავიანთი იურისდიქცია 1-ლი ან მე-2 მუხლების თანახმად. 5. წინამდებარე კონვენცია არ გამორიცხავს ნებისმიერი სისხლის სამართლის იურისდიქციის განხორციელებას წევრი-სახელმწიფოს მიერ მისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗 1. მიიღებს რა ინფორმაციას, რომ პირი, რომელმაც ჩაიდინა ან სავარაუდოდ ჩადენილი აქვს მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, იმყოფება მის ტერიტორიაზე, წევრი-სახელმწიფო ღებულობს თავისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით აუცილებელ ზომებს ამ ინფორმაციაში მითითებული ფაქტების გამოსაძიებლად. 2. დარწმუნდება რა, რომ ამას მოითხოვს გარემოებები, წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე, ღებულობს შესაბამის ზომებს თავისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით, რათა უზრუნველყოს ამ პირის ყოფნა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების ან გადაცემის მიზნით. 3. ნებისმიერ პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები, ეძლევა უფლება: a) დაუკავშირდეს იმ სახელმწიფოს უახლოეს წარმომადგენლობას, რომლის მოქალაქეც ის არის, ან იმ სახელმწიფოსი, რომელსაც სხვაგვარად აქვს უფლება დაიცვას ამ პირის უფლებები, ან, თუ ამ პირს არ გააჩნია მოქალაქეობა, იმ სახელმწიფოს წარმომადგენლობას, რომლის ტერიტორიაზეც ის მუდმივად ცხოვრობს; b) მონახულებულ იქნეს ამ სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ; c) მიაწოდოს ამ პირს ინფორმაცია a და b ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. 4. მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები უნდა განხორციელდეს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე, იმ პირობით, რომ აღნიშნული კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას სრულად მიღწეულ იქნეს ის მიზანი, რომლისთვისაც გამიზნულია მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები. 5. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები არ ზღუდავენ წევრი-სახელმწიფოს უფლებას, რომელიც მოითხოვს იურისდიქციის განხორციელებას მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის c ქვეპუნქტის ან მე-2 პუნქტის c ქვეპუნქტის თანახმად, მოიწვიოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სავარაუდო დამნაშავის მოსანახულებლად ან მასთან კავშირის დასამყარებლად. 6. როდესაც წევრი-სახელმწიფო, წინამდებარე მუხლის თანახმად, დააპატიმრებს პირს, ის ატყობინებს, უშუალოდ ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით, წევრ-სახელმწიფოებს, რომლებმაც განახორციელეს თავიანთი იურისდიქცია მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად და, თუ ის ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყველა სხვა დაინტერესებულ წევრ-სახელმწიფოს, ასეთი პიროვნების დაკავების ფაქტის შესახებ იმ გარემოებების ჩათვლით, რომლებმაც განაპირობეს ამ პირის დაკავება. სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ გამოძიებას, დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულ წევრ-სახელმწიფოებს თავისი დასკვნების შესახებ და მიუთითებს, აპირებს თუ არა ის განახორციელოს იურისდიქცია.     მუხლი 8🔗 1. წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სავარაუდო დამნაშავე, იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება მე-6 მუხლი, თუ ის არ აპირებს ამ პირის გადაცემას, ვალდებულია ნებისმიერი გამონაკლისისა და იმის მიუხედავად, ჩადენილი იქნა თუ არა ეს დანაშაული მის ტერიტორიაზე, გადასცეს საქმე უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე თავის კომპეტენტურ ინსტანციებს განსჯისათვის, ამ სახელმწიფოს კანონების შესაბამისად. ამ ინსტანციებმა უნდა მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მძიმე ხასიათის დანაშაულის შემთხვევაში, ამ სახელმწიფოს კანონის შესაბამისად. 2. თითოეულ იმ შემთხვევაში, როდესაც წევრი-სახელმწიფოს თავისი შიდა კანონმდებლობის თანახმად აქვს უფლება გადასცეს ან სხვაგვარად გადააბაროს ერთ-ერთი თავისი მოქალაქეთაგანი, იმ პირობით, რომ ეს პიროვნება დაბრუნებული იქნება ამ სახელმწიფოსათვის სასჯელის მოსახდელად იმ სასამართლო განხილვის შემდგომ, რომლისთვისაც გამიზნული იყო გადაცემა, და როდესაც ეს სახელმწიფო და სახელმწიფო, რომელიც მოითხოვდა ამ პიროვნების გადაცემას, ეთანხმებიან ამ და სხვა პირობებს, რომლებიც მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ, ასეთი პირობა-დათქმული გადაცემა ან გადაბარება იქნება საკმარისი წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში ნახსენები ვალდებულებების შესასრულებლად.     მუხლი 9🔗 1. მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებები ითვლება დანაშაულებებად, რომლებიც ექვემდებარებიან შეტანას იმ შეთანხმებებში გადაცემის შესახებ, რომლებიც არსებობენ ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოებს შორის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლამდე. წევრი-სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას შეიტანონ ეს დანაშაულებები, როგორც დანაშაულები, რომლებსაც მოყვება გადაცემა, ყოველ შეთანხმებაში გადაცემის თაობაზე, რომლებსაც ისინი დადებენ ერთმანეთს შორის. 2. თუ წევრი-სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს გადაცემას შესაბამისი შეთანხმების არსებობის საფუძველზე, არებულობს თხოვნას გადაცემის თაობაზე სხვა წევრ-სახელმწიფოსაგან, რომელთანაც არ გააჩნია შეთანხმება გადაცემის შესახებ, თხოვნის მიმღებ წევრ-სახელმწიფოს საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია მიიჩნიოს წინამდებარე კონვენცია იურიდიულ საფუძვლად მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებთან მიმართებით გადაცემის განხორციელებისათვის. გადაცემა დაექვემდებარება თხოვნის მიმღები წევრი-სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. 3. წევრი-სახელმწიფოები, რომლებიც არ ითვალისწინებენ შეთანხმების არსებობის აუცილებლობას გადაცემისათვის, აღიარებენ ურთიერთშორის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებს როგორც ექსტრადირებადს, თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 4. საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მიზნით, მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განიხილება როგორც დანაშაული, რომელიც მოხდა არა მხოლოდ მისი ჩადენის ადგილას, არამედ იმ სახელმწიფოების ტერიტორიაზეც, რომლებმაც განახორციელეს თავიანთი იურისდიქცია მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. 5. მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებაში, გადაცემის თაობაზე წევრ-სახელმწიფოებს შორის არსებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დებულებები იცვლება წევრ-სახელმწიფოებს შორის იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ისინი არიან არათავსებადნი წინამდებარე კონვენციასთან.     მუხლი 10🔗 1. წევრი-სახელმწიფოები აღმოუჩენენ ერთმანეთს მაქსიმალურ დახმარებას მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის პროცედურებში, მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების მოპოვებაში დახმარების ჩათვლით. 2. წევრი-სახელმწიფოები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს 1-ლი პუნქტის მიხედვით, ურთიერთდახმარების შესახებ იმ შეთანხმებების მიხედვით, რომლებიც შეიძლება არსებობდეს მათ შორის. ასეთი შეთანხმებების არარსებობის შემთხვევაში, წევრი-სახელმწიფოები აღმოუჩენენ დახმარებას ერთმანეთს თავიანთი ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად.     მუხლი 11🔗 გადაცემის ან იურუდიული ურთიერთდახმარების მიზნებისათვის მე-2 მუხლით გათვალისწინებული არცერთი დანაშაული არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც პოლიტიკური დანაშაული, ან დანაშაული, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ დანაშაულს, ან დანაშაული, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკური მოტივებით. შესაბამისად, ასეთი დანაშაულის საფუძველზე გადაცემის ან იურიდიული ურთიერთდახმარების მოთხოვნა არ შეიძლება უარყოფილ იქნეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს მოთხოვნა ეხება პოლიტიკურ დანაშაულს, ან დანაშაულს, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ დანაშაულს, ან დანაშაულს, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკური მოტივებით.     მუხლი 12🔗 არაფერი წინამდებარე კონვენციაში არ შეიძლება განმარტებულ იქნეს როგორც გადაცემის ან იურიდიული დახმარების გაწევის ვალდებულების დაკისრება, თუკი თხოვნის მიმღებ წევრ-სახელმწიფოს აქვს მყარი საფუძველი ჩათვალოს, რომ მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებთან დაკავშირებული თხოვნა გადაცემის ან იურიდიული ურთიერთდახმარების თაობაზე განხორციელდა პირის დევნის ან დასჯის მიზნით ამ პირის რასის, რელიგიის, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, ან ამ თხოვნის დაკმაყოფილება ზიანს მიაყენებს ამ პირის მდგომარეობას ამ ნებისმიერი მიზეზის გამო.     მუხლი 13🔗 1. პირი, რომელიც დაკავებულია ან იხდის სასჯელს ერთ-ერთი წევრი-სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რომლის ყოფნა აუცილებელია სხვა წევრ-სახელმწიფოში ჩვენებების მიცემის, პიროვნების ამოცნობის ან წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებებთან დაკავშირებით გამოძიების ან სასამართლო პროცედურებისათვის აუცილებელი სხვა მტკიცებულებების მოპოვებაში დახმარების აღმოჩენისათვის, შეიძლება გადაცემულ იქნეს, თუ დაცულია შემდეგი პირობები: a) ეს პირი თავისუფლად იძლევა თავის თანხმობას სრული ინფორმაციის საფუძველზე; და b) ორივე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შეთანხმდებიან იმ პირობებზე, რომლებიც მიჩნეულ იქნებიან მიზანშეწონილად ამ სახელმწიფოების მიერ. 2. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის: a) სახელმწიფოს, რომელსაც გადაეცა პირი, უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და ვალდებულება ჰყავდეს გადაცემული პირი პატიმრობაში, თუკი მას პირის გადამცემი სახელმწიფოს მიერ არ მიუღია სხვაგვარი მოთხოვნა ან უფლება; b) სახელმწიფო, რომელსაც გადაეცა ეს პირი, ვალდებულია დაყოვნების გარეშე შეასრულოს თავისი ვალდებულება და გადასცეს ეს პირი იმ სახელმწიფოს განკარგვაში, რომელმაც განახორციელა ამ პირის გადაცემა, ისე როგორც ეს იყო წინასწარ შეთანხმებული ან სხვაგვარად შეთანხმებული ორივე სახელმწიფოს კომპეტენტური ინსტანციების მიერ; c) სახელმწიფომ, რომელსაც გადაეცა პირი, არ უნდა მოსთხოვოს სახელმწიფოს, რომელმაც გადასცა ეს პირი, გადაცემის პროცედურების დაწყება მის დასაბრუნებლად; d) გადაცემულ პირს ეთვლება სასჯელის ვადაში, რომელსაც ის იხდის იმ სახელმწიფოში რომელმაც იგი გადასცა, ის დრო, რომლის დროსაც ის იმყოფებოდა პატიმრობაში იმ სახელმწიფოში, რომელსაც იგი გადაეცა. 3. ამ მუხლის თანახმად, გადასაცემი პირი არ უნდა დაისაჯოს, დაკავდეს ან სხვაგვარად შეიზღუდოს მისი თავისუფლება იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელსაც იგი გადაეცა, გადამცემი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე იმ ქმედებებისა თუ მისთვის გამოტანილი განაჩენის გამო, რომელიც გადაცემამდე განხორციელდა.     მუხლი 14🔗 ნებისმიერ პირს, რომელიც აყვანილია პატიმრობაში ან რომლის მიმართაც ხორციელდება სხვა ნებისმიერი ზომა ან პროცედურა წინამდებარე კონვენციის მიხედვით, უნდა მიეცეს სამართლიანი მოპყრობის გარანტია, იმ უფლებების ჩათვლით, რომლებიც გარანტირებულია იმ სახელმწიფოს კანონით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება ეს პირი და ასევე საერთაშორისო სამართლის მოქმედი დებულებებით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონების ჩათვლით.     მუხლი 15🔗 წევრი-სახელმწიფოები თანამშრომლობენ მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებების აღკვეთის მიზნით, კერძოდ კი: a) ღებულობენ ყველა შესაძლო ზომას, საჭიროების შემთხვევაში მათი შიდა კანონმდებლობის ადაპტირების ჩათვლით, მათი ტერიტორიების ფარგლებში ან ფარგლებს გარეთ ამ დანაშაულებების მათ ტერიტორიებზე მზადების აღკვეთისა და მათ წინააღმდეგ ქმედების მიზნით, მათ ტერიტორიებზე იმ პირების, ჯგუფების და ორგანიზაციების არაკანონიერი ქმედებების აკრძალვის ჩათვლით, რომლებიც ხელს უწყობენ, უბიძგებენ, მიზანდასახულად აფინანსებენ მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებების მზადებას ან თვითონ მონაწილეობენ მათში; b) ცვლიან ზუსტ და გადამოწმებულ ინფორმაციას მათი კანონმდებლობის შესაბამისად და კოორდინირებას უწევენ ადმინისტრაციულ და სხვა ზომებს, რომელთა მიღება მიზანშეწონილია მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენის აღსაკვეთად; c) სათანადო შემთხვევებში, იკვლევენ და შეიმუშავებენ ფეთქებადი და სხვა საშიში ნივთიერებების აღმოჩენის მეთოდებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი ან სხეულის დაზიანება, კონსულტაციას უწევენ [ერთმანეთს] ფეთქებადი ნივთიერებების დანიშვნის სტანდარტებზე, აფეთქების შემდგომი გამოძიებისას მათი წარმომავლობის დადგენის მიზნით, ცვლიან ინფორმაციას პრევენციული ზომების, თანამშრომლობის და ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და სხვა შესაბამისი მასალების გადაცემის თაობაზე.     მუხლი 16🔗 წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება სავარაუდო დამნაშავის დევნა, თავისი შიდა კანონმდებლობის თანახმად ან შესაბამისი პროცედურების მეშვეობით ატყობინებს სასამართლო გარჩევის საბოლოო შედეგს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც გადასცემს ამ ინფორმაციას სხვა წევრ-სახელმწიფოებს.     მუხლი 17🔗 წევრი-სახელმწიფოები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ისე, რომ ეს შეესაბამებოდეს სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს.     მუხლი 18🔗 არაფერი წინამდებარე კონვენციაში არ აძლევს წევრ-სახელმწიფოს უფლებას განახორციელოს სხვა წევრი-სახელმწიფოს ტერიტორიაზე იურისდიქცია ან ის ფუნქციები, რომლებიც ექსკლუზიურად ეკუთვნით ამ სხვა წევრი სახელმწიფოს ორგანოებს მისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით.     მუხლი 19🔗 1. არაფერი წინამდებარე კონვენციაში არ ახდენს გავლენას სახელმწიფოებისა და პიროვნებების სხვა უფლებებზე, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებისა და პრინციპების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით. 2. შეიარაღებული კონფლიქტისას შეიარაღებული ძალების ქმედებები, ისევე როგორც ტერმინები, რომლებიც განიმარტება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, წესრიგდება აღნიშნული სამართლის და არა წინამდებარე კონვენციის საფუძველზე და ქმედებები, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, ასევე არ რეგულირდება წინამდებარე კონვენციით, რამდენადაც მათზე ვრცელდება საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით.     მუხლი 20🔗 1. ნებისმიერი დავა ორ ან მეტ წევრ-სახელმწიფოს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტების ან გამოყენების თაობაზე, რომლის მოგვარებაც ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების გზით, დროის მიზანშეწონილ პერიოდში გადაეცემა არბიტრაჟს ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნით. თუ არბიტრაჟის თაობაზე მოთხოვნიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრაჟის ორგანიზებაზე, ამ მხარეთაგან ნებისმიერს შეუძლია მოითხოვოს დავის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა სასამართლოს სტატუსის შესაბამისად. 2. ნებისმიერ სახელმწიფოს, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერისას ან რატიფიცირებისას, მიღებისას ან დამტკიცებისას, შეუძლია დათქვას, რომ არ მიაჩნია თავი ვალდებულად, იმოქმედოს 1-ლი პუნქტის შესაბამისად. სხვა წევრი-სახელმწიფოები ასევე არ იქნებიან ვალდებულნი იმოქმედონ 1-ლი პუნქტის შესაბამისად იმ წევრ-სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც გააკეთა ასეთი დათქმა. 3. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა მე-2 პუნქტის თანახმად, შეუძლია გააუქმოს ეს დათქმა ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი შესაბამისი შეტყობინების გზით.     მუხლი 21🔗 1. წინამდებარე კონვენცია გახსნილია სახელმწიფოების მიერ ხელმოწერისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში 1998 წლის 12 იანვრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე. 2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტები დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. 3. წინამდებარე კონვენცია ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ მიერთებისათვის. დოკუმენტი მიერთების შესახებ დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.     მუხლი 22🔗 1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივანთან რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების თაობაზე ოცდამეორე დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან ოცდამეათე დღეს. 2. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც განახორციელებს წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ან მასთან მიერთებას რატიფიცირების, მიღების დამტკიცების ან მიერთების თაობაზე ოცდამეორე დოკუმეტის დეპონირების შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა ასეთი სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების თაობაზე დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.     მუხლი 23🔗 1. ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გზით. 2. დენონსირება ძალაში შევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ.     მუხლი 24🔗 წინამდებარე კონვენციის ორიგინალი, რომლის ტექსტები არაბულ, ესპანურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე თანაბრადან ავთენტურია, დეპოზიტირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელიც უგზავნის მის დამოწმებულ ასლებს ყველა სხელმწიფოს. რის დასადასტურებლადაც, ქვემორე ხელის მომწერებმა, ამისათვის თავიანთი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას, რომელიც გაიხსნა ხელმოწერისათვის ნიუ-იორკში, 1998 წლის 12 იანვარს.