ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტის (IDCDP) შესახებ აქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის გამართული მოლაპარაკებების შეთანხმებული ოქმი ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტის (IDCDP) შესახებ
მიღების თარიღი 21.06.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480290000.02.113.000419
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, 1, 05/10/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტის (IDCDP) შესახებ აქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის გამართული მოლაპარაკებების
შეთანხმებული ოქმი ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტის (IDCDP) შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 66.25pt 1.0in 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების
პროექტის (IDCDP) შესახებ
საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის
გამართული მოლაპარაკებების შეთანხმებული
ოქმი
1. 2001 წლის 4-8 მაისს ვაშინგტონში (კოლუმბიის ფედერალური ოლქი) საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) სათავო ოფისში, საქართველოს (სესხის ამღები) წარმომადგენლებსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის გაიმართა მოლაპარაკებები ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტისათვის (IDCDP) განკუთვნილი ადაპტირებადი საპროგრამო კრედიტის (APC) შესახებ, რომლის თანხა 21,3 მილიონ სპეციალური სასესხო უფლების პირობით ფულად ერთეულს (SDR) შეადგენს (27 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი).პროექტი დააფინანსებს ზემოაღნიშნული სამფაზიანი პროგრამის პირველ ფაზას. მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 2001 წლის 30 აპრილიდან 3 მაისამდე გამართული ტექნიკური განხილვა. საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლების სია მოცემულია წინამდებარე ოქმის I დანართში.
2. საქართველოს დელეგაციამ და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის გასაფორმებელი საკრედიტო ხელშეკრულების პროექტის თაობაზე (2001 წლის 8 მაისი) და ფინანსური და ეკონომიკური მონაცემების, განხორციელების მონიტორინგის მაჩვენებლების და შესყიდვების მართებული წარმოების დამატებითი წერილების ტექსტის შესახებ (თანდართული აქვს წინამდებარე ოქმი). ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება პროექტის ცალკეული კომპონენტების, ხარჯთაღრიცხვის, განვითარების პროგრამის წერილის პროექტის, ადაპტირებადი საპროგრამო კრედიტის მომდევნო ფაზებში გადასვლის წინაპირობების შესახებ, რაც ასევე თან ერთვის წინამდებარე ოქმს. გარდა ამისა, განხილულ და შეთანხმებულ იქნა შემდეგი საკითხები:
3. პროექტის დირექტორთა საბჭოზე წარდგენის პირობები. საქართველოს დელეგაციისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროექტის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე (შემდგომში –საბჭო) წარსადგენად: ა) სესხის ამღები კანონმდებლობის ჯეროვანი გულმოდგინებით გაანალიზების შემდეგ წარუდგენს საერთაშორისო განვითარების ასოციაციას ფინანსთა სამინისტროს წერილს საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურაზე არსებულ ქონების გადასახადთან დაკავშირებით (იხილეთ მე-9 პარაგრაფი ქვემოთ); ბ) სესხის ამღები მოამზადებს და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას წარუდგენს სამელიორაციო ასოციაციების ქვეპროექტების სამუშაო ინსტრუქციების შინაარსს; გ) ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდება მე-20 პარაგრაფში აღწერილი სახით. აღნიშნული მოთხოვნები უნდა შესრულდეს 2001 წლის 18 მაისამდე, რაც საფუძვლად დაედება პროექტის განხილვას მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოზე 2001 წლის 21 ივნისს.
4. პროექტის ეფექტურობის პირობები. განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების 6.01 განაკვეთთან მიმართებაში, რომელიც პროექტის ეფექტურობის პირობებს შეეხება, მიღწეულ იქნა შეთანხმება პროექტის ეფექტურობის შემდეგი პირობების შესახებ: ა) სამელიორაციო ასოციაციების ქვეპროექტების სამუშაო ინსტრუქციების მომზადება დასრულდება, შეთანხმდება საერთაშორისო განვითარების ასოციაციასთან და დამტკიცდება სესხის ამღების მიერ; ბ) პროექტის განხორციელების გეგმა (PIP) დამტკიცდება სესხის ამღების მიერ; გ) იმ შემთხვევაში, თუ მე-4 პარაგრაფში მითითებულ წერილში აღნიშნულ იქნება, რომ სამელიორაციო ასოციაციებისათვის უზუფრუქტის წესით გადაცემული საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურა ექვემდებარება ქონების გადასახადით დაბეგვრას, სესხის ამღები მიიღებს საჭირო ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამელიორაციო ასოციაციები არ დაიბეგრონ ქონების გადასახადით მათთვის უზუფრუქტის წესით გადაცემულ საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურაზე. საქართველოს დელეგაციამ დაადასტურა თავისი ვალდებულება აღნიშნული პირობების დროულ შესრულებასთან დაკავშირებით.
5. საკრედიტო სახსრების გაცემის დაწყების პირობები. საქართველოს დელეგაცია და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მანამ, სანამ ძალაში არ შევა ცვლილებები და დამატებები კანონში მელიორაციის შესახებ, კრედიტის თანხები არ გაიცემა სამუშაოებისა და სამელიორაციო ასოციაციების განვითარების გეგმების მომზადებისა და განხორციელებისათვის. ასევე, სამელიორაციო ასოციაციების განვითარების გეგმების დაფინანსება კრედიტიდან არ მოხდება მანამ, სანამ ირიგაციისა და დრენაჟის პროექტის განმახორციელებელი ერთეული (IDPIU) არ დაამტკიცებს განვითარების ამ გეგმებს.
6. საერთაშორისო განვითარების ასოციაციის საკრედიტო სახსრების გამოყენება. პროექტის ხარჯები დეტალურად იქნა განხილული და მიღწეულ იქნა შეთანხმება როგორც პროექტის ღირებულების, ასევე ხარჯვის პროცენტული მაჩვენებლების შესახებ. გადაწყდა ზემოთ აღნიშნულში რამდენიმე ცვლილების შეტანა. შეთანხმებულ იქნა, რომ ყველა ის თანხა, რომელიც გამოიყოფა სამელიორაციო ასოციაციების ქვეპროექტებისათვის, ათვისებული იქნება მომხმარებელთა მონაწილეობით და ირიგაციისა და დრენაჟის პროექტის განმახორციელებელი ერთეულის (IDPIU) მართვისა და ზედმიწევნითი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ განუმარტა საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს, რომ პროექტის მართვის მიზნით სრულ განაკვეთზე დაქირავებული საშტატო თანამშრომლები გაწეული მომსახურების ანაზღაურებიდან არ იხდიან დამატებითი ღირებულების გადასახადს. შეიქმნა კრედიტის ხარჯვის კატეგორია პროექტის მართვის დასაფინანსებლად, რომლის ხარჯებს 100%-ით დააფინანსებს საერთაშორისო განვითარების ასოციაცია. იმის გამო, რომ პროექტის ხარჯებში შეტანილ იქნა სხვადასხვა ცვლილება, კრედიტის მოცულობა 25 მილიონი აშშ დოლარიდან 27 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მიღებულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მიღებულ იქნება ყველა ზომა პროექტის თანხების ეკონომიური ხარჯვისათვის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების ფარგლებში შესყიდვების წარმოების წესის შესაბამისად, როგორც ეს დადგენილია საკრედიტო ხელშეკრულების მე-3 დამატებაში, და რომ კონსულტანტებისა და პროექტის საშტატო თანამშრომელთა დაქირავება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ პერიოდში, როდესაც ეს საჭირო იქნება პროექტის განსახორციელებლად. პროექტის განხორციელების გეგმის ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ყველა თანამდებობა ერთბაშად არ დაკომპლექტდება, არამედ ყოველ თანამდებობაზე ვაკანსია შეივსება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის საჭიროებას და ტექნიკურ დავალებას დაამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და მიღებულ იქნება თანხმობა (No Objection) საერთაშორისო განვითარების ასოციაციისგან. ყოველი წლის დასაწყისში მომზადდება შესყიდვების დეტალური გეგმა ზემოთ აღნიშნული შტატების დასაქირავებლად, რომელშიც მოცემული იქნება კონკრეტული წლისათვის საჭირო საშტატო ერთეულები. საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებმა განუმარტეს საქართველოს დელეგაციას, რომ კრედიტის თანხები არ შეიძლება დაიხარჯოს სახელმწიფო მოხელეების ხელფასების დასაფინანსებლად.
7. სამელიორაციო ასოციაციებისათვის საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის გადაცემა. საქართველოს დელეგაცია და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ სამელიორაციო ასოციაციის მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში არსებული საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურა უვადო უზუფრუქტის წესით გადაეცემა იმ სამელიორაციო ასოციაციას, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს. ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ 2004 წლის 31 მარტისათვის სესხის ამღები განიხილავს „მელიორაციის შესახებ კანონის“ შესაბამისობას სექტორის განვითარების საჭიროებებთან, მათ შორის საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის სრულ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობასა და მიზანშეწონილობას, და შეიტანს ზემოაღნიშნული მიმოხილვით განსაზღვრულ და საერთაშორისო განვითარების ასოციაციასთან შეთანხმებულ საჭირო ცვლილებებს მოცემულ კანონსა და სხვა შესაბამის კანონმდებლობაში.
8. დაბეგვრა. საქართველოს დელეგაციამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის უზუფრუქტის წესით გადაცემა განხორციელდება ქონების გადაცემის გარეშე. საქართველოს დელეგაცია დაეთანხმა იმას, რომ სესხის ამღებმა კანონმდებლობის ჯეროვანი გულმოდგინებით გაანალიზების შემდეგ საერთაშორისო განვითარების ასოციაციას უნდა წარუდგინოს ფინანსთა სამინისტროს წერილი საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის ქონების გადასახადით დაბეგვრის შესახებ, რაც პროექტის დირექტორთა საბჭოზე წარდგენის წინაპირობას წარმოადგენს. საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებისათვის არ არის ცნობილი რომელიმე სხვა ქვეყანაში ქონების ამგვარი გადასახადის არსებობის შესახებ სამელიორაციო ასოციაციების გამგებლობაში არსებულ საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურაზე. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს ძალზე უჩვეულოდ მიაჩნიათ ასეთი სიტუაციის არსებობა საქართველოში. საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის ქონების გადასახადით დაბეგვრის შესახებ სამელიორაციო ასოციაციებს მნიშვნელოვანი დამატებითი ფინანსური ტვირთი დააწვებათ, რამაც, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის აზრით, შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას პროექტის წარმატებას. იმ შემთხვევაში, თუ სამელიორაციო ასოციაციებისათვის უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადასაცემი საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურა იბეგრება ქონების გადასახადით, სესხის ამღებს დაუწესდება პროექტის ეფექტურობის პირობა, რომლის მიხედვით სესხის ამღებმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რათა ასოციაციები არ დაიბეგროს საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურაზე ქონების გადასახადით.
9. პროექტის მართვა. საქართველოში ცოტა ხნის წინ ადგილი ჰქონდა პროექტების მართვის ორგანიზაციის სტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებას, რამაც გავლენა მოახდინა სოფლის მეურნეობის დარგში საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ ფინანსირებად ყველა პროექტზე. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 აპრილის №149 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და ფინანსთა სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით ჩამოყალიბდა პროექტების საკოორდინაციო ცენტრი (PCC) როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
10. პროექტების საკოორდინაციო ცენტრი პასუხისმგებელი იქნება სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე ყველა პროექტის (სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი (ADP), სასოფლო-სამეურნეო კვლევის, დანერგვა-კონსულტირების და სწავლების პროექტი (ARETP) და ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტი (IDCDP)) კოორდინაციასა და მთლიან მართვაზე. აღნიშნული პასუხისმგებლობა მოიცავს ძირითად ადმინისტრაციულ მომსახურებას ფინანსური მართვის, შესყიდვების წარმოების და საკრედიტო სახსრების გაცემის ჩათვლით. მოცემულ ახალ სტრუქტურაში თითოეული პროექტის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს თითოეული პროექტის განმახორციელებელი ერთეული (PIU). პროექტის საკოორდინაციო ცენტრის ადმინისტრაციულ ბირთვსა და ირიგაციისა და დრენაჟის პროექტის განმახორციელებელ ერთეულს (IDPIU) შორის ურთიერთობის საკითხები აღწერილია პროექტის საკოორდინაციო ცენტრის დებულებაში და შემდგომში, საჭიროებისამებრ, აღწერილ იქნება ტექნიკურ დავალებებში.
11. პროექტის საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის კანდიდატურა შეირჩევა კონკურსის საფუძველზე; მისი დანიშვნა, სავარაუდოდ, უახლოესი ორი თვის განმავლობაში მოხდება საერთაშორისო განვითარების ასოციაციისათვის მისაღები ტექნიკური დავალებისა და შერჩევის კრიტერიუმების საფუძველზე.
12. მე-10 პარაგრაფში მითითებული პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს პროექტების საკოორდინაციო ცენტრის (მისი ერთეულების ჩათვლით) ყველა ძირითადი თანამდებობის დაკომპლექტებას კონკურსის საფუძველზე პროექტების საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის შერჩევის შემდეგ. ყველა ძირითადი თანამდებობისთვის ტექნიკური დავალება უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მოთხოვნებს. პროექტების საკოორდინაციო ცენტრის ძირითად თანამდებობებზე, ფინანსური მენეჯერისა და შესყიდვების სპეციალისტის ჩათვლით, ყველა კანდიდატის, ისევე როგორც IDPIU-ს ყველა თანამშრომლის კვალიფიკაცია და გამოცდილება მისაღები უნდა იყოს საერთაშორისო განვითარების ასოციაციისთვის. გარდა ამისა, მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ახალი სტრუქტურების დაკომპლექტების დასრულებამდე, პროექტების საკოორდინაციო ცენტრის (IDPIU-ს ჩათვლით) შტატები მოიცავს ყოფილი პროექტის საკოორდინაციო ცენტრისა და (PCU)და ირიგაციისა და დრენაჟის რეაბილიტაციის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის (PIC) ამჟამინდელ მუშაკებს. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ IDPIU-ს ძირითად საშტატო მუშაკებს, რომლებიც კონკურსის საფუძველზე იყვნენ შერჩეული და მთელი მოცემული პერიოდის განმავლობაში დამაკმაყოფილებლად მუშაობდნენ, გაუგრძელდებათ კონტრაქტები.
13. საქართველოს დელეგაციამ და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ პროექტების საკოორდინაციო ცენტრის ადმინისტრაციული ბირთვის თანამშრომელთა ხელფასების და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის (ADP) სახსრებიდან ამ პროექტის დასრულებამდე, რაც ამჟამად 2002 წლის აპრილისთვის არის დაგეგმილი. სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის დასრულების შემდგომ, ზემოაღნიშნულ ხარჯებს დააფინანსებს IDCDP, რისთვისაც გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი ბიუჯეტი.
14. მომხმარებელთა მონაწილეობა. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს „მომხმარებელთა ძლიერი ორგანიზაციების“, კერძოდ, სამელიორაციო ასოციაციების განვითარება. პროექტი ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნულ პროცესს საწყისი კაპიტალის (100 აშშ დოლარი/ჰა) გამოყოფით და ტრენინგის ჩატარებით. სამელიორაციო ასოციაციებს დაეკისრებათ მაქსიმალურად შესაძლებელი პასუხისმგებლობა სახსრების მართვასა და მათთვის გადაცემული საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისათვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვაზე. საქართველოს დელეგაცია და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ იმ მექანიზმის თაობაზე, რომლის მეშვეობითაც საწყისი კაპიტალი გადაირიცხება მეორე თაობის სპეციალურ ანგარიშებზე და ასევე ფინანსურ მართვასა და შესყიდვებზე სამელიორაციო ასოციაციების პასუხისმგებლობის შესახებ. ამასთან ერთად მიღწეულ იქნა შეთანხმება პროექტების საკოორდინაციო ცენტრის (PCC) ადმინისტრაციულ ბირთვისა და IDPIU-ს უფლება-მოვალეობებისა და ზემოაღნიშნული პროცესის კონტროლის საკითხის შესახებ. მოცემულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა დეტალი მოცემულ იქნება პროექტის განხორციელების გეგმასა და სამუშაო ინსტრუქციებში (OM).
15. შესყიდვები. განხილულ და შეთანხმებულ იქნა შესყიდვების პროცედურები. საქართველოს დელეგაციამ დაადასტურა, რომ მას სურს საკრედიტო ხელშეკრულებაში შეიტანოს დებულება ადგილობრივი კონტრაქტორებისათვის უპირატესობის მინიჭების შესახებ. ადგილობრივი კონტრაქტორებისათვის უპირატესობის მინიჭება ეხება მხოლოდ ადგილობრივ ფირმებს. ის არ ეხება უცხოური და ადგილობრივი ფირმების რაიმე გაერთიანებას, რომელიც საერთაშორისო განვითარების ასოციაციის სატენდერო დოკუმენტების ტერმინოლოგიით განისაზღვრება როგორც ერთობლივი საწარმო.
16. IDA-ს წარმომადგენლებმა განუმარტეს საქართველოს დელეგაციას, რომ არ არის მართებული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა იმ ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც ჩამოთვლილია მე-3 დამატებაში – მე-2 დანართის მე-3 დამატებით წერილში.
17. განხორციელების მონიტორინგის მაჩვენებლები. საქართველოს დელეგაციამ და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებმა განიხილეს და შეთანხმებას მიაღწიეს განხორციელების მონიტორინგის მაჩვენებლების თაობაზე, რომლებიც გამოყენებულ იქნება პროექტის მონიტორინგისა და შეფასებისათვის (მე-3 დამატება – მე-2 დანართის მე-2 დამატებითი წერილი).
18. გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებისა და მონიტორინგის გეგმა (EMP). საქართველოს დელეგაციამ დაადასტურა, რომ გარემოსდაცვითი ღონსიძიებების განხორციელებისა და მონიტორინგის გეგმა განხორციელდება პროექტის გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. გარდა ამისა, მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ EMP-ის საბოლოო ვერსია დაერთვება პროექტის განხორციელების გეგმას მას შემდეგ, რაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) საფუძველზე გასცემს გარემოსდაცვით ნებართვას. პროექტის განმახორციელებელი ერთეული (IDPIU) მოთხოვნის საფუძველზე წარუდგენს EMP-ის ყველა დაინტერესებულ მხარეს.
19. ფინანსური მართვა. განხილულ და შეთანხმებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულების მე-4 მუხლის ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული კონკრეტული დებულებები. გარდა ამისა, შეთანხმებულ იქნა შემდეგი საკითხები. IDCDP-ს დირექტორთა საბჭოზე წარდგენამდე აუცილებელია ფინანსური მართვის შემდეგი საკითხების გადაწყვეტა: (1) პროექტების საკოორდინაციო ცენტრის მიერ განხორციელებული სხვა პროექტების მიმდინარე აუდიტის ჩატარების პროცესში პროექტების საკოორდინაციო ცენტრმა აუდიტორებს განსახილველად და კომენტირებისათვის უნდა წარუდგინოს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციების განახლებული ასლი, რომელიც მხოლოდ ქართულ ენაზე არსებობს; (2) პროექტების საკოორდინაციო ცენტრი წარადგენს 2000 კალენდარული წლის აუდიტის მიერ შემოწმებული პროექტების ფინანსურ ანგარიშებსა და სამენეჯმენტო წერილს. აღნიშნული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მოთხოვნებს პროექტების საკოორდინაციო ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვა პროექტებთან მიმართებაში; (3) პროექტების საკოორდინაციო ცენტრი წარუდგენს საერთაშორისო განვითარების ასოციაციას საკუთრივ ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტისათვის (IDCDP) შედგენილ ანგარიშთა გეგმას საბუღალტრო აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამა Copper-ისათვის; (4) პროექტების საკოორდინაციო ცენტრი დაუდასტურებს საერთაშორისო განვითარების ასოციაციას, რომ ის შეძლებს ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტისთვის (IDCDP) შეთანხმებული მართვის ანგარიშების (PMR) წარდგენას; (5) პროექტების საკოორდინაციო ცენტრი წარმოადგენს 2001 კალენდარულ წელს მის მიერ განხორციელებული ყველა პროექტის (IDCDP-ს ჩათვლით) აუდიტის ტექნიკურ დავალებას, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება საერთაშორისო განვითარების ასოციაციისთვის.
20. აუდიტთან დაკავშირებული საკითხები. საკრედიტო ხელშეკრულების 4.01 განაკვეთის (ბ) (1) პუნქტის შესრულების მიზნით, პროექტის აუდიტის ჩასატარებლად შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორი უნდა იყოს იმ პროფესიული საბუღალტრო ორგანოს წევრი, რომელიც, თავის მხრივ, გაწევრიანებულია ბუღალტრების საერთაშორისო ფედერაციაში (IFAC) და მისაღები უნდა იყოს საერთაშორისო განვითარების ასოციაციისთვის. მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აუდიტი ჩატარდება IFAC -ის მიერ გამოცემული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და საერთაშორისო განვითარების ასოციაციისა და საქართველოს მთავრობისათვის მისაღები ტექნიკური დავალების შესაბამისად. მასშტაბის გაზრდის საშუალებით ეკონომიურობის მიღწევის მიზნით, სოფლის მეურნეობის დარგში საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ ფინანსირებადი ყველა პროექტის აუდიტს ჩაატარებს კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი აუდიტორი.
21. საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტები. საკრედიტო ხელშეკრულების 4.01 განაკვეთის (ა) პუნქტის შესრულების მიზნით, ფინანსური დოკუმენტებისა და ანგარიშების წარმოება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტების კომიტეტის (IASC) მიერ შემუშავებული საერთაშორისო საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტების პრინციპების შესაბამისად ყველა შემდგომი ცვლილებების გათვალისწინებით.
22. პროექტის მართვის ანგარიშები (PMR). საკრედიტო ხელშეკრულების მიზნების განსახორციელებლად, მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებული პროექტის მართვის ანგარიშების ფორმა უნდა შეესაბამებოდეს პროექტების საკოორდინაციო ცენტრთან პროექტის საექსპერტო შეფასების დროს შეთანხმებულ სანიმუშო ფორმას, რომელიც შეიცვლება IDCD პროექტის დირექტორთა საბჭოზე წარდგენამდე წარმოებული ტექნიკური განხილვებისა და მოლაპარაკებების შედეგების ასახვის მიზნით. სანიმუშო ცხრილები მოცემულია მე-3 დანართში, ხოლო მათი საბოლოო ვერსიები შევა პროექტის განხორციელების გეგმაში. პროექტების საკოორდინაციო ცენტრი ფინანსური მართვის სისტემის განხილვის შედეგად გაკეთდა დასკვნა, რომ მას შეუძლია მოამზადოს პროექტის მართვის ანგარიშები. ამგვარად, არ არის საჭირო დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის მომზადება ფინანსური მართვის სისტემის გასამყარებლად, თუმცა პროექტის საკოორდინაციო ცენტრმა უნდა დაადასტუროს, რომ მისი სისტემა მზად არის მოამზადოს პროექტის მართვის ანგარიშები, როგორც მითითებულია 22-ე პარაგრაფის მე-4 პუნქტში. საკრედიტო ხელშეკრულების 4.02 განაკვეთის (ა) პუნქტის მიზნების განსახორციელებლად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პროექტების საკოორდინაციო ცენტრი სრულყოფს პროექტის მართვის ღონისძიებებს, რათა მოამზადოს ყველა პროექტის მართვის ანგარიში 2002 წლის 31 მარტისათვის.
23. გადასახადები. საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტი არ დააფინანსებს დამატებითი ღირებულების გადასახადს. რადგან კრედიტის შეფასება განხორციელდა იმ პირობის საფუძველზე, რომ საერთაშორისო განვითარების ასოციაცია კონსულტანტების მომსახურებას ისეთი განაკვეთით დააფინანსებს, რომელიც მოიცავს საშემოსავლო გადასახადს, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია დათანხმდა, რომ პროექტმა კონსულტანტებისა და პროექტის მართვის მომსახურება დააფინანსოს ისეთი განაკვეთით, რომელიც მოიცავს საშემოსავლო გადასახადს (იხ. თანდართული 2001 წლის 22 მარტის წერილი საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მმართველი დირექტორისგან, ბატონი ზანგისაგან საქართველოს ფინანსთა მინისტრისადმი).
24. სავალდებულო გადასახადი. საკრედიტო ხელშეკრულების 2.04 განაკვეთის (ა) პუნქტთან დაკავშირებით საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ყოველი ფისკალური წლის დასაწყისში საერთაშორისო განვითარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ადგენს სავალდებულო გადასახადის მოცულობას და ეს გადასახადი ამჟამად გაუქმებულია იმ სესხის ამღებთათვის, რომლებიც მას იხდიან.
25. ინფორმაციის გავრცელება. საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებმა განუმარტეს საქართველოს დელეგაციას, რომ ინფორმაციის გავრცელების პოლიტიკის ფარგლებში, დირექტორთა საბჭოს მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია დაინტერესებულ მხარეებს მოთხოვნის საფუძველზე მიაწვდის პროექტის საექსპეტრო შეფასების დოკუმენტს (PAD). საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ პროექტის საექსპერტო შეფასების დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე სახის კონფიდენციალურ და გასაიდუმლოებულ მასალას და უფლება მისცა საერთაშორისო განვითარების ასოციაციას გამოსცეს პროექტის საექსპერტო შეფასების დოკუმენტის სრული ვარიანტი, რომელშიც იქნება მოლაპარაკების დროს შეთანხმებული ცვლილებები.
26. შეთანხმებული საპროცედურო განრიგი. 2001 წლის 21 ივნისს პროექტის დირექტორთა საბჭოზე დროული წარდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობა 2001 წლის 18 მაისამდე აცნობებს საერთაშორისო განვითარების ასოციაციას მოლაპარაკებების დროს შეთანხმებული დოკუმენტების დამტკიცების შესახებ.
საქართველოს მთავრობის მხრიდან
დავით კირვალიძე
სოფლის მეურნეობისა და
სურსათის მინისტრი
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) მხრიდან
იუპ სთაუთჯესდიკი
ირიგაციის მთავარი ინჟინერი (პროექტის ხელმძღვანელი მსოფლიო ბანკის მხრიდან)
გარემოსდაცვითი და სოციალური განვითარების ერთეული, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი
დანართი 1
საქართველოს დელეგაციის წევრები
დავით კირვალიძე
– საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი (დელეგაციის ხელმძღვანელი)
კობა გვენეტაძე
– საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
პაატა ჭარაქაშვილი
– საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვენსტიციების საბჭოს სამდივნოს უფროსი
ლია იაშვილი
– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვალის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
კონსტანტინე მგელაძე
– საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების მსოფლიო ბანკის პროექტის მენეჯერი
თენგიზ ლაკირბაია
– საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების მსოფლიო ბანკის პროექტის ტექნიკური მენეჯერი
საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დელეგაციის წევრები
იუპ სთაუთჯესდიკი
– ირიგაციის უფროსი ინჟინერი (პროექტის ხელმძღვანელი მსოფლიო ბანკის მხრიდან), ECSSD
ვოლკერ ბრანშაიდი
– ირიგაციის უფროსი ინჟინერი (სამსახურიდან გადამდგარი), ECSSD
იან შუკერი
– უფროსი ეკონომისტი, ECSSD
ზოი კოლოვოუ
– უფროსი იურისტი, ევროპისა და ცენტრალური აზიის იურიდიული დეპარტამენტი (LEGOP)
თუ-ჰა ნგუიენი
– საკრედიტო სახსრების გაცემის უფროსი სპეციალისტი, საკრედიტო სახსრების გაცემის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილება (LOAG 1)
არბენ მაჰო
– შესყიდვების ანალიტიკოსი, ECSSD
რანჯარ განგული
– ფინანსური მართვის უფროსი სპეციალისტი, ECSSD
დარეჯან კაპანაძე
– პროექტის მართვის სპეციალისტი, ECSSD
დევიდ ბონტემპო
– პროექტის ანალიტიკოსი, ECSSD