შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ
მიღების თარიღი 22.03.2000
ძალაში შესვლა 28.07.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480160000.02.002.000395
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (რედაქტირებულია) | აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:14.15pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 63.0pt 56.7pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა (საქართველოსთან მიმართებაში – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი;
სურთ რა განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთგაგება;
ისწრაფვიან რა გააფართოვონ თანამშრომლობა სამართლებრივ სფეროში;
გათვითცნობიერებული აქვთ რა ორივე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესახებ ურთიერთინფორმირების გაუმჯობესებისათვის ურთიერთობების განვითარების აუცილებლობა,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები აღიარებენ სამართლებრივი აქტების ორმხრივ საინფორმაციო გაცვლის აუცილებლობას იმ საკითხებზე, რომლებიც აღნიშნულნი არიან ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ნუსხაში (თან ერთვის), ექვემდებარებიან სახელმწიფოთაშორისო გაცვლას, ღიაა პუბლიკაციისათვის.
ზემოაღნიშნული ნუსხა შეიძლება შეცვლილ იქნეს ან შეტანილ იქნეს მასში დამატებები მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 2🔗
თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას წარუდგინოს მეორე მხარეს მოთხოვნილი ინფორმაცია ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შესახებ.
ერთ-ერთი მხარის მიერ თანამშრომლობის პროცესში მიღებული ინფორმაცია, შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს იმ მხარის თანხმობის შემთხვევაში, რომელმაც წარადგინა ინფორმაცია.
თანამშრომლობის პროცესში მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხარეთა საწინააღმდეგოდ.
მუხლი 3🔗
მხარეები, ეროვნული საინფორმაციო რესურსების გამოყენებით, შექმნიან საკუთარ მონაცემთა ეტალონურ ბაზებს სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლისათვის.
მუხლი 4🔗
მხარეები, ახორციელებენ რა შეთანხმებულ ზომებს სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის სისტემის შესაქმნელად, შესაბამისად, განსაზღვრავენ:
ინფორმაციის მომხმარებელი სუბიექტების ჩამონათვალს;
ინფორმაციის სამართლებრივ რეჟიმს: ნორმატიულად დადგენილი წესები, რომლებიც განსაზღვრავენ ინფორმაციის გახსნის დონეს, დოკუმენტირების წესს, ხელმისაწვდომობას, შენახვას, გავრცელებას და დაცვას.
მუხლი 5🔗
მხარეები განსაზღვრავენ იუსტიციის სამინისტროებს, როგორც სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლისა და სისტემის შექმნის სამუშაოების კოორდინატორებს.
მუხლი 6🔗
მხარეები უზრუნველყოფენ სამართლებრივი ინფორმაციის ეროვნული რესურსების ხელმისაწვდომობას, რომელიც განსაზღვრულია ერთობლივი სარგებლობისათვის (მონაცემთა ეტალონურ ბაზად), ინარჩუნებენ მათ საკონტროლო მდგომარეობაში და უზრუნველყოფენ საინფორმაციო მონაცემების მიწოდების სისრულეს, უტყუარობასა და დროულობას.
მუხლი 7🔗
სამართლებრივი ინფორმაცია, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს რუსულ ენაზე და უსასყიდლოდ. სწრაფი შეტყობინებებისა და მასალების გადაცემისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს კავშირის ელექტრონული, ფაქსიმილური და სხვა საშუალებები.
მუხლი 8🔗
მხარეები, მონაცემთა ბაზის გაცვლის დროს აუცილებლად მიიჩნევენ წარუდგინონ ერთმანეთს ნორმატიული სამართლებრივი აქტების კლასიფიკატორები.
სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗
შეთანხმება არ ეხება მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.
მუხლი 10🔗
შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა ურთიერთთანხმობით.
ყველა ცვლილება და დამატება ფორმდება ოქმებით, რომლებიც წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 11🔗
მხარეთა შორის დავები და უთანხმოებები გადაწყდება ორმხრივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების საფუძველზე.
მუხლი 12🔗
შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების თარიღიდან და მოქმედებას წყვეტს ერთ-ერთი მხარის მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ მეორე მხარის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. თბილისში 2000 წლის 22 მარტს ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. შეთანხმების დებულებათა განმარტების მიზნით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(რედაქტირებულია)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმების დანართი
ნორმატიული-სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფოთაშორის გაცვლას
1.
სახელმწიფო წყობილების საფუძვლები;
2.
სახელმწიფო უსაფრთხოება;
3.
თავდაცვა;
4.
საჯარო სამსახური;
5.
საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები;
6.
ადმინისტრაციული კანონმდებლობა;
7.
იუსტიცია, სასამართლო, პროკურატურა;
8.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
9.
სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობა;
10.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა;
11.
სისხლის სამართლებრივი აღმასრულებელი კანონმდებლობა (შრომა-გასწორების კანონმდებლობა);
12.
სამოქალაქო და საოჯახო სამართალი;
13.
სამოქალაქო სამართლის საპროცესო და სამეურნეო კანონმდებლობა;
14.
მოსახლეობის შრომა და დასაქმება;
15.
სოციალური დაზღვევა და სოციალური უზრუნველყოფა;
16.
ფინანსები და კრედიტი;
17.
საწარმოები და სამეწარმეო კანონმდებლობა;
18.
მრეწველობა;
19.
სამშენებლო და არქიტექტურული კომპლექსები;
20.
სოფლის მეურნეობა;
21.
ვაჭრობა;
22.
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა;
23.
საყოფაცხოვრებო კომუნალური მეორნეობა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურება;
24.
განათლება, მეცნიერება, კულტურა;
25.
ჯანდაცვა;
26.
კანონმდებლობა მიწაზე, მის წიაღზე, წყლებზე, საჰაერო სივრცეზე, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროზე და ბუნებრივ სიმდიდრეებზე;
27.
გარემოს დაცვა;
28.
გეოდეზია, კარტოგრაფია, ჰიდრომეტეოროლოგია;
29.
საერთაშორისო კერძო სამართალი და პროცესი;
30.
საბაჟო საქმე.