კონვენცია საერთაშორისოდ დაცული პირების წინააღმდეგ დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ
მიღების თარიღი 14.12.1973
ძალაში შესვლა 19.03.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000540
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 23/05/2005
დოკუმენტის ტექსტი
კონვენცია საერთაშორისოდ დაცული პირების წინააღმდეგ დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 59.8pt 56.7pt 67.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
7. კონვენცია
საერთაშორისოდ დაცული პირების წინააღმდეგ დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ
გახსნილია ხელმოწერებისათვის 1973 წლის 14 დეკემბრიდან, ქალაქ ნიუ-იორკში
წინამდებარე კონვენციის წევრი-სახელმწიფოები
,
ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნებისა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარების თაობაზე გაეროს წესდების მიზნებითა და პრინციპებით,
ითვალისწინებენ რა, რომ დიპლომატიური აგენტებისა და სხვა საერთაშორისოდ დაცული პირების წინააღმდეგ დანაშაული და მათი უსაფრთხოების ხელყოფა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნორმალური საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნებას, რაც აუცილებელია სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისათვის,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ ამგვარი დანაშაულების განხორციელება არის საერთაშორისო საზოგადოების ღრმა შეშფოთების მიზეზი,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ აუცილებელია ამგვარი დანაშაულების აღკვეთისა და დასჯისათვის შესაბამისი და ეფექტური ზომების მიღება,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის
1. ,,საერთაშორისოდ დაცული პირი” არის:
a) სახელმწიფოს მეთაური, ისევე როგორც ამ სახელმწიფოს კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციების აღმასრულებელი კოლეგიალური ორგანოს წევრი, მთავრობის მეთაური ან საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც ნებისმიერი ასეთი პირთაგანი იმყოფება უცხო სახელმწიფოში, და მისი თანმხლები ოჯახის წევრები;
b) სახელმწიფოს წარმომადგენელი ან ოფიციალური პირი, ან სამთავრობათაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერი აგენტი, რომელზეც იმ დროსა და ადგილას, როდესაც განხორციელდა თავდასხმა მასზე, მისი ოფიციალური სამყოფლის, კერძო საცხოვრებლის ან ტრანსპორტის წინააღმდეგ, ვრცელდებოდა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დაცვა თავდასხმისაგან მის პიროვნებაზე, თავისუფლებასა ან ღირსებაზე, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრებზე.
2. ,,სავარაუდო დამნაშავე” არის პიროვნება, რომლის წინააღმდეგაც არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია prima facie დასადგენად, რომ მან ჩაიდინა ან მონაწილეობა მიიღო მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ერთ ან მეტ დანაშაულში.
მუხლი 2🔗
1. განზრახ ჩადენილი:
a) საერთაშორისოდ დაცული პირის მკვლელობა, გატაცება, ან პირადად მისი ან მისი თავისუფლების სხვა სახის ხელყოფა;
b) საერთაშორისოდ დაცული პირის ოფიციალურ სამყოფელზე, საცხოვრებელზე, სატრანსპორტო საშუალებაზე ძალისმიერი თავდასხმა, რაც საფრთხეს უქმნის ამ პირს ან მის თავისუფლებას;
c) მსგავსი თავდასხმის განხორციელების მუქარა;
d) მსგავსი თავდასხმის განხორციელების მცდელობა; და
e) ნებისმიერი მსგავსი დანაშაულის განხორციელებაში თანამონაწილეობის აქტი, განხილული უნდა იქნეს კონვენციის ყოველი წევრი-სახელმწიფოს მიერ როგორც დანაშაული, მისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
2. კონვენციის ყოველმა წევრმა-სახელმწიფომ დასჯადად უნდა გამოაცხადოს ეს დანაშაულები მათი სიმძიმის შესაბამისი სასჯელით.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები არ ათავისუფლებენ წევრ-სახელმწიფოებს მათი საერთაშორისო ვალდებულებისაგან, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომები საერთაშორისოდ დაცული პირის, მისი თავისუფლებისა
და ღირსების შემდგომი ხელყოფის შესაძლებლობის აღსაკვეთად.
მუხლი 3🔗
1. ყოველი წევრი-სახელმწიფო ღებულობს აუცილებელ ზომებს მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე საკუთარი იურისდიქციის განსახორციელებლად შემდეგ შემთხვევებში:
a) როდესაც დანაშაული ჩ
ადენილ იქნა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან ამ სახელმწიფოში რეგისტრირებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ბორტზე;
b) როდესაც სავარაუდო დამნაშავე არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე;
c) როდესაც დანაშაული ჩადენილია 1-ლი მუხლის მიხედვით საერთაშორისოდ დაცული პირის წინააღმდეგ, რომელიც სარგებლობს ამ სტატუსით გამომდინარე ფუნქციებიდან, რომლებსაც იგი ასრულებს ამ სახელმწიფოს სახელით.
2. ყოველი წევრი-სახელმწიფო ანალოგიურად ღებულობს ზომებს დანაშაულებზე თავისი იურისდიქციის განსახორციელებლად, როდესაც სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მის ტერიტორიაზე და არ გადასცემს მას მე-8 მუხლის თანახმად წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში ნახსენებ ნებისმიერ სახელმწიფოს.
3. წინამდებარე კონვენცია არ გამორიცხავს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულ ნებისმიერ სისხლის სამართლის იურისდიქციას.
მუხლი 4🔗
წევრი-სახელმწიფოები თანამშრომლობენ, რათა არ დაუშვან მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ კი:
a) იღებენ ყვ
ელა პრაქტიკულად განხორციელებად ზომას მათი საზღვრების შიგნით და გარეთ ამ დანაშაულები ს ჩადენის სამზადისის აღსაკვეთად მათ ტერიტორიებზე;
b) ცვლიან ინფორმაციას და ახორციელებენ ამ დანაშაულების ჩადენის აღმკვეთი ადმინისტრაციული და სხვა ზომების კოორდინირებას.
მუხლი 5🔗
1. თუ წევრ-სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიის ფარგლებშიც ჩადენილ იქნა მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, აქვს საფუძველი თვლიდეს, რომ სავარაუდო დამნაშავე გაიქცა მისი ტერიტორიიდან, იგი ვალდებულია შეატყობინოს ყველა სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოს უშუალოდ ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით, ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და სავარაუდო დამნაშავის ვინაობის შესახებ ყველა არსებული ინფორმაცია.
2. როდესაც მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია საერთაშორისოდ დაცული პირის წინააღმდეგ, ყოველმა წევრმა-სახელმწიფომ, რომელსაც გააჩნია ინფორმაცია დანაშაულის მსხვერპლისა და დანაშაულის ჩადენის გარემოებების შესახებ, უნდა გასწიოს ძალისხმევა, ამ ინფორმაციის სრულად და დროულად, თავისი შიდა კანონმდებლობის პირობების შესაბამისად, იმ წევრ-სახელმწიფოსათვის გადასაცემად, რომლის სახელითაც ეს პირი ასრულებდა თავის ფუნქციებს.
მუხლი 6🔗
1. დარწმუნდება რა, რომ ამას ითხოვს გარემოება, მონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სავარაუდო დამნაშავე, თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად ღებულობს შესაბამის ზომებს, რათა დამნაშავე წარდგენილ იქნეს განსასჯელად ან გადასაცემად. ამ ზომების შესახებ წევრმა-სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს პირდაპირ ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით:
a) სახელმწიფოს, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაული;
b) სახელმწიფოს ან სახელმწიფოებს, რომელთა მოქალაქეც არის სავარაუდო დამნაშავე. თუ დამნაშავეს არ გააჩნია მოქალაქეობა
—
სახელმწიფოს, სადაც იგი მუდმივად ცხოვრობს;
c) სახელმწიფოს ან სახელმწიფოებს, რომელთა მოქალაქეც არის ეს საერთაშორისოდ დაცული პირი, ან რომელთა სახელითაც ის ასრულებდა თავის ფუნქციებს;
d) ყველა დანარჩენ დაინტერესებულ სახელმწიფოს; და
e) საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის აგენტი ან თანამდებობის პირიც არის ეს საერთაშორისოდ დაცული პირი.
2. ნებისმიერ პირს, რომლის მიმართებაშიც გამოიყენება ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებული ზომები, უნდა მიეცეს უფლება:
a) დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს იმ სახელმწიფოს უახლოეს შესაბამის წარმომადგენლობას, რომლის მოქალაქეც ის არის, ან იმ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს უფლება, დაიცვას მისი უფლებები, ხოლო თუ ამ პირს არ გააჩნია მოქალაქეობა
– სახელმწიფოს, რომელსაც ის მიმართავს თხოვნით და რომელიც გამოთქვამს სურვილს, დაიცვას მისი უფლებები; და
b) მონახულებულ იქნეს ამ სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ.
მუხლი 7🔗
მონაწილე ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სავარაუდო დამნაშავე, მისი გადაუცემლობის შემთხვევაში ვალდებულია გამონაკლისისა და უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე გადასცეს საქმე თავის კომპეტენტურ ინსტანციებს, თავისი შიდა კანონმდებლობის თანახმად, განსახილველად.
მუხლი 8🔗
1. თუ მე-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები არ არის იმ დანაშაულთა შორის, რომელსაც მოყვება ექსტრადიცია წევრ-ქვეყნებს შორის დამნაშავეთა გადაცემის თაობაზე არსებული შეთანხმებების მიხედვით, ისინი მიჩნეულნი უნდა იყვნენ ასეთად. წევრი-ქვეყნები ვალდებული არიან შეიტანონ ეს დანაშაულები, როგორც დანაშაულები , რომელთაც მოყვება დამნაშავის გადაცემა, მათ მიერ მომავალში ერთმანეთს შორის ექსტრადიციის თაობაზე დადებულ ყველა შეთანხმებაში.
2. თუ წევრი-სახელმწიფო, რომელიც დამნაშავის გადაცემას ახორციელებს მხოლოდ არსებული შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ღებულობს თხოვნას გადაცემის შესახებ სხვა წევრ-სახელმწიფოსგან, რომელთანაც არ გააჩნია ასეთი შეთანხმება, მას შეუძლია განიხილოს წინამდებარე კონვენცია, როგორც ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძველი ამ სახის დანაშაულებებთან მიმართებაში. დამნაშავის გადაცემა უნდა განხორციელდეს იმ სახელმწიფოს შიდაპროცესუალური წესების შესაბამისად, რომელსაც მიემართა თხოვნით.
3. წევრი-სახელმწიფოები, რომლებიც სავალდებულოდ არ მიიჩნევენ შეთანხმების არსებობას დამნაშავეთა გადასაცემად, უნდა განიხილავდნენ ამ დანაშაულს, როგორც ექსტრადირებადს იმ სახელმწიფოს პროცესუალური წესებისა და სხვა კანონების შესაბამისად, რომელსაც მიემართება თხოვნით.
4. წევრ-სახელმწიფოთა შორის დამნაშავეთა გადაცემის უზრუნველსაყოფად, ყოველი ასეთი დანაშაული უნდა განიხილებოდეს როგორც დანაშაული, რომელიც ჩადენილ იქნა არა მხოლოდ მისი ჩადენის ადგილას, არამედ იმ სახელმწიფოების ტერიტორიაზეც, რომლებიც ვალდებულნი არიან განახორციელონ თავიანთი იურისდიქცია მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 9🔗
ნებისმიერ პიროვნებას, რომლის მიმართაც ხდება მოძიება მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით, უნდა ეძლეოდეს ძიების ყველა ეტაპზე საქმის სამართლიანი განხილვის გარანტია.
მუხლი 10🔗
1. წევრი-სახელმწიფოები უწევენ ერთმანეთს მაქსიმალურ სამართლებრივ მხარდაჭერას მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებულ საძიებო-საპროცედურო ქმედებებში, მათ განკარგვაში მყოფი სასამართლო განხილვებისათვის აუცილებელი მტკიცებულებების მიწოდების ჩათვლით.
2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებებს არ აქვთ გავლენა სხვა ნებისმიერი შეთანხმებით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე.
მუხლი 11🔗
წევრი-სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა განსასჯელი ქმედებები სავარაუდო დამნაშავის მიმართ, ატყობინებს საბოლოო შედეგებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც გადასცემს ამ ინფორმაციას დანარჩენ წევრ-სახელმწიფოებს.
მუხლი 12🔗
წინამდებარე კონვენციის დებულებებს არ აქვთ გავლენა თავშესაფრის შესახებ იმ შეთანხმებების მოქმედებაზე, რომლებიც ძალაში იყვნენ კონვენციის მიღების მომენტისათვის ამ შეთანხმებების წევრ-სახელმწიფოებს შორის; მაგრამ ამ კონვენციის წევრმა-სახელმწიფომ არ უნდა გამოიყენოს ეს შეთანხმებები ამ კონვენციის მონაწილე იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელიც არ არის ამ შეთანხმებების მონაწილე.
მუხლი 13🔗
1. ნებისმიერი დავა ორ ან მეტ წევრ-სახელმწიფოს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტების ან გამოყენების თაობაზე, რომლის გადაწყვეტაც ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების გზით, გადაეცემა არბიტრაჟს ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნის საფუძველზე. თუ არბიტრაჟის მოთხოვნიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრაჟის ორგანიზების საკითხზე, ამ მხარეთაგან ერთ-ერთის მოთხოვნის საფუძველზე დავა განსახილველად გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს (International Court of Justice), სასამართლოს სტატუტის შესაბამისად.
2. ყოველ წევრ-სახელმწიფოს, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერისას, რატიფიკაციისას ან მასთან მიერთებისას, შეუძლია განაცხადოს, რომ არ მიიჩნევს წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებებს თავისათვის სავალდებულოდ. სხვა წევრი-სახელმწიფოებისათვის წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები ასევე არ იქნება სავალდებულო იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელმაც გააკეთა ასეთი დათქმა.
3. ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა განცხადება წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუძლია გააუქმოს ეს დათქმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი შესაბამისი შეტყობინების გზით.
მუხლი 14🔗
წინამდებარე კონვენცია ღია იქნება სახელმწიფოების მიერ ხელმოწერისათვის 1974 წლის 31 დეკემბრამდე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ქ. ნიუ-იორკში.
მუხლი 15🔗
წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას. სარატიფიკაციო სიგელები დეპოზიტირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
მუხლი 16🔗
წინამდებარე კონვენცია იქნება ღია ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ მიერთებისათვის. მიერთების შესახებ დოკუმენტები დეპოზიტირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
მუხლი 17🔗
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან რატიფიცირების ან მიერთების შესახებ ოცდამეორე დოკუმენტის დეპოზიტირების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.
2. ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც მიუერთდება კონვენციას ან მოახდენს მის რატიფიცირებას მიერთების ან რატიფიცირების შესახებ ოცდამეორე დოკუმენტის დეპოზიტირების შემდეგ, ეს კონვენცია ძალაში შევა ამ სახელმწიფოს მიერ სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტირებიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი 18🔗
1. ყოველ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გზით.
2. დენონსირება ძალაში შევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 19🔗
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ასევე ატყობინებს ყველა სახელმწიფოს:
a) წინამდებარე კონვენციაზე ხელის მოწერის, მე-14, მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად სარატიფიკაციო სიგელების ან მიერთების შესახებ დოკუმენტების დეპოზიტირების და მე-18 მუხლის შესაბამისად შეტყობინებების მიღების შესახებ;
b) წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შესახებ, მე-17 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 20🔗
წინამდებარე კონვენციის ტექსტის ორიგინალი, რომლის ტექსტები ესპანურ, ინგლისურ, რუსულ და ჩინურ ენებზე თანაბრად ავთენტურია, დეპოზიტირებული იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელიც დაუგზავნის დამოწმებულ ასლებს ყველა სახელმწიფოს.
რის დასადასტურებლადაც, ქვემორე ხელმომწერებმა, ამისათვის საკუთარი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლემოსილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას, რომელიც გაიხსნა ხელმოსაწერად ქ. ნიუ-იორკში, ათას ცხრაას სამოცდაცამეტი წლის თოთხმეტ დეკემბერს.