შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 22.03.2000
ძალაში შესვლა 28.07.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480160000.02.106.000396
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
matsne.gov.ge 473 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2000 მიღება
28.07.2000 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით   (ხელმოწერილია) აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 63.0pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, აღიარებენ რა ორი სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას ქართველ და აზერბაიჯანელ იურისტებს შორის შემდგომი ურთიერთგაგებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები განახორციელებენ თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: 1. იურიდიული მეცნიერებისა და პრაქტიკის სხვადასხვა პრობლემებისადმი მიძღვნილი ორმხრივი სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება; 2. კანონმდებლობისა და სამართლებრივი სტრუქტურების შესახებ ინფორმაციის გაცვლა; 3. მხარეთა დელეგაციების გაცვლა თავიანთი იუსტიციის ორგანოებისა და დაწესებულებების საქმიანობისა და ორგანიზაციის წესის გაცნობის მიზნით; 4. იურიდიული კადრების მომზადების, სპეციალისტების ურთიერთგაცვლის საქმეში ხელშეწყობა; 5. მხარეთა იუსტიციის ორგანოებსა და დაწესებულებებს შორის პარტნიორული კავშირების დამყარება; 6. კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზისათვის სპეციალისტთა ჯგუფების შექმნა პარიტეტულ საწყისებზე; 7. იუსტიციის ეროვნული სისტემების ინფორმატიზაციის სფეროში სპეციალისტების გაცვლის განხორციელება.     მუხლი 2🔗 მხარეებს, შეთანხმების ფარგლებში, შეუძლიათ დააფუძნონ კომისიები, საკუთრებისადმი მიმართების, ინვესტიციისა და სხვა შეთანხმებული თემატიკის სფეროში ერთობლივი პროგრამების შემუშავებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთინტერესს.     მუხლი 3🔗 მხარეები, შეთანხმების შესრულების მიზნით, ყოველწლიურად ათანხმებენ თანამშრომლობის კონკრეტულ პროექტებს მომავალი წლისათვის, გამომდინარე შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობებიდან. მხარეები, თანამშრომლობის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების დაფინანსებისას, დაიცავენ პრინციპს, რომლის თანახმადაც მათი ორგანიზებისა და მხარეთა დელეგაციების ყოფნის ხარჯებს, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების ხარჯებს ანაზღაურებს მიმღები მხარე, ხოლო ორივე მიმართულებით მგზავრობის ხარჯებს – წარმგზავნი მხარე.     მუხლი 4🔗 მხარეთა ურთიერთთანხმობით, შეთანხმებაში წერილობითი ფორმით შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. ყველა ცვლილება და დამატება ფორმდება ცალკეული ოქმით, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. შეთანხმების დებულებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული, მხარეთა შორის წამოჭრილი დავები და უთანხმოებები გადაწყდება ორმხრივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.     მუხლი 5🔗 შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების თარიღიდან და მოქმედებას წყვეტს ერთ -ერთი მხარის მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ მეორე მხარის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლამდე. შესრულებულია ქ. თბილისი, 2000 წლის 22 მარტს, ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. შეთანხმების დებულებების განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოებისას უპირატესობა მიენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)